ლევერიჯით ვაჭრობის დროს მუდმივად უნდა ადევნოთ თვალი ლიკვიდაციის ფასს. რაც უფრო მაღალ ლევერიჯს იყენებთ, მით უფრო ახლოსაა ლიკვიდაციის ფასი პოზიციის გახსნის ფასთან. გაინტერესებთ რატომ? მოდით განვიხილოთ მაგალითი.
ჩვეულებრივ იძულებითი ლიკვიდაციისთვის განსაზღვრულია დამატებითი ლიკვიდაციის საკომისიო. მისი ოდენობა დამოკიდებულია პლატფორმაზე, თუმცა მისი დაწესების მიზანია ტრეიდერი აიძულოს, რომ თავად დახუროს საკუთარი პოზიცია მის ავტომატურად ლიკვიდაციამდე. ამგვარად, სანამ ლევერიჯიანი პოზიციის გახსნას გადაწყვეტთ, კარგად უნდა გაიაზროთ მასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
ბევრი სავაჭრო პლატფორმა გთავაზობთ ლიკვიდაციის ფასის პოზიციის გახსნამდე გამოთვლის შესაძლებლობას. Binance Futures-ს აქვს მოსახერხებელი კალკულატორი, რომელიც საშუალებას გაძლევთ წინასწარ გამოთვალოთ თქვენი PnL (მოგება და ზარალი), სამიზნე ფასი და ლიკვიდაციის ფასი.
უფრო ტრადიციული მნიშვნელობით, ტერმინი „ლიკვიდაცია“ ასევე გამოიყენება გაკოტრების პროცედურების კონტექსტში, რაც გულისხმობს აქტივების კონვერტირებას უფრო „ლიკვიდურ“ ფორმაში (ნაღდ ფულში.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
ფორვარდ კონტრაქტის სტანდარტიზებული ვერსია, რომელიც გამოიყენება, როგორც მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმ...