მთავარი დეტალები
Binance Launchpool გვთავაზობს ბლოკჩეინ-პროექტებისთვის თანხების მოზიდვის და ტოკენების განაწილების უსაფრთხო და ეფექტურ გზას, რითაც ძირეულად ცვლის ქრაუდფანდინგის ტრადიციულ მოდელს.
მომხმარებელს შეუძლია საკუთარი კრიპტოვალუტის, მაგალითად BNB-ის ან სტეიბლკოინების დაბლოკვის სანაცვლოდ მიიღოს ახალი პროექტის ტოკენები airdrop-ების მეშვეობით.
ეს არის მოქნილი პროცესი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საკუთარი აქტივების ნებისმიერ დროს განბლოკვის შესაძლებლობას, რის შემდეგაც ისინი იღებენ ჯილდოებს დაბლოკილი თანხის და ფარმინგის პერიოდის პროპორციულად.
Binance Launchpool არა მხოლოდ მომხმარებლისთვის არის სასარგებლო, ის ასევე უზრუნველყოფს პროექტების მხარდაჭერას. ეს მოიცავს საკონსულტაციო მომსახურებებს, საზოგადოების ჩართულობას, მარკეტინგის ინსტრუმენტებს და მსოფლიო კლასის ლიკვიდურობაზე წვდომას.
შესავალი
Binance Launchpool პლატფორმა შეიქმნა ინოვაციების ხელშეწყობის და ახალი და არსებული ბლოკჩეინის და Web3 პროექტების მხარდაჭერის მიზნით. წინამდებარე გზამკვლევში ჩვენ განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს Binance Launchpool, რა უპირატესობებს გვთავაზობს ის და როგორ შეუძლია მისი გამოყენება მომხმარებელს ან პროექტის გუნდს.
Binance Launchpool: კრიპტო ქრაუდფანდინგის პიონერი
Binance-ის ტოკენების გაშვების პლატფორმის შექმნამდე, ბლოკჩეინ-პროექტებისთვის თანხების მოზიდვა და მათი ტოკენების გაშვება ქრაუდფანდინგის დამოუკიდებელი ღონისძიებების მეშვეობით ხორციელდებოდა. თუმცა, ქრაუდფანდინგის ამ მეთოდთან ხშირად დაკავშირებული იყო ტექნიკური გაუმართაობები, თაღლითობები და მომხმარებლის დაცვის არასათანადო დონე.
Binance Launchpool-ის შექმნის მიზანი იყო კრიპტო ქრაუდფანდინგის სივრცის გარდაქმნა, რამაც სარგებელი მოუტანა როგორც ბლოკჩეინ-პროექტებს, ასევე მათ მხარდამჭერებს. მისი გაშვების შემდეგ, პროექტებს მიეცათ თანხების მოზიდვის და მომხმარებელთაგან მხარდაჭერის უსაფრთხო და მოსახერხებელი გზით მიღების შესაძლებლობა.
რა არის Binance Launchpool?
Binance Launchpool კრიპტოვალუტების მფლობელებს საკუთარი აქტივების დაბლოკვის და სანაცვლოდ ახალი ტოკენების მიღების საშუალებას აძლევს. ახალი პროექტის აქტივების მისაღებად, მომხმარებელს შეუძლია სრულიად უფასოდ დაბლოკოს საკუთარი BNB და სხვა მხარდაჭერილი ტოკენი.
Binance Launchpool-ში მონაწილეობა მრავალ უპირატესობას გაძლევთ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი ტოკენების მიღების პროცესი უმარტივესია: თქვენ ბლოკავთ ტოკენებს Binance-ზე და სანაცვლოდ იღებთ ახალი ტოკენებს airdrop-ების მეშვეობით. მიღებული ჯილდოების ოდენობა დაბლოკილი თანხის და Launchpool-ის პერიოდის პროპორციულია.
Binance Launchpool გთავაზობთ ტოკენების მოქნილ airdrop-ებს, რაც მომხმარებელს აძლევს საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს განბლოკოს საკუთარი აქტივები და მიიღოს ჯილდოები. გარდა ამისა, ეს პლატფორმა Launchpool-ზე წარმოდგენილ პროექტებს სთავაზობს Binance-ის სხვა სერვისებსაც, რომელთა შორისაა საკონსულტაციო მომსახურება, საზოგადოების ჩართულობა და მარკეტინგის ინსტრუმენტები.
Binance Launchpool-ის უპირატესობები
დაბლოკეთ აქტივები და მიიღეთ airdrop-ები. ყიდვა არ არის საჭირო.
მოქნილობა და კონტროლი.
ადრეული წვდომა ინოვაციურ პროექტებზე.
უსაფრთხო გარემო ტოკენის გაშვებისთვის.
გლობალური წვდომა.
ტოკენების სამართლიანი განაწილება.
მსოფლიო დონის საბაზრო ლიკვიდურობა.
პროფესიონალური მითითებები და მხარდაჭერა.
როგორ ვისარგებლო Binance Launchpool-ით
1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გვერდის ზედა ნაწილში მოცემულ მენიუში [More] (მეტი) აირჩიეთ [Launchpool].
2. შემდეგ დაინახავთ Binance-ის ტოკენების გაშვების პლატფორმის გვერდს. პირველ განყოფილებაში ნაჩვენებია სამომავლო ან მიმდინარე ტოკენების გაყიდვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. ჩანართში [HODLer Airdrops] თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Binance HODLer Airdrop პროგრამის ფარგლებში გაშვებული პროექტები.
როგორ გამოვიყენოთ Binance Launchpool
Binance Launchpool მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ტოკენების ჯილდოები მათ საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტების დაბლოკვის სანაცვლოდ. დაბლოკვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ BNB ან სტეიბლკოინები, მაგალითად USDC ან FDUSD.
1. მონაწილეობის მისაღებად გადადით Binance Launchpool-ის გვერდზე და მოძებნეთ პროექტი, რომლის მხარდაჭერაც გსურთ და რომელიც ამჟამად გთავაზობთ ფარმინგის შესაძლებლობას.
2. ამ მაგალითში მოცემულია ფარმინგის სამი პული: ერთ USDC-ისთვის, ერთი FDUSD-ისთვისდა ერთიც BNB-ისთვის. დააწკაპუნეთ ერთ-ერთ პულზე ამ პროექტის და მისი გაშვების შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად.
3. თუ რამდენიმე ტოკენი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი აქტივები რამდენიმე პულში გადაანაწილოთ, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ სხვადასხვა პულის ჩანართებზე.
4. ფარმინგის დასაწყებად აირჩიეთ პული და დააწკაპუნეთ ღილაკზე [Lock] (დაბლოკვა).
5. შემდეგ შეიყვანეთ ტოკენების რაოდენობა და დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [Lock] (დაბლოკვა).
6. თქვენ მიერ დაბლოკილი თანხები და ჯილდოს სავარაუდო ოდენობა გამოჩნდება პულის გვერდზე. airdrop-ების დაგროვება ხდება საათში ერთხელ, ასე რომ ჯილდოს მიღებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
ჯილდოების ჯამური რაოდენობა, ფარმინგის პერიოდი, მხარდაჭერილი ტოკენები და სავარაუდო APY განსხვავდება პროექტის მიხედვით. თქვენი აქტივების დაბლოკვის შემდეგ, დაიწყებთ პროექტის ტოკენების გამომუშავებას.
ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ, თქვენ მიერ დაბლოკილი აქტივები და მიღებული ჯილდოების airdrop-ების სრული რაოდენობა ავტომატურად გადაიგზავნება თქვენს Binance Spot ანგარიშზე.
როგორ ხდება პროექტის გუნდის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენა
თუ გსურთ Binance Launchpool-ის მეშვეობით საკუთარი კრიპტო პროექტის გაშვება, გადადით Launchpool-ის გვერდზე, ჩამოდით ქვემოთ და მოძებნეთ ღილაკი [Apply to Launch] (განაცხადის წარდგენა). თქვენ გადამისამართდებით Binance-ის ლისტინგის განაცხადის ფორმაზე, სადაც მოცემულია ამ პროცესის დაწყებისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.
შეჯამება
Binance Launchpool Binance-ის მომხმარებელს სთავაზობს ახალპროექტებზე წვდომას, ტოკენების გაშვების ექსკლუზიურ გზებს და ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას. მან ძირეულად გარდაქმნა ბლოკჩეინ-პროექტებისთვის თანხების მოზიდვის და ტოკენების განაწილების მეთოდები. ის პროექტის გუნდებს და კრიპტოს ენთუზიასტებს სთავაზობს უსაფრთხო და მოსახერხებელ პლატფორმას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.