ბაზრის იმპულსი

საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: ანონიმური


ტერმინი „ბაზრის იმპულსი“ აღნიშნავს კონკრეტული ბაზრის უნარს შეინარჩუნოს ფასის ზრდის ან კლების უწყვეტი ტენდენცია დროის კონკრეტულ მონაკვეთში. არსებითად, სწორედ ბაზრის იმპულსი განსაზღვრავს ბაზრის ტენდენციას. რადგან ბაზრის იმპულსის მიზეზი აქტივის საბაზრო ფასის რყევებია, ის ასევე ასახავს ბაზრის არსებულ განწყობას.

ბაზრის იმპულსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური ანალიზის (TA) დროს, რაც ტრეიდერებს დაეხმარება სავაჭრო შესაძლებლობების იდენტიფიკაციაში. მსგავსი შესაძლებლობები შესაძლოა გაჩნდეს bullish ან bearish ტენდენციების დროს (როდესაც ბაზრის იმპულსი ძლიერდება) ან ფასის მობრუნების დროს (როდესაც ბაზრის იმპულსი სუსტდება).

თუმცა ბაზრის იმპულსი დაკავშირებულია არა მხოლოდ ფასის ცვლილებებთან, არამედ ასევე ვაჭრობის მოცულობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო აქტივობების მაღალი მოცულობა მიუთითებს ბაზრის უფრო ძლიერ ტენდენციაზე, და შესაბამისად, უფრო საიმედო ბაზრის იმპულსზე.

ბაზრის იმპულსის გასაზომად ან იდენტიფიკაციისთვის, ხშირად იყენებენ შემდეგ ზოგად ფორმულას:

ბაზრის იმპულსი = (მიმდინარე ფასი) - (ბოლო n დღის დახურვის ფასი).
როგორც აღვნიშნეთ, ბაზრის იმპულსის გასაზომად და ბაზრის სავარაუდო ტენდენციების იდენტიფიკაციისთვის, ბევრი ტრეიდერი და დიაგრამების ანალიტიკოსი იყენებს ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებს. ამ ინდიკატორების მაგალითებია შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI),  სტოქასტიური RSI, მოცულობით შეწონილი საშუალო ფასი (VWAP) და მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD).
ასევე არსებობს კონკრეტული ინდექსები, რომლებიც შექმნილია ბაზრის იმპულსების გასაზომად ბაზრის სხვადასხვა სექტორში. კომპანიებმა MSCI და FTSE Russell წარმოადგინეს იმპულსების ინდექსები: MSCI USA Momentum Index და Russell 1000 Momentum Focused Factor Index.