რა არის სვინგ-ტრეიდინგი კრიპტოვალუტის კონტექსტში?

რა არის სვინგ-ტრეიდინგი კრიპტოვალუტის კონტექსტში?

გამოქვეყნებული Aug 6, 2020განახლებული Jun 21, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • სვინგ-ტრეიდინგი არის სტრატეგია, რა დროსაც ტრეიდერებს პოზიციები დღეების განმავლობაში აქვთ გახსნილი ფასის უფრო დიდი მოძრაობების დაფიქსირების მიზნით. ის სკალპინგზე ნელია, თუმცა მოითხოვს უფრო მეტ აქტიურობას, ვიდრე გრძელვადიანი ინვესტირება.

  • სვინგ-ტრეიდერები იყენებენ ტექნიკური ანალიზის და ახალი ამბების ანალიზის კომბინაციას. ამ სტრატეგიის მიზანია პოზიციაზე შესვლა ფასის მოძრაობის დაწყებისთანავე და გამოსვლა მოძრაობის დასრულებისას.

  • სვინგ-ტრეიდინგი შეიძლება კარგი სტრატეგია იყოს იმ ტრეიდერებისთვის, რომელთაც არ აქვთ მთელი დღის განმავლობაში ბაზრის მონიტორინგის შესაძლებლობა, თუმცა სურთ მოკლევადიანი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენება.

  • სვინგ-ტრეიდინგი მოითხოვს რისკის მართვას, მოთმინებასა და მკაფიო გეგმებს, განსაკუთრებით არასტაბილურ კრიპტო ბაზარზე ვაჭრობისას.

სვინგ-ტრეიდინგი CTA

შესავალი

თუ სკალპინგი სპრინტია, მაშინ სვინგ-ტრეიდინგი საშუალო დისტანციაზე სირბილს შეიძლება შევადაროთ. ის არ მოითხოვს ისეთი სწრაფი ტემპით ვაჭრობას, როგორც სკალპინგი, თუმცა მაინც ფოკუსირებულია ფასის მოკლე და საშუალოვადიან მოძრაობებზე—ჩვეულებრივ, ვაჭრობები გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.

სვინგ-ტრეიდინგი პოპულარულია იმ კრიპტო ტრეიდერებს შორის, რომლებსაც სურთ იყვნენ აქტიურნი ბაზარზე, მაგრამ არ შეუძლიათ მთელი დღე ეკრანთან ჯდომა. სვინგ-ტრეიდერებს არ აინტერესებთ ფასის პატარა მოძრაობები, ისინი ფასის უფრო გრძელვადიან მოძრაობებს აკვირდებიან.

თუ თქვენ ხართ დამწყები და აქტიური ვაჭრობა გაინტერესებთ, მაგრამ გჭირდებათ იმაზე მეტი თავისუფალი დრო, ვიდრე სკალპინგი გთავაზობთ, შესაძლოა სვინგ-ტრეიდინგი თქვენთვის კარგი არჩევანი აღმოჩნდეს.

როგორ მუშაობს სვინგ-ტრეიდინგი

სვინგ-ტრეიდერები ცდილობენ მოგების მიღებას ფასის მოკლევადიანი ტენდენციების მეშვეობით. აქტივიდან და ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ტენდენციები შეიძლება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გაგრძელდეს.

მაგალითად, თუ Bitcoin გადალახავს რეზისტენტობის ხაზს და დაიწყებს ზრდას, სვინგ-ტრეიდერმა შეიძლება ის შეიძინოს ის და შეინარჩუნოს პოზიცია რამდენიმე დღის განმავლობაში—იმპულსის შენელების დაწყებამდე. ამ სტრატეგიის მიზანია პოზიციის გახსნა ფასის მოძრაობის დასაწყისში და ვაჭრობიდან გამოსვლა ფასის შებრუნების დაწყებისთანავე.

სკალპერებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად მოკლეინტერვალებიან დიაგრამებსა და სწრაფ აღსრულებაზე არიან დამოკიდებულნი, სვინგ-ტრეიდერები, როგორც წესი, იყენებენ დღიური და 4-საათიანი დიაგრამების კომბინაციას ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებთან, ზოგჯერ კი ფუნდამენტური ანალიზის ინდიკატორებთან (მაგალითად, პროექტის მნიშვნელოვანი სიახლეები ან მაკრო მოვლენები) ერთად.

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მუდმივად არ სხედან ეკრანებთან, სვინგ-ტრეიდერები ხშირად იყენებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა:

  • პოზიციის გახსნის და დახურვის წინასწარ განსაზღვრული დროები

  • Stop-Loss შეკვეთები, რათა მართონ ზარალის რისკი

  • შეტყობინებები ან სავაჭრო ბოტები დროისა და აღსრულების მართვაში დასახმარებლად.

სვინგ-ტრეიდინგი და დეი-ტრეიდინგი

მთავარი განსხვავება სვინგ-ტრეიდინგისა და დეი-ტრეიდინგს შორის არის ის, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებთ ღია პოზიციებს. სვინგ-ტრეიდერები პოზიციებს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე ინარჩუნებენ. დეი-ტრეიდერები პოზიციების გახსნას და დახურვას იმავე დღეს ახორციელებენ, ზოგჯერ წუთებშიც კი.

დეი-ტრეიდინგი მუდმივად ეკრანთან ყოფნასა და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაშინ როცა სვინგ-ტრეიდინგი მეტ დროს იძლევა ანალიზისა და რეაგირებისათვის. სვინგ-ტრეიდერები ძირითადად იყენებენ 4-საათიან ან დღიურ დიაგრამებს, ხოლო დეი-ტრეიდერები ძირითადად 1-დან 30-წუთიან დიაგრამების გამოყენებით მუშაობენ და დღეში რამდენიმე ვაჭრობას ახორციელებენ.

დამწყებთათვის, სვინგ-ტრეიდინგის მართვა გაცილებით მარტივია. ის ნაკლებად სტრესულია, მოითხოვს ნაკლები ტრანზაქციის განცორციელებას და იძლევა დროს დაგეგმვისთვის. დეი-ტრეიდინგი შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ ის მოითხოვს მეტ დროს, ყურადღებასა და გამოცდილებას.

სვინგ-ტრეიდინგის ყველაზე გავრცელებული სტრატეგიები

1. ტენდენციის მიმართულებით ვაჭრობა

ეს სტრატეგია გულისხმობს ძლიერი აღმავალი ან დაღმავალი ტენდენციის იდენტიფიცირებას და მისი მიმართულებით ვაჭრობას. მაგალითად, თუ Bitcoin აჩვენებს მაღალ მაქსიმუმებსა და მაღალ მინიმუმებს, სვინგ-ტრეიდერებმა შეიძლება ის ფასის ვარდნისას იყიდონ და მიყვნენ დინებას.

2. მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეების გამოყენება

ტრეიდერები ადევნებენ თვალს ფასის მოძრაობას მხარდაჭერის ან რეზისტენტობის ზონებთან მიმართებით. თუ Solana მხარდაჭერის ძირითად ხაზს გასცდება და დაფიქსირდება Bullish ტენდენცია, სვინგ-ტრეიდერმა შეიძლება გახსნას გრძელვადიანი პოზიცია და სამიზნე ფასად აირჩიოს წერტილი უშუალოდ მომდევნო რეზისტენტობის დონის ქვეშ.

3. მოძრავი საშუალოების გადაკვეთის წერტილები

როდესაც მოკლევადიანი მოძრავი საშუალო (მაგალითად, 9-დღიანი EMA) ქვემოდან გადაკვეთს გრძელვადიან საშუალოს (მაგალითად, 20-დღიანი EMA), ეს შეიძლება ჩაითვალოს ახალი სვინგ-ტენდენციის სიგნალად. ეს გადაკვეთის წერტილები ხშირად პოზიციაზე შესვლის ტრიგერებად განიხილება.

4. კონსოლიდაციიდან გარღვევები

სვინგ-მოვაჭრეები ხშირად ეძებენ ფასის ვიწრო დიაპაზონებიდან გარღვევებს. თუ აქტივის ფასი გარკვეული დროის განმავლობაში ჰორიზონტალურად მოძრაობს და მოულოდნელად გადალახავს რეზისტენტობის ხაზს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს მრავალდღიანი ტენდენციის დაწყებაზე.

სვინგ-ტრეიდინგის ინსტრუმენტები

სვინგ-ტრედინგი არ მოითხოვს მაღალი სიხშირის ვაჭრობის ინსტრუმენტებს, თუმცა მისთვის მაინც მნიშვნელოვანია კარგი სტრატეგიის ქონა:

  • დიაგრამების ანალიზი: ტენდენციებსა და ინდიკატორებზე 4-საათიან ან დღიურ დიაგრამებზე დაკვირვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა TradingView.

  • კრიპტო ბირჟა: აირჩიეთ სანდო და უსაფრთხო კრიპტოვალუტის ბირჟა კარგი ლიკვიდურობით, მაგალითად Binance.

  • ტექნიკური ინდიკატორები: პოპულარული ინდიკატორებია RSI, MACD, მოძრავი საშუალოები, ბოლინჯერის ხაზები, და მოცულობის პროფილები.

  • სიახლეების წყაროები: თვალი ადევნეთ მთავარ საინფორმაციო წყაროებს ან Twitter-ს პროექტის სიახლეებისა და ფასზე გავლენის მქონე მაკრო ცვლილებების გასაგებად.

  • რისკის მართვა: ყოველთვის გამოიყენეთ Stop-Loss შეკვეთები და აირჩიეთ გონივრული რისკის/ჯილდოს თანაფარდობა (სასურველია 1:3 ან უკეთესი).

სვინგ-ტრეიდინგის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • მოითხოვს მეტი დროის დათმობას, ვიდრე სკალპინგი. თქვენ არ გჭირდებათ მთელი დღე ეკრანის წინ ჯდომა.

  • თითოეული ვაჭრობიდან უფრო მეტი მოგების პოტენციალი. თქვენი მიზანია მოგების მიღება ფასის უფრო დიდი მოძრაობებით.

  • ნაკლები ვაჭრობა ნიშნავს ნაკლებ საკომისიოს და მეტ დროს ანალიზისთვის.

  • მოქნილი გრაფიკი მოსახერხებელია ნახევარ განაკვეთზე მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, ვისაც დღის განმავლობაში სხვა საქმითაა დაკავებული.

უარყოფითი მხარეები

  • ღამით და დასვენების დღეებში პოზიციის უყურადღებოდ დატოვების რისკი. ფასები შეიძლება მოულოდნელად გაიზარდოს ან შემცირდეს.

  • ის მოითხოვს მოთმინებას. ვაჭრობები შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს.

  • ემოციამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ. ფასის ვარდნის დროს, პანიკის გამო შეიძლება მოგინდეთ პოზიციის ნაადრევად დახურვა.

  • არასტაბილურობა. ტრადიციულ ბაზრებზე ფასის მიმართულება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, მყარი ტენდენციის დროსაც კი. კრიპტო ბაზრები ხშირად კიდევ უფრო მერყევია.

რამდენად შესაფერისია სვინგ-ტრეიდინგი დამწყებთათვის?

სვინგ-ტრეიდინგი ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი სტრატეგიაა ახალბედებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ უკვე იცით დიაგრამების და ინდიკატორების ძირითადი საფუძვლები.

ეს გაძლევთ დროს კარგად გაიაზროთ თქვენი ვაჭრობები, შეისწავლოთ სავაჭრო კონფიგურაციები და დაგეგმოთ პოზიციაზე შესვლისა და გამოსვლის წერტილები. სკალპერებისგან განსხვავებით, თქვენ არ გიწევთ გადაწყვეტილებების წამებში მიღება. ამავდროულად, თქვენ მაინც აქტიურად ხართ ჩართულნი ვაჭრობაში და ბაზარი რეგულარულად გთავაზობთ სავაჭრო შესაძლებლობებს.

რამდენიმე რჩევა დამწყებთათვის:

  • დაიწყეთ მცირე თანხით, რათა დაინახოთ, თუ როგორ მოძრაობს ბაზარი დროთა განმავლობაში.

  • გამოიყენეთ კონკრეტული Stop-Loss-ის დონეები თქვენი აქტივების დასაცავად.

  • აწარმოეთ ჩანაწერები თითოეული ვაჭრობის შესახებ. მონიშნეთ წარმატებული და წარუმატებელი აქტივობები და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები.

  • ივაჭრეთ მაღალი კაპიტალიზაციის მქონე მონეტებით, როგორიცაა BTC, ETH ან SOL, რომლებიც სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ნაკლები მერყეობით გამოირჩევა.

შეჯამება

სვინგ-ტრეიდინგი არის კარგი შუალედური სტრატეგია, რომელიც საჭიროებს აქტიურ ვაჭრობას, მოქნილობასა და მოთმინების უნარს. თქვენ არ გჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში ვაჭრობა, თუმცა მაინც ფოკუსირებული ხართ მოკლევადიან მოძრაობებზე. ტექნიკური ანალიზის გამოყენებით, კრიპტო სიახლეების გაცნობითა და ემოციების კონტროლით, შეგიძლიათ ისწავლოთ სავაჭრო სიგნალების აღმოჩენა და ტენდენციების მართვა, რომელებსაც კრიპტო ბაზრები გთავაზობენ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.