ვაჭრობიდან გასვლის 5 სტრატეგია ტრეიდერებისთვის
მთავარი
სტატიები
ვაჭრობიდან გასვლის 5 სტრატეგია ტრეიდერებისთვის

ვაჭრობიდან გასვლის 5 სტრატეგია ტრეიდერებისთვის

განახლებული Nov 30, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • ვაჭრობიდან გასვლის ისეთი სტრატეგიების გამოყენება, როგორიცაა stop-loss-ები, take-profit სამიზნეები და trailing stop-ები, ტრეიდერებს რისკების უფრო მარტივად მართვის და მაქსიმალური მოგების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მინიმუმამდე ამცირებს გადაწყვეტილებების ემოციების საფუძველზე მიღების ალბათობას. 

  • რისკების სათანადოდ მართვა და გასვლის სწორი სტრატეგიის შერჩევა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ყველა იმ ტრეიდერისთვის, რომელთაც სურთ დისციპლინის შენარჩუნება და წარმატების მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი მერყეობით გამორჩეულ კრიპტო ბაზრებს.

  • ამ სტატიაში განხილულია ვაჭრობიდან გასვლის ხუთი სტრატეგია და ამ სტრატეგიების კომბინირების სხვადასხვა მეთოდი.

შესავალი

ტრეიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის არის საუკეთესო დრო ვაჭრობის დასაწყებად და ვაჭრობიდან გასასვლელად. ვაჭრობიდან გასვლის სწორი სტრატეგიის შერჩევა დაგეხმარებათ მოგების შენარჩუნებაში, ზარალის მინიმუმამდე შემცირებაში და ემოციების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების თავიდან აცილებაში. ეს განსაკუთრებით საჭიროა მერყევ ბაზრებზე ვაჭრობის შემთხვევაში.

ამ სტატიაში განვიხილავთ ვაჭრობიდან გასვლის ხუთ ყველაზე პოპულარულ სტრატეგიას, რაც მოიცავს stop-loss შეკვეთებს, take-profit სამიზნეებს, trailing-stop-ებს, დოლარის ღირებულების გაშუალედებას (DCA) და ტექნიკურ ინდიკატორებს. სტატიის ბოლოში კი შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა სტრატეგიის გაერთიანების მეთოდების შესახებ.

1. stop-loss შეკვეთები

stop-loss შეკვეთის ფარგლებში ხდება ვაჭრობის ავტომატურად დახურვა როდესაც აქტივის ფასი მიაღწევს მითითებულ ზღვარს. როგორც ამაზე მათი სახელწოდებაც მიუთითებს, stop Loss შეკვეთები შექმნილია პოტენციური ზარალის მაქსიმალურად შემცირების მიზნით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბაზარი იწყებს მოძრაობას ტრეიდერის სურვილის საწინააღმდეგოდ. მათი მეშვეობით შესაძლებელია რისკების ეფექტურად მართვა.

როგორ გამოვიყენოთ stop-loss შეკვეთები

  • პროცენტულ მაჩვენებელზე დაფუძნებული stop-ები: stop-loss-ის დაყენება კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელზე, რომელიც არ აღემატება თქვენს საწყის ფასს. მაგალითად, თუ თქვენ ყიდულობთ Bitcoin-ს 40 000$-ად და ირჩევთ 5% stop-loss-ს, თქვენი ვაჭრობა დაიხურება თუ BTC-ის ფასი შემცირდება 38 000$-მდე.

  • ტექნიკური stop-loss: stop-loss-ის დაყენება პოზიციაზე, რომელიც არ აღემატება მხარდაჭერის დონეს ან მნიშვნელოვანი მოძრავი საშუალოს მაჩვენებელს. მაგალითად, თუ BTC-ის სავაჭრო ფასი აღემატება 200-დღიან მოძრავ საშუალოს - 37 000$-ს, შეგიძლიათ stop შეკვეთა განათავსოთ 37 000$-ის ქვემოთ.

უპირატესობები

  • გთავაზობთ რისკების მართვის მკაფიო გეგმას.

  • ახდენს გასვლის პროცესის ავტომატიზაციას, რაც ამცირებს ემოციების ზემოქმედებას.

2. take-profit სამიზნეები

Take-profit შეკვეთები ძალიან ჰგავს stop-loss შეკვეთებს, თუმცა მათი დანიშნულებაა არა ზარალის შემცირება, არამედ მოგების შენარჩუნება. ამ შეკვეთების გამოყენებით ხდება აქტივის ავტომატურად გაყიდვა, როდესაც ფასი მიაღწევს მოგების კონკრეტულ დონეს. take-profit შეკვეთების მეშვეობით შესაძლებელია მოგების შენარჩუნება, გასვლისთვის „იდეალური“ დროის შერჩევის საჭიროების გარეშე.

როგორ ხდება take-profit სამიზნეების შერჩევა

  • რისკისა და ჯილდოს თანაფარდობა: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რისკისა და ჯილდოს თანაფარდობა, მაგალითად 1:2, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მიზანია ერთი დოლარის გარისკვის სანაცვლოდ ორი დოლარის მიღება. თუ თქვენი stop-loss თქვენს საწყის ფასზე 1000$-ით ნაკლებია, შეგიძლიათ დააყენოთ take-profit პოზიცია, რომელიც აღემატება 2000$-ს.

  • ფიბონაჩის დონეები: კიდევ ერთი მეთოდი გახლავთ ფიბონაჩის დონეების და გაფართოების ინსტრუმენტების დაყენება პოტენციური მოგების განსაზღვრის მიზნით. მაგალითად, ფიბონაჩის 1.618 დონე ხშირ შემთხვევაში არის ძირითადი take-profit ზონა.

უპირატესობები

  • სიხარბით გამოწვეული გადაჭარბებული ვაჭრობის თავიდან აცილება.

  • სტაბილური მოგების შენარჩუნება წინასწარ განსაზღვრულ მიზნებზე კონცენტრირების გზით.

3. trailing stop-ები

trailing stop-ები გახლავთ stop-loss შეკვეთები, რომლებიც იცვლება ფასთან ერთად. მთავარია stop-loss დონის მუდმივად განახლება ფასის ცვლილების პარალელურად მოგების შენარჩუნების მიზნით. მაგალითად, თუ ვაჭრობთ long პოზიციაზე და ფასი მცირდება კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლით ან ოდენობით, trailing stop-ების მეშვეობით შეძლებთ ვაჭრობიდან ავტომატურად გასვლას.

როგორ გამოიყენება trailing stop-ები

  • განსაზღვრეთ trailing stop-ის პროცენტული მაჩვენებელი ან ოდენობა. მაგალითად, 5% trailing stop-ის არჩევის შემთხვევაში, თუ BTC-ის ფასი გაიზრდება 40 000$-დან 50 000$-მდე, თქვენი stop-loss შეიცვლება და გახდება 47 500$ (50 000$-ზე 5%-ით ნაკლები). თუ ის კიდევ უფრო გაიზრდება და მიაღწევს 60 000$ მაჩვენებელს, თქვენი stop-loss შეიცვლება და გახდება 57 000$ (60 000$-ზე 5%-ით ნაკლები).

უპირატესობები

  • უზრუნველყოფს აღმავალ ტენდენციებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.

  • მინიმუმამდე ამცირებს ზარალს ბაზრის მოულოდნელ ცვლილების შემთხვევაში.

4. დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA) ვაჭრობებში

DCA, რომელიც ხშირად გამოიყენება ბაზარზე შესაცვლელად, საინტერესო სტრატეგიაა პოზიციების ეტაპობრივად დატოვებისთვისაც. ერთიანად გაყიდვის ნაცვლად, თქვენი პოზიცია გაიყიდება ნაწილ-ნაწილ, დროის რეგულარული ინტერვალებით ან ფასების სხვადასხვა დონეებზე. ასე შესაძლებელი გახდება გასვლის საშუალო ფასის მიღება.

მაგალითი

დავუშვათ, თქვენ ფლობთ 1 Bitcoin-ს, რომელიც შეიძინეთ 20 000$-ად. Bull პერიოდის განმავლობაში ფასი გაიზრდება 50 000$-ად. ნაცვლად ყველაფრის 50 000$-ად გაყიდვისა, თქვენ ყიდით 0,1 BTC-ს 50 000$-ად, შემდეგ კიდევ 0,1 BTC-ს 55 000$-ად და ა.შ. ეს ამცირებს დამატებითი მოგების შანსის ხელიდან გაშვების რისკს და ქმნის მოგების შენარჩუნების შესაძლებლობას.

უპირატესობები

  • ამცირებს ემოციების ფონზე პოზიციის მეტისმეტად ადრე ან გვიან დატოვების ალბათობას.

  • ამარტივებს მოგების მიღებას ფასის სხვადასხვა დონეზე.

5. ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები

ზოგიერთი ტრეიდერი იყენებს ტექნიკური ანალიზის (TA) ინსტრუმენტებს გასვლის პოზიციების ბაზრის სიგნალების საფუძველზე შერჩევის მიზნით, ნაცვლად ემოციური ფონისა. პოპულარულ ინდიკატორებს შორისაა მოძრავი საშუალოები, RSI და პარაბოლური SAR.

მოძრავი საშუალოები

  • მაგალითი: თუ BTC-ის ფასი ჩამოცდება 50-დღის მოძრავ საშუალოს, ეს შესაძლოა მიუთითებდეს bearish შებრუნებაზე. ამ შემთხვევაში პოზიციის დატოვება დაგეხმარებათ შემდგომი ზარალის თავიდან აცილებაში.

შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI)

  • მაგალითი: თუ Bitcoin-ის RSI გასცდება 70-ს (ზედმეტი რაოდენობით ყიდვა), ეს შესაძლოა მიუთითებდეს შებრუნებაზე. ამ ეტაპზე პოზიციის დატოვებით შეძლებთ მოგების შენარჩუნებას ფასების პოტენციური ვარდნის შეჩერებამდე.

პარაბოლური SAR (stop and reverse)

  • მაგალითი: პარაბოლური SAR ინდიკატორი ასახავს წერტილებს ფასის მაჩვენებლის ზემოთ და ქვემოთ. როდესაც ფასის ქვემოთ არსებული წერტილები გადაინაცვლებს ზემოთ, ეს აღნიშნავს გასვლისთვის პოტენციურად ხელსაყრელ წერტილს.

უპირატესობები

  • უზრუნველყოფს ბაზარზე არსებულ პირობებთან რეალურ დროში ადაპტაციის შესაძლებლობებს.

  • აქრობს გადაწყვეტილებების ვარაუდების საფუძველზე მიღების საჭიროებას.

სტრატეგიების გაერთიანება ოპტიმალური შედეგების მიღების მიზნით

თითოეულ ზემოხსენებულ სტრატეგიას საკუთარი უპირატესობები აქვს, თუმცა მათი გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ეფექტურობის მიღწევა. მაგალითად, შეგიძლიათ გააერთიანოთ stop-loss შეკვეთები და take-profit სამიზნეები თქვენი ვაჭრობის ზუსტი დიაპაზონის განსაზღვრის მიზნით.

სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ გააერთიანოთ ტექნიკური ინდიკატორები და trailing stop-ები, რაც ბაზრის ტენდენციებით მოგების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკური ინდიკატორები ფასის სხვადასხვა დონის განსაზღვრის და DCA-ით სარგებლობის მიზნით.

დავუშვათ ყიდულობთ Bitcoin-ს 44 000-ად:

  1. stop-loss დააყენეთ 42 000$ ნიშნულზე პოტენციური ზარალის თავიდან აცილების მიზნით.

  2. განათავსეთ take-profit შეკვეთ 50 000$-ად ნაწილობრივი მოგების მოპოვების მიზნით.

  3. გამოიყენეთ trailing stop მოგების მისაღებად, თუ BTC გასცდება 50 000$ მაჩვენებელს.

  4. თუ BTC მიაღწევს ან გასცდება 60 000$-ს და RSI აიწევს 70-ზე მაღლა, ეტაპობრივად განახორციელეთ დოლარის ღირებულების გაშუალედება დარჩენილი მოგების შენარჩუნების და რისკების შემცირების მიზნით.

შეჯამება

გასვლის სტრატეგიების სწორად შერჩევა წარმატებული ვაჭრობის გარანტიაა, რომელიც გვთავაზობს მოგებისა და ზარალის მართვის სტრუქტურულ მეთოდებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს აირჩევთ, იქნება ეს stop-loss შეკვეთები, take-profit სამიზნეები, trailing stop-ები, DCA თუ ტექნიკური ინდიკატორები, მკაფიო გეგმის შემუშავება დაგეხმარებათ დისციპლინის და ადაპტირების უნარის შენარჩუნებაში.

სცადეთ სხვადასხვა სტრატეგიის გაერთიანება, აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენი ვაჭრობის სტილს და მიზნებს და გაითვალისწინეთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია დისციპლინის შენარჩუნებითა და რისკების ეფექტურად მართვით, ნაცვლად გადაწყვეტილებების ვარაუდების საფუძველზე მიღებისა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.