Binance Earn-ის გზამკვლევი დამწყებთათვის

Binance Earn-ის გზამკვლევი დამწყებთათვის

განახლებული Jun 8, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • Binance Earn შესანიშნავი საშუალებაა მომხმარებლების მიერ საკუთარი უმოქმედო კრიპტო აქტივებიდან პასიური შემოსავლის მისაღებად. ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქტებს, მათ შორის მოქნილ დეპოზიტებს, დაბლოკილ დანაზოგებს და სტეიკინგს.

  • Binance Earn დაყოფილია ორ დონედ: Simple Earn, რომელიც გამოიყენება პროგნოზირებად, დაბალ რისკებთან ასოცირებულ პროდუქტებთან მიმართებაში და Advanced Earn, რომელიც ისეთ სტრატეგიებთან მიმართებაში გამოიყენება, რომლებიც ასოცირებულია ჯილდოების მიღების შედარებით მაღალ პოტენციალთან, თუმცა, ამავდროულად, დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთანაც.

  • ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ETH-ის სტეიკინგი და SOL-ის სტეიკინგი, განიჭებთ წვდომას სტეიკინგის ლიკვიდურ ტოკენებზე (WBETH და BNSOL), რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია DeFi სივრცეში, სტეიკინგის ჯილდოების მიღების პარალელურად.

  • Binance Sharia Earn არის სერტიფიცირებული Halal სტეიკინგის ვარიანტი, რომელიც შექმნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ისლამური ფინანსების პრინციპებს მისდევს.

Binance Academy კურსების ბანერი

შესავალი

ახალბედა ტრეიდერების მიერ კრიპტოვალუტების სივრცეში გადადგმული პირველი ნაბიჯები, როგორც წესი, სპოტ ვაჭრობასთან ასოცირდება. თუმცა, მათ მფლობელობაში პირველი აქტივების გადასვლისთანავე ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: რა შეიძლება მოვუხერხოთ აქტივებს, რომლებიც უბრალოდ უმოქმედოდ დევს საფულეში? ამ კითხვის ერთადერთი სწორი პასუხი პასიური ინვესტირებაა და სწორედ ამ შესაძლებლობას უზრუნველყოფს Binance-ის პლატფორმა Binance Earn.

წინამდებარე გზამკვლევში განხილულია, თუ რა არის პასიური ინვესტირება კრიპტოვალუტების კონტექსტში, როგორ მუშაობს Binance Earn და რა უნდა გავაკეთოთ ამ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ძირითადი პროდუქტების გამოყენების დასაწყებად.

რა არის პასიური ინვესტირება?

პასიური ინვესტირების ფარგლებში თქვენი აქტივები გადადის აქტიურ მდგომარეობაში, თუმცა არ ხორციელდება მათი მეშვეობით აქტიური ვაჭრობა და არ არსებობს პორტფოლიოს ყოველდღიური კონტროლისა და მართვის საჭიროება. ტრადიციულ ფინანსურ სივრცეში, აღნიშნული, როგორც წესი, ინდექს ფონდებთან ასოცირდება. კრიპტოვალუტების შემთხვევაში კი, ზემოხსენებული ძირითადად გულისხმობს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა სტეიკინგი, სარგებლის ფარმინგი, თანხების სესხება და გასესხება.

ზემოხსენებული პროცესის მთავარ უპირატესობას სიმარტივე წარმოადგენს. არ არსებობს ფასების დიაგრამებზე მუდმივი დაკვირვების და ბაზარზე მოქმედების სწორი დროის შერჩევის საჭიროება. თქვენ ახორციელებთ დეპოზიტს თქვენი კრიპტოვალუტების მეშვეობით, დანარჩენ პროცესებს პლატფორმა თავად წარმართავს და დროთა განმავლობაში, თქვენ მიერ არჩეული პროდუქტის შესაბამისად განიჭებთ ჯილდოებს.

პასიური ინვესტირების უპირატესობები

  • ჯილდოების მიღების შესაძლებლობა: თქვენი აქტივებით სარგებლის მიღებას შეძლებთ ფასების მოკლევადიანი ცვლილებების მიუხედავად.

  • სტაბილურობა: პასიური სტრატეგიების განსაზღვრულ მიდგომასთან შესაბამისობა შენარჩუნებულია, შესაბამისად, ხშირი ცვლილებების განხორციელების საჭიროება არ არსებობს.

  • დროის ეფექტიანობა: ნაკლებ აქტიური მართვის სტრატეგიების გამოყენება ნიშნავს, რომ დაზოგავთ თქვენი პორტფოლიოს მონიტორინგისთვის საჭირო დროს.

პასიური ინვესტირების ნაკლოვანებები

  • ბაზართან დაკავშირებული რისკები: პასიური სტრატეგიები არ გიცავთ ბაზრის მკვეთრ ვარდნასთან დაკავშირებული რისკებისგან. თქვენი საბაზისო აქტივის ღირებულება ნებისმიერ შესაბამის შემთხვევაში დაეცემა.

  • შეზღუდული მოქნილობა: დაბლოკილმა ან სტეიკინგზე განთავსებულმა პროდუქტებმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენ მიერ ფინანსებზე მარტივად წვდომის შესაძლებლობის შეზღუდვა.

  • კონცენტრაციასთან დაკავშირებული რისკი: მხოლოდ კონკრეტულ აქტივებზე კონცენტრირების შემთხვევაში იზრდება აღნიშნული აქტივების არასასურველი მიმართულებით ცვლილების შემთხვევების თქვენზე უარყოფითად ზემოქმედების რისკი.

რა არის Binance Earn?

Binance Earn არის Binance-ის ჰაბი პასიური ინვესტირებისთვის. ის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა მიზნობრიობის და რისკის მისაღები დონის შესაბამის პროდუქტებს და განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, რომელთაც სურთ მარტივი სტრუქტურის, პროგნოზირებადი ჯილდოების მიღება, ისე შედარებით გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას განსაზღვრული საბაზრო სტრატეგიების შესაბამისად მოქმედებას ანიჭებენ.

Binance Earn დაყოფილია ორ კატეგორიად:

  • Simple Earn: მოქნილი პროდუქტები, დაბლოკილი პროდუქტები, ETH სტეიკინგი, SOL სტეიკინგი და Soft სტეიკინგი. აღნიშნული ერთეულები დანაზოგის ანგარიშის მსგავსად მუშაობს, მომხმარებლები ახორციელებენ დეპოზიტს მათი კრიპტოვალუტების მეშვეობით და სანაცვლოდ იღებენ ჯილდოებს გარკვეული დროის შემდეგ.

  • Advanced Earn: ორმაგი ინვესტიცია, ორმაგი ინვესტიციის RFQ, ჭკვიანი არბიტრაჟი და On-Chain სარგებელი. ეს პროდუქტები გაძლევთ სხვადასხვა ფინანსური სტრატეგიების გამოყენების შესაძლებლობას, ბაზრის ანალიზის შედეგების საფუძველზე, თუმცა დიდი რისკის ქვეშ აყენებს თქვენს ძირითად თანხებს.

როგორ უნდა დაიწყოთ Binance Earn-ის გამოყენება?

1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance ანგარიშზე და ზედა მენიუში მოძებნეთ [Earn].

Binance Earn

2. თქვენ გადამისამართდებით Binance Earn-ის ინტერფეისზე. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ხელმისაწვდომი პროდუქტები, როგორიცაა Simple Earn, Advanced Earn და Loan.

ამ გვერდზე ნახავთ თქვენს აქტივებს და გასული დღის შემოსავლების სავარაუდო ოდენობას.

Binance Earn-ის ინტერფეისი

3. ხელმისაწვდომი პროდუქტების სიის სანახავად ჩამოდით დაბლა. აქ იხილავთ სხვადასხვა აქტივებს, სავარაუდო APR-სა და ხანგრძლივობას. გარდა ამისა, კონკრეტული აქტივების მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ ძიების ფუნქცია ან ფილტრები.

Binance Earn-ის პროდუქტები

4. თქვენი ჰოლდინგებით სარგებლის მისაღებად, უნდა აირჩიოთ პროდუქტთან დაკავშირებული შეთავაზება და გამოიწეროთ ის. უნდა დაამატოთ თანხის ის ოდენობა, რომლის გამოყენებაც გსურთ, გადახედოთ შეჯამებას და როდესაც მზად იქნებით, დააწკაპუნოთ ღილაკზე „დადასტურება“.

თითოეულ შეთავაზებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ პროდუქტის წესების ჩანართი გვერდის დასაწყისში.

Binance Earn-ის გამოწერა

5. მოქნილი ვარიანტის მეშვეობით შეძლებთ თქვენი თანხების ნებისმიერ დროს გატანას. ფიქსირებული ვარიანტის გამოყენების შემთხვევაში საჭირო იქნება თქვენი ფინანსების დაბლოკვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

ETH და SOL სტეიკინგი Binance-ზე

Binance გთავაზობთ ლიკვიდურობის სტეიკინგის შესაძლებლობას როგორც ETH, ისე SOL ერთეულებისთვის. სტეიკინგზე ETH-ის განთავსების შემთხვევაში, მიიღებთ WBETH-ს (Wrapped Beacon ETH), ხოლო SOL-ის განთავსების შემთხვევაში - BNSOL-ს (Binance Staked SOL). ორივე ტოკენი მოიცავს თქვენ მიერ სტეიკინგზე განთავსებულ აქტივებსა და დაგროვილ ჯილდოებს.

Binance Earn-ის ETH და SOL სტეიკინგი

ზემოხსენებული ლიკვიდური აქტივების ძირითად უპირატესობას მოქნილობა წარმოადგენს. სტეიკინგის ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, რომლის ფარგლებშიც ხდება თქვენი ფინანსების დაბლოკვა, WBETH და BNSOL-ის შემთხვევაში გარანტირებულია გადარიცხვისა და DeFi პროტოკოლების ფარგლებში გამოყენების შესაძლებლობა, Binance-ის გარდა სხვა სივრცეებში, სტეიკინგის ჯილდოების მიღების პარალელურად. თუ თქვენი საწყისი აქტივების დაბრუნებას გადაწყვეტთ, მათ მიღებას განაღდების მომენტისთვის არსებული კონვერტაციის კოეფიციენტის შესაბამისად შეძლებთ.

შესაბამისი ერთეულების სტეიკინგზე განთავსებისთვის, გადადით Simple Earn-ზე, აირჩიეთ ETH სტეიკინგი ან SOL სტეიკინგი, მიუთითეთ სასურველი ოდენობა და დაადასტურეთ. თქვენი საწყისი ერთეულების დასაბრუნებლად, დაბრუნდით ამავე გვერდზე და აირჩიეთ გამოსყიდვა.

Soft სტეიკინგი

Soft სტეიკინგი გახლავთ proof-of-stake კონსენსუსის მხარდაჭერის მქონე აქტივების მეშვეობით ჯილდოების მიღების პასიური მეთოდი. Binance სტეიკინგს თქვენს ნაცვლად ახორციელებს, ხოლო ჯილდოების გაცემა ბლოკჩეინის სტეიკინგზე განთავსებული ადგილობრივი ტოკენის სახით ხდება. Soft სტეიკინგის გასააქტიურებლად უნდა გადახვიდეთ Simple Earn-ზე, აირჩიოთ Soft სტეიკინგი და დააწკაპუნოთ ღილაკზე „გააქტიურება“.

Binance Earn-ის Soft სტეიკინგი

Binance Sharia Earn

მსოფლიო მასშტაბით მილიარდობით მუსლიმისთვის შექმნილი Binance Sharia Earn არის სერტიფიცირებული Halal სტეიკინგის სერვისი. ეს არის მსოფლიოში პირველი Sharia-სთან შესაბამისი სტეიკინგის პროდუქტი.

Binance Sharia Earn სერტიფიცირებულია Amanie Advisors-ის - Sharia-სთან დაკავშირებულ საკითხებში სანდო საკონსულტაციო ფირმის მიერ, რაც უზრუნველყოფს ძირითად მუსლიმურ სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობას:

  • საპროცენტო სარგებლის არარსებობა (riba).

  • გადაჭარბებული რისკებისა და უზუსტობების არარსებობა (gharar).

  • ისეთ სექტორებთან კავშირის (haram) არარსებობა, როგორიცაა ალკოჰოლი, აზარტული თამაშები ან ზრდასრულთა კონტენტი.

Binance Sharia Earn-ის მეშვეობით თქვენი კრიპტოვალუტის ინვესტირება ხდება ისეთი შეთანხმებების საფუძველზე, რომელთაც გააჩნიათ Halal ბლოკჩეინ პროექტების მხარდაჭერა, ხოლო ჯილდოები ისლამური პრინციპების დაცვით გენერირდება. პროდუქტი მოიცავს ისეთ პოპულარულ ვარიანტებს, როგორიცაა BNB, ETH და SOL ტოკენების სტეიკინგი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის Binance Earn?

Binance Earn არის Binance-ის პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ თქვენი კრიპტო ჰოლდინგების მეშვეობით პასიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას. აღნიშნულ პლატფორმაზე წარმოდგენილია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა Simple Earn (მოქნილი და ფიქსირებული დეპოზიტები, ETH და SOL სტეიკინგი, Soft სტეიკინგი) და Advanced Earn (ორმაგი ინვესტიცია, ორმაგი ინვესტიციის RFQ, ჭკვიანი არბიტრაჟი და On-Chain სარგებელი).

არის თუ არა Binance Earn უსაფრთხო?

არც ერთი საინვესტიციო პროდუქტი, მათ შორის, არც Binance Earn არ არის სრულად დაცული პოტენციური რისკებისგან. თქვენი საბაზისო აქტივების ღირებულება შესაძლოა შემცირდეს ბაზრის მოძრაობის ზემოქმედებით. ფიქსირებული პროდუქტების შემთხვევაში იზღუდება ფინანსებზე წვდომა დაბლოკვის პერიოდის ფარგლებში. რაც შეეხება Advanced Earn პროდუქტებს, მათთან ასოცირდება ისეთი დამატებითი საფრთხეებიც, როგორიცაა თქვენს ძირითად ფინანსებზე ზემოქმედების რისკები. ნებისმიერი პროდუქტის გამოწერამდე, აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ პროდუქტებთან დაკავშირებულ წესებს და მოიპოვეთ მაქსიმალური ინფორმაცია შეთავაზებებთან დაკავშირებით.

რა განსხვავებაა Simple Earn-სა და Advanced Earn-ს შორის?

Simple Earn გთავაზობთ სარგებლის მიღების შედარებით მარტივ, პროგნოზირებად შესაძლებლობებს და სტრუქტურული თვალსაზრისით ძალიან ჰგავს საბანკო დეპოზიტებს. რაც შეეხება Advanced Earn-ს, ამ ერთეულის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქტები დაკავშირებულია ბაზრის ისეთ სტრატეგიებთან, როგორიცაა ორმაგი ინვესტიცია, სადაც თქვენი პოტენციური მოგება და გამოსყიდვის აქტივები შეიძლება შეიცვალოს ბაზრის პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ძირითადი თანხა უფრო დიდი რისკის ქვეშაა.

რა არის WBETH?

WBETH (Wrapped Beacon ETH) გახლავთ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი, რომელიც მიიღება Binance-ზე ETH-ის სტეიკინგზე განთავსების შედეგად. მასში გაერთიანებულია თქვენ მიერ სტეიკინგზე განთავსებული ETH და დაგროვილი ჯილდოები და უზრუნველყოფილია მათი გადარიცხვის, მათი მეშვეობით ვაჭრობის, ან DeFi პროტოკოლების ფარგლებში გამოყენების შესაძლებლობა, სტეიკინგის ჯილდოების მიღების პარალელურად.

რა არის BNSOL?

BNSOL (Binance Staked SOL) გახლავთ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი, რომელიც მიიღება Binance-ზე SOL-ის სტეიკინგზე განთავსების შედეგად. მასში, ისევე, როგორც WBETH-ში გაერთიანებულია თქვენ მიერ სტეიკინგზე განთავსებული SOL და ჯილდოები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია DeFi პროტოკოლების ფარგლებში, სტეიკინგის ჯილდოების მიღების პარალელურად.

შეჯამება

Binance Earn მომხმარებლებს სთავაზობს მათ საკუთრებაში არსებული უმოქმედო კრიპტოვალუტების პრაქტიკული გამოყენების მრავალ სხვადასხვა შესაძლებლობას, იქნება ეს მარტივი სტრუქტურის, მოქნილი დეპოზიტები თუ შედარებით კომპლექსური სტრატეგიები, მაგალითად, ორმაგი ინვესტირება. თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტის შესაბამისობა თქვენი მიზნების, მოქნილობის საჭირო დონისა და რისკის მისაღები დონის საფუძველზე განისაზღვრება. როგორც ნებისმიერი სხვა საინვესტიციო პროდუქტის, ისე ზემოხსენებული პროდუქტების შემთხვევაში, ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებამდე საჭიროა ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის გამოყენების პირობებს და შესაძლო რისკებს.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.