რა არის სატოშის ტესტი და როგორ გვეხმარება ის „გადარიცხვის წესის“ შესრულებაში?
მთავარი
სტატიები
რა არის სატოშის ტესტი და როგორ გვეხმარება ის „გადარიცხვის წესის“ შესრულებაში?

რა არის სატოშის ტესტი და როგორ გვეხმარება ის „გადარიცხვის წესის“ შესრულებაში?

განახლებული May 12, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • გადარიცხვის წესი წარმოადგენს მარეგულირებელ სტანდარტს, რომელიც კრიპტო პლატფორმებისგან მოითხოვს კრიპტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული გარკვეული მონაცემების შეგროვებას და გაზიარებას. მისი მიზანია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნების დაცვა.

  • კონკრეტულ პლატფორმებზე კრიპტოს გაგზავნამდე (ან მათგან კრიპტოს მიღებამდე), Binance-ის მომხმარებლებს შეიძლება მოეთხოვოთ საფულის მისამართების მფლობელობის დადასტურება

  • სატოშის ტესტი წარმოადგენს ვერიფიკაციის მეთოდს, რომელიც ამარტივებს „გადარიცხვის წესის“ დაცვას კრიპტოვალუტის მცირე ზომის ტრანზაქციების მეშვეობით. ამ ტესტის დასრულების შემდეგ აღარ არის საჭირო ყოველი დეპოზიტის ან გატანის დროს საფულის მისამართის განმეორებითი ვერიფიკაცია.

სატოშის ტესტი cta ბანერი

შესავალი

გადარიცხვის წესი წარმოადგენს საერთაშორისო რეგულაციის მოთხოვნას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიპტოს გადარიცხვა პლატფორმებს შორის. ის კრიპტო სერვისის პროვაიდერებს ავალდებულებს ტრანზაქციის გარკვეული მონაცემების გაზიარებას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ეს წესი ხელს უწყობს ფინანსური სერვისების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ის ასევე ართულებს ყოველდღიური კრიპტოს ტრანზაქციების განხორციელების პროცესს.

სატოშის ტესტი წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც ამარტივებს მომხმარებლების მიერ გადარიცხვის წესის შესრულებას კრიპტოვალუტის ტრანზაქციების განხორციელების დროს. მიმღები საფულის მფლობელობის დადასტურების მიზნით BTC-ის ან სხვა კრიპტოს მცირე ზომის სატესტო გადარიცხვის მეშვეობით, სატოშის ტესტი მომხმარებლის გამოცდილებას უფრო ეფექტურს და უსაფრთხოს ხდის, განსაკუთრებით Binance-ის მისამართების მართვის ფუნქციასთან ერთად გამოყენების დროს.

რა არის გადარიცხვის წესი?

„გადარიცხვის წესი“, რომლის ოფიციალური დასახელებაა ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის (FATF) რეკომენდაცია 16, წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებთან (VASP-ებთან) მიმართებით. ამ წესის მიხედვით, როდესაც მომხმარებლები ახორციელებენ VASP-ებს შორის კრიპტო აქტივების გადარიცხვას, რომელთა ოდენობა აჭარბებს განსაზღვრულ ზღვარს, სავალდებულოა როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების მონაცემების შეგროვება და გაზიარება.

ეს მოიცავს შემდეგს:

  • გამგზავნის სახელი და საფულის მისამართი.

  • მიმღების სახელი და საფულის მისამართი.

  • ანგარიშის ნომრები ან ტრანზაქციის უნიკალური იდენტიფიკატორები.

შედეგად, როდესაც მომხმარებლები ახორციელებენ თანხის გადარიცხვას Binance-დან სხვა VASP-ზე, რომელიც ასევე ემორჩილება გადარიცხვის წესს, პლატფორმამ უნდა შეამოწმოს მიმღების მისამართი — რაც ხშირად დაკავშირებულია ოპერაციების ხელით შესრულებასთან, დაყოვნებებთან ან მისამართის ვერიფიკაციის კომპლექსურ პროცესთან.

რა არის სატოშის ტესტი?

სატოშის ტესტი არის ფუნქცია, რომლის დანიშნულებაა მისამართის ვერიფიკაციის პროცესის გამარტივება „გადარიცხვის წესის“ დაცვით მოქმედ პლატფორმებს შორის კრიპტო აქტივების გადარიცხვის დროს. ის მომხმარებლებს აძლევს მიმღების საფულის შემოწმების საშუალებას, რისთვისაც ჯერ გზავნის კრიპტოვალუტის მცირე ოდენობას, რათა დარწმუნდეს, რომ მიმღები აკონტროლებს საკუთარ საფულეს.

როგორ მუშაობს

  1. თანხის გატანის პროცესის ინიცირება: როდესაც მომხმარებელი კრიპტოს გადარიცხვას ცდილობს არავერიფიცირებული მისამართიდან, სისტემამ შეიძლება მას მოსთხოვოს სატოშის ტესტის გავლა.

  2. მცირე ზომის სატესტო გადარიცხვა: მომხმარებელი მიმღებს უგზავნის ძალიან მცირე ოდენობის კრიპტოს (მაგ., 0,00001 BTC-ს).

  3. მიმღები ადასტურებს თანხის დარიცხვას: მიმღები ადასტურებს თანხის მიღებას და საკუთარ პლატფორმაზე აზიარებს მიღებული თანხის ოდენობას და ტრანზაქციის ID-ს.

  4. მისამართი ვერიფიცირებულია: დადასტურების შემდეგ შესაძლებელია სრული თანხის ტრანზაქციის განხორციელება, ეს მისამართი კი სამომავლოდ მონიშნული იქნება, როგორც ვერიფიცირებული.

აღნიშნული ვერიფიკაციის მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი გადარიცხვების განხორციელებისას, რადგან ის გამორიცხავს დოკუმენტებით ხელით ატვირთვის და ვერიფიკაციის ყოველ ჯერზე ჩატარების საჭიროებას.

რატომ არის სატოშის ტესტი მნიშვნელოვანი

სატოშის ტესტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, რადგან ის:

  • ამარტივებს სამუშაოს: ამარტივებს მიმღები საფულეების ვერიფიკაციის პროცესს.

  • აუმჯობესებს უსაფრთხოებას: უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ კრიპტოს სწორ საფულის მისამართზე გადაგზავნას.

  • იზრდება ტრანზაქციების სიჩქარე: მისამართის ვერიფიკაციის შემდეგ, ახალი ტრანზაქციების განხორციელება მომხმარებელს უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლია.

  • უზრუნველყოფს მოთხოვნებთან შესაბამისობას: Binance-ს და მის მომხმარებელს ეხმარება მარეგულირებელი მოთხოვნების და წესების შესაბამისად მოქმედებაში.

„მისამართების მართვის“ ფუნქცია Binance-ზე

„მისამართების მართვა“ წარმოადგენს ფუნქციას, რომელიც Binance-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახონ და მონიშნონ საფულის მისამართები, რისი წყალობითაც სამომავლო ტრანზაქციების განხორციელება გაცილებით მარტივი ხდება. მისამართების თეთრ სიაში დამატება ამცირებს თანხის არასწორ მიმღებთან ან არასწორ მისამართზე გაგზავნის რისკებს.

ზოგ შემთხვევაში, Binance-ის მომხმარებლებს შეუძლიათ მისამართების მართვის ფუნქცია გამოიყენონ საფულის მისამართების ვერიფიკაციისთვის სატოშის ტესტის მეშვეობით.

როგორ დავამატოთ ახალი მისამართი „მისამართების მართვის“ სიაში

გაიარეთ ავტორიზაცია Binance-ის ანგარიშზე და გადადით მისამართების მართვის გვერდზე. ამ ფუნქციაზე წვდომა ასევე შეგიძლიათ ჩანართიდან [Account] (ანგარიში) → [Security](უსაფრთხოება) → [Withdrawal Whitelist](გატანის მისამართების თეთრი სია).

binance-ის მისამართების მართვა

  1. გატანის საფულის მისამართის დასამატებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [Add Address] (მისამართის დამატება).

სატოშის ტესტი, მისამართის დამატება მისამართების წიგნში

  1. მისამართს დაამატეთ სათაური და შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია.

სატოშის ტესტი, მისამართის დამატება

  1. ზოგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მისამართის ვერიფიკაცია.

სატოშის ტესტი, ვერიფიკაციის შემხსენებელი

  1.  სატოშის ტესტის ჩასატარებლად (საჭიროების შემთხვევაში) შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციები.

binance-ის სატოშის ტესტი, თანხის შეტანა

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ Binance-ის ხშირად დასმული კითხვები.

გამოყენების მაგალითი

დავუშვათ, რომ მომხმარებელი პირველად ცდილობს BTC-ის გაგზავნას Binance-დან სხვა სავაჭრო ბირჟაზე. „გადარიცხვის წესის“ თანახმად, პლატფორმას მოეთხოვება მიმღების საფულის ვერიფიკაცია. ვერიფიკაციის დროში გაწელილი პროცესის ნაცვლად, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სატოშის ტესტის ვარიანტი და გააგზავნოს BTC-ის მცირე ოდენობა. მიმღების მიერ თანხის დარიცხვის დადასტურების შემდეგ, მომხმარებელი სრულად აგზავნის დარჩენილ თანხას და მიმღების მისამართს ამატებს „მისამართების მართვის“ სიაში, რაც მას გაუმარტივებს სამომავლო გადარიცხვებს. ამის წყალობით, იმავე მისამართზე BTC-ის შემდგომი გადარიცხვების პროცესი გაცილებით მარტივი გახდება.

შეჯამება

სატოშის ტესტი პრაქტიკულ და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს, რაც Binance-ის მომხმარებლებს აძლევს „გადარიცხვის წესის“ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სხვა საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობას. მცირე ზომის კრიპტო ტრანზაქციებით საფულის მფლობელობის შემოწმების მეშვეობით, სატოშის ტესტს შეუძლია შეამციროს ტრანზაქციებისთვის დახარჯული დრო და მომხმარებელს შესთავაზოს მეტი კომფორტი და უსაფრთხოება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.