TL;DR
BNB Chain წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ ეკოსისტემას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მძლავრი ინფრასტრუქტურის შექმნა Web3 ეკონომიკისთვის.
BNB Chain გვთავაზობს მრავალი სხვადასხვა ტიპის სერვისს, ხელს უწყობს მონაცემთა დეცენტრალიზებული მართვის მოდელის, მე-2 დონის მასშტაბირებადობის და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცეში.
ამ სტატიაში აღწერილია BNB Chain-ის მეშვეობით 2017 წლიდან დღემდე განხორციელებული ტრანსფორმაციული ცვლილებები და ხაზგასმულია მისი ადაპტირების და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობები.
შესავალი
BNB Chain წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ ეკოსისტემას, რომელიც ორიენტირებულია Web3 ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და სერვისებზე. ის მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი დონის ინსტრუმენტების და ფუნქციების ფართო არჩევანს, რაც ეხმარება მათ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სამყაროს შესწავლაში, ხოლო დეველოპერებს - ფართომასშტაბიანი დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ები) შექმნაში.
BNB Chain-ის მოკლე ისტორია
BNB Chain (ყოფილი Binance Chain) შეიქმნა 2019 წელს. იმ პერიოდში მოხდა BNB utility ტოკენის (2017 წელს შექმნილი) მიგრირება Ethereum-იდან და ის გახდა BNB Chain-ის ადგილობრივი ტოკენი. BNB Chain-ის ამ საწყის ვერსიას დღესდღეობით BNB Beacon Chain-ს ვუწოდებთ.
2020 წელს შეიქმნა BNB Smart Chain (BSC) – ყოფილი Binance Smart Chain – და ის გახდა BNB Beacon Chain-ის პარალელურად მომუშავე ახალი ბლოკჩეინი. BSC ქმნიდა ახალ ფუნქციებს და მომხმარებლებს სთავაზობდა მოქნილობის უფრო მაღალ დონეს EVM-სთან თავსებადი სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით, რაც თავის მხრივ იწვევდა DApp-ებისა და სერვისების სწრაფ და ეფექტურ გაუმჯობესებასა და განვითარებას.
BNB Beacon Chain და BNB Smart Chain
2022 წელს BNB Beacon Chain და BNB Smart Chain (BSC) გაერთიანდა BNB Chain-ის ეკოსისტემაში. მიუხედავად ამისა, ეს ორი ბლოკჩეინი განაგრძობდა დამოუკიდებლად, განსხვავებული მიზნით ფუნქციონირებას.
BNB Beacon Chain: მმართველობის დონე, მოიცავს სტეიკინგს და ხმის მიცემის მოდელებს. იყენებს BEP-2 ტოკენის სტანდარტს.
BNB Smart Chain (BSC): EVM-სთან თავსებადი დონე, რომელიც მოიცავს DApp-ებს, DeFi სერვისებს, კონსენსუსის მექანიზმებს, მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერას და სხვა Web3 აპლიკაციებს. BSC იყენებს BEP-20-ს, როგორც ტოკენის მთავარ სტანდარტს.
ამის შემდეგ, BNB Chain-ის ეკოსისტემა გაფართოვდა და მოიცავდა უფრო მეტ პროდუქტს, როგორიცაა BNB Greenfield და opBNB მე-2 დონის მექანიზმი – ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
Binance არ ფლობს და აკონტოლებს BNB Chain-ს
Binence არ ფლობს კონტროლს BNB Chain-ზე - ეს ფაქტი ხშირად დამაბნეველია ზოგიერთი მომხმარებლისთვის, რადგან ეს ბლოკჩეინი შეიქმნა Binance Chain-ისა და Binance Smart Chain-ის შემდეგ. ზოგიერთი ადამიანი შეცდომით აღიქვამს BNB Chain-ს, როგორც Binance-ის კიდევ ერთ პროდუქტს, თუმცა მთავარი სხვაობა სწორედ BNB Chain-ის დეცენტრალიზებულ ბუნებაშია.
Binance-ის ცენტრალიზებული სტრუქტურის მთავარ მიზანს წარმოადგენს, იმუშავოს Web3 სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ იდეის თავდაპირველი ავტორიც და მთავარი მხარდამჭერიც Binance-ია, BNB Chain-თან დაკავშირებული მისი ხედვა წარმოადგენდა იმას, რომ ქსელი უნდა ყოფილიყო დეცენტრალიზებული და დამოუკიდებელი. BNB Chain ფუნქციონირებს საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომით, რაც ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს ქსელის ვალიდატორი BNB სტეიკინგის გზით.
The BNB Chain Fusion
2023 წლის დეკემბერში, BNB Chain-ის გუნდმა გააკეთა განცხადება მის გეგმასთან დაკავშირებით, რომ ის აპირებდა BNB Beacon Chain-ის მხარდაჭერის შეტყვეტას და მისი ფუნქციების BNB Smart Chain ქსელზე გადატანას.
„[...] ეს წარმოადგენს სტრატეგიულ სვლას, სადაც ხდება Beacon Chain-ის ფუნქციების BSC-ზე გადატანა და Beacon Chain-ის ფუნქციონირების შეჩერება. ეს სვლა მიზნად ისახავს ქსელზე არსებული ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანას, ეფექტურობის დონის გაუმჯობესებას, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და BNB Chain-ის არქიტექტურის მიმდინარე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან და სამომავლო განვითარების გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანას.“ – BNB Chain-ის ბლოგი.
მოსალოდნელია რო ეს მიგრაცია განხორციელდება რამდენიმე ეტაპად. ის დაიწყება 2024 წლის აპრილიში და დასრულდება ამავე წლის ივნისში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ BNB Chain-ის Fusion-ის საგზაო რუკა.
ამ დროისთვის, ვიმედოვნებთ, რომ შევძელით საფუძვლიანი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის BNB Chain-ის შექმნასთან და მის სამომავლო მიზნებთან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე, გავეცნობით BNB Chain-ის ფუნქციონირების პრინციპებს და მის ზოგიერთ პროდუქტსა და ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს – განსაკუთრებით მომავალში დაგეგმილი BNB Chain Fusion-ის შემდეგ.
BNB Chain-ის მასშტაბირების ტექნოლოგიები და დეცენტრალიზებული საცავი
დაარსების შემდეგ, BNB Chain თანდათან გაფართოვდა და გახდა მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე მოდელი, რომელიც ახლა უკვე მოიცავს მრავალ სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა opBNB (მე-2 დონის მასშტაბირებადობის მექანიზმი) და BNB Greenfield (დეცენტრალიზებული შენახვის ბლოკჩეინი).
opBNB
opBNB გახლავთ მე-2 დონის მასშტაბირებადობის მექანიზმი, რომელიც BNB Smart Chain-ის ეფექტურობის დონის გასაუმჯობესებლად Optimism OP Stack-ს იყენებს. ის გვთავაზობს გამტარუნარიანობის მაღალ დონეს, ტრანზაქციის დაბალ საკომისიოებს და ტრანზაქციების დამუშავების ეფექტურობის მაღალ დონეს, რაც მას მოსახერხებელს ხდის ფართომასშტაბიან Web3 აპლიკაციებთან გამოსაყენებლად.
მასშტაბირებადობა: opBNB ფუნქციონირებს როგორც მე-2 დონის მასშტაბირებადობის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების დამუშავების და რესურსების გამოყენების პროცესების გადატანა BNB Smart Chain-იდან. ის გვთავაზობს 1-ელი დონეზე უკეთეს მასშტაბირებადობას და გააჩნია წამში 4,000-ზე მეტი ტრანზაქციის დამუშავების შესაძლებლობა (TPS).
გაზის საკომისიოებთან დაკავშირებული ეფექტურობა: გაზის ისეთი დაბალი საკომისიოების დაწესებით, როგორიცაა $0.001, opBNB აუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას მაღალი გამტარუნარიანობის და ხარჯთეფექტური ტრანზაქციების უზრუნველყოფის გზით.
BNB Greenfield
BNB Greenfield ეკოსისტემა მოიცავს BNB Greenfield-ს (შენახვაზე ორიენტირებულ ბლოკჩეინს) და საცავების პროვაიდერების (SP-ები) დეცენტრალიზებულ ქსელს.
BNB Greenfield გახლავთ ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც შექმნილია Cosmos/Tendermint ინფრასტრუქტურის საფუძველზე. Greenfield Blockchain, რომელიც Tendermint კონსენსუსის მექანიზმს იყენებს, უზრუნველყოფს ქსელის მაქსიმალურ უსაფრთხოებას Proof of Stake მიდგომით. ვალიდატორები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კონსენსუსის მიღწევის საკითხში და მონაწილეობენ ქსელის მართვის პროცესებში.
SP-ები გახლავთ ინფრასტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფილია ორგანიზაციების, ან იმ ინდივიდების მიერ, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და მონაცემთა ატვირთვაზე/ჩამოტვირთვაზე. SP-ები ითავსებენ მომხმარებელთა უფლებების და ავთენტიფიკაციის დამცველების როლს.
მომხმარებლები აგზავნიან მათი მონაცემების შენახვის მოთხოვნას Greenfield-ზე, ხოლო საცავის პროვაიდერები (SP-ები) პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა ბლოკჩეინს გარეთ შენახვაზე. შენახული მონაცემების ერთიანობის უზრუნველსაყოფად, მომხმარებლებს შეუძლიათ გაიარონ Proof-of-Challenge ვერიფიკაცია BNB Greenfield-ზე.
დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან DApp-ები BNB Greenfield პლატფორმაზე, რის მეშვეობითაც მოხდება BNB Chain-თან დაკავშირება და მონაცემთა ახალი ეკონომიკის დაფუძნების ხელშეწყობა Web3-ის ეპოქაში.
შეჯამება
2017 წელს, დაარსების შემდეგ, BNB Chain-ზე განხორციელდა უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ ფართომასშტაბიანი ცვლილებები, რის მეშვეობითაც BNB Chain გადაიქცა უზარმაზარ DeFi ეკოსისტემად. ეს ეკოსისტემა დღესდღეობით მოცავს ათასობით სერვისს, პროდუქტს, DApp-ებსა და დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებს. BNB Chain წარმოადგენს მძლავრ მექანიზმს Web3 სამყაროში, რომელიც მომხმარებლებს, დეველოპერებს და ორგანიზაციებს სთავაზობს ინოვაციების დანერგვისა და განვითარების ხელშემწყობ ეფექტურ პლატფორმას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.