რა არის Chainlink (LINK)?

რა არის Chainlink (LINK)?

გამოქვეყნებული Nov 20, 2020განახლებული Sep 13, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Chainlink არის დეცენტრალიზებული oracle ქსელი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებულ სმარტ კონტრაქტებს რეალური სამყაროს მონაცემებთან, API-ებთან და სხვა გარე სისტემებთან.

  • ის აგვარებს „oracle-ის პრობლემას“ სანდო და გაყალბებისგან დაცული მონაცემების მიწოდებით, რაც უმნიშვნელოვანესია სმარტ კონტრაქტის მაღალ დონეზე მუშაობისთვის.

  • LINK ტოკენი გამოიყენება ნოდის ოპერატორებისთვის თანხის გადასახდელად და სამართლიანი მონაწილეობის წასახალისებლად, რაც ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

  • Chainlink გამოყენების შემთხვევებს დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi), ტოკენიზირებულ აქტივებში, ორგანიზაციული ბლოკჩეინის ტექნოლოგიებში და cross-chain ურთიერთთავსებადობის სისტემებში.

chainlink cta

შესავალი

სმარტ კონტრაქტები ახდენს ბლოკჩეინებზე ხელშეკრულებების ავტომატიზებას, წინასწარ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებით გარკვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში. თუმცა, ბლოკჩეინებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა გარე მონაცემებზე, რაც სმარტ კონტრაქტებს მხოლოდ ბლოკჩეინზე არსებული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც „oracle-ის პრობლემის“ სახელითაა ცნობილი.

Chainlink-ი აგვარებს ამ პრობლემას დეცენტრალიზებული oracle-ების ქსელის მართვით, რომელიც თავისმხრივ გამოითხოვს, ამოწმებს და უშვებს offchain მონაცემებს ბლოკჩეინებზე. ყოველივე ეს სმარტ კონტრაქტებს უფრო ჭკვიანს და რეალურ სამყაროსთან დაკავშირებულს ხდის. თავდაპირველად Chainlink მხოლოდ Ethereum-ზე იყო კონცენტრირებული, ხოლო ახლა მას სხვა ბევრი ბლოკჩეინის მხარდაჭერა აქვს, რაც უზრუნველყოფს მათ ურთიერთთავსებადობას.

Chainlink არის დეცენტრალიზებული oracle ქსელი, რომელიც სმარტ კონტრაქტებს აძლევს მონაცემების გარე წყაროებზე, მაგალითად API-ებზე, გადახდის სისტემებზე, IoT მოწყობილობებზე და სხვა ბლოკჩეინებზე წვდომის შესაძლებლობას. დეცენტრალიზაცია ამცირებს რისკებს, რადგან ამ დროს მონაცემთა ვალიდაციას და მიწოდებას ახორციელებენ დამოუკიდებელი ნოდის ოპერატორები, რაც გამორიცხავს ერთი ცენტრალიზებული წყაროს გამოყენების საჭიროებას.

LINK არის Chainlink-ის ადგილობრივი კრიპტოვალუტა, რომელის ამ ეკოსისტემის მხარდაჭერისთვისაა შექმნილი. ის გამოიყენება ნოდების ოპერატორებისთვის თანხის გადასახდელად სანდო მონაცემთა სერვისების მოწოდების სანაცვლოდ და სტეიკინგის მექანიზმების საშუალებით პატიოსანი ქცევის წახალისებისთვის.

Chainlink იყენებს ნოდების ქსელს, რათა სმარტ კონტრაქტებისთვის საჭირო მონაცემები იყოს მაქსიმალურად საიმედო და სანდო.

დავუშვათ, რომ სმარტ კონტრაქტს სჭირდება რეალური სამყაროს მონაცემები და ის აგზავნის ამის მოთხოვნას. Chainlink-ის პროტოკოლი არეგისტრირებს ამ მოვლენას და უნაწილებს დავალებას რამდენიმე ნოდს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე სწორი პასუხის მომზადებაში.

ამ პროცესის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ Chainlink-ს რამდენიმე წყაროს მონაცემების ვალიდაცია შეუძლია. შიდა რეპუტაციის სისტემის წყალობით, Chainlink-ს შეუძლია შედარებით მაღალი სიზუსტით დაადგინოს, თუ რომელი წყაროებია სანდო. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს შედეგების სიზუსტე და დაიცვას სმარტ კონტრაქტები ყველა სახის ჰაკერული თავდასხმებისგან.

რა კავშირშია ეს ყველაფერი LINK-თან? სმარტ კონტრაქტები, რომლებიც მონაცემებს ითხოვენ, Chainlink-ის ნოდის ოპერატორებს მათი მომსახურების სანაცვლოდ უხდიან LINK ტოკენებს. ფასები განისაზღვრება ნოდის ოპერატორების მიერ, მონაცემების ბაზრის პირობების საფუძველზე.

ნოდის ოპერატორები ასევე ახორციელებენ სტეიკინგს, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან ჩართულობას ქსელის პროცესებში. Bitcoin-ის კრიპტოეკონომიკური მოდელის მსგავსად, Chainlink-ის ნოდების ოპერატორების ინტერესებში შედის პატიოსნად მოქმედება.

ბლოკჩეინები დეცენტრალიზებული და უსაფრთხოა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პირდაპირი კავშირი offchain მონაცემებთან ან სისტემებთან. თუმცა ბევრი ბლოკჩეინის აპლიკაცია, განსაკუთრებით ფინანსებსა და დაზღვევაში, საჭიროებს რეალური სამყაროს ინფორმაციას, როგორიცაა ფასების, ამინდის ან მარეგულირებელი მონაცემები.

სანდო oracle-ების გარეშე, სმარტ კონტრაქტები წარუმატებლობის ან მანიპულირების რისკის ქვეშ იქნება. Chainlink-ის დანიშნულებაა მსგავს გამოწვევებთან გამკლავება და დეცენტრალიზებული, გაყალბებისგან დაცული მონაცემების წარმოდგენა, რაც მხარდაჭერილია კრიპტოგრაფიული მტკიცებულებებით.

Chainlink ათობით ბლოკჩეინისთვის და ასობით პროექტისთვის oracle ტექნოლოგიის სტანდარტს წარმოადგენს. ის ფართოდ გამოიყენება სესხების გაცემის წამყვანი DeFi პლატფორმების მიერ სესხების, დერივატივებისა და სტეიბლკოინების დეცენტრალიზებული ფასების მონაცემების მისაღებად.

DeFi-ს გარდა, Chainlink თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და მთავრობებთან და მათ სთავაზობს ურთიერთთავსებადობის ინსტრუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემების და ტოკენების გადაგზავნას სხვადასხვა ბლოკჩეინზე და ძველ სისტემებზე. Chainlink-ის გაფართოებული სერვისები მოიცავს ვერიფიცირებად რანდომიზაციას თამაშებისთვის, რეზერვების მტკიცებულებას ტოკენის სარეზერვო ასლების შესამოწმებლად და ხელშეკრულების ავტომატურ აღსრულებას.

Chainlink-ის უსაფრთხოება

ბევრი პოპულარული პროექტი ეფუძნება Chainlink-ის ტექნოლოგიას, რომელთა შორისაა Aave, Uniswap, Lido, Compound, და სხვა. თუმცა, თუ ერთ oracle სერვისს ძალიან ბევრი პლატფორმა იყენებს, ისინი შეიძლება გაითიშოს, თუ Chainlink უეცრად შეწყვეტს მუშაობს.

2020 წლის სპამ-შეტევა

მიუხედავად იმისა, რომ Chainlink-ისთვის პრიორიტეტებს წარმოადგენს დეცენტრლიზაცია და უსაფრთხოება, არც ერთი სისტემა არ არის სრულიად დაცული რისკებისგან. 2020 წელს მომხდარი ინციდენტი მოიცავდა სპამ-შეტევას Chainlink-ის ნოდების ოპერატორების საფულეებზე, რომლის დროსაც ჰაკერებმა გამოიყენეს საფულეში (არა ძირითად პროტოკოლში) არსებული უსაფრთხოების ხარვეზები. საბედნიეროდ, თავდასხმა სწრაფად აღიკვეთა და მას შემდეგ Chainlink-მა და მისმა საზოგადოებამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები.

LINK ტოკენი გამოიყენება Chainlink-ის ეკოსისტემაში შემდეგი მიზნებისთვის:

  • ნოდის ოპერატორებისთვის თანხის გადასახდელად სმარტ კონტრაქტებისთვის ზუსტი მონაცემების მიწოდების სანაცვლოდ.

  • ნოდის ოპერატორებისთვის წამახალისებელი ჯილდოების გადასაცემად საზოგადოებრივი სტეიკინგის მეშვეობით, რაც წარმოადგენს უსაფრთხოების ფენას, რომელიც აქტიურად ვითარდება.

  • სამომავლოდ პროტოკოლის განახლებებისა და მმართველობის ფუნქციების მხარდაჭერისთვის.

LINK ტოკენები შეგიძლიათ შეიძინოთ მსხვილ კრიპტოვალუტის ბირჟებზე, როგორიცაა Binance ან გამოიმუშაოთ Chainlink-ის ნოდების გაშვების მეშვეობით.

კრიპტო პროექტებისთვის არ არის უჩვეულო თავიანთი საზოგადოების წევრებისთვის მეტსახელების შერქმევა. Chainlink ამ ფენომენის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული მაგალითია, რომელმაც დაამკვიდრა ტერმინი „LINK Marines“. ტერმინი აღნიშნავს ენთუზიაზმითა და ერთგულებით აღსავსე Chainlink-ის საზოგადოებას.

ამ ტიპის საზოგადოების დაარსება უფრო და უფრო ეფექტური მარკეტინგული ტაქტიკა ხდება კრიპტოვალუტების სივრცეში. ძირითადმა მხარდამჭერებმა შეიძლება სოციალური მედიის ყურადღება მიიპყრონ, რაც სამომავლოდ პროექტის სხვა მაჩვენებლებში აისახება.

შეჯამება

სმარტ კონტრაქტებისთვის რეალური სამყაროს მონაცემებთან და სისტემებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის მინიჭებით, Chainlink-მა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ფუნდამენტური პრობლემა გადაჭრა. Chainlink-ის ტექნოლოგია DeFi-სა და ზოგადად კრიპტო ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.