რა არის Binance Pay და როგორ გამოვიყენოთ ის?
მთავარი
სტატიები
რა არის Binance Pay და როგორ გამოვიყენოთ ის?

რა არის Binance Pay და როგორ გამოვიყენოთ ის?

გამოქვეყნებული May 11, 2024განახლებული Jul 8, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • Binance Pay მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად გააგზავნოს, მიიღოს და დახარჯოს კრიპტოვალუტები და განახორციელოს ყოველდღიური ტრანზაქციები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უსაფრთხო და უკონტაქტო მეთოდით.

  • მას აქვს 80-ზე მეტი კრიპტოვალუტის, მათ შორის Bitcoin-ის, Ethereum-ის და სტეიბლკოინების მხარდაჭერა და მომხმარებელს სთავაზობს გადახდის და თანხის მიღების ვარიანტების დიდ არჩევანს.

  • Binance Pay-ს უამრავი უპირატესობა აქვს: ის არის მოხერხებული, ეკონომიური, შესაძლებელია მისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენება, ხოლო მისი უსაფრთხოების მახასიათებლები იცავს როგორც მომხმარებლებს, ასევე მოვაჭრეებს.

რა არის Binance Pay?

Binance Pay წარმოადგენს გადახდის ტექნოლოგიას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს კრიპტოვალუტების მარტივად გაგზავნის, მიღების და ხარჯვის საშუალებას. ის გვთავაზობს უსაფრთხო, უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და წარმოადგენს ყოველდღიური ტრანზაქციების განხორციელების იდეალურ საშუალებას. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ Binance Pay-ს ძირითად მახასიათებლებს და უპირატესობებს და წარმოგიდგენთ მისი გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას.

შესავალი

Binance Pay არის კრიპტოვალუტების და რეალური სამყაროს ტრანზაქციების დამაკავშირებელი ხიდი. ის მომხმარებლებს და მოვაჭრეებს საშუალებას აძლევს მარტივად აქციონ კრიპტო თავიანთი ცხოვრების ნაწილად, ციფრული აქტივების მეშვეობით უმარტივესად შეიძინონ ნივთები და პროდუქტები, მეგობრებს შორის გაინაწილონ გადასახადები და დაჯავშნონ სასტუმროს ნომრები.

Binance Pay-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი უნივერსალურობა. მას აქვს 80 სხვადასხვა კრიპტოვალუტის, მათ შორის Bitcoin-ის, Ethereum-ის, BNB-ის, ასევე სტეიბლკოინების მხარდაჭერა, როგორიცაა USDT, USDC და FDUSD. მხარდაჭერილი აქტივების ფართო ასორტიმენტი მომხმარებელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას გადახდების განხორციელების და თანხის მიღების დროს.

Binance Pay ხელმისაწვდომია მხოლოდ მხარდაჭერის მქონე ქვეყნების მომხმარებლებისთვის, რომელთაც გავლილი აქვს ვინაობის ვერიფიკაციის პროცესი.

როგორ მუშაობს Binance Pay

Binance Pay-ს პარამეტრების შეყვანა და გამოყენება მარტივია. კრიპტო გადახდების მოთხოვნა მომხმარებელს შეუძლია QR კოდების ან გადახდის ბმულების გენერირების მეშვეობით, მიმღებმა კი გადახდის განხორციელებისთვის უნდა დაასკანიროს ეს QR კოდები ან გამოიყენოს მოწოდებული ბმულები. ეს პროცესი გამორიცხავს ტრადიციული გადახდის მეთოდების საჭიროებას, როგორიცაა საკრედიტო ბარათები ან საბანკო გადარიცხვები, რისი წყალობითაც ტრანზაქციები უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ეკონომიურია.

Binance Pay-ს პარამეტრების დაყენება

Binance Pay-ს გამოყენების დასაწყებად, მომხმარებელმა უნდა გახსნას Binance-ის ანგარიში და გაიაროს ვინაობის ვერიფიკაციის პროცესი – რომელიც ასევე ცნობილია Know Your Customer (KYC) ვერიფიკაციის სახელწოდებით. ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი შეძლებს Binance Pay-ზე შესვლას Binance-ის აპლიკაციის ან ვებსაიტის მეშვეობით.

საფეხური 1: დარეგისტრირდით Binance-ზე

გახსენით Binance-ის აპლიკაცია ან ვებსაიტი და შექმენით ანგარიში (თუ უკვე არ გაქვთ შექმნილი). თქვენ დაგჭირდებათ თქვენი ელ. ფოსტის მითითება და უსაფრთხო პაროლის დაყენება.

საფეხური 2: გაიარეთ KYC ვერიფიკაცია

Binance Pay-ს გამოსაყენებლად საჭიროა KYC ვერიფიკაციის პროცესის გავლა. ეს მოიცავს პერსონალური ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენას უსაფრთხოების მიზნით.

საფეხური 3: შედით Binance Pay-ზე

KYC პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ Binance Pay-ზე ავტორიზაციის გავლას Binance-ის აპლიკაციის ან ვებსაიტის მეშვეობით. 

Binance-ის აპლიკაცია

გახსენით აპლიკაცია და შეეხეთ მთავარ გვერდზე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ Binance Pay-ს ხატულას ან გადადით ჩანართზე [საფულეები] → [ფინანსები] → [Pay].

ვებსაიტი

გახსენით ვებსაიტი და გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე და გადადით ეკრანის ზემოთ არსებული მენიუს ჩანართში [მეტი] → [Pay].

საფეხური 4: დააყენეთ Binance Pay-ს ანგარიშის პარამეტრები

თუ Binance Pay-ს პირველად იყენებთ, დააყენეთ თქვენი ანგარიშის პარამეტრები, რისთვისაც აირჩიეთ მეტსახელი და უსაფრთხო Pay PIN. ეს PIN კოდი დაგჭირდებათ ტრანზაქციების ავტორიზაციისთვის, ამიტომ უსაფრთხოდ შეინახეთ ის. არავის გაუზიაროთ თქვენი PIN კოდი.

გადახდების განხორციელება Binance Pay-ს მეშვეობით

თქვენი Binance Pay-ს ანგარიშის შექმნის და პარამეტრების დაყენების შემდეგ, გადახდების განხორციელების დასაწყებად მხოლოდ რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლა დაგჭირდებათ.

1. დაასკანერეთ მიმღები პირის Binance Pay-ს QR კოდი. 

თუ მობილურ ვერსიას იყენებთ, შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ღილაკზე გაგზავნა და შეიყვანოთ მიმღები პირის ელ. ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ან Binance ID (UID).

2. აირჩიეთ კრიპტოვალუტა და მიუთითეთ გასაგზავნი თანხა. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმღებ პირს გაუგზავნოთ პერსონალიზებული შეტყობინება.

3. გადახედეთ გადახდის დეტალებს, მიმღების ინფორმაციას, კრიპტოვალუტას და თანხას.

4. შეიყვანეთ თქვენი Pay PIN ან გაიარეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) და დაადასტურეთ გადახდა.

5. გადახდა დამუშავდება მომენტალურად და თქვენ მიიღებთ ტრანზაქციის დამადასტურებელ ელ. წერილს და მოკლეტექსტურ შეტყობინებას.

გადახდების მიღება Binance Pay-ს მეშვეობით

გადახდების Binance Pay-ს მეშვეობით მისაღებად, გადამხდელს უნდა წარუდგინოთ შემდეგი მონაცემებიდან ერთ-ერთი:

  • ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც მითითებულია თქვენს Binance-ის ანგარიშზე,

  • თქვენი ტელეფონის ნომერი,

  • თქვენი Binance-ის მომხმარებლის ID (UID), 

  • ან თქვენი Binance Pay-ს QR კოდი.

1. QR კოდით: შეეხეთ ღილაკს [მიღება] Binance Pay-ს ინტერფეისზე და შექმენით უნიკალური QR კოდი. გაუზიარეთ ეს QR კოდი გადამხდელს, რომელიც შემდეგ დაასკანერებს მას თქვენთვის კრიპტოვალუტის გამოსაგზავნად.

2. ელ. ფოსტის, ტელეფონის ნომრის, ან UID-ის მეშვეობით: წარუდგინეთ ზემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან ერთ-ერთი გადამხდელს, რათა მან შეძლოს თქვენი ინფორმაციის გამოყენება Binance Pay-ს მეშვეობით გადახდის განხორციელებისას.

Binance Pay-თ სარგებლობასთან დაკავშირებული უპირატესობები

Binance Pay უამრავ უპირატესობას სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე მოვაჭრეებს:

ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის

  • მოხერხებულობა: Binance Pay საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მარტივად გააგზავნონ, მიღონ და გახარჯონ კრიპტოვალუტები ყოველდღიური ტრანზაქციების და გადახდების ფარგლებში, რაც გამორიცხავს გადახდის ტრადიციული მეთოდების გამოყენების საჭიროებას.

  • ეკონომიურობა: Binance Pay-ს ტრანზაქციების უმეტესობას გააჩნია ნულოვანი საკომისიო, რაც მას peer-to-peer ტრანზაქციების განხორციელების ეკონომიურ საშუალებად აქცევს. ტრანზქციების შედარებით მაღალი მოცულობის მქონე აქტიურ მომხმარებლებს შესაძლოა მოუწიოთ საკომისიოს გადახდა ყოველთვიური ლიმიტის მიღწევის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში, გადახდის დადასტურებამდე მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას საკომისიოებთან დაკავშირებით.

  • გლობალურობა: Binance Pay წარმოადგენს საერთაშორისო მასშტაბით ხელმისაწვდომ გადახდის ტექნოლოგიას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაუგზავნონ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ მომხმარებელს.

  • უსაფრთხოება: Binance Pay იყენებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაღალი დონის მეთოდებს, რაც მოიცავს ორფაქტორიან ავთენტიფიკაციას და უსაფრთხო დაშიფვრის ტექნოლოგიას, რითაც ხდება თქვენი ტრანზაქციების და პირადი ინფორმაციის დაცვა.

მოვაჭრეებისთვის

  • მომხმარებელთა უფრო ფართო ბაზა: Binance Pay-ს გამოყენებით, მოვაჭრეებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ კრიპტოვალუტების მომხმარებლების მუდმივად მზარდი საზოგადოების ნაწილი და მოიზიდონ ახალი მომხმარებლები.

  • გადახდები რეალურ დროში: მოვაჭრეები გადახდებს იღებენ მომენტალურად, გადახდის ტრადიციულ მეთოდებთან ასოცირებული პრობლემების გარეშე.

  • დაბალი საკომისიოები: Binance Pay-ზე არ არსებობს შუამავლების ჩარევის საჭიროება, შესაბამისად, მოვაჭრეებს უწევთ შედარებით დაბალი საკომისიოების გადახდა.

  • გლობალური ხელმისაწვდომობა: მოვაჭრეებს გადახდების მიღება შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი მომხმარებლებისგან, რის მეშვეობითაც მათ ეძლევათ მომხმარებელთა ბაზის გაფართოების შესაძლებლობა.

  • პერსონალური მხარდაჭერა: Binance მოვაჭრეებს სთავაზობს პერსონალური მხარდაჭერის სერვისს, რათა მათ შეძლონ Binance Pay-ს გამოყენება საკუთარი საქმიანობის ინტეგრირებისა და ოპტიმიზაციის მიზნით.

შეჯამება

Binance Pay გადახდის რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას უმარტივესად მოახდინონ კრიპტოვალუტების ინტეგრირება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისის, მხარდაჭერილი კრიპტოვალუტების ფართო ასორტიმენტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაღალი დონის ფუნქციების მეშვეობით, Binance Pay მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული აქტივების გაგზავნის, მიღების და გახარჯვის მოსახერხებელ, ეკონომიურ და უსაფრთხო საშუალებას.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევისთვის უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ კონსულტანტს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას.