„ალტკოინი“ არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება Bitcoin-ის ალტერნატიულ ციფრული აქტივის, მაგალითად მონეტის ან ტოკენის აღსანიშნად. მსგავსი ნომენკლატურა ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითად, Bitcoin არის ორიგინალი კრიპტოვალუტა, ხოლო სხვა დანარჩენი ითვლება ამ მონეტის „ალტერნატივად“.
ტერმინი „ალტკოინი“ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და აღნიშნავს ციფრულ აქტივებს, რომლებიც ტექნიკურად „ტოკენებს“ წარმოადგენს და არა მონეტებს. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია Ethereum-ის ბლოკჩეინზე გაშვებული ERC-20 ტოკენები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მომხმარებელი „ალტკოინს“ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ ტერმინად მიიჩნევს, ის ფართოდ გამოიყენება და ითვლება, რომ მისი კონტექსტი ნეიტრალურია. ამ ტერმინის დანიშნულებას არ წარმოადგენს რომელიმე აქტივის მიმართ უარყოფითი ან დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა. მეორე მხრივ, არსებობს ტერმინი „შიტკოინი“, რომელიც კონკრეტული აქტივის შეურაცხყოფის მიზნით გამოიყენება.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
მათემატიკური თეორიებისა და გამოთვლების გამოყენების მეცნიერება ინფორმაციის დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით.
სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის (დეველოპერების) მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა. ისტორიაში პირვ...