Seed ტეგი

განახლებული Sep 18, 2026

რა არის Seed ტეგი?

Seed ტეგი წარმოადგენს Binance-ის მიერ მინიჭებულ აღნიშვნას განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი იმ კრიპტოვალუტებისთვის, რომლებიც, უკვე ჩამოყალიბებულ ტოკენებთან შედარებით, შესაძლოა უფრო მაღალი მერყეობითა და რისკებით ხასიათდებოდეს. Seed ტეგის მქონე ტოკენებს, შესაძლოა, ჯერ არ გააჩნდეთ მოქმედი პროდუქტი, ჩამოყალიბებული მომხმარებელთა ბაზა ან საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია.
Seed ტეგმა ჩაანაცვლა Binance-ის ყოფილი ინოვაციების ზონა, რაც მომხმარებლებისთვის რისკის ინდიკატორების უფრო მკაფიოდ წარმოჩენის პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, Seed ტეგის მქონე კრიპტოვალუტები, პლატფორმის ჩამოყალიბებულ აქტივებთან შედარებით, შესაძლოა ხასიათდებოდეს ფასების მერყეობის უფრო მაღალი მაჩვენებლით, დაბალი ლიკვიდურობითა და უფრო მცირე მოცულობით.

ინოვაციების ზონიდან Seed ტეგამდე

წარსულში, შედარებით ახალი ან მაღალრისკიანი ტოკენების ძირითადი სავაჭრო სივრცისგან გამიჯვნის მიზნით Binance იყენებდა ინოვაციების ზონას. ტეგებზე დაფუძნებულ სისტემაზე გადასვლამ შესაძლებელი გახადა ამ აქტივების სტანდარტულ ინტერფეისში პირდაპირი მეთოდებით ინტეგრირება, რისკის თვალსაჩინო ინდიკატორის შენარჩუნების პარალელურად.

აღნიშნული ცვლილება გამჭვირვალობისადმი უფრო ფართო მიდგომას ასახავდა. ცალკეულ სექციაში გადასვლის საჭიროების ნაცვლად, ტეგი უშუალოდ ტოკენის გვერდითაა წარმოდგენილი, რაც მომხმარებლებს კრიპტოვალუტის შეფასებისას მნიშვნელოვანი კონტექსტისა და ინფორმაციის მომენტალურად მიღების საშუალებას აძლევს.

როგორ მუშაობს Seed ტეგები

ამა თუ იმ კრიპტოვალუტისთვის Seed ტეგის მინიჭება წარმოადგენს ერთგვარ სიგნალს მომხმარებლებისთვის, რომელიც მიუთითებს იმის შესახებ, რომ აქტივი შედარებით ახალია და არ არსებობს მისი გამოყენების გრძელვადიანი გამოცდილება. აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებლები შემდგომი მოკვლევის პროცესის ფარგლებში იყენებენ და ითვალისწინებენ. Seed ტეგის მქონე ტოკენები, უკვე ჩამოყალიბებულ აქტივებთან შედარებით, შესაძლოა ხასიათდებოდეს დაბალი სავაჭრო მოცულობით, შედარებით მცირე შეკვეთების წიგნითა და ფასის უფრო მკვეთრი მერყეობით.
Binance იყენებს Seed ტეგებს, რათა მომხმარებლებს დაეხმაროს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ტეგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა, არამედ, როგორც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მეთოდი, რომელიც მიუთითებს, რომ პროექტი განვითარების საწყის ეტაპზეა. ტეგის მქონე ნებისმიერ აქტივთან ურთიერთქმედებამდე, რეკომენდებულია, რომ მომხმარებლებმა ჩაატარონ საკუთარი მოკვლევა და საფუძვლიანი შემოწმება, ვინაიდან განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ პროექტებს შესაძლოა ახასიათებდეს შედარებით მაღალი წარუმატებლობის ალბათობა ან მერყეობა.

Seed ტეგები და Monitoring ტეგები

მომხმარებელთათვის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მიწოდების მიზნით Binance იყენებს რამდენიმე ტიპის ტეგს იყენებს. Seed ტეგი მიუთითებს, რომ ტოკენი განვითარების საწყის ეტაპებზეა, Monitoring ტეგი კი ენიჭება იმ ტოკენებს, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს უჩვეულო აქტივობასთან ან ლისტინგის გაუქმების რისკებთან.

ორივე ტეგი საინფორმაციო ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს, თუმცა ისინი განსხვავებულ მოცემულობასთანაა დაკავშირებული. Seed ტეგი განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი პროექტების გამიჯვნის მიზნით გამოიყენება, რომლებიც შესაძლოა შედარებით მაღალ რისკებთან იყოს ასოცირებული. ხოლო Monitoring ტეგი მიუთითებს აქტივებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი გარკვეული საეჭვო პროცესებისა თუ მახასიათებლების გამო. აღნიშნული განსხვავების გააზრება მომხმარებლებს ტეგის მქონე თითოეულ ტოკენთან დაკავშირებული რისკის ხასიათის შეფასებაში დაეხმარება.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.