საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: ჯონ მა
Gwei-ს ერთეული განისაზღვრება, როგორც ether-ის ერთი მემილიარდედი (ნანო) ნაწილი. შესაბამისად, ერთი gwei არის 0,000000001 ან 10e-9 ETH. აქედან გამომდინარე, 1 ETH შედგება ერთ მილიარდი (10e9) gwei-სგან.
ერთეული | Wei-ს ღირებულება | Wei | Ether-ის ღირებულება |
1 wei | 1 | 10e-18 ETH | |
Kwei | 10e³ wei | 1000 | 10e-15 ETH |
Mwei | 10e6 wei | 1 000 000 | 10e-12 ETH |
Gwei | 10e9 wei | 1 000 000 000 | 10e-9 ETH |
Microether | 10e12 wei | 1 000 000 000 000 | 10e-6 ETH |
Milliether | 10e15 Wei | 1 000 000 000 000 000 | 10e-3 ETH |
Ether | 10e18 wei | 1 000 000 000 000 000.000 | 1 ETH |
Gwei-ს კონცეფციის უკეთ აღსაქმელად შეგვიძლია აშშ დოლარის ანალოგის გამოყენება, როდესაც gwei-ს წარმოვიდგენთ მონეტების (ცენტების), ETH-ს კი დოლარის კუპიურის სახით. მცირე შესყიდვების შემთხვევაში, უფრო მარტივია ფასი დავიანგარიშოთ ცენტებში და არა დოლარის წილადებში. Gwei მოსახერხებელი ერთეულია მცირე ღირებულების განსასაზღვრად, სწორედ ამიტომ გამოიყენება ის გაზის ფასის დაანგარიშების მიზნით.
gwei-ს ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც Shannon, NanoEther ან Nano. ტერმინი Shannon შექმნილია მათემატიკოსი და კრიპტოგრაფი კლოდ შენონის საპატივსაცემოდ, რომელსაც ინფორმაციის თეორიის მამასაც უწოდებენ.
ინდუსტრიაში პირველი გლობალური სტანდარტების ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ღია, სტანდარტებზე დაფუძნებული არქიტ...
ether-ის (ETH), Ethereum-ის ქსელზე გამოყენებული ვალუტის ყველაზე მცირე დენომინაცია. ხშირად გამოიყენება გაზის...
ფასების განსაზღვრის მექანიზმი სმარტ კონტრაქტების ოპერაციების ხარჯებისა და ტრანზაქციის საკომისიოების გამოსათ...