რატომ ხდება სტეიბლკოინების მიბმის გაუქმება?
მთავარი
სტატიები
რატომ ხდება სტეიბლკოინების მიბმის გაუქმება?

რატომ ხდება სტეიბლკოინების მიბმის გაუქმება?

გამოქვეყნებული Oct 26, 2023განახლებული Jun 28, 2024
6m


TL;DR

  • სტეიბლკოინები იყენებენ „მიბმის“ მექანიზმს სტაბილური ფასის შესანარჩუნებლად.

  • სტეიბლკოინები შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი (მხარდაჭერილი ფიატით, კრიპტოთი ან ქონებით) ან უზრუნველყოფის გარეშე (რეგულირდება ალგორითმებით).

  • ისტორიული მაგალითები, როგორიცაა UST 2022 წელს, USDC და DAI 2023 წელს, და USDR 2023 წელს, გვიჩვენებს მიბმის შენარჩუნების დაუცველობასა და სირთულეს.

რა არის სტეიბლკოინის მიბმა?

სტეიბლკოინი არის კრიპტო აქტივის ტიპი, რომელსაც აქვს შედარებით სტაბილური ღირებულება. ზოგადად კრიპტოვალუტებს ახასიათებს მერყეობა, თუმცა სტეიბლკოინების დანიშნულება მსგავსი არასტაბილურობის შემცირებაა.

სტეიბლკოინები სტაბილურობას ინარჩუნებს „მიბმის“ გამოყენებით. „მიბმა“ ეს არის სტეიბლკოინის დაკავშირება ღირებულების მქონე აქტივთან. სტაბილურობისთვის ქვეყნებმა შეიძლება მიაბან საკუთარი ვალუტის ღირებულება სხვა ქვეყნის ვალუტას. ანალოგიურად მოქმედებს სტეიბლკოინიც. ბევრი სტეიბლკოინის, მაგალითად USDT-ის და DAI-ს მიზანია 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ღირებულების შენარჩუნება.

რა ხდება სტეიბლკოინის მიბმის გაუქმების დროს?

როდესაც სტეიბლკოინით ვაჭრობა აღარ ხდება მისი წინასწარ განსაზღვრული მიბმის ღირებულებით, ამას  ეწოდება „მიბმის გაუქმება“. უკვე წლებია, რაც ფართოდ დაინერგა სტეიბლკოინების გამოყენება და ამჟამად მისი ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა მილიარდობით დოლარს შეადგენს . 

ამიტომ, მიბმის გაუქმებას შეიძლება სერიოზული შედეგი მოჰყვეს. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სტეიბლკოინის მიბმის გაუქმების ისტორიულ მაგალითებს. მანამდე კი განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს სტეიბლკოინის მიბმა.

როგორ ხდება სტეიბლკოინის მიბმის შენარჩუნება?

სტეიბლკოინები იყოფა ორ კატეგორიად – უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი.

1. უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები

მიმოქცევაში არსებული სტეიბლკოინების უმეტესობა უზრუნველყოფილია, ანუ მათი ღირებულება მხარდაჭერილია სხვა აქტივებით. ზოგადად ეს სტეიბლკოინები მხარდაჭერილია ან „უზრუნველყოფილია" ფიატ ვალუტით, სხვა კრიპტო ვალუტებით ან ქონებით, მაგალითად ოქროთი. ამ შემთხვევაში, ყველა გამოშვებული სტეიბლკოინის ღირებულება თეორიულად უნდა იყოს გამყარებული რეზერვში არსებულ შესაბამისი აქტივით.

აი როგორ ხდება ეს:

  • ფიატით უზრუნველყოფა: მიმოქცევაში არსებული ყველა ტოკენი უნდა იყოს მხარდაჭერილი ფიატ ვალუტის ექვივალენტური თანხით, როგორიცაა აშშ დოლარი. შესაბამისად, თითოეული გამოშვებული სტეიბლკოინი უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საბაზისო აქტივით. FDUSD და USDT ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების მაგალითებია.

  • კრიპტოთი უზრუნველყოფა: ეს სტეიბლკოინები ჭარბად უზრუნველყოფილია კრიპტო აქტივით ან კრიპტო აქტივების კალათით. ეს ნიშნავს, რომ უზრუნველყოფის სახით ინახება სტეიბლკოინის საერთო ღირებულებაზე მეტი კრიპტოვალუტა, რაც უზრუნველყოფს ბუფერს ფასის პოტენციური რყევებისგან დასაცავად. DAI და crvUS კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების მაგალითებია.

  • ქონებით უზრუნველყოფა: ეს სტეიბლკოინები მიბმულია ისეთი ქონების ფასზე, როგორიცაა ოქრო. ამ მონეტებმა შეიძლება პოტენციურად უზრუნველყოს ინფლაციისა და ქონებით ექსპოზიციის ჰეჯირება. Pax Gold (PAXG) ქონებით (ოქროთი გამყარებული) უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების მაგალითია.

შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ სტეიბლკოინის პროექტები ხშირად აკეთებენ განცხადებებს მათ რეზერვებთან და მიბმის მექანიზმებთან დაკავშირებით, ასეთი განცხადებების გადამოწმების შესაძლებლობა და სარწმუნოობის დონე შეიძლება განსხვავდებოდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ვაღიაროთ, რომ უზრუნველყოფა შეიძლება ყოველთვის არ იყოს 100%-იანი, როგორც ამას ამტკიცებენ.

2. არაუზრუნველყოფილი სტეიბლკოინები

არაუზრუნველყოფილი სტეიბლკოინები, ასევე ცნობილი როგორც ალგორითმული სტეიბლკოინები, იყენებენ კოდირებულ ალგორითმებს და სმარტ კონტრაქტებს, თავიანთი მარაგის ავტომატურად რეგულირებისთვის ბაზრის მოთხოვნაზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს სტეიბლკოინის ფასის სიახლოვეს მიბმის მაჩვენებელთან. 

თუ მისი ფასი დაეცემა მიბმულ ფიატ ვალუტის ღირებულებაზე დაბლა, მაშინ ფასის გასაზრდელად ალგორითმი შეამცირებს ცირკულირებად რაოდენობას. მეორეს მხრივ, თუ ფასი გადააჭარბებს მიბმულ ფიატ-ვალუტის ღირებულებას, მაშინ ფასის შესამცირებლად ალგორითმი გაზრდის ცირკულირებად რაოდენობას. TerraUSD (UST) იყო ალგორითმული სტეიბლკოინი.

რა ხდება მაშინ, როდესაც გაუქმდება სტეიბლკოინების მიბმა და მათი ვაჭრობა ხდება საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად? განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

სტეიბლკოინის მიბმის გაუქმების ისტორიული მაგალითები

ქვემოთ მოცემულია სტეიბლკოინის მიბმის გაუქმების ყველაზე ცნობილი მაგალითები.

2022 წლის მაისი - UST

2022 წლის მაისში, კრიპტო სამყაროში მოხდა ისტორიული მოვლენა, როდესაც Terra-ს UST სტეიბლკოინმა დაკარგა მიბმა. ამ ინციდენტამდე, Terra-ს ადგილობრივ ტოკენი, LUNA იყო მსოფლიოში მე-8 უმსხვილესი მონეტა, საბაზრო კაპიტალიზაციით 40 მილიარდი აშშ დოლარი. მიბმის გაუქმებამ ფაქტიურად გააუფასურა UST და LUNA, რამაც გამოიწვია „კრიპტო ინფექცია“, ჯაჭვური რეაქცია, როდესაც მნიშვნელოვნად დაზარალდა Terra-სთან დაკავშირებული ბევრი კრიპტო პროექტი და ბიზნესი. ამ არასტაბილურ პერიოდში, სხვა სტეიბლკოინებმა, როგორიცაა Tron-ის USDD და Near Protocol-ის USN, ასევე დროებით დაკარგეს თავიანთი მიბმა, სანამ დაბრუნდნენ პარიტეტზე. 

2023 წლის მარტი - USDC და DAI

2023 წლის მარტში, გაუქმდა ორი წამყვანი სტეიბლკოინის, USDC-ის და DAI-ის მიბმა, რისი მიზეზიც გახდა სამი ამერიკული ბანკის გაკოტრება: Silicon Valley Bank (SVB), Signature Bank და Silvergate Bank. USDC-ის ემინენტმა კომპანიამ Circle-მ განაცხადა, რომ მათი სტეიბლკოინის უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი 3,3 მილიარდი აშშ დოლარის ფულადი რეზერვები ინახებოდა SVB-ში. ამის შედეგად, USDC-მ დროებით დაკარგა თავისი მიბმა და მისი ღირებულება ერთ დღეში დაეცა 12%-ით.

DAI-მ ასევე განიცადა ფასის რყევები, ძირითადად იმის გამო, რომ იმ პერიოდში მისი უზრუნველყოფის რეზერვების ნახევარზე მეტი მიბმული იყო USDC-ზე და მასთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებზე. სიტუაცია დასტაბილურდა, როდესაც ფედერალურმა რეზერვმა გამოაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერდა ბანკების კრედიტორებს, რის შემდეგაც USDC და DAI დაბრუნდა თავის შესაბამის მიბმის ნიშნულზე. 

ინციდენტის შემდეგ, ორივე სტეიბლკოინმა დააკორექტირა თავისი რეზერვის შემადგენლობა, USDC-მ თავისი ნაღდი ფულადი რეზერვების უმეტესობა განათავსა Bank of New York Mellon-ში და DAI-მ კი თავისი რეზერვი გადაანაწილა ბევრ სტეიბლკოინზე და გაზარდა რეალური სამყაროს აქტივების რაოდენობა.

2023 წლის ოქტომბერი - USDR

USDR, ან Real USD არის 2022 წელს Tangible-ის (ადგილობრივი ტოკენი TNGBL) მიერ გამოშვებული სტეიბლკოინი. ეს არის USD-ზე მიბმული სტეიბლკოინი, რომლის მიზანი იყო ტოკენიზებული უძრავი ქონებისა და DAI სტეიბლკოინის კომბინაციის გამოყენება უზრუნველყოფის სახით. 

USDR-ს ასევე ჰქონდა ავტომატური ხელახალი უზრუნველყოფის მექანიზმი, როდესაც მოიჯარეებისგან მიღებული იჯარის შემოსავლის ნახევარი ავტომატურად გადაირიცხებოდა ხაზინაში. ეს უნდა ყოფილიყო მიბმის-სტაბილიზაციის მექანიზმი. სამწუხაროდ, სტაბილურობის ამ ზომების მიღების მიუხედავად, 2023 წლის 11 ოქტომბერს USDR-მა დაკარგა მიბმა.

როგორ მოხდა ეს:

  • 11 ოქტომბერს დაფიქსირდა USDR-ის გატანის მოთხოვნების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც საბოლოოდ შეადგინა 10 მილიონი აშშ დოლარი.

  • ამ გატანის მოთხოვნების დიდმა რაოდენობამ დააცარიელა USDR-ის ხაზინა DAI-ს სტეიბლკოინის ლიკვიდური რეზერვისგან.

  • ვინაიდან დარჩენილი უზრუნველყოფა იყო არალიკვიდური ტოკენიზებული უძრავი ქონების რეზერვები, Tangible-ის გუნდი ვერ შეძლებდა გატანის მოთხოვნების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას.

  • ამ ლიკვიდურობის კრიზისმა გამოიწვია სერიოზული შიში, გაურკვევლობა და ეჭვი, ვინაიდან მოხდა მონეტის მიბმის გაუქმება.

დამოუკიდებელი მკვლევარების და USDR საზოგადოების წევრების აზრით, USDR-ის მიერ უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ტოკენიზებული უძრავი ქონება იყენებდა ERC-721 ტოკენის სტანდარტს, რომელიც უფრო ნაკლებად მოქნილია, ვიდრე უფრო პოპულარული ERC-20. ERC-721 ტოკენების ნაწილებად დაყოფა არაა მარტივი, რაც ართულებს დროული გატანის პროცესს.

შეჯამება

კრიპტოვალუტების არასტაბილურ სამყაროში, სტეიბლკოინების მიერ დაპირებული სტაბილურობა იყო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხო თავშესაფარი. თუმცა, როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს სტეიბლკოინები ნამდვილად არ არის სხვადასხვა გამოწვევებისგან დაცული. UST-ის და USDR-ის მასიური მიბმის გაუქმების ინციდენტები აჩვენებს, რომ ისინი დაუცველია გარე ფინანსური ზეწოლისა და მათი დიზაინის თანდაყოლილი ხარვეზების გამო. როგორც ფინანსური ბაზრების ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში, სარისკო ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებლად ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენელი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ რაიმე ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..