კრიპტოვალუტით ვაჭრობის გზამკვლევი დამწყებთათვის

კრიპტოვალუტით ვაჭრობის გზამკვლევი დამწყებთათვის

განახლებული Apr 10, 2026
10m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოვალუტით ვაჭრობა მოიცავს სავაჭრო ბირჟებზე ციფრული აქტივების ყიდვას და გაყიდვას მათი ფასის მოძრაობის მეშვეობით მოგების მიღების მიზნით.

  • კრიპტოთი ვაჭრობის დასაწყებად, პირველ რიგში უნდა აირჩიოთ სანდო სავაჭრო ბირჟა, შექმნათ ანგარიში და გაეცნოთ ვაჭრობის ძირითად კონცეფციებს, როგორიცაა სავაჭრო წყვილები, შეკვეთის ტიპები და სპოტ ვაჭრობა.

  • პოპულარულ სავაჭრო სტრატეგიებს შორისაა დეი-ტრეიდინგი, სვინგ-ტრეიდინგი, სკალპინგი და გრძელვადიანი ინვესტირება (HODLing).

  • რისკის მართვა, რაც მოიცავს პოზიციების ზომების სწორად განსაზღვრას და stop-loss შეკვეთების გამოყენებას, ნებისმიერი სავაჭრო სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

კრიპტოვალუტა მსოფლიოს უამრავ ტრეიდერს და ინვესტორს იზიდავს, დაწყებული ინდივიდუალური ინვესტორებით და დამთავრებული ფინანსური ინსტიტუტებით. თუმცა დამწყებთათვის მისი ტერმინოლოგია, სტრატეგიები და სწრაფად ცვალებადი ბაზრები შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს. ამ გზამკვლევში განხილულია კრიპტოვალუტით ვაჭრობის საფუძვლები, რჩევები დამწყებთათვის, ძირითადი კოცეფციები, სავაჭრო სტრატეგიები და რისკის მართვის მეთოდები.

რა არის კრიპტოვალუტით ვაჭრობა?

კრიპტოვალუტით ვაჭრობა გულისხმობს სავაჭრო ბირჟებზე ციფრული აქტივების ყიდვას და გაყიდვას მათი ფასების ცვლილებების მეშვეობით მოგების მიღების მიზნით. ტრადიციული ბაზრებისგან განსხვავებით, კრიპტო ბაზრები 24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც ტრეიდერებს მეტ მოქნილობას სთავაზობს, თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია ფასის მუდმივ ცვლილებებით გამოწვეულ რისკებთან.

დღეისათვის ათასობით კრიპტოვალუტა არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე პოპულარულია Bitcoin (BTC) და Ethereum (ETH). კრიპტო ტრეიდერებს შეუძლიათ გახსნან long (აქტივის ყიდვა მისი ფასის გაზრდის იმედით) ან short (აქტივის გაყიდვა მისი ფასის კლების იმედით) პიზიციები. ზოგიერთი ტრეიდერი ღია პოზიციებს დღეების ან კვირების განმავლობაში ინარჩუნებს, ზოგი კი თითოეული სავაჭრო პოზიციის გახსნას და დახურვას რამდენიმე წუთში ახორციელებს, რაც დამოკიდებულია არჩეულ სტრატეგიასა და მათთვის მისაღები რისკის დონეზე.

თქვენ შეგიძლიათ კრიპტოვალუტა ფიატ-ვალუტაზე (მაგალითად USD, EUR და ა.შ.) ან სხვა კრიპტოვალუტაზე გადაცვალოთ. სპოტ ვაჭრობა წარმოადგენს ვაჭრობის ყველაზე მარტივ ფორმას, რაც გულისხმობს ერთი აქტივის მეორეზე გადაცვლას მიმდინარე საბაზრო ფასად.

სანამ კრიპტოვალუტით ვაჭრობას დაიწყებთ

1. შეისწავლეთ საბაზისო პრინციპები: კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია გარკვეული დრო დაუთმოთ მისი საბაზისო პრინციპების შესწავლას. Binance Academy-ს სტატიები ვაჭრობის შესახებ და საგანმანათლებლო კურსები სწავლის დაწყების შესანიშნავი საშუალებაა.

2. აირჩიეთ კრიპტო ბირჟა: აირჩიეთ კრიპტვალუტით ვაჭრობის სანდო და უსაფრთხო ბირჟა, რომელსაც აქვს სათანადო გამოცდილება, შესანიშნავი რეპუტაცია და უსაფრთხოების ძლიერი პროტოკოლები და მომხმარებელთა მხარდაჭერის აქტიური სერვისი. ახალბედებისთვის რეკომენდებულია ვაჭრობის ცენტრალიზებულ ბირჟაზე დაწყება. თუ Binance ხელმისაწვდომია თქვენს რეგიონში, ვაჭრობის დაწყების შესანიშნავი საშუალება გაქვთ. კრიპტოთი ვაჭრობის გამოცდილების დაგროვების შემდეგ შეგიძლიათ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე (DEX-ებზე) გადასვლაზეც იფიქროთ.

3. შექმენით ანგარიში: ჩვეულებრივ, ანგარიშის შექმნა მოიცავს თქვენი ელ. ფოსტის მითითებას, პაროლის არჩევას და პლატფორმის პირობებზე დათანხმებას. სავაჭრო ბირჟების უმეტესობა ითხოვს ვინაობის ვერიფიკაციას (KYC), რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობის დასაწყებად თქვენ უნდა წარადგინოთ მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა და ბინადრობის მოწმობა.

კრიპტოვალუტით ვაჭრობის გზამკვლევი დამწყებთათვის, ანგარიშის შექმნა

უსაფრთხოების და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ბირჟები ხშირად ითხოვენ ვინაობის ვერიფიკაციას (KYC). ანგარიშის რეგისტრაციის დასასრულებლად თქვენ უნდა წარადგინოთ მთავრობის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა და სხვა დოკუმენტები.

როგორ დავიწყოთ კრიპტოვალუტით ვაჭრობა

1. შეიტანეთ თანხა თქვენს სავაჭრო ანგარიშზე: ანგარიშის შექმნის შემდეგ შეძლებთ თქვენს ანგარიშზე თანხის შეტანას. ცენტრალიზებული ბირჟების უმეტესობა მომხმარებელს აძლევს ანგარიშზე ფიატ-ვალუტის შეტანის შესაძლებლობას საბანკო გადარიცხვების ან გადახდის სხვა მეთოდების გამოყენებით. თუ უკვე ფლობთ კრიპტოს, შეგიძლიათ გადაიტანოთ ის თქვენი სავაჭრო ბირჟის საფულეზე. გახსოვდეთ, რომ თითოეული აქტივი ყოველთვის უნდა გააგზავნოთ შესაბამის მისამართზე, კრიპტოს არასწორ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, შეიძლება ის სამუდამოდ დაკარგოთ.

როგორ დავიწყოთ კრიპტოთი ვაჭრობა

თუ უკვე ფლობთ გარკვეული ოდენობით კრიპტოს, შეგიძლიათ შეიტანოთ ის თქვენი სავაჭრო ბირჟის ანგარიშზე. გახსოვდეთ, რომ მონეტა ყოველთვის უნდა გააგზავნოთ შესაბამის მისამართზე: Bitcoin უნდა გააგზავნოთ Bitcoin-ის მისამართზე, ether - Ethereum-ის მისამართზე და ასე შემდეგ. კრიპტოს არასწორ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, შეიძლება ის სამუდამოდ დაკარგოთ.

2. აირჩიეთ სავაჭრო წყვილი: კრიპტოვალუტებით ვაჭრობა წყვილებად ხდება (მაგ., BTC/USDT, ETH/BTC). სავაჭრო წყვილი აღნიშნავს, თუ რომელ აქტივებს შორის ხორციელდება ვაჭრობა. კრიპტოსა და ფიატისგან შემდგარი სავაჭრო წყვილით (მაგ., BTC/EUR) ვაჭრობისას ხდება კრიპტოვალუტის გადაცვლა ტრადიციულ ფიატ-ვალუტაზე ან პირიქით. ორი კრიპტოსგან შემდგარი წყვილით (მაგ., ETH/BTC) ვაჭრობაში ეს ორი ციფრული ვალუტა მონაწილეობს. ბევრი წყვილი შეიცავს სტეიბლკოინს (როგორიცა USDT), რომელიც კოტირების ვალუტას წარმოადგენს, რომელიც გვთავაზობს ფასის ბენჩმარკს და მიბმულია აშშ დოლართან.

სავაჭრო წყვილის არჩევა

3. შეამოწმეთ შეკვეთების წიგნი: შეკვეთების წიგნი წარმოადგენს ტრეიდერების მიერ განთავსებული ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების დინამიურ, რეალურ დროში განახლებად სიას. ის გვთავაზობს კონკრეტული აქტივის მიწოდების და მოთხოვნის დინამიკას ფასის სხვადასხვა დონეზე.

ყიდვის შეკვეთები (შეთავაზებები) დალაგებულია ფასის კლებიადობით. გაყიდვის შეკვეთები (მოთხოვნები) დალაგებულია ფასის ზრდადობით. შეკვეთების წიგნი გვაწვდის ინფორმაციას მიმდინარე საბაზრო ფასზე მოთხოვნის და შემოთავაზების დონეებს.

binance-ის შეკვეთების წიგნი

4. აირჩიეთ თქვენი შეკვეთის ტიპი: საბაზრო შეკვეთის აღსრულება ხდება მომენტალურად, საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად. ეს არის პოზიციის გახსნის ან დახურვის ყველაზე სწრაფი გზა. ლიმიტ-შეკვეთა გაძლევთ კონკრეტული ყიდვის ან გაყიდვის ფასის მითითების შესაძლებლობას. თქვენი შეკვეთა აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბაზრო ფასი მიაღწევს მითითებულ დონეს. ლიმიტ-შეკვეთები გთავაზობთ შესვლის და გამოსვლის ფასების უკეთ კონტროლის საშუალებას, თუმცა არ იძლევა შეკვეთის შევსების გარანტიას.

ლიმიტ-შეკვეთები და საბაზრო შეკვეთები  - სპოტ ვაჭრობა

5. შეიმუშავეთ თქვენი სტრატეგია: ვაჭრობის დაწყებამდე თქვენზე მორგებული სავაჭრო სტილი და სტრატეგია. აწარმოეთ ვაჭრობის ჟურნალი, სადაც ჩაიწერთ თქვენს გადაწყვეტილებებს და მათ შედეგებს. ეს დაგეხმარებათ თქვენი მიდგომის შაბლონების იდენტიფიკაციაში და დროთა განმავლობაში მის გაუმჯობესებაში.

პოპულარული სავაჭრო სტრატეგიები

კრიპტოთი ვაჭრობის უამრავი სტრატეგია არსებობს, თითოეულ მათგანი განსხვავებულია დროის პერიოდის, რისკის პროფილის და სირთულის დონის მიხედვით.

დეი-ტრეიდინგი

დეი-ტრეიდინგი გულისხმობს პოზიციის გახსნას და დახურვას იმავე დღეს. ეს სტრატეგია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტექნიკურ ანალიზზე. ის მოითხოვს დიდი დროის დათმობას და ბაზარზე უწყვეტ მონიტორინგს. უფრო დეტალური ინსტრუქციებისთვის იხილეთ ჩვენი სტატია დეი-ტრეიდინგის გზამკვლევი დამწყებთათვის.

სვინგ-ტრეიდინგი

სვინგ-ტრეიდერების მიერ ღია პოზიციების შენარჩუნების პერიოდი ჩვეულებრივ რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე მერყეობს. ეს სტრატეგია ფასის ცვლილების საშუალოვადიან პერიოდზეა გათვლილი. აღნიშნული მიდგომა დეი-ტრეიდინგთან შედარებით ნაკლებ აქტიურობას საჭიროებს და განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს ბაზრის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობა. დეტალებისთვის იხილეთ ჩვენი გზამკვლევი სვინგ-ტრეიდინგი კრიპტოში.

სკალპინგი

სკალპინგი გულისხმობს დიდი რაოდენობით მოკლევადიანი ვაჭრობების მრავალჯერადად განხორციელებას ფასის მცირე ცვლილებებით მოგების მიღების მიზნით. ხშირად ვაჭრობა რამდენიმე წუთში ხორციელდება. ეს მოითხოვს მნიშვნელოვან კონცენტრაციას და ვაჭრობის სწრაფად აღსრულების უნარს. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს სტატიას სკალპინგი კრიპტოვალუტით ვაჭრობისას.

HODLing

გრძელვადიანი ინვესტირება, რომელსაც ხშირად HODLing-ს უწოდებენ, მოიცავს აქტივის ყიდვას და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენახვას. ჩვეულებრივ ის წარმოადგენს ნაკლებად სტრესულ მიდგომას და არ საჭიროებს ბაზრის უწყვეტ მონიტორინგს, თუმცა, კრიპტოთი ვაჭრობის ნებისმიერი სხვა ტიპის მსგავსად, ის დაკავშირებულია ბაზრის რისკებთან. რომელიმე აქტივის ფასის ცვლილების ისტორიული მაჩვენებლები არ იძლევა იგივე შედეგის მომავალში გამეორების გარანტიას.

ტექნიკური ანალიზი (TA)

ტექნიკური ანალიზი მოიცავს ფასის დიაგრამების შესწავლას და ინდიკატორების გამოყენებას ფასის სამომავლო ცვლილების პროგნოზირების მიზნით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც ტრეიდერები იყენებენ პოზიციის გახსნის ან დახურვის დროების განსაზღვრისთვის.

სანთლის დიაგრამები ასახავს მაქსიმალურ, მინიმალურ, გახსნის და დახურვის ფასებს (OHLC) დროის კონკრეტულ პერიოდში, მაგალითად ერთ საათში ან ერთ დღეში. სანთლის სვეტი გამოსახავს გახსნის და დახურვის ფასებს შორის დიაპაზონს, ხოლო პატრუქი გამოსახავს მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს. სანთლის დიაგრამის შაბლონების წაკითხვა ტექნიკური ანალიზის ფუნდამენტურ უნარს წარმოადგენს.

მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეები

მხარდაჭერის დონე აღნიშნავს ფასს, სადაც ყიდვის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ არ მოხდეს ფასის შემდგომი დაცემა. რეზისტენტობის დონე აღნიშნავს ფასის დონეს, რა დროსაც გაყიდვის მხარის ზეწოლა საკმაოდ ძლიერია, რაც აფერხებს ფასის შემდგომ ზრდას. ზოგადად ეს დონეები გამოიყენება პოზიციაზე შესვლის და გამოსვლის პოტენციური მომენტების იდენტიფიცირებისთვის.

ტექნიკური ინდიკატორები

ტრეიდერები ამ ინდიკატორებს იყენებენ ფასის მონაცემების ინტერპრეტაციისთვის, პოპულარული ინდიკატორების მაგალითებია მოძრავი საშუალოები (ზომავს ფასის მონაცემების საშუალო მაჩვენებლებს ტენდენციის მიმართულების იდენტიფიკაციის მიზნით), ბოლინჯერის ზოლები (ზომავს ფასის მერყეობას მოძრავ საშუალოსთან მიმართებით), ფარდობითი სიძლიერის ინდექსი (რომელიც აფასებს აქტივის გადაჭარბებულ ყიდვას ან გაყიდვას) და MACD (თვალს ადევნებს იმპულსის და ტენდენციის ცვლილებას). თითოეულ ინდიკატორს აქვს როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები, ამიტომ ტრეიდერების უმეტესობა იყენებს რამდენიმე ინდიკატორის კომბინაციას.

ფუნდამენტური ანალიზი (FA)

ფუნდამენტური ანალიზი ფოკუსირებულია კრიპტოვალუტის რეალური ღირებულების შეფასებაზე, რისთვისაც ხორციელდება მისი ტექნოლოგიის, გამოყენების გზების, დეველოპერების გუნდის, ტოკენომიკის და დანერგვის ტენდენციების ანალიზი. ფასების დიაგრამის წაკითხვის ნაცვლად, ფუნდამენტური ანალიზი იკვლევს პროექტის რეალურ მნიშვნელობას და გრძელვადიან პერსპექტივას.

კრიპტო სფეროში, ფუნდამენტური ანალიზი ასევე შეიძლება მოიცავდეს ბლოკჩინის მონაცემების (მაგ., აქტიური მისამართების რაოდენობა და ტრანზაქციების მოცულობა), პროექტის გეგმების, დეველოპერების აქტივობების და ზოგადად პროექტის ოპერირების სექტორის კონკურენტული გარემოს შეფასებას.

რისკის მართვა კრიპტოვალუტით ვაჭრობისას

რისკის მართვა წარმოადგენს ვაჭრობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკების იდენტიფიცირებას მათი მინიმუმამდე შემცირების მიზნით. მოდით განვიხილოთ რამდენიმე პოპულარული სტრატეგია.

ზარალის ლიმიტირება

ვაჭრობისას გამოიყენეთ მხოლოდ ი თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ. გამოიყენეთ stop-loss და take-profit შეკვეთები პოზიციის დახურვის მომენტების წინასწარ განსაზღვრისთვის. stop-loss შეკვეთა ავტომატურად ხურავს პოზიციას, თუ ფასი არასასურველი მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას, რაც ამცირებს ზარალს. take-profit შეკვეთა კი ხურავს პოზიციას იმ მომენტში, როდესაც ფასი მიაღწევს სამიზნე დონეს, რაც მოგების შენარჩუნებაში გეხმარებათ.

გასვლის სტრატეგიის ქონა

შეიმუშავეთ გასვლის სტრატეგია ვაჭრობის დაწყებამდე. სამიზნე ფასების და მაქსიმალური დასაშვები ზარალის ლიმიტების პოზიციის გახსნამდე განსაზღვრით, თქვენ თავიდან აიცილებთ თქვენს სავაჭრო გადაწყვეტილებებზე ემოციების ზეგავლენას. ზოგადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მიჰყვეთ თქვენს წინასწარ მომზადებულ გეგმას და არ უნდა შეცვალოთ ის ბაზრის მოძრაობების გავლენით.

დივერსიფიკაცია

ერთ კონკრეტულ პოზიციაზე კონცენტრირების ნაცვლად ბევრი სხვადასხვა ტიპის აქტივის ფლობა შეამცირებს თქვენს პორტფოლიოზე ცალკეული აქტივის ფასის ცვლილების ზეგავლენას. თქვენი პოზიციების რეგულარული შეფასება და რებალანსირება მოგცემთ რისკის დასაშვებ დონეზე შენარჩუნების საშუალებას.

ჰეჯირება

გამოცდილი ტრეიდერები ზოგჯერ მიმართავენ ჰეჯირებას რისკების კომპენსირების მიზნით, რაც გულისხმობს უზრუნველყოფის აქტივის გამოყენებით ახალი პოზიციის გახსნას არსებული პოზიციის საპირისპირო მიმართულებით. მაგალითად, არსებული long პოზიციის დაცვის მიზნით შეგვიძლიათ გამოვიყენოთ ოფციონების კონტრაქტები. ჰეჯირება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და კომპლექსური სტრატეგიის გამოყენებასთან, ამიტომ ზოგადად ის განკუთვნილია საფუძვლიანი გამოცდილების მქონე ტრეიდერებისთვის.

რომელია დამწყებთათვის ყველაზე უსაფრთხო სავაჭრო სტრატეგია?

არ არსებობს უნივერსალური და სრულიად უსაფრთხო სტრატეგია. ბევრი ახალბედა ვაჭრობის დასაწყებად ირჩევს უფრო დიდ დროის ინტერვალებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, როგორიცაა სვინგ-ტრეიდინგი ან გრძელვადიანი ინვესტირება (HODLing), რადგან ისინი არ მოითხოვს აქტიურ მონიტორინგს, განსხვავებით დეი-ტრეიდინგისა და სკალპინგისგან. მიუხედავად იმისა, თუ რომელ სტრატეგიას აირჩევთ, ყოველთვის აუცილებელია რისკის მართვის სათანადო პრაქტიკის გამოყენება, როგორიცაა stop-loss შეკვეთების განთავსება ან პოზიციის სათანადო ზომის შერჩევა.

შეჯამება

კრიპტოვალუტით ვაჭრობა გვთავაზობს საინტერესო შესაძლებლობებს, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და გამოწვევებთან. მისი საფუძვლების შესწავლით, საიმედო სავაჭრო ბირჟის არჩევით და რისკის მართვის ეფექტური სტრატეგიების გამოყენებით, ტრეიდერები ამ არასტაბილურ გარემოში გზის გაკვლევას უფრო თავდაჯერებულად შეძლებენ. მიუხედავად იმისა, გრძელვადიან ინვესტირებას ირჩევთ თუ უფრო აქტიურ სტრატეგიას, დისციპლინირებული მიდგომა დაგეხმარებათ კონცენტრირებასა და წარმატების შანსების გაუმჯობესებაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.