მთავარი დეტალები
Plume არის საჯარო, EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინი, რომელიც ფოკუსირებულია რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების) ტოკენიზაციის და კრიპტო სივრცეში გამოყენების შესაძლებლობის შემოთავაზებაზე.
ეს პლატფორმა გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის აქტივების ტოკენიზაციის და DeFi სივრცეში გამოყენების მხარდაჭერას, რაც მოიცავს უძრავ ქონებას, საქონელს და ასევე აქტივების ახალ კატეგორიებს, როგორიცაა GPU-ები.
PLUME წარმოადგენს ამ ქსელის ადგილობრივ ტოკენს და გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის, მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის და ეკოსისტემის აქტივობებთან დაკავშირებული ჯილდოების გაცემისთვის.
ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენს Plume USD (pUSD) - USDC-თან დაკავშირებული შეფუთული სტეიბლკოინი და Plume ETH (pETH) - ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი, რომელიც მიბმულია Ethereum-ზე.
შესავალი
დღეისათვის, კრიპტო სივრცის ტრენდულ კონცეფციას წარმოადგენს რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების) ბლოკჩეინებზე განთავსების იდეა. ეს ნიშნავს ციფრული ტოკენები შექმნას, რომლებიც წარმოადგენს სხვადასხვა აქტივების, მაგალითად უძრავი ქონების, კრედიტის ან საქონლის მფლობელობის ან მათზე უფლებების მტკიცებულებას. ტოკენიზაციის შემდეგ შესაძლებელი ხდება ამ აქტივებით ვაჭრობა, სესხის უზრუნველყოფის სახით გამოყენება, სხვა აქტივებთან კომბინირება ან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სხვა სტრატეგიებში გამოყენება.
Plume წარმოადგენს ბლოკჩეინს, რომლის შექმნის მიზანია ტრადიციული ფინანსების და კრიპტო სივრცის ერთამეთთან დაკავშირება, რისთვისაც მომხმარებელს სთავაზობს RWA-ების ტოკენიზაციის, მართვის და გამოყენების ინსტრუმენტებს.
რა არის Plume?
Plume არის EVM-თან თავსებადი საჯარო ბლოკჩეინი, რომელიც გვთავაზობს რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების), მაგალითად კრედიტის, ETF-ების, უძრავი ქონების ან საქონლის ბლოკჩეინზე გამოყენების შესაძლებლობას. ეს აქტივები წარმოდგენილია ციფრული ტოკენების სახით, რომლებიც ასრულებს მფლობელობის ან უფლებების მტკიცებულებების ფუნქციას და DeFi სივრცეში მათი გამოყენება კრიპტოვალუტების მსგავსად არის შესაძლებელი. Plume-ში უკვე 200-ზე მეტი პროტოკოლია ინტეგრირებული, რაც ახალ შესაძლებლობებზე წვდომას თქვენთვის უკვე ნაცნობი მეთოდებით გთავაზობთ.
Plume-ზე თქვენ შეგიძლიათ:
გამოიმუშაოთ სარგებელი კერძო კრედიტის, ETF-ის და სახაზინო ვალდებულებების ტოკენიზებული ვერსიების მეშვეობით.
ისესხოთ ლიკვიდურობა ტოკენიზებული უძრავი ქონების ან საქონლის უზრუნველყოფის სახით გამოყენებით.
მიიღოთ მაქსიმალური მოგება ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების მეშვეობით.
განახორციელოთ ინვესტირება საცავებში, რომლებიც გთავაზობთ კორექტირებული რისკის მქონე სტრატეგიებს.
როგორ მუშაობს Plume
Plume პორტალი
Plume პორტალი გთავაზობთ Plume-ის მთელს ეკოსისტემაზე წვდომის შესაძლებლობას. ის წარმოგიდგენთ მარტივად გამოსაყენებელ ინსტრუმენტთა პანელს, სადაც შეგიძლიათ ერთმანეთთან დააკავშიროთ ტოკენები, სტეიკინგზე განათავსოთ აქტივები, განახორციელოთ ტოკენების სვოპი და რეალურ დროში ადევნოთ თვალი თქვენ მიერ გამომუშავებულ სარგებელს.
ის ასევე გთავაზობთ ინტერაქტიულ გამოცდილებას. თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ რეფერალის პროგრამებში, აიმაღლოთ სტატუსი საზოგადოების სარეიტინგო დაფებზე, ჩაერთოთ RWA-სთან დაკავშირებული ჯილდოების გათამაშებაში და შეასრულოთ ქვესტები, რომლებიც დაგეხმარებათ DeFi-ს საფუძვლების შესწავლაში.
ეს პორტალი მოიცავს კროს-ჩეინ ფუნქციებს, რომლებიც მხარდაჭერილია Plume-ს ადგილობრივი ხიდის (Relay) და ხიდების გარე პროვაიდერების მიერ. ეს საშუალებას გაძლევთ ერთმანეთთან დააკავშიროთ და გადაცვალოთ სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებული აქტივები ერთი ტრანზაქციის გამოყენებით, რაც კაპიტალის on-chain მოძრაობას კიდევ უფრო ეფექტურ ხდის.
Plume USD (pUSD)
Plume USD (pUSD) არის Plume ეკოსისტემის სტეიბლკოინი და ძირითადი ვალუტა, რომელიც გამოიყენება გადახდებისთვის, ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფის სახით. თითოეული pUSD მიბმულია USDC-სთან 1:1 თანაფარდობით, რაც უზრუნველყოფს მის სტაბილურობასა და ლიკვიდურობას. ალგორითმული სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, pUSD მარტივ და გამჭვირვალე მონეტას წარმოადგენს, რომელიც გვთავაზობს USDC-ის შეფუთვის შესაძლებლობას დამატებითი რისკების გარეშე.
თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ან გაიტანოთ pUSD საკომისიოების გარეშე, მისი რეზერვების მართვა კი ავტომატურად ხდება Nucleus საცავის სისტემის მეშვეობით, რისი წყალობითაც საკმარისი უზრუნველყოფა ყოველთვის არის ხელმისაწვდომი. pUSD თავად არ ახდენს სარგებლის გენერირებას, თუმცა Plume-ის გუნდი გეგმავს უახლოეს მომავალში გამოუშვას მისი სარგებლის გენერირების ფუნქციის მქონე ვერსიები.
Plume ETH (pETH)
Plume ETH (pETH) არის ether-ის ლიკვიდურობის სტეიკინგის ვარიანტი. როდესაც თქვენ ამზადებთ pETH-ს, თქვენი ETH ავტომატურად განთავსდება სტეიკინგზე Ethereum-ის მთავარ ბლოკჩეინზე და სარგების გენერირების ტოკენი ერთი ტრანზაქციის მეშვეობით იგზავნება უკან Plume-ზე. ჯილდოები ირიცხება პირდაპირ თქვენს საფულეში, ამგვარად თქვენ თანხის გამომუშავება უბრალოდ ამ ტოკენის ფლობით შეგიძლიათ. რადგან ტოკენს სარგებლის გენერირების შესაძლებლობა აქვს, ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს DeFi-ს სხვადასხვა სტრატეგიებში, როგორიცაა სესხების გაცემა ან უზრუნველყოფი სახით, რაც გთავაზობთ უამრავ სხვა შესაძლებლობაზე წვდომას.
ძირითადი ფუნქციები
სარგებლის გენერირების საცავები
Plume გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებულ საცავებს, რომლებიც გაძლევთ პროფესიული დონის სტრატეგიების მართვის შესაძლებლობას. ეს საცავები სხვადასხვა დონის რისკებთანაა ასოცირებული და იმართება ინსტიტუციური პარტნიორების მიერ. ეს მოიცავს შემდეგ საცავებს:
ბაზარზე არდამოკიდებული საცავები: რეგულირებული ვაჭრობა კობინირებულია ტოკენიზებულ სახაზინო ვალდებულებებთან, რაც გვთავაზობს სტაბილურ შემოსავალს, რაც არ არის დამოკიდებული ბაზრის მოძრაობის მიმართულებაზე, ამიტომ ისინი განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მოგების სტაბილურობას.
დივერსიფიცირებული ლიკვიდურობის საცავები: შეიცავს ტოკენიზებული აქტივების ნაკრებს, რომლებიც შერჩეულია მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით და ამავდროულად გავაზობთ ძლიერ ლიკვიდურობას. ამ აქტივების მიღება ხდება რეგულირებული ბროკერებიდან, ფონდებიდან და ლიცენზირებული ბირჟებიდან, რაც უზრუნველყოფს საიმედოობას.
ETF-ზე დაფუძნებული საცავები: გთავაზობთ პრიორიტეტულ სესხებთან და სახაზინო ფასიან ქაღალდებთან წვდომას აშშ-ს ფონდების მეშვეობით. ისინი გვთავაზობს ყოველთვიურ ანგარიშსწორებებს და ამარტივებს წვდომას ტრადიციულ საკრედიტო სტრატეგიებთან on-chain ფორმატის მეშვეობით.
ეს საცავები გთავაზობთ რეალური სამყაროს ფინანსური პროდუქტების DeFi სივრცეში გადატანის შესაძლებლობას, გაძლევთ საშუალებას მიიღოთ შემოსავალი იმ აქტივებიდან, რომლებიც ადრე მხოლოდ ინტიტუციური ინვესტორებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
შესაბამისობა
Plume-ში ინტეგრირებულია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) სკრინინგის ფუნქცია სეკვენსერის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოკენების დამზადებამდე, თითოეული ტრანზაქცია გადის შემოწმებას. მაგალითად, თუ საფულიდან ხდება USDC-ის გაგზავნა სხვა ბლოკჩეინზე და ეს თანხები უკანონოდ ითვლება, ტრანზაქცია იბლოკება და Plume-ზე არ ხდება USDC-ის შექმნა.
ქსელი ასევე თანამშრომლობს ბლოკჩეინის ანალიტიკის პროვაიდერებთან, რისი მეშვეობითაც ხდება სანქცირებულ აქტივებზე მონიტორინგი, საეჭვო ტრანზაქციების აღმოჩენა და ქსელის აქტივობების შეფასება. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს Plume-ზე ცირკულირებული აქტივების რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობას, რაც იზიდავს აქტივების მენეჯერებს და ბროკერებს.
PLUME ტოკენი
PLUME ტოკენი წარმოადგენს Plume ქსელის ადგილობრივ utility ტოკენს. ის Plume-ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
გაზის საკომისიოები: PLUME გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, რაც მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ხიდების გამოყენება, სვოპები და სტეიკინგი.
სტეიკინგი: მომხმარებლებს შეუძლიათ PLUME-ს დელეგირება ვალიდატორებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას. შედეგად, სტეიკერები იღებენ PLUME-ს ჯილდოებს მათი აქტივების წილის პროპორციულად. სტეიკინგზე განთავსებული ტოკენები მომხმარებლის მფლობელობაში რჩება, თუმცა სტეიკინგის პერიოდის განმავლობაში დაბლოკილი რჩება. სტეიკინგის ბლოკირების გაუქმება 21-დღიანი ლოდინის პერიოდის შემდეგ ხდება, რაც ხელს უწყობს ქსელის დაცვას და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას.
დელეგირება: PLUME-ს მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქსელის მართვაში განახლებებთან, ეკოსისტემის დაფინანსებასთან და პროტოკოლის პარამეტრებთან დაკავშირებული შემოთავაზებებისთვის ხმის მიცემის მეშვეობით. დროთა განმავლობაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულად გადაინაცვლებს ბლოკჩეინზე.
წახალისებები: PLUME ჯილდოების სახით გაიცემა ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა რეფერალებში, ქვესტებში და საზოგადოების პროცესებში მონაწილეობა.
Plume (PLUME) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 18 აგვისტოს, Binance-მა განაცხადა, რომ PLUME იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 32-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 24-დან 27 ივლისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს PLUME-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 150 მილიონი PLUME, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,50%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა PLUME-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Plume (PLUME) წარმოადგენს ბლოკჩეინ-პროექტს, რომლის მიზანია მომხმარებლისთვის რეალური სამყაროს აქტივების კრიპტო სივრცეში გამოყენების შესაძლებლობის შემოთავაზება. პროტოკოლის დონეზე ინტეგრირებული შესაბამისობის, ორგანიზაციულ და ინდივიდუალურ მომხმარებელზე მორგებული საცავის სტრატეგიების, pUSD და pETH ტოკენების მეშვეობით, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს მისი ფინანსური ინსტრუმენტების ნაკრებს, Plume მიზნად ისახავს შექმნას ფინანსური სისტემა, სადაც RWA-ების განკარგვა ისეთივე მარტივი იქნება, როგორც კრიპტოვალუტების.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.