ბლოკჩეინის ანალიზი დამწყებთათვის

გაიღრმავეთ ფუნდამენტური ცოდნა ბლოკჩეინის მონაცემებთან, კრიპტო პროექტებთან და აქტივების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
Beginner
Skill Level
31 Mins
Time to complete
Overview
More about this course

ბლოკჩეინის ანალიზი დამწყებთათვის არის შესავალი კურსი, რომლის მიზანია მომხმარებლებს დაეხმაროს ბლოკჩეინის მონაცემების ანალიზის შესწავლაში, საკუთარი აქტივების დაცვასა და კრიპტო პროექტების უსაფრთხოების შეფასებაში. მიუხედავად იმისა, კრიპტო სფეროში ახალბედა ხართ თუ ფუნდამენტური ცოდნის გაღრმავება გსურთ, ამ კურსის დახმარებით თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ, თუ როგორ მოახდინოთ ბლოკჩეინის აქტივობების ინტერპრეტაცია, პოტენციური რისკების იდენტიფიკაცია და ახალი ტრენდების სივრცეში ორიენტირება, როგორიცაა BNB Chain-ზე გაშვებული meme ტოკენები.

ეს კურსი დაგეხმარებათ გაიღრმავოთ ცოდნა საგანმანათლებლო ვიდეოების მეშვეობით და შეამოწმოთ თქვენი ცოდნა ინტერაქტიული ქვიზების დახმარებით.

სასწავლო თემები

გაეცანით ბლოკჩეინის ანალიზის საფძვლებს:
გაიგეთ, თუ რას წარმოადგენს ბლოკჩეინის მონაცემები და როგორ შეგიძლიათ მათზე წვდომა ბლოკჩეინ-ექსპლორერების გამოყენებით, როგორიცაა BscScan. ასევე გაეცანით ბლოკჩეინზე გაშვებული ტრანზაქციების, საფულეების და სმარტ კონტრაქტების მუშაობის პრინციპებს.

უზრუნველყავით თქვენი კრიპტოს უსაფრთხოება:
მოახდინეთ გავრცელებული თაღლითობების, ყალბი პროექტების და უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია. გაიგეთ, თუ როგორ დაიცვათ თქვენი საფულე, როგორ შეამოწმოთ კონტრაქტის მისამართები და როგორ აიცილოთ თავიდან ფიშინგი ან rug pull-ები.

შეისწავლეთ კრიპტო პროექტების მოკვლევის მეთოდები:
გაეცანით ტოკენომიკის საფუძვლებს, პროექტის გუნდებს და აუდიტებს. შეისწავლეთ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ საფრთხის ნიშნები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პროექტის მოკვლევისას.

გაეცანით meme ტოკენებს:
აღმოაჩინეთ meme ტოკენები, მათი პოპულარობის ზრდის მიზეზები და მათი პასუხისმგებლიანად ანალიზის მეთოდები. გაიგეთ, თუ რა განსხვავებას ჰაიპზე დაფუძნებულ და რეალურ ღირებულებას შორის.

კურსის სტრუქტურა

ეს კურსი იყოფა ორ ძირითად ნაწილად და შედგება ჯამში შვიდი მოდულისგან. თქვენ დაიწყებთ ბლოკჩეინის ანალიზის საფუძვლების შესწავლით და შემდეგ გაეცნობით კრიპტოს უსაფრთხოების და სათანადო ანალიზის მეთოდებს.

Obtain a PDF certificate
Upon completion of this track, learners will receive a PDF certificate with the name of the partnering institution.
ავტორი
Syllabus
2 კურსი
1. ბლოკჩეინის ანალიზის შესავალი
4 Videos
4 ქვიზი
2. კრიპტოს უსაფრთხოება და სათანადო ანალიზი
3 Videos
3 ქვიზი
სერტიფიკატი
ისწავლეთ კრიპტოს შესახებ და მიიღეთ ჯილდოები
გაიღრმავეთ ცოდნა უფასოდ ჩვენი სახალისო, ინტერაქტიული კურსების მეშვეობით. Binance Academy წარმოგიდგენთ ყველაზე ვრცელ საგანმანათლებლო კურსებს, რომლებიც განკუთვნილია დამწყები, საშუალო და მაღალი დონის მომხმარებლებისთვის.
ისწავლეთ უფასოდ
დაასრულეთ ქვიზები და გამოიმუშავეთ ჯილდოები.
სერტიფიკატის მიღება
მოითხოვეთ თქვენი სწავლის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
ერთიანი სასწავლო ჰაბი
შეუერთდით მილიონობით მომხმარებელს და დაიწყეთ სწავლა Binance Academy-ს სტანდარტული პარამეტრების საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით.