ინდიკატორი, რომელიც 1980-იან წლებში შეიმუშავა ფინანსურმა ანალიტიკოსმა და ტრეიდერმა ჯონ ბოლინჯერმა, ფართოდ გამოიყენება როგორც ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე, ისე კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში. ის შედგება მოძრავი საშუალოს გარშემო გამოსახული ზოლებისგან, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს დაინახონ, თუ რამდენად არის დაშორებული ფასი ბოლოს დაფიქსირებული საშუალო მაჩვენებლისგან.
რადგან სტანდარტული გადახრა ასახავს ფასების მერყეობის დიაპაზონს, ზოლები ავტომატურად იცვლება ბაზრის პირობების შესაბამისად. მაღალი მერყეობის დროს, ეს ზოლები უფრო მეტად სცილდება შუა ხაზს, ხოლო დაბალო მერყეობის დროს ზოლებს შორის მანძილი ვიწროვდება და უახლოვდება შუა ხაზს. სტანდარტულ პირობებში ფასი ძირითადად ამ ორ ზოლს შორის მოძრაობს.
ზოლებს შორის მანძილის გაზრდა და შემცირება კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს. პერიოდს, როდესაც ზოლებს შორის სივრცე ვიწროვდება, ცნობილი როგორც ბოლინჯერის შეკუმშვას უწოდებენ და მიანიშნებს დაბალ მერყეობაზე, რაც შესაძლოა წინ უძღოდეს ფასის უფრო მკვეთრ მოძრაობას. აღსანიშნავია, რომ შეკუმშვა მიანიშნებს მერყეობის პოტენციურ ზრდაზე, თუმცა არ განსაზღვრავს მოძრაობის მიმართულებას.
მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება ინვესტიციის ეფექტურობის შესაფასებლად. წმინდა მოგებისა და წმინდა ხარჯების თ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება