Binance Academy არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიზანია თითოეული ადამიანისთვის კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენს კონტენტს ქმნის და ამუშავებს გამოცდილი სარედაქციო გუნდი, რომელიც ფლობს საექსპერტო ცოდნას ფინანსური ბაზრების, ბლოკჩეინის ტექნოლოგიების, რეგულაციებისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
Binance Academy-ზე გამოქვეყნებული ყველა სტატია გამოქვეყნებამდე გადის ჩვენი სარედაქციო გუნდის მიერ განხილვის, რედაქტირებისა და ფაქტების გადამოწმების პროცესს. ჩვენი სარედაქციო გადაწყვეტილებები არ არის დაკავშირებული Binance-ის კომერციულ საქმიანობასთან.
ჩვენი ვალდებულება
Binance Academy-ს კონტენტს ქმნის, არედაქტირებს და ფაქტების სიზუსტეს ამოწმებს გამოცდილი პროფესიონალების გუნდი. ჩვენი კონტენტის ხარისხი არ არის დამოკიდებული ცალკეულ ავტორზე. თითოეული სტატია ასახავს კოლექტიურ სარედაქციო ზედამხედველობას, განხილვის რამდენიმე ეტაპსა და სიზუსტის, ნეიტრალურობისა და სიცხადისადმი ერთგულებას.
ვინ ვართ ჩვენ
Binance Academy-ს სარედაქციო გუნდი შედგება რედაქტორებისგან, ავტორებისგან და შესაბამისობის შემმოწმებლებისგან, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება ფინანსური ჟურნალისტიკის, ბლოკჩეინის შემუშავების, აკადემიური კვლევებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის სფეროში. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ჰყავს კოლექტიური ავტორი - „Binance Academy-ს სარედაქციო გუნდი“, რადგან თითოეული სტატია არის რამდენიმე სპეციალისტის ერთობლივი ნამუშევარი და არა ერთი ინდივიდის მიერ შექმნილი პროდუქტი.
ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ წამყვან ფინანსურ გამოცემებში, ბლოკჩეინის კვლევების კომპანიებში, აკადემიურ დაწესებულებებსა და მარეგულირებელ ორგანოში მუშაობის გამოცდილება. ეს კოლექტიური ცოდნა და გამოცდილება აისახება ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ სტატიაში.
სარედაქციო გუნდის სტრუქტურა
როლი | ექსპერტიზა | პასუხისმგებლობები |
|---|---|---|
სარედაქციო განყოფილების ხელმძღვანელი | 10+ წელი ფინანსურ და კრიპტო ჟურნალისტიკაში. | განსაზღვრავს სარედაქციო გუნდის მუშაობის მიმართულებას, ამტკიცებს კონტენტის სტრატეგიას, ზედამხედველობს ხარისხის სტანდარტებს. |
უფროსი რედაქტორები | ფინანსური ბაზრები, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, DeFi, რეგულაციები. | განიხილავენ და ამოწმებენ სტატიებში მოყვანილ ფაქტებს, უზრუნველყოფენ სიზუსტესა და ნეიტრალობას, მართავენ თემების გაშუქებას. |
ავტორები | კრიპტო, ვაჭრობა, ეკონომიკა, კიბერუსაფრთხოება. | ატარებენ კვლევას და ამზადებენ სტატიების, ტერმინოლოგიის ჩანაწერების და კურსის კონტენტის სამუშაო ვერსიებს. |
შესაბამისობის შემმოწმებლები | იურიდიული საკითხები, რეგულაციები, რისკების მართვა. | უზრუნველყოფენ, რომ კონტენტი აკმაყოფილებდეს რეგულაციების სტანდარტებს და არ წარმოადგენდეს ფინანსურ რჩევას. |
ჩვენი სარედაქციო პროცესი უზრუნველყოფს, რომ არც ერთი სტატია არ გამოქვეყნდეს შემოწმების რამდენიმე ეტაპის გავლის გარეშე. ავტორები ამზადებენ კონტენტის სამუშაო ვერსიას კვლევებზე და პირველწყაროებზე დაყრდნობით. უფროსი რედაქტორები ამოწმებენ ტექსტს სიზუსტის, სიცხადისა და ნეიტრალურობის კუთხით. შესაბამისობის შემმოწმებლები ადასტურებენ, რომ კონტენტი აკმაყოფილებს რეგულაციების სტანდარტებს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.
ჩვენი სარედაქციო განყოფილების სტანდარტები
სიზუსტე
თითოეულ სტატიაში მოცემული ნებისმიერი მტკიცებულება მოწმდება პირველწყაროებთან. ჩვენ მივუთითებთ მარეგულირებელ განაცხადებს, ოფიციალურ განცხადებებს, on-chain მონაცემებსა და სარეცენზიო კვლევებს. როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია ან სწრაფად ცვალებადია, ჩვენ ამის შესახებ პირდაპირ და ცალსახად ვაცხადებთ.
ნეიტრალურობა
ჩვენი კონტენტი მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას კონკრეტულ აქტივებს, პლატფორმებს ან სტრატეგიებს. ინფორმაციას ობიექტურად წარმოვადგენთ და პოტენციურ სარგებელთან ერთად განვიხილავთ რისკებს და შეზღუდვებს. Binance-ის პროდუქტებთან დაკავშირებული თემების განხილვისას ვიყენებთ ისეთივე მკაცრი შეფასების სტანდარტებს, როგორსაც ნებისმიერი სხვა პლატფორმის აღწერის შემთხვევაში.
წყაროები და ციტატები
როდესაც მონაცემებს, რეგულაციებს ან გარე კვლევებს ვუთითებთ, პირდაპირ პირველწყაროს ვუკავშირდებით. ჩვენ არ ვეყრდნობით მეორეული წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ან სოციალურ მედიაში გავრცელებულ, დაუდასტურებელ მტკიცებებს. როდესაც წყარო საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, ვასახელებთ მას და განვმარტავთ ინფორმაციის გამოყენების საფუძველს.
ინფორმაციის აქტუალურობა და განახლება
კრიპტოსამყარო სწრაფად ვითარდება. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებთ გამოქვეყნებულ სტატიებს და ვანახლებთ მათ, როდესაც იცვლება მათში მოცემული ძირითადი ფაქტები. თითოეულ სტატიაზე მითითებულია „ბოლო განახლების თარიღი“, რათა მკითხველმა იცოდეს, თუ როდის განხორციელდა კონტენტის ბოლო შემოწმება. თუ შეამჩნევთ მოძველებულ ინფორმაციას, გთხოვთ შეგვატყობინოთ Binance-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის მეშვეობით.
არავითარი ფინანსური რჩევა
Binance Academy-ის კონტენტი მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ის არ წარმოადგენს ფინანსურ, იურიდიულ ან საგადასახადო კონსულტაციას. ჩვენ არ გირჩევთ, თუ რა იყიდოთ, გაყიდოთ ან შეინახოთ. თქვენს კრიპტოინვესტიციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ თქვენ იღებთ. თქვენს სიტუაციაზე მორგებული რეკომენდაციის მისაღებად მიმართეთ კვალიფიციურ პროფესიონალს.
როგორ ვმუშაობთ
კონტენტის შექმნა
სტატიებზე მუშაობა იწყება თემის შერჩევის პროცესით, რომელიც ეფუძნება მკითხველთა ინტერესს, ინდუსტრიის განვითარებასა და იმ საგანმანათლებლო საკითხებს, რომელთა შესახებაც ინფორმაციის ნაკლებობა შეინიშნება. ავტორები თემას იკვლევენ პირველწყაროების გამოყენებით, ამზადებენ სტატიის სამუშაო ვერსიას და წარადგენენ მას სარედაქციო განხილვისთვის.
სარედაქციო განხილვა
უფროსი რედაქტორები ამოწმებენ თითოეული სტატიის სამუშაო ვერსიას სიზუსტის, სიცხადის, სტრუქტურისა და ნეიტრალურობის კუთხით. ისინი ამოწმებენ, არის თუ არა მტკიცებულებები დასაბუთებული, წყაროები - სანდო, ხოლო ენა - ობიექტური. სტატიები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს, იგზავნება გადასამუშავებლად ან ხდება მათი უარყოფა.
შესაბამისობის შემოწმება
შესაბამისობის შემმოწმებლები უზრუნველყოფენ, რომ კონტენტი არ წარმოადგენდეს ფინანსურ რჩევას და აკმაყოფილებდეს სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედ რეგულაციების სტანდარტებს. ისინი ასევე ამოწმებენ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადების არსებობას და შესაბამისობას.
განახლებები
გამოქვეყნებული სტატიები პერიოდულად მოწმდება და, მათში მოცემული ძირითადი ფაქტების ცვლილების შემთხვევაში, ხდება სტატიების განახლება.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
Binance Academy იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს კვლევის, თარგმნისა და კურსების მომზადების სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად. ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს ადამიანის შრომასა და სარედაქციო გუნდის ცოდნას. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებული თითოეული სტატიის გამოქვეყნებამდე ხდება მისი შეფასება, რედაქტირება და ფაქტების გადამოწმება ადამიანი რედაქტორის მიერ. ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება მუშაობის პროცესში. იგი არ განსაზღვრავს ჩვენს სტანდარტებს და არ იღებს სარედაქციო გადაწყვეტილებებს. დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ Binance Academy-ს სარედაქციო პოლიტიკა.