bull ბაზარი

ტერმინი „Bull ბაზარი“ აღნიშნავს ბაზრის ფასების მოძრაობის დადებით ტენდენციას. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება როგორც კრიპტოვალუტის სივრცეში, ისე ტრადიციულ ბაზრებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, Bull ბაზარი აღნიშნავს ბაზრის ძლიერ აღმავალ ტენდენციას, რაც ხასიათდება ფასების მნიშვნელოვანი ზრდით დროის შედარებით მოკლე პერიოდში. ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით, კრიპტოვალუტის ბაზრები არის მცირე ზომის და უფრო მეტად არასტაბილური. შესაბამისად, ძლიერი და ხანგრძლივი Bull ბაზრები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რა დროსაც 1 ან 2 დღეში ფასის 40%-იანი ზრდა არც თუ ისე იშვიათია.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „Bull ბაზარი“ ზოგადად ძლიერი საბაზრო აქტივობების აღწერისთვის გამოიყენება, უფრო ხშირად ის დაკავშირებულია ტრადიციულ ბაზრებთან და აღწერს მოვლენას, როდესაც აქტივის ფასი 20%-ით ან მეტით იზრდება. ჩვეულებრივ, Bull ბაზარი ფიქსირდება მაშინ, როდესაც ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი აქტივის ფასის სამომავლო დინამიკის ან ზოგადად საბაზრო ინდექსების მიმართ.

ისტორიულად, Bull ბაზრის პერიოდის დადგომას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი. ტრადიციულ სავაჭრო ბირჟებზე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) მაღალი მაჩვენებელი და უმუშევრობის დაბალი დონე გავლენას ახდენს ხელსაყრელი საბაზრო პირობების ჩამოყალიბებაზე, რაც ზრდის ინვესტორთა ინტერესს. ეს ფაქტორები ასევე არაპირდაპირ გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის ბაზრებზე, თუმცა რადგან კრიპტო სივრცე შედარებით მცირე ზომისაა, მისი ქცევა განსხვავებულია და ყოველთვის არ არის დაკავშირებული ტრადიციულ ბაზრებთან ან ეკონომიკურ ინდექსებთან.

ჩვეულებრივ, საბაზრო ფასების 20%-იანი ზრდა ითვლება Bullish ტენდენციის დასაწყისად, თუმცა Bullish ბაზრის პერიოდის დაწყების ნიშნების უმეტესობა ყოველთვის ადვილად შესამჩნევი არ არის. სიგნალებისა და ტენდენციების გამოსავლენად, ტრეიდერები და ანალიტიკოსები იყენებენ სხვადახვა ინსტრუმენტებსა და სისტემებს. ტექნიკური ანალიზის ინდიკატორების მაგალითებია: მოძრავი საშუალოები (MA-ები), მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD), შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI), დაბალანსებული მოცულობა (OBV).


Bear და Bull ბაზრების შედარება

Bull ბაზრის საპირისპირო მოვლენას ეწოდება Bear ბაზარი, რომელიც მიზეზიც ინვესტორთა პესიმისტური განწყობაა. ფასების ვარდნა (Bearish ტენდენცია) იწვევს ბაზარზე ნეგატიური განწყობის შექმნას და ტრეიდერებში აქტივების მიმართ ნდობის დაკარგვას, რის გამოც ისინი აქტივების გაყიდვას იწყებენ, შედეგად ფასები კიდევ უფრო მეტად მცირდება და ხშირად კაპიტულაციამდე მივყავართ.

ეკონომისტების განცხადებით 1929-დან 2014 წლამდე აშშ-ში დაფიქსირდა 25 Bull ბაზარი და 25 Bear ბაზარი. Bear ბაზრების დროს, დანაკარგის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს -35%-ს, ხოლო Bull ბაზრების დროს მიღებული მოგება დაახლოებით +104%-ია. ეს ტენდენციები გვაჩვენებს, თუ როგორ უზრუნველყოფს ბაზრის იმპულსი ფასის ზრდის (Bull ბაზრებზე) და კლების (Bear ბაზრებზე) უწყვეტობის შენარჩუნებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.