Binance-ზე მონიტორინგის ტეგით მონიშნულია ის კრიპტოვალუტის ტოკენები, რომლებიც ხასიათდება პლატფორმაზე არსებულ სხვა ტოკენებთან შედარებით მაღალი არასტაბილურობით და რისკით. ეს ტოკენები საჭიროებს Binance-ის მხრიდან მკაცრ მონიტორინგს და შეიძლება მოხდეს მათი სიიდან ამოღება, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ლისტინგის კრიტერიუმებს.
მონიტორინგის ტეგი, რისკის შესახებ გაფრთხილების ბანერთან ერთად, გამოსახულია შესაბამისი სავაჭრო წყვილების გვერდებზე, რაც მოიცავს Binance Spot, Binance Margin და ბაზრების მიმოხილვის გვერდებს.
Binance რეგულარულად ახორციელებს შემოწმებებს, რათა განსაზღვროს, თუ რომელ ტოკენს დაემატოს, წაეშალოს ან შეუნარჩუნდეს მონიტორინგის ტეგი. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს მინიმუმ შემდეგს:
პროექტის გუნდის ჩართულობა
განვითარების დონე და ხარისხი
ვაჭრობის მოცულობა და ლიკვიდობა
ქსელის სტაბილურობა და დაცულობა პოტენციური შეტევებისგან
საჯარო კომუნიკაციის და საზოგადოების ჩართულობის ხარისხი და გამჭვირვალობა
Binance-ის დასაბუთებულ მოთხოვნებზე რეაგირებების არსებობა
არაეთიკური ან თაღლითური ქცევის, დაუდევრობის ფაქტების არსებობის მტკიცებულებები
ახალი რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობა
ტოკენის მარაგის არსებითი ან დაუსაბუთებელი ზრდა ან ცვლილება მის ტოკენომიკაში
ცვლილებები პროექტის მფლობელობის სტრუქტურაში ან ძირითადი გუნდის შემადგენლობაში
საზოგადოების განწყობა
შეხსენება: მონიტორინგის ტეგის არსებობა ნიშნავს, რომ არსებობს Binance-ის პლატფორმიდან ტოკენის დელისტინგის რისკი. მსგავსი აქტივებით ვაჭრობამდე, მომხმარებელმა თავად უნდა ჩაატაროს მოკვლევა და გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე.
კრიპტოვალუტა, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ის ალტერნატივას. ტერმინი გამოიყენება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტო...
ტეგი, რომელიც გამოიყენება რისკის შემცველი, განვითარების საწყის ეტაპზე არსებული აქტივების კლასიფიკაციისთვის.