გაზი

განახლებული Aug 31, 2026

რა არის გაზი?

გაზი გახლავთ ფასების განსაზღვრის მექანიზმი ისეთ ბლოკჩეინის ქსელებზე, როგორიცაა Ethereum, რომლის დანიშნულებასაც ტრანზაქციის განხორციელების ან სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელების საკომისიოს გამოთვლა წარმოადგენს.

მისი მეშვეობით განისაზღვრება კონკრეტული დავალების შესრულებისთვის საჭირო გამომთვლელი რესურსების ოდენობა და მისი შესაბამისი ღირებულება. იმ პროცესებთან დაკავშირებული გაზის საკომისიო, რომლებიც შედარებით მეტ რესურსს მოითხოვს, მაგალითად, სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული შედარებით რთული ოპერაციები, შედარებით მაღალია, ვიდრე, მაგალითად ტოკენების გადარიცხვის მარტივ პროცედურებთან დაკავშირებული საკომისიოები.

როგორ ხდება გაზის ფასების განსაზღვრა

გაზის საფასურის განსაზღვრა ორი კომპონენტის საფუძველზე ხდება: გაზის ღირებულება და გაზის ფასი. გაზის ღირებულება მიუთითებს კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელებისთვის საჭირო გამომთვლელი რესურსების ოდენობაზე. გაზის ფასი ღირებულება ასახავს თითოეული ერთეულის ღირებულებას, რომელიც ძირითადად დენომინირებულია

Ethereum-ზე გაზის ფასები კოტირებულია gwei-ში-ში, ETH-ის მცირე დენომინაციაში. ერთი gwei უდრის 0,000000001 ETH-ს. ტრანზაქციის საერთო საკომისიოს გამოთვლის მეთოდი ასეთია: გაზის ღირებულება გამრავლებული გაზის ფასზე. გაზის ლიმიტი წარმოადგენს გაზის მაქსიმალურ რაოდენობას, რომლის დახარჯვაც მომხმარებელს სურს, რაც უზრუნველყოფს მოულოდნელი ხარჯების თავიდან აცილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქციის განხორციელება მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდება.

რაც უფრო მაღალია გაზის ფასი, მით უფრო სწრაფად ამუშავებენ ვალიდატორები ტრანზაქციებს. ქსელზე დაბალი აქტივობის პერიოდებში, როგორც წესი, არ არსებობს გაზის ფასის ზრდის საჭიროება. თუმცა, ქსელის გადატვირთვის პერიოდებში, გაზის ფასის მომატება უზრუნველყოფს ტრანზაქციის შედარებით მოკლე დროში დადასტურების შესაძლებლობას.

გაზის საკომისიოებთან დაკავშირებული მიმდინარე მონაცემები

დღევანდელი მონაცემებით, Ethereum-ის mainnet-ის გაზის ფასები, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია. გაზის საშუალო ფასი 0,15 – 0,5 gwei-ს ფარგლებში მერყეობს, რის გამოც ETH-ის სტანდარტული გადარიცხვის საკომისიო 0,03 აშშ დოლარს არ აღემატება. აღნიშნული ტენდენცია დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდი ოდენობის მე-2 დონის ქსელებზე გადასვლასთან, რომლებზეც დღესდღეობით Ethereum-თან დაკავშირებული ტრანზაქციების 95% მოდის.

მე-2 დონის ტექნოლოგიები, როგორიცაა Arbitrum, Optimism და Base, უზრუნველყოფენ ტრანზაქციების mainnet-ის ტარიფებთან შედარებით მიზერული საფასურის სანაცვლოდ (ხშირ შემთხვევაში, 0,01 აშშ დოლარზე ნაკლები თითო ტრანზაქციაზე) დამუშავების შესაძლებლობას. 2026 წლის ბოლოსთვის დაგეგმილი Glamsterdam განახლებამ შეამციროს საოპერაციო ხარჯები და არსებითად გაზარდოს ქსელის გამტარუნარიანობა.

აღნიშნული პროგრესის მიუხედავად, გაზის საკომისიოები კვლავ ბლოკჩეინის სისტემების ფუნქციონირების ფუნდამენტურ ელემენტად რჩება. თითოეულ ოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტული საკომისიოს დაწესების მეთოდი გამორიცხავს გამომთვლელი რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და უზრუნველყოფს ვალიდატორების ჯეროვან კომპენსაციას იმ საქმეში, რასაც ისინი ქსელის სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით ეწევიან.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.