BNB

განახლებული Aug 31, 2026

რა არის BNB?

BNB წარმოადგენს BNB Chain ეკოსისტემის ადგილობრივ კრიპტოვალუტას, რომელიც თავდაპირველად 2017 წელს, მონეტების პირველადი შეთავაზების (ICO) მეშვეობით გაეშვა. იგი გამოიყენება, როგორც Utility ტოკენი ბლოკჩეინ ოპერაციებთან და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ები) მიმართებაში.
BNB-ის წარდგენა 2017 წლის 26 ივნისი - 3 ივლისის პერიოდში განხორციელებული ICO-ის მეშვეობით მოხდა. გასაყიდი ტოკენების ჯამურმა შეთავაზებულმა რაოდენობამ 100 მილიონი BNB შეადგინა, რაც საწყისი, 200-მილიონიანი მთლიანი მიწოდების დაახლოებით ნახევარს წარმოადგენდა, ხოლო გამოშვების ფასი თითო ტოკენზე დაახლოებით 0,10-0,15 აშშ დოლარით განისაზღვრა. თავდაპირველად, BNB შეიქმნა, როგორც ERC-20 ტოკენი Ethereum-ის ქსელში, თუმცა მოგვიანებით მან BNB Chain-ის საკუთარ ინფრასრუქტურაში გადაინაცვლა.

როგორ მუშაობს BNB

BNB წარმოადგენს BNB Chain-ის - საზოგადოების მიერ მართული ბლოკჩეინ ქსელის - ადგილობრივ აქტივს, სადაც მონაწილეებისთვის ვალიდატორის სტატუსის მინიჭება მათ მიერ BNB-ის სტეიკინგზე განთავსების სანაცვლოდ ხდება. ტოკენის ძირითად დანიშნულებას ქსელის ფარგლებში დაწესებული ტრანზაქციების საკომისიოების გადახდა, კრიპტოვალუტებზე დაფუძნებულ DApp-ებთან და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებთან ურთიერთქმედება წარმოადგენს.
BNB Chain იყენებს proof-of-staked-authority კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც აერთიანებს proof of stake და proof of authority მოდელებს, ტრანზაქციების საბოლოო დადასტურების სისწრაფის გაუმჯობესებისა და საკომისიოების სხვა ბლოკჩეინ ქსელებთან შედარებით მკვეთრად შემცირების მიზნით.

ტოკენის მარაგი და წვა

BNB-ის საწყისი საერთო მარაგი 200 მილიონ ტოკენს შეადგენდა. რეგულარული, კვარტალური ავტომატური წვის მექანიზმის მეშვეობით, BNB Chain ეტაპობრივად ამცირებს მიმოქცევაში არსებულ მარაგს. 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, განხორციელდა ტოკენების 36 კვარტალური წვა, რამაც ჯამური მარაგის მოცულობა დაახლოებით 133 მილიონამდე შეამცირა. ავტომატური წვის სისტემა დასაწვავი ტოკენების რაოდენობას BNB-ის ფასისა და ქსელის ფარგლებში გენერირებული ბლოკების მიხედვით არეგულირებს; აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს მარაგის ეტაპობრივ შემცირებას 100 მილიონ ტოკენამდე.

გამოყენების შემთხვევები და ეკოსისტემა

BNB Chain ეკოსისტემის ფარგლებში BNB რამდენიმე პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენება:

  • BNB Chain ქსელის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოების გადახდა

  • დეცენტრალიზებული ფინანსების პროტოკოლებთან დაკავშირებულ და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა
  • BNB Chain-ზე გაშვებულ DApp-ებთან და თამაშებთან ურთიერთქმედება

  • ქსელის ვალიდატორების მიერ სტეიკინგზე განთავსება, ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით
  • BNB Chain პლატფორმებზე გამართული ტოკენების გაშვების ღონისძიებებში მონაწილეობა

BNB Chain-ის 2026 წლის განვითარების გეგმა ორიენტირებულია გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, BNBAgent SDK-ის მეშვეობით ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და ტოკენების გადარიცხვების ოპერაციებთან თუ სმარტ კონტრაქტებისთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის დამატებითი ფუნქციების უზრუნველყოფაზე. აღნიშნული ინოვაციები მიზნად ისახავს ქსელის პოზიციების გამყარებას ორგანიზაციულ დონეზე ინტეგრაციისა და რეალური სამყაროს აქტივების ტოკენიზაციის თვალსაზრისით.
გაიგეთ მეტი: რა არის BNB?