Tendermint-ის განმარტება

Tendermint-ის განმარტება

განახლებული Apr 22, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • Tendermint წარმოადგენს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულ ბლოკჩეინის სისტემას, რომელიც კონსენსუსის და ქსელურ ფუნქციებს და დეველოპერებს აძლევს აპლიკაციის ნებისმიერი დაპროგრამების ენაზე შექმნის შესაძლებლობას.

  • ის იყენებს ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მდგრად (BFT) Proof of Stake კონსენსუსის მოდელს, რომელიც გვთავაზობს ტრანზაქციების მომენტალურად აღსრულების შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ბლოკის დადასტურებები.

  • აპლიკაციის ბლოკჩეინის ინტეფრეისი (ABCI) უზრუნველყოფს კონსენსუსის სისტემის განცალკევებას აპლიკაციის ფენისგან,რისი წყალობითაც ეს არქიტექტურა უფრო მოდულური და მოქნილი ხდება.

  • Cosmos SDK გაშვებულია Tendermint-ზე (ამჟამად ეწოდება CometBFT) და გვთავაზობს ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის (IBC) პროტოკოლს, რაც უზრუნველყოფს კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობას ასობით ბლოკჩეინს შორის.

  • 2025 წლის აპრილში Cosmos Hub-ზე გაეშვა IBC v2 (Eureka), რაც აუმჯობესებს ბლოკჩეინების Ethereum-თან ურთიერთთავსებადობას მესამე მხარის ხიდების გარეშე.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

ბლოკჩეინები, რომლებსაც თქვენ იცნობთ და იყენებთ, საკმაოდ მკაცრი სტრუქტურით ხასიათდება. როგორც წესი, ეს დეველოპერს ორ არჩევანს სთავაზობს: მოამზადოს აპლიკაციები შეზღუდული საშუალებების გამოყენებით ან შექმნას ახალი ქსელი კოდის fork-ის მეშვეობით. ახალი ბლოკჩეინის შექმნა მარტივი არ არის, რადგან საჭიროა ქსელის გაშვება და კონსენსუსის მექანიზმის არჩევა.

Tendermint წარმოადგენს ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას, რომელიც ამარტივებს ამ პროცესს. ის გვთავაზობს კონსენსუსის და ქსელის მზა სისტემას, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს საკუთარი ძალისხმევა მიმართონ აპლიკაციის ფენის შექმნისკენ, რომლისთვისაც ნებისმიერი დაპროგრამების ენის გამოყენებაა შესაძლებელი.

რა უნდა იცოდეთ Tendermint-ის შესახებ

ბლოკჩეინის არქიტექტურის განმარტება

Tendermint წარმოადგენს ბლოკჩეინის სტეკის ტიპს, რომელიც Bitcoin-ის და Ethereum-ის მსგავსია. ბლოკჩეინის სტეკი არის არა მხოლოდ უბრალოდ მონაცემთა ბაზა, არამედ ასევე of ნოდების peer-to-peer ქსელი, რომელიც მოიცავს კომუნიკაციის და ტრანზაქციების და სმარტ კონტრქტების აღსრულების ალგორითმს. მისი დანიშნულებაა ყველა მონაწილეს შორის კონსენსუსის მიღწევა ქსელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის ნდობის საჭიროების გარეშე.

დღეისათვის მსხვილი ბლოკჩეინების უმეტესობა დაფუძნებულია მონოლითურ არქიტექტურაზე, სადაც პროგრამული კომპონენტები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ერთი ნაწილის ცვლილებამ შესაძლოა დანარჩენი კომპონენტების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. Tendermint განსხვავებულ, მოდულურ არქიტექტურას იყენებს, სადაც ეს კომპონენტები ერთმანეთისგან იზოლირებულია, რაც თითოეული მათგანის დამოუკიდებლად განახლების შესაძლებლობას იძლევა.

ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მდგრადობა (BFT)

Bitcoin შეძლო განაწილებყლ სისტემებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრა, რასაც ბიზანტიელი გენერლების პრობლემას უწოდებენ. ეს საკითხი დეტალურად განხილულია ჩვენს სტატიაში, სახელწოდებით ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მდგრადობა, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, BFT აღწერს სისტემას, სადაც მონაწილეებს იმ შემთხვევაშიც შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, თუ რომელიმე ნოდი არასწორ ან დამახინჯებულ შეტყობინებებს აგზავნის.

თუ ბლოკჩეინი არ არის მდგრადი ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ, მას არ შეუძლია საიმედოდ ფუნქციონირება ცენტრალური კოორდინატორის გარეშე. ამ პრობლემის გადასსაჭრელად Bitcoin იყენებს Proof of Work (PoW) კონსენსუსის მექანიზმს. Tendermint-ს განსხვავებულ მიდგომას ირჩევს.

ბლოკჩეინის სამი ფენა

ჩვეულებრივ, ბლოკჩეინი სამი ფენისგან შედგება: აპლიკაციის ფენა, კონსენსუსის ფენა და ქსელური ფენა. კონსენსუსის და ქსელური ფენებში ნოდები ერთამეთთან ურთიერთქმედებენ და თანხმდებიან ქსელის მდგომარეობაზე. აპლიკაციის ფენაში მომხმარებლები და დეველოპერები ურთიერთქმედებენ დეცენტრალიზებული აპლიკაციების და სმარტ კონტრაქტების ალგორითმების მეშვეობით.

Tendermint კონსენსუსის და ქსელურ ფენას პირდაპირ მართავს, აპლიკაციის ფენის მართვის ფუნქცია კი მთლიანად დეველოპერს ეკისრება.

Tendermint Core

ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული შენიშვნა: Tendermint აღნიშნავს როგორც კომპანიას (რომელიც დაფუძნებულია ჯაე კვონის მიერ), ასევე მის პროგრამულ უზრუნველყოფას. Tendermint Core წარმოადგენს კონსენსუსის სისტემის სახელწოდებას. 2023 წელს Tendermint Core-ის რებრენდინგის შედეგად მისი სახელწოდება გახდა CometBFT. სახელწოდება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ Cosmos-ის ეკოსისტემით აღარ შემოიფარგლება. დღეისათვის ამ პროტოკოლის ორივე სახელწოდება გამოიყენება.

CometBFT (ყოფილი Tendermint Core) წარმოადგენს ბიზანტიელი გენერლების პრობლემის მიმართ მდგრად კონსენსუსის განაწილებულ სისტემას. ის იყენებს Proof of Stake (PoS) მექანიზმს, სადაც მომდევნო ბლოკის შექმნის თითოეული რაუნდისთვის ხდება ვალიდატორების არჩევა შემთხვევითობის პრინციპით. თუ საჭირო რაოდენობის ვალიდატორი დაამოწმებს ტრანზაქციების სისწორეს, ბლოკი დაუყოვნებლივ დაემატება ბლოკჩეინს. Bitcoin-ის ან Ethereum-ისგან განსხვავებით, ამ დროს საჭირო არ არის დადასტურებების ლოდინი.

ქსელის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა, რომ პატიოსნად მოქმედებდეს ვალიდატორების მინიმუმ ორი მესამედი. CometBFT-ს შეუძლია წამში 1000-დან 10 000-მდე ტრანზაქციის დამუშავება. ტრანზაქციის ბლოკჩეინზე დამატებას ექვს წამზე ნაკლები სჭირდება.

აპლიკაციის ბლოკჩეინის ინტერფეისი (ABCI)

Tendermint ოყენებს აპლიკაციის ბლოკჩეინის ინტერფეისს, ანუ ABCI-ს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია დეველოპერებისთვის. ეს არის ინტერფეისი, რომელიც კონსენსუსის სისტემას აკავშირებს დეველოპერის მიერ შექმნილ აპლიკაციის ფენასთან. რადგან ABCI დადგენილ სტანდარტს წარმოადგენს, დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან აპლიკაცია ნებისმიერი დაპროგრამების ენის გამოყენებით და დააკავშირონ ის კონსენსუსის სისტემასთან მოდიფიცირების საჭიროების გარეშე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ბლოკჩეინის გაშვებისთვის, დეველოპერს არ ესაჭიროება კონსენსუსის მექანიზმის ნულიდან შექმნა ან ვალიდატორების ქსელის თავიდან გაშვება. ისინი უბრალოდ განსაზღვრავენ საკუთარი აპლიკაციის ალგორითმს და სვამენ მას სტეკში.

რა დაემართა Ethermint-ს?

Tendermint-ის შესაძლებლობების რეალიზაციის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა Ethermint -პროექტი, რომელიც გვთავაზობდა Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის Tendermint Core-თან დაკავშირებას. ეს იძლეოდა Solidity ენაზე დაწერილი სმარტ კონტრაქტების Proof of Stake ბლოკჩეინზე გაშვების შესაძლებლობას. მოგვიანებით Ethermint ჩაანაცვლა Evmos-მა და ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებულმა Cosmos EVM-მა, რომელიც გაშვებულ იქნა 2025 წელს Cosmos Labs-ის მიერ. Ethermint, რომელიც Ethereum-თან თავსებად აღსრულების სისტემას აერთიანებს უფრო ენერგოეფექტურ კონსენსუსის ფენასთან, კვლავ რჩება Cosmos-ის ეკოსისტემის ცენტრალურ კომნპონენტად.

ბლოკჩეინების ურთიერთთავსებადობა და Cosmos SDK

Cosmos SDK არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული სტრუქტურა, რომელიც გაშვებულია CometBFT-ზე. ის დეველოპერებს აძლევს აპლიკაციაზე მორგებული საჯარო ან კერძო ბლოკჩეინების შექმნის შესაძლებლობას. ეს ბლოკჩინები შეგვიძლია დავაკავშიროთ Cosmos-ის ქსელთან ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის (IBC) პროტოკოლის მეშვეობით, რაც იძლევა ბლოკჩეინებს შორის აქტივების გადარიცხვების და შეტყობინებების მიმოცვლის შესაძლებლობას ცენტრალიზებული ხიდის გამოყენების გარეშე. ხშირად ამ სისტემას „ბლოკჩეინების ინტერნეტს“ უწოდებენ. მის მიერ შემოთავაზებულმა ურთიერთთავსებადობამ ბევრი დეველოპერის დაინტერესება გამოიწვია.

2025 წლის აპრილში Cosmos Hub-ზე გაეშვა IBC v2, რომელსაც ასევე ეწოდება IBC Eureka. ამ განახლების დანიშნულებაა Ethereum-თან IBC კავშირის გაუმჯობესება, რაც მომხმარებელს აძლევს Cosmos-ის ბლოკჩინებსა და Ethereum-ის შორის აქტივების გადატანის შესაძლებლობას მესამე მხარის ხიდების საჭიროების გარეშე. კროს-ჩეინ ტრანზაქციების ყოველთვიური მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ აშშ დოლარს, სადაც მონაწილეობს 115-ზე მეტი ბლოკჩეინი. ზოგადად ეკოსისტემის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას რა არის Cosmos (ATOM)?.

Cosmos SDK-ით შექმნილ პოპულარულ პროექტებს შორისაა BNB Smart Chain, Osmosis, dYdX და Injective. ეს პროექტები წარმოადგენს ამ სტრუქტურის გამოყენების გზების მრავალფეროვნების დემონსტრირებას. მისი მხარდაჭერით შესაძლებელია დეცენტრალიზებული ბირჟების, დერივატივების პლატფორმების ან აპლიკაციაზე მორგებული ფინანსური ბლოკჩეინების შექმნა.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა Tendermint-სა და CometBFT-ს შორის?

ეს ტერმინები ერთი და იმავე კონსენსუსის სისტემას აღნიშნავს. 2023 წელს, Tendermint Core-ის რებრენდიგნის შემდეგ მას ეწოდა CometBFT. ეს სახელწოდება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ Cosmos-ის პროექტით აღარ შემოიფარგლება. საბაზისო პროტოკოლი და მისი BFT Proof of Stake მექანიზმი უცვლელი რჩება.

Tendermint იგივეა, რაც Cosmos?

არა. Tendermint (CometBFT) არის კონსენსუსის სისტემა, რომელიც Cosmos SDK-ის მუშაობას უზრუნველყოფს, თუმცა ისინი ინდივიდუალურ კომპონენტებს წარმოადგენს. Cosmos არის ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ურთიერთთავსებად ბლოკჩეინებს. Tendermint გვთავაზობს კონსენსუსის და ქსელურ ფენებს, რომლებიც გამოიყენება Cosmos-ის ბლოკჩეინებში.

როგორ ხდება ბლოკების მომენტალურად შექმნა Tendermint-ზე?

Tendermint იყენებს ვალიდატორების მიერ ხმის მიცემის პროცესს. ვალიდატორების ორი მესამედის მიერ ბლოკის დადასტურების შემდეგ, ის ითვლება დასრულებულად. ბლოკის შექმნის დასრულება არ არის დაფუძნებული ალბათობაზე და ამ დროს არ არსებობს ბლოკჩეინის რეორგანიზაციის რისკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზაქციების დადასტურება ერთ ბლოკში ხდება.

რა არის ABCI?

აპლიკაციის ბლოკჩინის ინტერფეისი (ABCI) წარმოადგენს სტანდარტულ ინტერფეისს, რომელიც Tendermint-ის კონსენსუსის სისტემას აკავშირებს აპლიკაციის ფენასთან. რადგან ინტერფეისი არ მოითხოვს კონკრეტული დაპროგრამების ენის გამოყენებას, დეველოპერებს შეუძლიათ საკუთარი აპლიკაციები ნებისმიერ ენაზე დაწერონ და ამავდროულად ისარგებლონ Tendermint-ის კონსენსუსის სისტემის და ქსელური სტეკის შესაძლებლობებით.

რა არის IBC v2 (Eureka)?

IBC v2, რომელიც გაეშვა 2025 წლის აპრილში, წარმოადგენს ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის (IBC) პროტოკოლის განახლებას, რომელიც აუმჯობესებს Cosmos-ის ბლოკჩინებსა და Ethereum-ის შორის კომუნიკაციას მესამე მხარის ხიდების საჭიროების გარეშე და იძლევა ამ ორ ეკოსისტემას შორის აქტივების და შეტყობინებების პირდაპირი მიმოცვლის შესაძლებლობას.

შეჯამება

Tendermint-ის დანიშნულებაა ბლოკჩეინის შექმნასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრა: როგორ შევქმნათ ახალი ბლოკჩეინი კონსენსუსის მექანიზმის ნულიდან შემუშავების გარეშე. ABCI-ს მეშვეობით კონსენსუსის და ქსელური დონეების ერთმანეთისგან განცალკევებით, ის დეველოპერებს სთავაზობს მოდულურ გარემოს, რომელიც ნებისმიერი დაპროგრამების ენის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. CometBFT ამ არქიტექტურას კიდევ უფრო აუმჯობესებს, ხოლო Cosmos SDK მას აქცევს პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკლებად, რომელიც გამოიყენება ინდუსტრიის ყველაზე აქტიურ ბლოკჩეინებზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.