რა არის Bear ბაზარი?

რა არის Bear ბაზარი?

გამოქვეყნებული Aug 5, 2020განახლებული May 30, 2025
8m

მთავარი დეტალები

  • bear ბაზარი არის აქტივების ფასების ვარდნის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც ხშირად გამოწვეულია ეკონომიკური დაღმავლობით ან გეოპოლიტიკური გაურკვევლობებთ.

  • რისკების შემცირების მიზნით bear ბაზრის პერიოდში ინვესტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა: დოლარის ღირებულების გაშუალედება, მოკლევადიანი გაყიდვები ან გადასვლა ისეთ ნაკლებად მერყევ აქტივებზე, როგორიცაა ნაღდი ფული, ობლიგაციები ან სტაბილური კრიპტოვალუტები.

  • მასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, bear ბაზარი ბაზრის ციკლების ნორმალურ ნაწილს წარმოადგენს. თუ დავაკვირდებით ბაზრის დინამიკის ისტორიულ მონაცემებს დავინახავთ, რომ მსხვილი ბაზრები, როგორიცაა S&P 500 ან Bitcoin, დროთა განმავლობაში წარმატებით ახერხებენ bear ბაზრის ფაზიდან გამოსვლას.

bear ბაზარი cta ბანერი

შესავალი

ფინანსური ბაზრების მოძრაობის ტენდენციები ასახავს ზოგადად ბაზრის მოძრაობის მიმართულებას. bear ბაზრის დროს ფასები უწყვეტად ეცემა, რაც ხშირად ვაჭრობისთვის რთულ პერიოდს წარმოადგენს, განსაკუთრებით ახალბედა ტრეიდერებისთვის.

კრიპტო ტრეიდერები და ტექნიკური ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ თავისი არსებობის განმავლობაში, Bitcoin ხასიათდებოდა მაკრო bull ტენდენციით. მიუხედავად ამისა, მას ასევე მოუწია ძლიერ bear ბაზრის პერიოდებთან გამკლავება. მსგავს პერიოდებში Bitcoin-ის (BTC) ფასი 80%-ზე მეტით ეცემოდა, ხოლო ზოგი ალტკოინის ფასის ვარდნა 90%-ს აჭარბებდა.

რა არის Bear ბაზარი?

bear ბაზარი შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც ფინანსურ ბაზარზე ფასის ვარდნის ხანგრძლივი პერიოდი. ეს პერიოდები ჩვეულებრივ რამდენიმე თვე, ზოგჯერ კი რამდენიმე წელი გრძელდება და მისი მიზეზია ინვესტორების ნდობის დაკარგვა და ეკონომიკური კრიზისი.

ბაზრის მოკლევადიანი რყევებისგან განსხვავებით, bear ბაზრები მიანიშნებს უფრო სერიოზულ ეკონომიკურ გამოწვევებზე. ხშირად ეს პერიოდი ემთხვევა რეცესიებს, უმუშევრობის მაღალ დონეს ან კორპორაციების შემოსავლების შემცირებას, რის გამოც იკლებს მოთხოვნა აქციებზე და სხვა აქტივებზე. bear ბაზრების ხანგრძლივობა და სიმწვავე განსხვავებულია, თუმცა ისინი ბაზრის ციკლების ნორმალურ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ტრეიდერებს შორის არსებობს ასეთი გამოთქმა: „კიბით ასვლა, ლიფტით ჩამოსვლა“. აღმავალი ტენდენცია, როგორც წესი, ნელი და სტაბილურია, დაღმავალი კი მკვეთრი და აგრესიული. რა არის ამის მიზეზი? როდესაც ფასი ვარდნას იწყებს, FUD (შიში, გაურკვევლობა და ეჭვი) ტრეიდერებს ბაზრიდან გასვლას აიძულებს. ზოგი ამას აკეთებს ზარალის შესამცირებლად, სხვები კი საკუთარი long პოზიციებით მიღებული მოგების შესანარჩუნებლად. 

ამან შეიძლება გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რასაც შედეგად მოყვება ის, რომ უფრო მეტი გამყიდველი დატოვებს ბაზარს. ეს ვარდნა უფრო ძლიერდება იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ინტენსიურად გამოიყენება ლევერიჯით ვაჭრობა. პოზიციების მასიური ლიკვიდაციები კასკადის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს, რასაც ხშირად მოსდევს აქტიური გაყიდვა (კაპიტულაციას).

რა იწვევს bear ბაზარს?

არსებობს bear ბაზრის გამომწვევი ან გამაძლიერებელი უამრავი სხვადასხვა ფაქტორი. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  1. ეკონომიკური ვარდნა: რეცესიები ან მშპ-ის ზრდის შენელება ხშირად იწვევს კორპორაციების შემოსავლის შემცირებას, რაც აიძულებს ინვესტორებს გაყიდონ აქციები და კრიპტო აქტივები.

  2. გეოპოლიტიკური მოვლენები: კრიზისები, როგორიცაა ომები ან სავაჭრო უთანხმოებები ხშირად იწვევს გაურკვევლობას, რაც ინვესტორებს აიძულებს უფრო უსაფრთხო აქტივებზე, მაგალითად ნაღდ ფულზე ან ობლიგაციებზე გადასვლას.

  3. ბაზრის ბუშტები: აქტივების ფასების ზედმეტად ზრდის შემთხვევაში, როდესაც ფასების ამ დონეზე შენარჩუნება შეუძლებელი ხდება, შეიძლება ადგილი ქონდეს ფასის კოლაფსს. ამის მაგალითია 2000 წელს დაფიქსირებული Dot-Com საპნის ბუშტი.

  4. მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები: გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები შეიძლება გახდეს სესხის ხარჯების გაზრდის მიზეზი, რაც გავლენას მოახდენს ბაზრის განწყობაზე. ამის მაგალითია 2022 წლის bear ბაზარი.

  5. მოულოდნელი შოკები: ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა 2020 წლის COVID-19 პანდემია, შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის მკვეთრი ვარდნა, რისი მიზეზიც მოსახლეობაში გავრცელებული შიში და გაურკვევლობაა.

ამ ფაქტორების დადგომა შეიძლება ერთდროულად მოხდეს. მაგალითად, 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო უძრავი ქონების ბაზრის ბუშტით, სესხების გაცემის უკონტროლო პრაქტიკით და გლობალური ეკონომიკური პრობლემებით, გახდა მასშტაბური bear ბაზრის პერიოდის დაწყების მიზეზი.

bear ბაზარი და bull ბაზარი

მათ შორის განსხვავების ფორმულირება საკმაოდ მარტივია. bull ბაზრის დროს ფასები იზრდება, ხოლო bear ბაზრის დროს ფასები ეცემა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ bear ბაზრები შეიძლება ხასიათდებოდეს კონსოლიდაციის ხანგრძლივი პერიოდებით, ანუ ჰორიზონტალური ან სწორხაზოვანი ფასის მოძრაობით. არსებობს პერიოდები, სადაც მერყეობა საკმაოდ დაბალია და ფიქსირდება დაბალი სავაჭრო აქტივობები. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოვლენები შეიძლება bull ბაზრებზეც ფიქსირდებოდეს, ეს უფრო მეტად დამახასიათებელია bear ბაზრებისთვის. ფასების ხანგრძლივი პერიოდით ვარდნა არ არის სასურველი მოვლენა ტრეიდერებისა და ინვესტორების უმეტესობისთვის.

Bear ბაზრის მაგალითები

როგორც აღვნიშნეთ, თავისი არსებობის განმავლობაში, Bitcoin ხასიათდებოდა მაკრო bull ტენდენციით, რის გამოც ის ფინანსური ბაზრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აქტივადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, BTC-ს გამოვლილი აქვს რამდენიმე bear ბაზრის პერიოდი. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი TradingView დიაგრამების გამოყენებით.

2018-2019

2017 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც Bitcoin-ის ფასმა მიაღწია 20 000 აშშ დოლარს, დაიწყო bear ბაზრის პერიოდი და მისი ფასი 2018 წელს და 2019 წლის დასაწყისისთვის 84%-ზე მეტით დაეცა.

Bitcoin bear ბაზარი 2018

2019-2020

2020 წელს Bitcoin-ის ფასი 70%-ზე მეტით დაეცა, ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც გამოწვეული იყო კორონავირუსის პანდემიით. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც Bitcoin-ის ფასი 5000 აშშ დოლარს ჩამოცდა.

Bitcoin bear ბაზარი 2020

2022

2020 წელს მისი ფასი 4000 აშშ დოლარს ჩამოცდა, რის შემდეგაც მან ზრდა დაიწყო და 2021 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - თითქმის 69 000 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა მას შემდეგ, რაც ფასის ზრდის მაჩვენებელი 1670%-ს გასცდა, კვლავ კლება დაიწყო, 2022 წლის ნოემბერში 77%-ზე მეტით დაეცა და 15 600 აშშ დოლარს ჩამოცდა.

Bitcoin bear ბაზარი 2022

რა უნდა გავაკეთოთ Bear ბაზრის დროს?

ეს დამოკიდებულია თქვენს საინვესტიციო და რისკის პროფილზე. bear ბაზრის პერიოდში ვაჭრობის უამრავი გზა არსებობს, თუმცა წარმატების მისაღწევად საჭიროა დისციპლინა და სათანადო დაგეგმვა. მოდით განვიხილოთ bear ბაზრის რამდენიმე გავრცელებული სტრატეგია.

1. ექსპოზიციის დონის შემცირება

ერთ-ერთი უმარტივესი სტრატეგია, რომელიც ტრეიდერებმა შეიძლება გამოიყენონ რისკის შესამცირებლად, არის აქტივების გადაცვლა ნაღდ ფულზე (ან სტეიბლკოინებზე). თუ ფასის ვარდნის გამო ღელავთ, სავარაუდოდ ინვესტირებული გაქვთ იმაზე მეტი, ვიდრე სასურველია (პოზიციის ზომა მნიშვნელოვანია).

2. უმოქმედობა (HODL)

ზოგ შემთხვევაში, შეიძლება უმჯობესი იყოს უბრალოდ დაელოდოთ bear ბაზრის პერიოდის დასრულებას. თუ ისტორიულ მონაცემებს დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მსხვილი ბაზრები, როგორიცაა S&P 500 ან Bitcoin, დროთა განმავლობაში წარმატებით ახერხებენ bear ბაზრის ფაზიდან გამოსვლას. თუ თქვენ გრძელვადიან HODLing-ს ირჩევთ და თქვენი საინვესტიციო სტრატეგია აქტივების რამდენიმე წლის ან ათწლეულების განმავლობაში შენახვას მოიცავს, არ არის აუცილებელი, რომ bear ბაზარი გაყიდვის სიგნალად აღიქვათ.

3. დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA)

ბევრი თვლის, რომ bear ბაზრები გვთავაზობს დოლარის ღირებულების გაშუალედების (DCA) სტრატეგიის გრძელვადიანი პერიოდით გამოყენების შესაძლებლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება პოპულარულ აქტივებს, როგორიცაა Bitcoin. DCA გულისხმობს აქტივის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებას, მიუხედავად მისი საბაზრო ფასის მოძრაობისა. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევს იყიდონ მეტი აქტივი ფასის კლების პერიოდებში, რითაც მცირდება აქტივის ერთი ერთეულისთვის გადახდილი საშუალო ფასი. მაგალითად, თუ თქვენ შეიძენთ 1 BTC-ს 100 000 აშშ დოლარად და მისი ფასი დაეცემა 80 000 აშშ დოლარამდე, კიდევ ერთი BTC-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მიერ შეძენილი აქტივების საშუალო ღირებულება გახდება 90 000 აშშ დოლარი.

4. short ვაჭრობა ან ჰეჯირება

დაღმავალ ტენდენციების დროს სარგებლის მიღების მიზნით, გამოცდილი ტრეიდერები ხშირად იყენებენ short ვაჭრობას. ამ შემთხვევაში ისინი იღებენ მოგებას, როდესაც აქტივის ფასი იკლებს. მიუხედავად იმისა, დეი-ტრეიდერი ხართ თუ სვინგ-ტრეიდერი, ამ სტრატეგიის იდეა მდგომარეობს ბაზრის ზოგადი ტენდენციის შესაბამისად მოქმედებაში.

Short ვაჭრობა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჰეჯირებისთვის—რაც გულისხმობს short პოზიციის გახსნას სპოტ ანგარიშზე იმავე აქტივის ჰოლდინგის პარალელურად. მაგალითად, თუ თქვენს კრიპტო საფულეში ინახავთ 2 BTC-ს, თქვენ შეგიძლიათ Binance-ზე გახსნათ 2 BTC-ის short პოზიცია იმ ზარალის კომპენსაციის მიზნით, რაც შეიძლება განიცადოთ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი გააგრძელებს ვარდნას.

5. ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით ვაჭრობა

ეს არის მაღალრისკიანი სტრატეგია, თუმცა ზოგი ტრეიდერი ირჩევს ძირითადი ტენდენციის საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობას. bear ბაზარზე, ეს შეიძლება ნიშნავდეს long პოზიციაზე შესვლას ფასის მოკლევადიანი ზრდის პერიოდში, რომელსაც უწოდებენ „bear ბაზრის გამოცოცხლებას“ ან „მკვდარი კატის ნახტომს“.

ფასის ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით ცვლილებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ამ პერიოდს ზოგი ტრეიდერი long პოზიციაზე შესვლის შესაძლებლობად მიიჩნევს. თუმცა, bear ბაზრის პერიოდის დასრულების დადასტურებამდე მოსალოდნელია, რომ მოკლევადიანი ზრდის შემდეგ გაგრძელდება დაღმავალი ტენდენცია.

ტრეიდერებმა შეიძლება სცადონ მოგების მიღება ფასის მოკლევადიანი მატების დროს, თუმცა უნდა დახურონ პოზიცია დაღმავალი ტენდენციის გაგრძელებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, bear ბაზრის პერიოდის გაგრძელებისას მათ შეიძლება განიცადონ ზარალი, თუ long პოზიციის დახურვას ვერ მოასწრებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან სარისკო სტრატეგიაა. „ჩამოვარდნილი დანის დაჭერის“ მცდელობისას, ყველაზე გამოცდილმა ტრეიდერებმაც კი შეიძლება დიდი თანხა დაკარგონ.

რატომ ეწოდება bear ბაზარი?

ტერმინი „bear ბაზარი“ დაკავშირებულია დათვის გამოსახულებასთან, რომლის თათი მიმართულია ქვემოთ, რაც წარმოადგენს ბაზრის ფასების დაღმავალი ტრაექტორიით მოძრაობის სიმბოლოს. ხოლო ტერმინი „bull ბაზარი“ დაკავშირებულია ხარის რქების ზემოთ მიმართულ მოძრაობასთან.

ეს ტერმინები სათავეს იღებს მე-19 საუკუნიდან და ერთ-ერთი ვერსიით დაკავშირებულია დათვის ტყავის მოვაჭრეებთან, რომლებიც ტყავებს მანამ ყიდდნენ, სანამ მათ უშუალოდ მიიღებდნენ, ისევე, როგორც თანამედროვე short ვაჭრობისას.

შეჯამება

bear ბაზრები ჩვეულებრივ დაკავშირებულია ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ ან სპეკულაციურ ფაქტორებთან, რაც ინვესტორთა ნდობის დაკარგვას იწვევს. ამ ბაზრებთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ისინი ბაზრის ციკლების ბუნებრივ კომპონენტს წარმოადგენს. დისციპლინის და სათანადო დაგეგმვის მეშვეობით, ტრეიდერებს შეუძლიათ თავი დაიცვან დაღმავალი ტენდენციების პერიოდებისგან ან სულაც ან სულაც მოგება ნახონ. 

bear ბაზრის პერიოდში, ბევრი ინვესტორი უბრალოდ HODLing-ს (აქტივების შენახვას) ირჩევს, ან რისკის შემსამცირებლად გადადის უფრო დაბალრისკიან აქტივებზე, როგორიცაა ობლიგაციები ან ნაღდი ფული. ასევე პოპულარული სტრატეგიაა დოლარის ღირებულების გაშუალედება, რაც კარგად მუშაობს გრძელვადიანი პერიოდისთვის. short ვაჭრობა და ტენდენციის საწინააღმდეგოდ ვაჭრობა რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა გამოცდილი ტრეიდერისთვის ეს სტრატეგიები შესაძლოა ეფექტური ალტერნატივა გახდეს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.