ისტორიული მაქსიმუმი (ATH)
ისტორიული მაქსიმუმი (ATH) არის ყველაზე მაღალი ფასი, რომლისთვისაც აქტივს მიუღწევია ამ აქტივით ვაჭრობის ისტორიაში. დავუშვათ თქვენ შეიძინეთ Bitcoin 80 000 აშშ დოლარად, რის შემდეგაც მისი ფასი 100 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა და შემდეგ დაეცა 60 000 აშშ დოლარამდე. 100 000 აშშ დოლარი იქნება მისი ATH, რადგან ეს არის პიკური ფასი, რისთვისაც მას ოდესმე მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დონეზე ფასის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდა.
2025 წლის ივლისში Bitcoin-ის ფასმა გადალახა 123 000 აშშ დოლარის ნიშნული და დააფიქსირა ახალი ATH. როდესაც კრიპტოვალუტა აღწევს ახალ ATH-ს, ჩვეულებრივ ეს ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე ფიქსირდება ძლიერი იმპულსი ან ოპტიმიზმი. მსგავს მომენტებში იზრდება ტრეიდერთა ინტერესი ამ აქტივის მიმართ, ინდივიდუალური ინვესტორები აქტიურდებიან შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშით (
FOMO) ან ინსტიტუციური მოთამაშეები ზრდიან საკუთარი ვაჭრობის მოცულობას.
ATH შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სასარგებლო მარკერი ბაზრის ციკლების გასაგებად. ახალი ATH შეიძლება მიანიშნებდეს bullish ტენდენციაზე, ხოლო თუ ფასი წინა მაქსიმუმს ვერ გაცდა, ეს შეიძლება მიანიშნებდეს
რეზისტენტობაზე.
ზოგიერთი ტრეიდერი ATH-ებს
გარღვევის სიგნალებად მიიჩნევს და თვლის, რომ წინა მაქსიმუმის გადალახვის შემდეგ აქტივმა შეიძლება გააგრძელოს აღმავალი ტენდენცია. სხვები მათ გაყიდვის სიგნალებად მიიჩნევენ, განსაკუთრებით თუ ეს აქტივი მათ ადრეულ ეტაპზე იყიდეს და სურთ მიღებული მოგების შენარჩუნება.
უფრო მაღალი დონის სტრატეგიები მოიცავს
stop-limit შეკვეთების განთავსებას უშუალოდ ATH-ის ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს მოგების შენარჩუნებას იმპულსის შესუსტების შემთხვევაში. გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, ATH შეიძლება წარმოადგენდეს რებალანსირებისა და რისკის შემცირებისთვის ხელსაყრელი დროის აღმნიშვნელ ინდიკატორს.
არასტაბილურობა: რადგან აქტივმა ATH დააფიქსირა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასი ზრდას აუცილებლად გააგრძელებს. ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება მოგების გატანა გადაწყვიტოს, რაც გამოიწვევს მოკლევადიან ვარდნას, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება შენარჩუნდეს bullish ტენდენცია.
სხვადასხვა პლატფორმებზე ATH-ები შეიძლება განსხვავებული იყოს: კრიპტოვალუტით ვაჭრობის სხვადასხვა ბირჟებზე შეიძლება ოდნავ განსხვავებული ფასები დაფიქსირდეს, რაც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა მიწოდება, მოთხოვნა და
ლიკვიდურობა. ერთი პლატფორმის ATH ფასი შეიძლება არ ემთხვეოდეს მეორე პლატფორმის ფასს.
უფრთხილდით FOMO-ს (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშს): ATH-ები ხშირად აჟიოტაჟის გამოწვევის მიზეზი ხდება, რამაც შეიძლება იმპულსურ ვაჭრობამდე მიგვიყვანოს. ყოველთვის საფუძვლიანად შეისწავლეთ პროექტი და გამოიყენეთ მხოლოდ ის სახსრები, რომელთა დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.