Bear ბაზარი

ტერმინი „Bear ბაზარი“ აღნიშნავს ბაზრის ფასების მოძრაობის უარყოფით ტენდენციას. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება როგორც კრიპტოვალუტის სივრცეში, ისე ტრადიციულ ბაზრებზე, მაგალითად აქციებით, ობლიგაციებით, უძრავი ქონებით და საქონლით ვაჭრობისას.

ზოგადად, Bear ბაზარი აღნიშნავს ბაზრის ძლიერ დაღმავალ ტენდენციას, რაც ხასიათდება ფასების მნიშვნელოვანი კლებით დროის შედარებით მოკლე პერიოდში. ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით, კრიპტოვალუტის ბაზრები მცირე ზომის და უფრო მეტად არასტაბილურია. შესაბამისად, ძლიერი და ხანგრძლივი Bear ბაზრები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რა დროსაც ფასის 85%-იანი ვარდნა არც თუ ისე იშვიათია.

ტრადიციულ ბაზრებზე, Bear ბაზარი ეწოდება მოვლენას, როდესაც ფიქსირდება ფასის 20%-იანი ვარდნა 60-დღიან პერიოდში. ფასების ვარდნის მიზეზი შეიძლება იყოს ინვესტორების პესიმიზმი, რაც დაკავშირებულია ბაზრის ფასებისა და ინდექსების წარმატების მიმართ ნდობის დაკარგვასთან. პესიმისტური საბაზრო განწყობის საპასუხოდ, ინვესტორები იწყებენ საკუთარი ჰოლდინგების გაყიდვას, რაც კიდევ უფრო აჩქარებს ფასების ვარდნას და ხშირად მივყავართ კაპიტულაციის პერიოდებამდე. აშშ-ის ინდექსების მაგალითებია Dow Jones Industrial Average (DJIA), S&P 500 და Russell 2000.
ჩვეულებრივ, საბაზრო ფასების 20%-იანი ვარდნა ითვლება Bearish ტენდენციის დასაწყისად, თუმცა Bearish ბაზრის პერიოდის დაწყების ნიშნები ყოველთვის ადვილად შესამჩნევი არ არის. სხვა, ნაკლებად აშკარა Bearish სიგნალებისა და ტენდენციების გამოსავლენად, ტრეიდერები და ანალიტიკოსები იყენებენ სხვადახვა ინსტრუმენტებსა და სისტემებს. ამის მაგალითებია: მოძრავი საშუალოები (MA-ები), მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD), შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI), დაბალანსებული მოცულობა (OBV) და ტექნიკური ანალიზის სხვა ინდიკატორები.


Bear და Bull ბაზრების შედარება

Bear ბაზრის საპირისპირო მოვლენას ეწოდება Bull ბაზარი, რომლის მიზეზიც ინვესტორთა ოპტიმისტური განწყობაა. ფასების ზრდა (Bullish ტენდენცია) იწვევს ბაზარზე პოზიტიური განწყობის შექმნას და ტრეიდერებში აქტივების მიმართ ნდობის გაზრდას, რის გამოც ისინი უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებენ, შედეგად ფასები კიდევ უფრო მეტად იზრდება. ეკონომისტების განცხადებით 1929-დან 2014 წლამდე აშშ-ში დაფიქსირდა 25 Bull ბაზარი და 25 Bear ბაზარი. Bear ბაზრების დროს, დანაკარგის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს -35%-ს, ხოლო Bull ბაზრების დროს მიღებული მოგება დაახლოებით +104%-ია. ეს ტენდენციები გვაჩვენებს, თუ როგორ უზრუნველყოფს ბაზრის იმპულსი ფასის ზრდის (Bull ბაზრებზე) და კლების (Bear ბაზრებზე) უწყვეტობის შენარჩუნებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.