რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები?

რა არის და როგორ მუშაობს კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები?

განახლებული Jun 25, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები წარმოადგენს ავტომატიზებულ პროგრამულ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ვაჭრობების აღსრულებისთვის წინასწარ განსაზღრული წესების შესაბამისად. უფრო ახალ, ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ ვერსიებში, მათი მუშაობა დაფუძნებულია მანქანური სწავლების მოდელზე, რომელსაც აქვს ბაზრის პირობების შესაბამისად ადაპტირების უნარი.

  • ყველაზე გავრცელებულ ბოტის სტრატეგიებს შორისაა ტენდენციის მიმართულებით ვაჭრობა, არბიტრაჟი, სკალპინგი და დოლარის ღირებულების გაშუალედება.

  • ვაჭრობის ბოტები 24/7 რეჟიმში მუშაობს და მათ სავაჭრო გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს ემოციაზე დაფუძნებული სუბიექტურობა, თუმცა მათთან დაკავშირებულია გარკვეული რისკები, როგორიცაა ტექნიკური გაუმართაობა და უსაფრთხოების ხარვეზები, ამიტომ არ არსებობს მათი მუშაობით დადებითი შედეგის მიღების გარანტია.

  • ბოტის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი საიმედოობა, უსაფრთხოება, სტრატეგიასთან თავსებადობა და სავაჭრო ბირჟის მხარდაჭერა.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები წარმოადგენს ავტომატიზებულ პროგრამულ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ყიდვის და გაყიდვის შეკვეთების აღსრულებისთვის ტრეიდერის სახელით. დიაგრამებზე თვალყურის დევნების და შეკვეთების ხელით აღსრულების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ განსაზღვრული წესებით მოქმედი ბოტი, რომელიც თვალს ადევნებს ბაზრის მონაცემებს და გარკვეული პირობების დადგომის შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. რადგან კრიპტო ბაზარი 24/7 რეჟიმში მუშაობს, ბოტი აგრძელებს ვაჭრობას მაშინაც კი, როდესაც თქვენ გძინავთ ან სხვა საქმით ხართ დაკავებული.

ტრადიციული ფინანსების ბაზრებზე ვაჭრობის ბოტები უკვე ათწლეულებია გამოიყენება. კრიპტოს სფეროში კი მათი პოპულარობა გაიზარდა ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების განვითარების და სავაჭრო ბირჟების API-ების ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად. ბოლო წლებში, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო ახალი კატეგორიის ბოტის გაჩენას, რომელიც არ შემოიფარგლება უბრალოდ ფიქსირებული წესების შესრულებით და შეუძლია ცვალებად პირობებთან ადაპტირება.

როგორ მუშაობს კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები

ყველა სავაჭრო ბოტი შემდეგი საბაზისო ციკლის მიხედვით მუშაობს: საბაზრო მონაცემების შეგროვება, მათი ანალიზი განსაზღვრული წესების ან გაწვრთნილი მოდელის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის განთავსება. ანალიზის მეთოდი და გადაწყვეტილების მიღების საფეხურები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და დამოკიდებულია ბოტის ტიპზე.

წესებზე დაფუძნებული ბოტები

ყველაზე გავრცელებული ტიპის სავაჭრო ბოტი მუშაობს ფიქსირებული, წინასწარ კონფიგურირებული წესების შესაბამისად. ეს წესები ეფუძნება ბაზრის ინდიკატორებს, როგორებიცაა მოძრავი საშუალოები, RSI, ბოლინჯერის ზოლები და MACD. მაგალითად, შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი მარტივი წესი: „თუ 10-პერიოდიანი მოძრავი საშუალო ასცდება 50-პერიოდიანი მოძრავი საშუალოს ხაზს, განათავსე ყიდვის შეკვეთა." ბოტი უწყვეტად ადევნებს თვალყურს ბაზარს და ადამიანის ჩარევის გარეშე იწყებს მოქმედებას განსაზღვრული პირობების შესრულების შემთხვევაში.

წესებზე დაფუძნებული ბოტების მოქმედების პროგნოზირება და მათი ტესტირება მარტივია, თუმცა მათ არ შეუძლიათ ბაზრის პირობების ცვლილებების შესაბამისად ადაპტირება, თუ ეს წესებში არ არის მითითებული.

ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების ბოტები

ახალი თაობის ბოტები მხარდაჭერილია მანქანური სწავლების (ML) მოდელებით. წესებზე დაფუძნებული სისტემებისგან განსხვავებით, ეს ბოტები სწავლობენ ისტორიული და უახლესი საბაზრო მონაცემების მეშვეობით და საკუთარ ქცევას ცვლიან მიღებული შედეგების და არა ფიქსირებული ინსტრუქციების შესაბამისად. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ზოგიერთი ბოტში ასევე ინტეგრირებულია დიდი ენობრივი მოდელი (LLM), რომლის მეშვეობითაც ის ახორციელებს სიახლეების და სოციალური მედიის განწყობის ანალიზს, რისი შედეგებიც ასევე ახდენს გავლენს სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაზე.

ძირითადი განსხვავება მისი ადაპტირებადობაა. წესებზე დაფუძნებული ბოტი ერთსა და იმავე ალგორითმს იყენებს მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება ბაზრის პირობები. მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ ბოტს კი შეუძლია შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების კრიპტოთი ვაჭრობაში გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სტატია როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი კრიპტოთი ვაჭრობისას. არც ერთი ტიპის ბოტი არ იძლევა ზარალის თავიდან აცილების გარანტიას.

როგორ უკავშირდება ბოტი სავაჭრო ბირჟას

კრიპტო ბირჟასთან ურთიერთქმედებისთვის სავაჭრო ბოტი იყენებს აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისებს (API-ებს). API ბოტს საშუალებას აძლევს მოითხოვოს ბაზრის მონაცემები და თქვენი სახელით განათავსოს შეკვეთები თქვენი ჩარევის საჭიროების სავაჭრო ბირჟების უმეტესობა გვთავაზობს API გასაღებებს, რომლებიც ბოტს აძლევს თქვენს ანგარიშზე შეზღუდული წვდომის შესაძლებლობას. API-ს ნებართვების კონფიგურაციისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე და ბოტს უნდა მისცეთ მხოლოდ აუცილებელი უფლებები (მაგალითად ვაჭრობის ნებართვა) და გათიშოთ თანხის გატანის უფლება, რათა შეამციროთ ზარალის რისკი ამ გასაღებზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში.

კრიპტოთი ვაჭრობის ბოტების პოპულარული სტრატეგიები

არსებობს მრავალი სტრატეგია, რომლის შესრულებაზეც შესაძლებელია ბოტის დაპროგრამება. არჩევანი დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, თქვენთვის მისაღები რისკის დონეზე და ბაზრის პირობებზე, ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული სტრატეგიების მაგალითები:

  • არბიტრაჟი: არბიტრაჟის ბოტები ახორციელებენ ერთდროულად რამდენიმე სავაჭრო ბირჟის სკანირებას აქტივის ფასებს შორის განსხვავებების საპოვნელად. ამ განსხვავების პოვნის შემდეგ, ბოტი ამ აქტივს ყიდულობს იმ ბირჟაზე, სადაც ის უფრო იაფია და ყიდის იქ, სადაც მისი ფასი უფრო მაღალია. ამ სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გზამკვლევში, სახელწოდებით არბიტრაჟით ვაჭრობა.

  • სკალპინგი: სკალპინგის ბოტის დანიშნულებაა მცირე ზომის ვაჭრობების მაღალი სიხშირით განხორციელება ფასის მცირე ცვლილებებით სარგებლის მიღების მიზნით. ეს სტრატეგია მოითხოვს მაღალი სიხშირით ვაჭრობას, რაც არაპრაქტიკულია შეკვეთების ხელით აღსრულების შემთხვევაში. დეტალებისთვის იხილეთ ჩვენი სტატია სკალპინგი კრიპტოთი ვაჭრობისას.

  • დოლარის ღირებულების გაშუალედება (DCA): DCA ბოტი რეგულარული ინტერვალებით ახორციელებს ფიქსირებული თანხის ინვესტირებას, აქტივის მიმდინარე ფასის მიუხედავად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სტრატეგია იძლევა შეძენის საშუალო ფასზე მოკლევადიანი რყევების ზეგავლენის შემცირების შესაძლებლობას. ზოგადად ამ სტრატეგიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას დოლარის ღირებულების გაშუალედება.

  • უკუტესტირება: ბოტების პლატფორმების უმეტესობა გვთავაზობთ რეალური თანხით ვაჭრობის დაწყებამდე სტრატეგიების ტესტირების შესაძლებლობას ისტორიული მონაცემების გამოყენებით. ეს პროცესი, რომელსაც ეწოდება უკუტესტირება, გვეხმარება სტრატეგიის სისუსტეების იდენტიფიცირებაში რეალურ ვაჭრობაზე გადასვლამდე.

რისკები და შეზღუდვები

კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები ტრეიდერებისთვის საინტერესო რამდენიმე სასარგებლო ინსტრუმენტს გვთავაზობს. ბევრი პლატფორმა წარმოგვიდგენს უკუტესტირების ფუნქციას, რაც მომხმარებელს აძლევს რეალური თანხით ვაჭრობის დაწყებამდე სტრატეგიების ტესტირების შესაძლებლობას ისტორიული მონაცემების გამოყენებით, სისუსტეების აღმოჩენის მიზნით. გარდა ამისა, სავაჭრო შესაძლებლობებზე უწყვეტი მონიტორინგის მიზნით, ბოტებს შეუძლიათ 24/7 რეჟიმში მუშაობა ადამიანის ზედამხედველობის საჭიროების გარეშე. ამასთანავე, მათ მუშაობაზე გავლენას არ ახდენს ემოციები, ისინი მოქმედებენ წინასწარ განსაზღვრული წესებით და გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანისთვის დამახასიათებელი ობიექტურობის გარეშე. თუმცა, ამ უპირატესობებთან ერთად, მათ გამოყენებას თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები და შეზღუდვები. 

ბოტი არ იძლევა ზარალის თავიდან აცილების გარანტიას, განსაკუთრებით მაღალი მერყეობის ბაზრებზე გამოენებისას. ტექნიკურმა გაუმართაობამ ან API-ს შეცდომებმა შეიძლება ხელი შეუშალოს შეკვეთის დროულად აღსრულებას. ასევე უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზების, მათ შორის API გასაღებებზე არასანქცირებული წვდომის ალბათობა. ბოლოს, წარსულში დაფიქსირებული ფასის ცვლილება არ უნდა იქნეს გამოყენებული სამომავლო შედეგების განმსაზღვრელ ინდიკატორად. სავაჭრო ბოტების გამოყენებისას აუცილებელია სათანადო მონიტორინგი და რისკის მართვა.

როგორ ავირჩიოთ კრიპტოთი ვაჭრობის ბოტი

ხელმისაწვდომია ბოტების უამრავი როგორც უფასო, ასევე ფასიანი ვარიანტი. მათი არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  • საიმედოობა: მოიძიეთ იმის მტკიცებულება, რომ ბოტი ვაჭრობებს შეუფერხებლად, ხშირი ხარვეზების და შედცომების გარეშე ასრულებს, რაშიც მომხმარებელთა შეფასებები და საზოგადოების დისკუსიები დაგეხმარებათ.

  • უსაფრთხოება: შეამოწმეთ, იყენებს თუ არა პლატფორმა ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას, მონაცემთა შიფრაციას და გატანის მისამართების თეთრ სიას. მოიძიეთ, თუ რა უსაფრთხოების ინციდენტებია მასთან დაკავშირებული და რა გზებით მოხდა მათი აღმოფხვრა.

  • მუშაობის ეფექტურობის ისტორიული მონაცემები: ზოგიერთი პლატფორმა აქვეყნებს მუშაობის ისტორიულ მონაცემებს. ეს რიცხვები გვთავაზობს ზოგად კონტექსტს, თუმცა ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული სამომავლო შედეგების პროგნოზირებისთვის და მათი შეფასება დაფუძნებული უნდა იყოს თქვენთვის მისაღები რისკის დონეზე.

  • მომხმარებლის ინტერფეისი: კარგი ინტერფეისი ამარტივებს ბოტის კონფიგურაციას, მისი პარამეტრების კორექტირებას და ეფექტურობაზე მონიტორინგს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომატიზებული ვაჭრობის სფეროში გამოუცდელი მომხმარებლებისთვის.

  • ბირჟასთან თავსებადობა: დაადასტურეთ, რომ ბოტს აქვს თქვენ მიერ გამოყენებული სავაჭრო ბირჟების და თქვენთვის სასურველი წყვილებით ვაჭრობის მხარდაჭერა.

  • სტრატეგიასთან თავსებადობა: ყველა ბოტს არ შეუძლია ნებისმიერი სტრატეგიის გაშვება. ბოტის შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს თქვენ მიერ არჩეულ სტრატეგიას.

რა ტექნიკური უნარები მჭირდება სავაჭრო ბოტის გამოსაყენებლად?

როგორც მინიმუმ, თქვენ უნდა იცნობდეთ სტრატეგიას, რომელსაც ბოტი იყენებს, ასევე უნდა შეგეძლოთ მისი პარამეტრების სწორად კონფიგურირება. წესებზე დაფუძნებული ბოტის გამოყენებისას სასურველია იცნობდეთ ტექნიკურ ინდიკატორებს, როგორიცაა მოძრავი საშუალო, RSI და ბოლინჯერის ზოლები. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბოტები ნაკლებ კონფიგურაციას მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ინფორმირებული ზედამხედველობა.

რა განსხვავებაა წესებზე დაფუძნებულ და AI სავაჭრო ბოტს შორის?

წესებზე დაფუძნებული ბოტი მუშაობს წინასწარ დაპროგრამებული ფიქსირებული ინსტრუქციების შესაბამისად, მაგალითად: „იყიდე, როდესაც RSI დაეცემა 30-ზე დაბლა“. ხელოვნურ ინტელექტზე ან მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ ბოტს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ქცევა დაკვირვების შედეგების ან ახალი მონაცემების გათვალისწინებით, რაც მას ანიჭებს მოქნილობას და ბაზრის ცვალებად პირობებთან ადაპტირების უნარს. არც ერთი მიდგომა არ იძლევა ზარალის თავიდან აცილების გარანტიას.

შეჯამება

კრიპტოთი ვაჭრობის ბოტები მძლავრი ინსტრუმენტებია, რომლებიც გვთავაზობს შეკვეთების აღსრულებას 24/7 რეჟიმში და ემოციების გარეშე ვაჭრობის შესაძლებლობას, თუმცა ისინი არ წარმოადგენს გარანტირებული მოგების მარტივ საშუალებას. წარმატება დამოკიდებულია სტრატეგიების საფუძვლიან ცოდნაზე, საიმედო ბოტების სწორად არჩევაზე რა რისკების სათანადოდ მართვაზე. როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილმა ტრეიდერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბოტებ გამოყენება უნდა მოხდეს არა როგორც ცალკეული ინსტრუმენტის, არამედ როგორც ზოგადი სავაჭრო გეგმის ერთ-ერთი კომპონენტის სახით. 

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.