მაღალი სიხშირით ვაჭრობა (HFT)

განახლებული Sep 14, 2026

რა არის მაღალი სიხშირით ვაჭრობა?

მაღალი სიხშირით ვაჭრობა (HFT) არის ალგორითმული ვაჭრობის ფორმა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეკვეთების აღსრულებისთვის წამზე მეტი დრო ესაჭიროება.

ბაზრების ანალიზისთვის და დიდი რაოდენობით შეკვეთების უმოკლეს დროში განთავსებისთვის HFT-ს ესაჭიროება მძლავრი კომპიუტერები, მონაცემთა მაღალსიჩქარიანი არხები და მაღალი დონის პროგრამული უზრუნველყოფა. რადგან გადაწყვეტილებების მიღება ავტომატურად ხდება, ვაჭრობების დაწყება და დასრულება ბევრად უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ამას ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა.

როგორ მუშაობს მაღალი სიხშირით ვაჭრობა?

მაღალი სიხშირით ვაჭრობის მიზანია თითოეული ვაჭრობით მცირე ოდენობის მოგების მიღება და ამ ვაჭრობების მრავალჯერ გამეორება, რის შედეგადაც ჯამური მოგება მნიშვნელოვან თანხას აღწევს. ამ მიდგომის მთავარ კომპონენტს სიჩქარე წარმოადგენს: უფრო მაღალი სიჩქარით მოვაჭრე ალგორითმებს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ამიტომ კომპანიები ხშირად დიდ თანხებს აბანდებენ დაბალი დაყოვნების მქონე ინფრასტრუქტურაში. ზოგადად ამ მეთოდის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფასებს შორის უმნიშვნელო სხვაობების მეშვეობით, როგორიცაა შემოთავაზება-მოთხოვნის სპრედი ან ბაზრების ფასებს შორის მცირე სხვაობები.
HFT-ის გავრცელებული მიდგომებს შორისაა მარკეტ-მეიკინგი, რა დროსაც კომპანია უწყვეტად აქვეყნებს ყიდვის და გაყიდვის შეკვეთებს სპრედის და არბიტრაჟის მეშვეობით მოგების მიღების მიზნით, რაც გულისხმობს აქტივის ერთ ბაზარზე ყიდვას და მეორეზე ოდნავ განსხვავებულ ფასად გაყიდვას. ეს სტრატეგიები კარგად მუშაობს ლიკვიდურ ბაზრებზე და ნაკლებად ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ფასები მკვეთრად და ერთი მიმართულებით მოძრაობს.
რადგან ეს ალგორითმები მილიწამებში ახდენს რეაგირებას და არ საჭიროებს ადამიანის ჩართულობას, HFT ხშირად გამოიყენება მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების და სპეციალიზებული სავაჭრო ფირმების მიერ, რომელთაც აქვთ საჭირო ტექნოლოგიაში ინვესტირების შესაძლებლობა. კრიპტო სფეროში, სადაც ბაზრები 24/7 რეჟიმში მუშაობს, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი დაბალი დაყოვნების სტრატეგიები და ელექტრონული მარკეტ-მეიკინგის სისტემები.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ HFT-ს შეუძლია გააუმჯობესოს საბაზრო პირობები სტაბილური ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და სპრედების ზომების პოტენციური შემცირების მეშვეობით . ზოგიერთი ბირჟა მსგავსი აქტივობების წახალისებისთვის მაღალი სიხშირით მოვაჭრე ტრეიდერებს სთავაზობს ფასდაკლებებს და საკომისიოების შემცირებას.
მეორე მხრივ, რადგან ალგორითმი ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების განთავსებას შესაძლოა სტრესული ბაზრის პირობებში ახორციელებდეს, HFT-მა შეიძლება გამოიწვიოს ფასების მოკლევადიანი მერყეობა. ამ მეთოდის კიდევ ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს ლიკვიდურობის არასტაბილურობა, რის გამოც ტრეიდერებს უჭირთ მისი გამოყენება ვაჭრობის დროს.
პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.