რა არის BNB?

რა არის BNB?

გამოქვეყნებული Nov 28, 2018განახლებული Sep 23, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • BNB წარმოადგენს BNB Chain-ის ეკოსისტემის ადგილობრივ კრიპტოვალუტას და ის გამოიყენება ტრანზაქციებში, სტეიკინგში, მმართველობის პროცესში და სხვა.

  • 2017 წელს მისი შექმნის დღიდან, BNB-ის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დღეს ის გამოიყენება უამრავი დანიშნულებით, დაწყებული მოვაჭრეებთან ანგარიშსწორებით და დამთავრებული Binance Charity-ზე განხორციელებული საქველმოქმედო დონაციებით.

  • Binance-ის პროგრამები, როგორიცაა Simple Earn, Launchpool, Megadrop, და HODLer Airdrop-ები, BNB-ის მფლობელებს დამატებითი ჯილდოების მოპოვების საშუალებას აძლევს.

რა არის bnb cta ბანერი

რა არის BNB?

BNB არის კრიპტოვალუტა, რომლის გაშვება მოხდა 2017 წელს 26 ივნისიდან 3 ივლისამდე ჩატარებული მონეტის პირველადი შეთავაზების (ICO) მეშვეობით, Binance-ის სავაჭრო ბირჟის შექმნამდე ცოტა ხნით ადრე. თავდაპირველად, BNB-ის ძირითადი დანიშნულება იყო მომხმარებლებისთვის საკომისიოების გადახდის და პლატფორმაზე სავაჭრო ფასდაკლებების მიღების შესაძლებლობის მიცემა.

დროთა განმავლობაში, ეს ტოკენი განვითარდა და გარდაიქმნა BNB Chain-ის ეკოსისტემის utility ტოკენად, სადაც მისი მეშვეობით ხდებოდა ტრანზაქციების დამუშავება, დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) გაშვება და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მხარდაჭერა. დღესდღეობით, BNB მომხმარებლებს სხვადასხვა სარგებელსა და თანხის გამომუშავების შესაძლებლობებს სთავაზობს და ის ზოგმა კომპანიამ საკუთარი სახაზინო სტრატეგიის ნაწილად აქცია.

ისტორია

BNB გაშვებულ იქნა 2017 წელს ICO-ს მეშვეობით, რომლის დროსაც გასაყიდად გამოტანილი იქნა 100 მილიონი ტოკენი, რაც მთლიანი მარაგის ნახევარს წარმოადგენს. მისი საწყისი ფასი იყო 1 ETH = 2700 BNB ან 1 BTC = 20 000 BNB (იმ დროისთვის დაახლოებით 0,10 USD ერთ მონეტაზე). თავდაპირველად BNB გაშვებულ იქნა Ethereum-ის ბლოკჩეინზე ERC-20 ტოკენის სახით, თუმცა მოგვიანებით ტოკენის სტანდარტი შეიცვალა BNB Smart Chain-ის BEP-20-ით. 

დღეისათვის BNB წარმოადგენს BNB Chain-ის ეკოსისტემის ადგილობრივ ტოკენს, რომელსაც აქვს მომხმარებელთა დეცენტრალიზებული საზოგადოების, დეველოპერების, ვალიდატორების და დელეგატორების მხარდაჭერა. მოცემული ტოკენი გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად და სტეიკინგის მეშვეობით ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, ტოკენის მფლობელებს ეძლევათ ბლოკჩეინის მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლება. BNB ასევე შეიძლება გამოიყენოთ, როგორც გადახდის საშუალება სხვადასხვა აპლიკაციებსა ან პლატფორმებზე, ან კომპანიებთან ანგარიშსწორებისას.

როგორ გამოიყენება BNB

BNB Chain-ის ეკოსისტემა

BNB Chain-ის ეკოსისტემა შედგება სამი დაკავშირებული ნაწილისგან: 

  • BNB Smart Chain (BSC): EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინი, რომელსაც აქვს სმარტ კონტრაქტებისა და DApp-ების მხარდაჭერა.

  • opBNB: წარმოადგენს მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიას, რომელიც შექმნილია ტრანზაქციების უფრო სწრაფად და იაფად განსახორციელებლად მთავარ ბლოკჩეინთან კავშირის შენარჩუნებით.

  • BNB Greenfield: დეცენტრალიზებული საცავების ქსელი, რომელიც გამოიყენება მონაცემთა მართვისა და შენახვისთვის.

როგორც BNB Chain-ის ადგილობრივი ტოკენი, BNB გამოიყენება ქსელში ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად. ის გამოიყენება ისეთ აქტივობებში, როგორიცაა სმარტ კონტრაქტების BSC-ზე გაშვება, აქტივების opBNB-ზე გადატანა და Greenfield-ზე მონაცემების შენახვა.

BNB-ის სტეიკინგის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში როგორც ვალიდატორმა, ან თქვენი ტოკენების ვალიდატორის და გამოიმუშაოთ ჯილდოები. BNB-ის ფლობა ასევე მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლებას განიჭებთ და შესაძლებლობას გაძლევთ ხმა მისცეთ შემოთავაზებებს, რომლებიც განსაზღვრავს სამომავლო განახლებებს და ქსელის განვითარების მიმართულებას.

Binance Exchange

ვაჭრობის ფასდაკლებები

Binance-ზე, თქვენ შეგიძლიათ BNB გამოიყენოთ სპოტ, მარჟის და ფიუჩერსების ბაზრებზე ვაჭრობის საკომისიოების გადასახდელად. ამ ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ფასდაკლებული საკომისიო პირდაპირ თქვენი BNB ბალანსიდან ჩამოიჭრება. თუ თქვენ VIP მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ფასდაკლებები საკომისიოებზე, თქვენი სავაჭრო აქტივობის და ანგარიშის სტატუსის შესაბამისად. ყოველივე ეს BNB-ის განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდის დიდი მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის.

Binance Charity

BNB გამოიყენება Binance Charity პლატფორმაზე საქველმოქმედო ინიციატივებში, რაც გულისხმობს დაზარალებული საზოგადოებებისთვის დახმარების გაწევას airdrop-ების და დონაციის პროგრამების მეშვეობით. მაგალითად, 2025 წლის 7 აგვისტოს, Binance Charity-მ განაცხადა airdrop-ის მეშვეობით 1,2 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების BNB-ის გაცემის შესახებ სამხრეთ ტაივანში დატბორვის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად. ეს ინიციატივები იმის დემონსტრირებაა, რომ ვაჭრობისა და ბლოკჩეინის აქტივობების გარდა, BNB-ის გამოყენება ბუნებრივი კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებულთა დასახმარებლადაც არის შესაძლებელი.

Binance Pay 

Binance Pay მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დახარჯონ ან სხვა მოვაჭრეებს გადაურიცხონ კრიპტოვალუტები, მათ შორის BNB. გადახდები შეიძლება განხორციელდეს QR კოდების, გადახდის ბმულების ან ინტეგრირებული გადახდის ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციების უსაფრთხოდ და შეუზღუდავად განხორციელების გზას. ბიზნესებს შეუძლიათ Binance Pay გამოიყენონ ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა მომწოდებლებთან ანგარიშსწორება, ხელფასების გაცემა და ჯგუფური გადახდების განხორციელება რეგიონული ხელმისაწვდომობისა და მარეგულირებელი ფაქტორების გათვალისწინებით.

Simple Earn-ის ჯილდოები

როდესაც თქვენს BNB-ის მეშვეობით გამოიწერთ Binance Simple Earn-ის პროდუქტებს, შეგეძლებათ ყოველდღიური საპროცენტო სარგებლის გამომუშავება მოქნილი ან ფიქსირებული პროდუქტების მეშვეობით. ამავდროულად, Simple Earn-ში მონაწილეობის მიღება BNB-ის მფლობელებს ავტომატურად ანიჭებს სხვა პროგრამებში მონაწილეობის მიღებას, როგორებიცაა Launchpool, Megadrop და HODLer Airdrops. შესაძლებელია ამ პროგრამების კომბინირება, რაც საშუალებას გაძლევთ ერთი გამოწერით მიიღოთ რამდენიმე ჯილდო.

  • Launchpool: მომხმარებლებს შესაძლებლობას სტეიკინგზე განათავსონ BNB ან სხვა ტოკენები და მიიღონ ახალი პროექტის ტოკენების მიღების უფლება მათ გამოშვებამდე.

  • Megadrop: აერთიანებს Binance Earn-ისა და Binance Web3 Wallet-ის ფუნქციებს და მომხმარებელს სთავაზობს ახალი ტოკენების მიღების შესაძლებლობას BNB-ის სტეიკინგზე განთავსების ან Web3-ის აქტივობების შესრულების სანაცვლოდ.

  • HODLer Airdrops: მომხმარებელს სთავაზობს რეტროაქტიურ ჯილდოებს Simple Earn-ის პროდუქტებში გამოყენებული BNB-ის ბალანსის ისტორიულ სნეპშოტებზე დაფუძნებით.

ინსტიტუციური დანერგვა

ზოგმა კომპანიამ დაიწყო BNB-ის გამოყენება Bitcoin-ის სახაზინო სტრატეგიის მსგავსი მეთოდებით, რა დროსაც ბიზნესები Bitcoin-ს საკუთარ ბალანსზე დანაზოგის სახით ამატებენ. 2025 წელს რამდენიმე საჯარო კომპანიამ განაცხადა BNB-ის სხვადასხვა მეთოდებით დანერგვის შესახებ, მათ შორის კონვერტირებადი ობლიგაციებით ან ტოკენების პირდაპირი შეძენით. ამ ბიზნესებისთვის, BNB-ის ფლობა შეიძლება რისკების განაწილების, აქტივების ლიკვიდურობის და უფრო ფართო კრიპტო ბაზარზე წვდომის მოპოვების საშუალება იყოს.

შეჯამება

BNB Chain-ის ეკოსისტემაში BNB გამოიყენება, როგორც utility ტოკენი და Binance-ის ბირჟაზე ვაჭრობის საკომისიოებზე ფასდაკლებების მიღების საშუალება. გარდა ამისა, BNB-ის მიერ მხარდაჭერილია პროგრამები, როგორიცაა Launchpool, Megadrop, და HODLer Airdrops, მომხმარებლებს Binance-ის ეკოსისტემაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. BNB ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადახდების და საქველმოქმედო ინიციატივების განხორციელებისას, რამაც ორგანიზაციებს დაანახა BNB-ის სახაზინო აქტივად გამოყენების პოტენციალი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.