მთავარი დეტალები
ვაჭრობის ჟურნალი დამხმარე ინსტრუმენტია, რომელიც ბევრი წარმატებული ტრეიდერის მიერ გამოიყენება საკუთარი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
ის გეხმარებათ ვაჭრობის გეგმების ორგანიზებაში, ვაჭრობებზე მონიტორინგში და იმის გააზრებაში, თუ რა გავლენა აქვს ემოციებს თქვენ გადაწყვეტილებებზე.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის სამყაროში ვაჭრობის ჟურნალის შექმნისა და გამოყენების ცოდნამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თქვენი, როგორც უკეთესი ტრეიდერის ჩამოყალიბებაში.
ვაჭრობის ჟურნალის გარეშე მარტივია დაგავიწყდეთ თქვენი ვაჭრობის დეტალები ან გაიმეოროთ შეცდომები.
რა არის ვაჭრობის ჟურნალი?
ვაჭრობის ჟურნალში იწერება ყველა სავაჭრო აქტივობა და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები. ეს მოიცავს თქვენს სავაჭრო სტრატეგიებს, რისკის მართვის მეთოდებს და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ვარაუდებს. ვაჭრობის ჟურნალი არის არა მარტო თქვენი პოზიციების გახსნის და დახურვის აღრიცხვის საშუალება, არამედ ასევე საკუთარი მოქმედებების ანალიზის და განვითარების ყოვლისმომცველი ინსტრუმენტი.
ჟურნალის ეფექტური წარმოება უზრუნველყოფს ვაჭრობის ხარისხის გაუმჯობესებას: კერძოდ კი ძირითადი ინფორმაციის აღწერა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს თქვენი ვაჭრობის შედეგებზე და თქვენს განწყობაზე ვაჭრობისას. კრიპტოვალუტით ვაჭრობისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ გაზის გადასახადები, ფასის ცურვა და ტრანზაქციის ტიპები.
ვაჭრობის ჟურნალის გამოყენების მიზეზები
ქვემოთ მოცემულია ვაჭრობის ჟურნალის წარმოების მიზეზები:
ის გმატებთ პასუხისმგებლობას და აუმჯობესებს დისციპლინას.
ის გეხმარებათ ემოციების და კოგნიტური მიკერძოების მართვაში, რაც გავლენას ახდენს თქვენს ვაჭრობის გადაწყვეტილებებზე.
ის გაჩვენებთ, თუ რომელი სტრატეგიები მუშაობს უკეთ და რისი გაუმჯობესებაა საჭირო.
გეხმარებათ დაინახოთ, თუ როგორი გავლენა აქვთ თქვენს ემოციებს, როგორიცაა FOMO ან FUD, თქვენს ვაჭრობაზე.
გეხმარებათ დაიცვათ რისკების მართვის წესები, მაგალითად გამოიყენოთ stop loss-ები.
ის აღრიცხავს თქვენს პროცესს და გეხმარებათ დაინახოთ შაბლონები ბაზრის მოძრაობასა და თქვენს საკუთარ ქცევებში.
წარმატებული ტრეიდერები ხშირ შემთხვევაში აწარმოებენ ვაჭრობების დეტალურ ჩანაწერებს მიუხედავად იმისა, მაღალი სიხშირით ვაჭრობენ თუ HODL სტრატეგიას იყენებენ. წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კარგ ვაჭრობის ჟურნალზე.
როგორ უნდა შექმნათ ვაჭრობის ჟურნალი
არსებობს ვაჭრობის ჟურნალის შექმნის ბევრი გზა და ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ვაჭრობის სტილსა და საჭიროებებს. მისი მიზანია გქონდეთ სანდო სისტემა, სადაც დაგეგმავთ, ჩაიწერთ და შემდგომში გამოიყენებთ თქვენს ვაჭრობისას.
1. აირჩიეთ თქვენი ფორმატი
ბევრი ტრეიდერი იყენებს ელექტრონული ცხრილებს (მაგ., Google Sheets, Microsoft Excel) ან დოკუმენტების შექმნის პროგრამებს (მაგ., Google Docs, Notepad). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კრიპტო ვაჭრობის ჟურნალის წარმოების აპლიკაციები, რომლებიც მხარს უჭერს API-ს ინტეგრაციას მონაცემების ავტომატური ჩამოტვირთვისთვის (მაგ., CoinTracking ან Edgewonk). Binance ასევე გვთავაზობს პორტფოლიოს და ვაჭრობის ინსტრუმენტებს, რომლებიც ამ პროცესში დაგვეხმარება.
2. გადაწყვიტეთ, თუ რას ჩაიწერთ
თქვენ ცხრილში უნდა იყოს თქვენი თითოეული ვაჭრობის მნიშვნელოვანი დეტალები. ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები:
პოზიციის გახსნის თარიღი და დრო
პოზიციის დახურვის თარიღი და დრო
სავაჭრო წყვილი ან სიმბოლო
ვაჭრობის ტიპი (სპოტ, მარჟით, ფიუჩერსებით, ოფციონებით ვაჭრობა, DeFi აქტივობა)
მიმართულება (long/short)
პოზიციის გახსნის და დახურვის ფასები
პოზიციის ზომა და ნომინალური ღირებულება
Stop loss-ის და take profit-ის დონეები
ვაჭრობის საკომისიოები, მათ შორის გაზის საკომისიოები და ფასის ცურვა
მოგების/ზარალის დონე და პროცენტული მაჩვენებელი
ჩანაწერები ვაჭრობის მიზნების ან სპეციფიკური საკითხების შესახებ
3. გამოყავით განყოფილება თქვენი აზრების ჩასაწერად
ეს შესაძლოა იყოს ახალი დოკუმენტი ან ჩანართი იმავე ცხრილში. აქ წერთ იმას, თუ რას ფიქრობთ ან გრძნობთ თქვენს ვაჭრობებთან, ბაზართან და მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ისეთ გრძნობებზე, როგორიცაა შიში ან მღელვარება და ის, თუ როგორ მოქმედებს თქვენს არჩევანზე სოციალური მედია.
ამ ციფრებისა და ჩანაწერების კომბინაცია დაგეხმარებათ თქვენი ვაჭრობის სტილის უკეთ გაგებაში და უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში.
როგორ გამოიყენოთ ვაჭრობის ჟურნალი ეფექტურად
ჟურნალის შექმნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. რეალური შედეგი მისი მუდმივად შესწორების და თქვენი ვაჭრობის გასაუმჯობესებლად გამოყენების შემდეგ დადგება.
ვაჭრობამდე: ჩამოწერეთ ვაჭრობის მიზანი და მიზეზები. ყურადღებით გაიაზრეთ, იქნება თუ არა ის ეფექტური და რა რისკებთანაა დაკავშირებული. სცადეთ იყოთ გულწრფელი და კითხვის ქვეშ დააყენოთ თქვენი ვარაუდები.
ვაჭრობის შემდეგ: დაუყოვნებლივ ჩაიწერეთ ყველა დეტალი ვაჭრობის შესახებ, სანამ კარგად გახსოვთ. ჩაინიშნეთ ნებისმიერი ემოცია, რაც განიცადეთ და აღწერეთ ვაჭრობის გეგმაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.
გადახედეთ რეგულარულად: შეადგინეთ გადახედვის გრაფიკი თქვენი ვაჭრობის სიხშირის გათვალისწინებით. თუ დღეში რამდენჯერმე ვაჭრობთ, გადახედეთ ჟურნალს ყოველდღიურად. სვინგ-ტრეიდერებმა შესაძლოა ჟურნალის ყოველკვირეულად გადახედვა დასჭირდეთ. გრძელვადიან ინვესტორებს შეუძლიათ თვეში ერთხელ გადახედვა. ეცადეთ იპოვოთ კავშირები თქვენს მოგებებსა და ზარალს შორის და დააკვირდეთ, თუ რა დონის გავლენა აქვთ ემოციებს ან ბაზრის ცვლილებებს თქვენს ვაჭრობაზე.
თვალი ადევნეთ რისკებს: გადაამოწმეთ, რამდენად იცავთ თქვენს stop loss წესებს და ხომ არ მიიღეთ დაგეგმილზე მეტი ზარალი.
თვალი ადევნეთ კრიპტოს ბაზრებს: კრიპტო ბაზრების 24/7-ზე ხელმისაწვდომობისა და მაღალი მერყეობის გამო, საჭიროა განსაზღვროთ, თუ რა გავლენა აქვს მოულოდნელ ამბებს, სოციალური მედიის განწყობას ან ცვალებად ლიკვიდურობას თქვენს ვაჭრობაზე.
თუ ჟურნალის წარმოებას ჩვევად აქცევთ, ეს დაგეხმარებათ თვენი სტრატეგიის გაუმჯობესებასა და ემოციების უკეთ კონტროლში.
Binance Academy-ის ვაჭრობის ჟურნალის შაბლონი
თქვენს დასახმარებლად, Binance Academy-მ შექმნა ვაჭრობის ჟურნალის უფასო შაბლონი. მისი გამოყენების დასაწყებად, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკებს [File] და [Make a copy]!
➟ Binance Academy-ის ვაჭრობის ჟურნალის შაბლონი (უფასოა!)
გაითვალისწინეთ, რომ ამ მაგალითში დამატებულია მეორე ჩანართი, რომელიც ზემოხსენებული ჩანაწერების დოკუმენტის მსგავსად გამოიყენება. აქ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი აზრები და ნებისმიერი სახის კომენტარები, რათა თვალი ადევნოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და წინა ვაჭრობის შედეგებს.
შეჯამება
იმის მიუხედავად, ყოველდღიურად ვაჭრობთ თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავთ მონეტებს, ვაჭრობის ჟურნალის წარმოება თქვენი ეფექტურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ის გეხმარებათ ვაჭრობის გეგმის მომზადებაში და გთავაზობთ თქვენს წარმატებასა და შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას.
თქვენი ვაჭრობების, იდეების და ემოციების ჩაწერით, თქვენ შეძლებთ შაბლონების დაფიქსირებას და ვაჭრობის პროცესის გაუმჯობესებას. ჟურნალის წარმოებისთვის დროის დათმობა დაგეხმარებათ შედეგების გაუმჯობესებასა და თავდაჯერებულობის ამაღლებაში.
დაიწყეთ დღესვე და ნახეთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი ვაჭრობის გამოცდილება!
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.