ფიუჩერსების კონტრაქტი წარმოადგენს სტანდარტიზებულ ხელშეკრულებას დერივატივ-პროდუქტების შესახებ კონკრეტული რაოდენობის აქტივების წინასწარ შეთანხმებულ ფასად, განსაზღვრულ თარიღში ყიდვის ან გაყიდვის შესახებ.
ფიუჩერსების კონტრაქტი მყიდველს ავალდებულებს შეიძინოს საბაზისო აქტივი, ხოლო გამყიდველს - გაყიდოს იგი შეთანხმებულ ფასად, ვადის გასვლის თარიღში არსებული საბაზრო ფასის მიუხედავად. ვადის ამოწურვამდე ტრეიდერებს შეუძლიათ ისარგებლონ სავაჭრო პოზიციიდან გასვლის რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით. ყველაზე გავრცელებული მეთოდია პოზიციების ურთიერთკომპენსირება, როდესაც ტრეიდერის მიერ სავაჭრო პოზიციიდან გასვლა და ამავდროულად, ტოლ და საპირისპირო პოზიციაზე შესვლა. კიდევ ერთი მიდგომაა პოზიციის გადატანა, რაც გულისხმობს მიმდინარე პოზიციის დახურვას და ახლის გახსნას ვადის გასვლის უფრო გვიანდელი თარიღით. ზოგიერთი ტრეიდერი კი უბრალოდ ინარჩუნებს სავაჭრო პოზიციას საბოლოო ანგარიშსწორებამდე.
ფიუჩერსების კონტრაქტებით ანგარიშსწორების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს. ფიზიკური ანგარიშსწორებისას, ვადის გასვლის შემდეგ მყიდველი იღებს უშუალოდ საბაზისო აქტივს. ფულადი ანგარიშსწორების შემთხვევაში კი ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება, კონტრაქტის ფასსა და ვადის გასვლის თარიღში ხელმისაწვდომ საბაზრო ფასს შორის სხვაობის საფუძველზე. ფულადი ანგარიშსწორების ფიუჩერსები ფართოდ გამოიყენება ისეთ ბაზრებზე, სადაც აქტივის ფიზიკური მიწოდება ნაკლებად პრაქტიკულია.
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
კრიპტოვალუტებით სავაჭრო ბირჟა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მონეტების ყიდვა და გაყიდვა.
აქტივების ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ბაზარზე, აქტივის ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღების მიზნით.