მთავარი დეტალები
დაიანგარიშეთ თქვენი სავაჭრო თანხის ოდენობა, რათა stop-loss შეკვეთის გააქტიურების შემთხვევაში დაკარგოთ თქვენი სრული ბალანსის მხოლოდ მცირედი პროცენტი (მაგ., 1%-ის წესი).
ჭეშმარიტი დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა ფლობდეთ ისეთ აქტივებს, რომლებიც არაა ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგალითად აქტივებს, რომლებიც Bitcoin-ზე არაა დამოკიდებული, როგორიცაა სტეიბლკოინები, ტოკენიზებული ოქრო (RWA-ები) ან ტრადიციული აქციები.
აქტივების განკარგვასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, გრძელვადიანი ჰოლდინგები გადაიტანეთ აპარატურულ საფულეში და ვაჭრობისთვის გამოიყენეთ მხოლოდ მკაცრად რეგულირებული, გამჭვირვალე სავაჭრო ბირჟები.
ჰაკერული შეტევებისგან თავის დასაცავად მოერიდეთ საეჭვო ბმულებზე გადასვლას, DeFi-სთვის გამოიყენეთ burner საფულეები და ავტორიზაციისთვის SMS-ით ვერიფიკაციის ნაცვლად გამოიყენეთ აპლიკაციაზე დაფუძნებული 2FA მეთოდები.
შესავალი
ინვესტორების და ტრეიდერების უმეტესობისთვის რისკების შემცირება პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტია. თქვენ ყოველთვის უნდა განსაზღვროთ რისკის და სარგებლის თანაფარდობა მაშინაც კი თუ თქვენთვის რისკის მაღალი დონე მისაღებია. რისკის მართვა არ გულისხმობს უბრალოდ არჩევანის ნაკლებად სარისკო ვაჭრობებზე ან ინვესტიციებზე გაკეთებას.
რისკის მართვის მნიშვნელობა
ყველასათვის ცნობილია, რომ კრიპტო, როგორც აქტივების კლასი, ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ინვესტიციაა. ტრადიციული ბაზრებისგან განსხვავებით, კრიპტო ბაზრები 24/7 რეჟიმში მუშაობს და აწყდება ისეთ რისკებს, როგორიცაა ბირჟების გადახდისუუნარობა, სმარტ კონტრაქტების ექსპლოიტები და ხიდებზე განხორციელებული ჰაკერული შეტევები.
ამიტომ პოტენციური რისკების შესამცირებლად მნიშვნელოვანია რისკის მართვის პრაქტიკების და სტრატეგიების გამოყენება. ეს ასევე წრმატებულ და პასუხისმგებლიან ტრეიდერად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მოდით განვიხილოთ რისკის მართვის ხუთი სტრატეგია, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს კრიპტო პორტფოლიოსთან დაკავშირებული საფრთხეების შესამცირებლად.
1-ელი სტრატეგია: 1%-ის წესი (პოზიციის ზომის განსაზღვრა)
1%-ის წესი წარმოადგენს რისკის მართვის მარტივ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს მთლიანი კაპიტალის არაუმეტეს 1%-ის გამოყენებას ინვესტიციისვის ან ვაჭრობისთვის. თუმცა ბევრ ახალბედას ერთმანეთში ერევა „რისკის დონე“ და „პოზიციის ზომა“.
თუ საინვესტიციოდ 10 000 აშშ დოლარს იყენებთ, 1%-ის წესის მიხედვით მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ერთ ვაჭრობის დროს თქვენი ზარალი არ უნდა აღემატებოდეს 100 აშშ დოლარს. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იყიდოთ მხოლოდ 100 აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin.
ამის ნაცვლად, თქვენ განსაზღვრავთ პოზიციის ზომას თქვენ მიერ დაყენებული Stop-Loss-ის საფუძველზე. მაგალითად:
გსურთ შეიძინოთ Bitcoin (BTC).
თქვენი ტექნიკური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავთ, რომ პოზიციის დახურვის წერტილი (Stop-Loss) მიმდინარე ფასზე 5%-ით დაბლაა.
მხოლოდ 100 აშშ დოლარით (თქვენი ანგარიშის ბალანსის 1%) გარისკვისთვის ფასის 5%-იანი ვარდნისას, თქვენი პოზიციის მთლიანი ზომა უნდა იყოს 2000 აშშ დოლარი.
გამოთვლა: $2000 (პოზიცია) x 5% (ზარალი) = $100 რისკი.
ეს მიდგომა საშუალებას გაძლევთ უფრო დიდი პოზიციები გახსნათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული რისკი მკაცრად ლიმიტირებულია.
მე-2 სტრატეგია: Stop-Loss და Take-Profit დონეების დაყენება
Stop-Loss შეკვეთა ადგენს აქტივის ფასის ქვედა ლიმიტს, რომლის მიღწევისას პოზიცია დაიხურება. Stop ფასი მიმდინარე ფასზე დაბლა ყენდება და გეხმარებათ ფასის ვარდნისას უფრო დიდი ზარალის თავიდან აცილებაში.
Take-Profit შეკვეთა პირიქით მუშაობს. ის ადგენს ფასის ზედა ლიმიტს, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც პოზიცია დაიხურება, რაც გეხმარებათ გენერირებული მოგების შენარჩუნებაში.
გაითვალისწინეთ ფასის ცურვა და მოულოდნელი ცვლილებები. მაგალითად, ფასის მომენტალური ვარდნისას ფასი 100-დან 90-მდე მომენტალურად დაეცეს და თქვენ მიერ 99 აშშ დოლარის დონეზე დაყენებული Stop-Loss შეკვეთა გამოტოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად მოერიდეთ მაღალი ლევერიჯით ვაჭრობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოზიციის ლიკვიდაცია თქვენ მიერ დაყენებული stop-loss შეკვეთის აღსრულებამდე.
უშუალოდ კრიტიკულ მომენტში მოქმედების ნაცვლად, უმჯობესია ამ ლიმიტების წინასწარ დაყენება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება Take-Profit შეკვეთების რისკის მართვის ერთ-ერთი სტრატეგიისთვის მიკუთვნება უცნაურად მოგეჩვენოთ, არ უნდა დაივიწყოთ, რომ რაც უფრო დიდხანს ელოდებით მოგების მიღებას, მით უფრო დიდია რისკი ბაზრის დინამიკა თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ შეიცვალოს.
მე-3 სტრატეგია: დივერსიფიკაცია და ჰეჯირება
თქვენი პორტფოლიოს დივერსიფიკაცია ზოგადი რისკის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. თუმცა, კრიპტოში აქტივების კორელაცია ძალიან მაღალია. თუ Bitcoin-ის ფასი დაეცემა, ალტკოინების უმეტესობის ფასი კიდევ უფრო მეტად დაეცემა. შესაბამისად 10 სპეკულაციური ალტკოინის ყიდვა დივერსიფიკაციის კარგ მაგალითს არ წარმოადგენს.
ჭეშმარიტი დივერსიფიკაცია გულისხმობს ისეთი აქტივების ფლობას, რომელთა ფასის დინამიკა კრიპტო ბაზარზე არაა დამოკიდებული. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
სტეიბლკოინები: თქვენი პორტფოლიოს წილის სტეიბლკოინებში (ან ნაღდ ფულში) ფლობა საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ მერყეობა და ფასის დროებითი ვარდნა.
რეალური სამყაროს აქტივები (RWA-ები): ტოკენიზებული ოქრო ან სახაზინო ვალდებულებები.
TradFiაქტივები: აქციები, უძრავი ქონება ან ობლიგაციები.
ჰეჯირება ოდნავ უფრო რთული სტრატეგიაა. დავუშვათ ფიქრობთ, რომ Bitcoin-ის ფასი დაეცემა, ამიტომ გადაწყვიტეთ ამ რისკისგან ჰეჯირება და გახსენით ფიუჩერსის კონტრაქტი BTC-ის გასაყიდად. თუBitcoin-ის ფასი დაეცემა, თქვენი Short პოზიციდან მიღებული მოგებით მოახდენთ პორტფოლიოს ზარალის კომპენსაციას.
გაფრთხილება: ფიუჩერსები მოიცავს ლიკვიდაციის რისკს და ფინანსირების საკომისიოებს. დამწყებებისთვის ყველაზე უსაფრთხო „ჰეჯირებაა“ კრიპტოს ნაწილის ნაღდ ფულში ან სტეიბლკოინებში კონვერტაცია.
მე-4 სტრატეგია: კასტოდიალური რისკი (თუ გასაღებები არ გეკუთვნის, ვერც მონეტებს მიიღებ)
ისეთი დიდი ბირჟების კოლაფსი, როგორიცაა FTX და Celsius, კასტოდიალური რისკების არსებობის კარგი მაგალითია. თუ თქვენს თანხებს დატოვებთ ცენტრალიზებულ ბირჟაზე, თქვენ დაუცველი კრედიტორის როლს მოირგებთ.
ამ რისკის სამართავად, დარწმუნდით რომ კარგი რეპუტაციის მქონე პლატფორმას ირჩევთ, როგორიცაა Binance. აირჩიეთ ბირჟები მაღალი რეპუტაციის და რეგულაციებთან შესაბამისობის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ ჰოლდინგების დიდი ნაწილის აპარატურულ საფულეზე გადატანა (ცივი საფულე) და ცენტრალიზებულ ბირჟაზე მხოლოდ ვაჭრობისთვის საჭირო თანხების დატოვება.
კიდევ ერთი ვარიანტია ისეთი სერვისების გამოყენება, როგრიცაა Binance Wallet, რომელიც გაძლევთ კრიპტო ბაზრებზე და სერვისებზე წვდომას და ამავდროულად თქვენი თანხების სრული კონტროლის შესაძლებლობას.
მე-5 სტრატეგია: ოპერაციული უსაფრთხოება (OpSec)
ოპერაციული უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, რადგან საუკეთესო ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაშიც კი შეიძლება ყველაფერი ჰაკერული ან თაღლითების შეტევის გამო დაკარგოთ. უფრთხილდით შემდეგს:
ფიშინგისრისკი: არასოდეს გადახვიდეთ ელ. ფოსტაზე ან პირად შეტყობინებებში მოსულ ბმულებზე, რომლებიც გთავაზობენ airdrops-ებს ან საფრთხეებისგან დაცვას. სცადეთ თქვენ მიერ ხშირად გამოყენებული სანდო ვებგვერდების სიის შექმნა სამომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად.
საეჭვო კონტრაქტები: ფრთხილად იყავით სმარტ კონტრაქტების დადასტურებისას. გამოიყენეთ „burner საფულე“ ახალ ან სარისკო DeFi პროტოკოლებთან ურთიერთქმედებისას.
2FA: უსაფრთხოდ ვაჭრობისთვის, ყოველთვის გამოიყენეთ ავთენტიფიკაციის აპლიკაცია (როგორიცაა Google Authenticator) ან აპარატურული გასაღები (მაგ., YubiKey). მოერიდეთ SMS-ით 2FA ავთენტიფიკაციის მეთოდის გამოყენებას, რადგან ამ დროს შესაძლოა SIM-ბარათის იმიტაციის ტიპის შეტევების მსხვერპლი გახდეთ.
შეჯამება
რისკის სწორი მართვა ფასის დიაგრამების ნახვაზე მეტს მოითხოვს; ის მოიცავს თქვენი პირადი გასაღებების დაცვას, სმარტ კონტრაკტების რისკების გაგებას და თქვენი პოზიციების სწორად განსაზღვრას მერყევი ბაზრის გავლენის შესამსუბქებლად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.