FOMO არის აკრონიმი, რომელიც აღნიშნავს „შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშს.“ ეს კონცეფცია პირველად დოქტორმა დენ ჰერმანმა 2000 წელს აღწერა საკუთარ აკადემიურ ნაშრომში, სახელწოდებით „ბრენდის მენეჯმენტის ჟურნალი“. თუმცა აკრონიმი FOMO პოპულარული გახდა 2004 წელს მას შემდეგ, რაც პატრიკ მაკგინისმა გამოაქვეყნა სტატია ამერიკულ ჟურნალში „The Harbus“.
ეს კონცეფცია აღწერს შფოთვის ან შიშის შეგრძნებას იმის გამო, რომ სხვებს აქვთ პოზიტიურ ან უნიკალურ შესაძლებლობებზე წვდომა, თქვენ კი ამ პროცესში არ მონაწილეობთ. ეს ფენომენი საკმაოდ გავრცელებულია სოციალურ მედიაში, რა დროსაც ადამიანი ეცნობა სხვების ცხოვრების ამსახველ პოზიტიურ და საინტერესო დეტალებს, რის გამოც ის თავს დათრგუნულად გრძნობს და საკუთარ ცხოვრებას არასრულფასოვნად მიიჩნევს.
ფინანსური ბაზრების და ვაჭრობის კონტექსტში, FOMO აღნიშნავს ტრეიდერის ან ინვესტორის შიშს, რომ მან შეიძლება ხელიდან გაუშვას მომგებიანი ინვესტიცია ან სავაჭრო შესაძლებლობა. FOMO-ს შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია იმ დროს, როდესაც რომელიმე აქტივის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება დროის მოკლე პერიოდში. ამ დროს არსებობს ალბათობა, რომ ადამიანმა (ან მთელმა საზოგადოებამ) მიიღოს სავაჭრო გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ლოგიკასა და საღ აზრზე, არამედ ემოციებზე (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშის გამო). ეს განსაკუთრებით სახიფათოა არადისციპლინებული ინდივიდუალური ინვესტორისთვის, რადგან ხშირად ეს ხდება რეალურზე მაღალი ფასის მქონე აქტივებით ვაჭრობის მიზეზი, რაც ფინანსური ზარალის გაცილებით დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
ყველაზე მაღალი ფასი, რომლისთვისაც აქტივს მიუღწევია ამ აქტივით ვაჭრობის ისტორიაში.
კრიპტოვალუტა, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ის ალტერნატივას. ტერმინი გამოიყენება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტო...
ბაზრის ფასების მოძრაობის დადებითი ტენდენცია. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება როგორც კრიპტოვალუტის სივრცეში, ი...