BEP-20

რა არის BEP-20?

BEP-20 არის ტოკენის სტანდარტი BNB Smart Chain-ზე (BSC) გაშვებული ტოკენებისთვის. ის Ethereum-ის ERC-20 ტოკენის სტანდარტის მსგავსია. ტოკენის სტანდარტი წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუქციას, სადაც მითითებულია, თუ როგორ შეიძლება მისი გადარიცხვა, ვის შეუძლია მისი დახარჯვა და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა წესები.
BEP-20 ჩაფიქრებული იყო, როგორც ტექნიკური სპეციფიკაცია BNB Smart Chain-ისთვის, რომლის მიზანიც იყო დეველოპერებისთვის სხვადასხვა ტოკენების შესაქმნელად მოქნილი ფორმატის შეთავაზება. ისინი შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერ რამეს, დაწყებული ბიზნესის წილებით და დამთავრებული საბანკო ანაბარზე არსებული დოლარებით (ამის მაგალითია სტეიბლკოინი). 
მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც ადგილობრივი აქტივის შექმნა BEP-20 ტოკენის სახით, ასევე ტოკენის სხვა ბლოკჩეინებზე განთავსებულ ტოკენებზე მიბმა და მათი BNB Smart Chain-ზე გამოყენება. სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა „Peggy“ მონეტები, რომლებიც არსებითად სხვა კრიპტო აქტივების BEP-20 ვერსიებს წარმოადგენს (როგორიცაა LINK ან XRP).
BEP-20 ტოკენის გადარიცხვები BNB-ის დახმარებით ხორციელდება. მისი საშუალებით ხდება ვალიდატორებისთვის ჯილდოების გაცემა, რომლებიც ტრანზაქციებს ბლოკჩეინზე ამატებენ და სანაცვლოდ საკომისიოს სახით იღებენ BNB-ს.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.