მთავარი
სტატიები
რა არის OCO შეკვეთა?

რა არის OCO შეკვეთა?

გამოქვეყნებული Aug 22, 2019განახლებული Mar 21, 2025
7m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • ერთი აუქმებს მეორეს“ (OCO) შეკვეთა საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ერთდროულად ორი შეკვეთა. ერთის აღსრულების შემთხვევაში მეორე ავტომატურად გაუქმდება. 

  • OCO შეკვეთების გამოყენებისთვის აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ლიმიტ-შეკვეთები, სტოპ-ლიმიტ შეკვეთები და კარგად იცნობდეთ შეკვეთის განთავსების ზოგად პირობებს. 

  • OCO შეკვეთების წყალობით შესაძლებელია მიღებული მოგების შენარჩუნება, რისკების შემცირება და პოზიციაზე შესვლის და გამოსვლის ავტომატიზება, რაც ვაჭრობას უფრო მრავალფეროვანს და უსაფრთხოს ხდის. 

oco cta ბანერი

შენიშვნა: სანამ კითხვას გააგრძელებთ, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს ლიმიტ და სტოპ-ლიმიტ შეკვეთების შესახებ.

რა არის OCO შეკვეთა?

OCO ანუ „ერთი აუქმებს მეორეს“ შეკვეთა საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ერთდროულად ორი შეკვეთა. ის წარმოადგენს ლიმიტ-შეკვეთის და სტოპ-ლიმიტ შეკვეთის კომბინაციას, თუმცა ამ დროს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის აღსრულება ხდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ერთ-ერთი შეკვეთა ნაწილობრივ ან სრულად შესრულდება, მეორე ავტომატურად გაუქმდება. გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი მათგანის ხელით გაუქმების შემთხვევაში მეორე შეკვეთაც გაუქმდება.

Binance-ზე ვაჭრობის დროს OCO შეკვეთები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ვაჭრობის ავტომატიზაციის საბაზისო ფორმა. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ ერთდროულად განათავსოთ ორი ლიმიტ-შეკვეთა, რაც უზრუნველყოფს მოგების დაცვას და პოტენციური ზარალის რისკის მინიმუმამდე შემცირებას.

როგორ გამოვიყენოთ OCO შეკვეთები?

Binance-ის ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ გადადით ვაჭრობის განყოფილებაზე, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სურათზე. დააწკაპუნეთ ღილაკს „სტოპ-ლიმიტი“ და ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ „OCO“.

OCO შეკვეთა

Binance-ზე OCO შეკვეთების განთავსება შესაძლებელია ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთების წყვილის სახით. OCO შეკვეთების შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია „i“ სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

OCO შეკვეთა Binance-ზე

OCO ვარიანტის არჩევის შემდეგ ჩაიტვირთება ახალი სავაჭრო ინტერფეისი. ამ ინტერფეისზე შეგიძლიათ ერთდროულად აირჩიოთ ლიმიტ და სტოპ-ლიმიტ შეკვეთები.

OCO შეკვეთის განთავსების შემდეგ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ გვერდის ქვედა ნაწილში და ღია შეკვეთების განყოფილებაში ნახოთ ორივე შეკვეთის დეტალები.

ლიმიტ-შეკვეთა

ლიმიტ-შეკვეთა საშუალებას გაძლევთ იყიდოთ ან გაყიდოთ თქვენი აქტივი კონკრეტულ ფასად. ის გამოჩნდება შეკვეთების წიგნში და მისი აღსრულება მოხდება თქვენ მიერ მითითებულ ან უკეთეს ფასად.

სტოპ-ლიმიტ შეკვეთა

ეს არის ორსაფეხურიანი პროცესი, რაც მოიცავს შემდეგს:

  • სტოპ-ფასი: ფასი, რომელზეც აქტიურდება თქვენი სტოპ-ლიმიტ შეკვეთა (მაგ., 553,34 USDT). გაითვალისწინეთ, რომ Binance-ის OCO შეკვეთის ინტერფეისზე ის აღნიშნულია, როგორც Stop Loss (ან SL Trigger). 

  • ლიმიტ-ფასი: თქვენი ლიმიტ-შეკვეთის რეალური ფასი სტოპ-შეკვეთის გააქტიურების შემდეგ (მაგ., 553,24). გაითვალისწინეთ, რომ Binance-ის OCO შეკვეთის ინტერფეისზე ის აღნიშნულია, როგორც SL Limit. 

თანხა: თქვენი შეკვეთის ზომა (მაგ., 5 BNB).

ჯამი: თქვენი შეკვეთის მთლიანი ღირებულება.

OCO შეკვეთის ინტერფეისი Binance-ზე

OCO შეკვეთის განთავსების პირობები

გაყიდვის შეკვეთებისთვის:

როდესაც ხსნით long პოზიციას, შეგიძლიათ სტოპ-ფასი დააყენოთ ძირითადი მხარდაჭერის დონის ოდნავ ქვემოთ, რათა მინიმუმამდე შეამციროთ პოტენციური ზარალი. თუ ფასი დაეცემა, ის გაააქტიურებს stop-loss შეკვეთას. მხარდაჭერის დონეები „დამცავი ბადის“ ფუნქციას ასრულებს და მათი განსაზღვრა ხდება წარსულში დაფიქსირებული ფასის ცვლილების საფუძველზე, რა დროსაც მაღალი იყო ამ აქტივის შეძენის მიმართ ინტერესი. 

მხარდაჭერის დონეები

შეკვეთის აღსრულების ალბათობის გასაზრდელად, შეგიძლიათ ლიმიტ-ფასი (SL Limit) დააყენოთ სტოპ-ფასზე ოდნავ ქვემოთ, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ მაგალითში (SL Trigger 553,34-ზე  და SL Limit 553,24-ზე). თუ SL Limit დაყენებულია SL trigger-ის დონეზე ან მის ზემოთ, დიდი შანსია იმისა, რომ შეკვეთის შესრულება ვერ მოხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფასი ძალიან სწრაფად დაეცემა.

გაყიდვის OCO შეკვეთა Binance-ზე

ყიდვის შეკვეთებისთვის:

როდესაც ხსნით short პოზიციას და გსურთ ყიდვის შეკვეთისთვის გამოიყენოთ stop loss, შეგიძლიათ სტოპ ფასი დააყენოთ ძირითადი რეზისტენტობის დონის ოდნავ ზემოთ, რათა მინიმუმამდე შეამციროთ პოტენციური ზარალი. თუ ფასი რეზისტენტობის დონეს გაცდება, თქვენი stop-loss გაააქტიურებს ყიდვის შეკვეთას. 

მხარდაჭერის დონეებისგან განსხვავებით, რეზისტენტობის დონეები წარმოადგენს ზონებს, სადაც მაღალია აქტივების გაყიდვის მიმართ ინტერესი. ეს დონეები short პოზიციებისთვის „დამცავი ბადის“ ფუნქციას ასრულებს და მათი განსაზღვრა ხდება წარსულში დაფიქსირებული ფასის ცვლილების საფუძველზე.

რეზისტენტობის დონეები

შეკვეთის აღსრულების ალბათობის გასაზრდელად, შეგიძლიათ ლიმიტ-ფასი (SL Limit) დააყენოთ სტოპ-ფასის ოდნავ მაღლა. თუ SL Limit დაყენებულია SL trigger-ის დონეზე ან მის ზემოთ, დიდი შანსია იმისა, რომ შეკვეთის შესრულება ვერ მოხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფასი ძალიან სწრაფად აიწევს.

OCO შეკვეთა პრაქტიკაში

ქვემოთ მოცემულია BNB/USDT სავაჭრო წყვილის ფასის ცვლილების დიაპაზონი. ზედა თეთრი ხაზი წარმოადგენს რეზისტენტობის დონეს, რომელიც დაახლოებით 590$ ნიშნულზეა, ხოლო თეთრი ხაზი აღნიშნავს მხარდაჭერის დონეს, რომელიც დაახლოებით 560$ ნიშნულზეა.

OCO-ს მაგალითი

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხსნით long პოზიციას ფასის ამ დიაპაზონში. მიმდინარე ფასია 577,46$, თუმცა გსურთ, რომ დაიცადოთ, რათა ფასი მაქსიმალურად მიუახლოვდეს მხარდაჭერის დონეს (ქვედა თეთრი ხაზი). დავუშვათ პოზიციაზე შესვლის სასურველი ფასი არის 562,91$. 

თუ ფასი არ დაიწევს შესვლის სასურველ ფასამდე, ვაჭრობის დაწყებას ვერ შეძლებთ. ხოლო თუ ფასი დაიწევს თქვენ მიერ მითითებულ მნიშვნელობამდე, თქვენ შეძლებთ პოზიციის გახსნას თქვენს სამიზნე ფასად, რომელიც იქნება 589,52$, ხოლო stop-loss იქნება 553,34$.

OCO შეკვეთით ვაჭრობის მაგალითი

თუ ფასი ლურჯი ისრის მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას, თქვენ შეიძლება ზარალი განიცადოთ, რადგან გააქტიურდება stop-loss შეკვეთა (553,34$). იმისათვის, რომ მოგება მიიღოთ, ფასის მოძრაობა უნდა გაგრძელდეს ყვითელი ისრის მიმართულებით (შესვლის ფასი - 562,91$, ხოლო take-profit ფასი - 589,52$).

ამ სცენარში OCO შეკვეთაში გათვალისწინებულია ნებისმიერი სავარაუდო შედეგი: თუ ფასი თქვენთვის სასურველი მიმართულებით შეიცვლება, მიიღებთ მოგებას, ხოლო საპირისპირო მიმართულებით შეცვლის შემთხვევაში თქვენი ზარალი მინიმალური იქნება.

ყიდვის OCO შეკვეთა

ჩვენს მაგალითში სტოპ-ფასი არის 553,34 USDT (აქტივაციის ფასი), ხოლო SL Limit არის 553,24 USDT (ფასი, რომელზეც მოხდება შეკვეთის განთავსება). ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სტოპ-ლიმიტ შეკვეთა გააქტიურდება მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს ან ჩამოვა 553,34-ზე დაბლა, ხოლო გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთა განთავსდება 553,24 USDT-ზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ ფასი ძალიან სწრაფად ჩამოცდება 553,24-ს, არსებობს რისკი, რომ ლიმიტ-შეკვეთა ვერ აღსრულდეს.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ BNB/USDT წყვილის ფასი მიაღწევს ან ჩამოცდება 553,34, გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთა განთავსდება 553,24-ზე.

შეჯამება

OCO შეკვეთის ფუნქცია წარმოადგენს მარტივ, თუმცა მძლავრ ინსტრუმენტს, რომელიც თქვენ და Binance-ის სხვა მომხმარებლებს გთავაზობთ უფრო უსაფრთხო და მრავალფეროვანი ვაჭრობის შესაძლებლობას. ამ კონკრეტული ტიპის შეკვეთის წყალობით შესაძლებელია მიღებული მოგების შენარჩუნება, რისკების შემცირება და პოზიციებზე შესვლა და გამოსვლაც კი. თუმცა სანამ OCO შეკვეთების გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად კარგად უნდა გაეცნოთ ლიმიტ-შეკვეთების და სტოპ-ლიმიტ შეკვეთების მუშაობის პრინციპებს. ეს ცოდნა დაგეხმარებათ საკითხის უკეთ შესწავლასა და ვაჭრობისთვის მომზადებაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.