აქციების შესახებ

აქციებიდან ბაზრებამდე
Beginner
Skill Level
21 Mins
Time to complete
Overview

მოგესალმებით კურსზე „აქციების შესახებ: აქციებიდან ბაზრებამდე“. კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გაიგოს, რა არის აქციები, როგორ ფუნქციონირებს საფონდო ბაზარი და როგორ ხორციელდება ვაჭრობა და ინვესტირება პრაქტიკაში - როგორც დამწყებთათვის, ისე კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ამ ორი სფეროს ერთმანეთთან დაკავშირება სურთ.

აქციები ინვესტირების ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ხოლო პრინციპები, რომლებიც აღნიშნულ ერთეულებს უდევს საფუძვლად, ფართოდ გამოიყენება ფინანსურ სფეროში, მათ შორის კრიპტოვალუტების ეკოსისტემაშიც.

კურსი საბაზისო ცნებებისა და კონცეფციების განხილვით იწყება და მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს აქცია სინამდვილეში, სად მიმდინარეობს აქციების ყიდვა-გაყიდვის პროცესები, რას ფლობს აქციონერი რეალურად, რა ფაქტორები განაპირობებს ფასების ცვლილებას და როგორ უდგებიან ადამიანები ინვესტირებას პასუხისმგებლობით. კურსის მიზანია მკაფიო კონცეპტუალური მოდელის ჩამოყალიბება, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

რას ისწავლით წინამდებარე კურსის მეშვეობით

ამ კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

  • გააზრება: განმარტოთ, ზოგადად რას წარმოადგენს აქცია, რას ნიშნავს აქციის ფლობა და რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს კაპიტალის მოსაზიდად.

  • ორიენტირება: აღწეროთ, როგორ ფუნქციონირებს საფონდო ბირჟები, ბროკერები და შეკვეთები და რას გულისხმობს აქციების ფლობა - შესაბამისი ხარჯებიდან და დივიდენდებიდან დაწყებული, კორპორაციული ქმედებებით დასრულებული.

  • ინტერპრეტაცია: წაიკითხოთ აქციის საბაზისო საბირჟო მონაცემები და გაიაზროთ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც აქციების ფასების ცვლილებას განაპირობებს.

  • მიდგომა: ამოიცნოთ ინვესტირების გავრცელებული სტრატეგიები და გაიაზროთ რისკის, დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი საინვესტიციო ხედვის მნიშვნელობა.

წინაპირობები

ინვესტირებისა თუ ფინანსების სფეროში წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის. საკმარისია ბაზრის მიმართ ზოგადი ინტერესი და ცნობისმოყვარეობა. კურსი ყურადღებას ამახვილებს ძირითად კონცეფციებზე და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნისა თუ პლატფორმის წესებზე, ამიტომ მიღებული ცოდნის გამოყენება შედარებით ფართო კონტექსტშია შესაძლებელი.

კურსის სტრუქტურა

ეს კურსი მოიცავს სამ სექციას, ჯამში ექვსი მოდულით. თითოეული მოდულის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხიდან ხუთ წუთამდეა, ხოლო კურსის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 25–30 წუთს შეადგენს.

სექცია 1, „აქციები და საკუთრება“, განმარტავს, რას წარმოადგენს აქცია, რას ნიშნავს მისი ფლობა და რატომ უშვებენ კომპანიები აქციებს.

სექცია 2, „აქციებით ვაჭრობა“ განიხილავს საფონდო ბირჟებს, ბროკერებსა და სავაჭრო განაცხადებს, ასევე იმას, თუ რას გულისხმობს აქციების ფლობა პრაქტიკაში - შესაბამისი ხარჯებიდან და დივიდენდებიდან დაწყებული, კორპორაციული ქმედებებით დასრულებული.

სექცია 3, „ფასები და ინვესტირება“ მიმოიხილავს, როგორ უნდა წავიკითხოთ აქციასთან დაკავშირებული ძირითადი საბაზრო მონაცემები, რა ფაქტორები განაპირობებს ფასების ცვლილებას და როგორ ახორციელებენ ადამიანები ინვესტირებას რისკების გათვალისწინებით.

წინამდებარე კონტენტი გენერირებულია Binance-ის პროფესიონალი რედაქტორების მიერ საინფორმაციო მიზნებისთვის. რედაქტორები კონტენტის შექმნის პროცესში სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებენ, რაც ნაწილობრივ მოიცავს Binance AI-საც. კონტენტი წარმოდგენილია ყოველგვარი მხარდაჭერისა თუ სიზუსტის გარანტიის გარეშე და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის რეკომენდაცია ან რჩევა. გაეცანით ჩვენს AI პოლიტიკასა და პირობებს.

Obtain a PDF certificate
Upon completion of this track, learners will receive a PDF certificate with the name of the partnering institution.
ავტორი
Syllabus
3 კურსი
1. აქციები და საკუთრება
2 Videos
4 ქვიზი
2. აქციებით ვაჭრობა
2 Videos
3 ქვიზი
3. ფასები და ინვესტირება
2 Videos
3 ქვიზი
სერტიფიკატი
ისწავლეთ კრიპტოს შესახებ და მიიღეთ ჯილდოები
გაიღრმავეთ ცოდნა უფასოდ ჩვენი სახალისო, ინტერაქტიული კურსების მეშვეობით. Binance Academy წარმოგიდგენთ ყველაზე ვრცელ საგანმანათლებლო კურსებს, რომლებიც განკუთვნილია დამწყები, საშუალო და მაღალი დონის მომხმარებლებისთვის.
ისწავლეთ უფასოდ
დაასრულეთ ქვიზები და გამოიმუშავეთ ჯილდოები.
სერტიფიკატის მიღება
მოითხოვეთ თქვენი სწავლის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
ერთიანი სასწავლო ჰაბი
შეუერთდით მილიონობით მომხმარებელს და დაიწყეთ სწავლა Binance Academy-ს სტანდარტული პარამეტრების საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.