რა არის Sky (SKY)?

რა არის Sky (SKY)?

განახლებული Jun 24, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • SKY და USDS არის დეცენტრალიზებული Sky პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენები, რომლებიც წარმოადგენს MakerDAO-ს MKR-ისა და DAI-ს განახლებულ ვერსიებს.

  • USDS არის მსუბუქად მიბმული, რეზერვებით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი, რომლის ღირებულება ერთი აშშ დოლარის ტოლია ან მცირედით განსხვავდება.

  • თქვენს ფინანსებზე სრული კონტროლის შენარჩუნების პარალელურად შეგიძლიათ ივაჭროთ, გააკეთოთ დანაზოგი, განაახლოთ ტოკენები, განახორციელოთ SKY-ს სტეიკინგი და გამოიმუშაოთ ჯილდოები.

  • Sky.money არის არაკასტოდიალური სისტემა, რომელიც გვთავაზობს Sky პროტოკოლის ვაჭრობის, დანაზოგის, სტეიკინგისა და მართვის ფუნქციებზე წვდომას 24/7 რეჟიმში.

რა არის Sky?

Sky, ადრე ცნობილი როგორც MakerDAO, არის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმა, რომელიც განვითარდა და გარდაიქმნა უფრო მასშტაბირებად, მომხმარებელზე მორგებულ და საზოგადოების მიერ მართულ ალტერნატივად. Sky აგრძელებს MakerDAO-ს მემკვიდრეობას განახლებული ადგილობრივი ტოკენებით, ახალი ფუნქციებით და გამარტივებული მმართველობითი სისტემით, რომელიც ორიენტირებულია მდგრადობასა და სიმარტივეზე.

პროტოკოლს საფუძვლად უდევს ძირითადი ტოკენი: USDS - სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია აშშ დოლარზე და SKY - governance ტოკენი. Sky.money არის მთავარი სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენს აქტივებზე სრული კონტროლის შენარჩუნების პარალელურად მოვახდინოთ ურთიერთქმედება პროტოკოლთან. 

როგორ მუშაობს Sky

Sky პროტოკოლი გთავაზობთ ღია და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებულ სხვადასხვა ფინანსურ სერვისებს, როგორიცაა ვაჭრობა, დანაზოგი და ჯილდოების გამომუშავება. პროტოკოლის შემადგენელი ნაწილებია ნებართვის საჭიროების არმქონე ლიკვიდურობის პულები და სტეიბლკოინის სისტემა, დეცენტრალიზებული მმართველობა კი გამორიცხავს თქვენი აქტივების ან გადაწყვეტილებების კონტროლისთვის შუამავლის საჭროებას.

SKY და USDS არის Sky პროტოკოლის ორი ადგილობრივი ტოკენი:

  • USDS: დეცენტრალიზებული Sky პროტოკოლის სტეიბლკოინი და DAI-ს განახლებული ვერსია. ის მხარდაჭერილია ჭარბი უზრუნველყოფით და მიბმულია აშშ დოლართან, მისი ღირებულება ერთი აშშ დოლარის ტოლია ან მცირედით განსხვავდება. 

  • SKY: Sky პროტოკოლისა და ეკოსისტემის ადგილობრივი governance ტოკენი, რომელიც MakerDAO-ს MKR ტოკენის განახლებული ვერსიაა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეცენტრალიზებულ მმართველობაში, სტეიკინგსა და ეკოსისტემაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოებაში.

Sky პროტოკოლზე წვდომა Sky.money-ს გამოყენებით

Sky.money არის არაკასტოდიალური სისტემა, რომელიც გაკავშირებთ Sky პროტოკოლთან. ეს საშუალებას გაძლევთ პოპულარული ტოკენები გადაცვალოთ Sky ეკოსისტემის ტოკენებზე. თქვენ შეგიძლიათ DAI გადაცვალოთ USDS-ზე, ხოლო MKR - SKY-ზე და მიიღოთ წვდომა პლატფორმის მიერ შემოთავაზებულ დანაზოგის და ჯილდოების ინსტრუმენტებზე. Sky.money აპლიკაციის გამოყენებით ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ Sky Savings Rate (SSR)-ში მეტი USDS-ის გამომუშავებისთვის ან Sky Token Rewards-ში და მიიღოთ SKY ტოკენები.

აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ:

  • MKR ტოკენები გადაცვალოთ SKY ტოკენებზე შემდეგი თანაფარდობით: 1 MKR - 24 000 SKY.

  • გადაცვალოთ USDC, USDT, ETH ან USDS პირდაპირ SKY-ზე.

  • მიიღოთ SKY ჯილდოები USDS-ის Sky Token Rewards მოდულში განთავსებით.

  • განახორციელოთ SKY ტოკენების სტეიკინგი Sky პროტოკოლის სტეიკინგ სისტემაში და მიიღოთ ჯილდოები.

  • SKY ტოკენები განათავსოთ სტეიკინგზე და ისესხოთ USDS.

SKY-ს შეძენა ასევე შეგიძლიათ კრიპტოვალუტის ბირჟებზე, მაგალითად Binance-ზე.

Sky Savings Rate (SSR)

Sky Savings Rate არის ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიმუშაოთ USDS რთული პროცენტის სისტემის მეშვეობით. როდესაც USDS-ს შეიტანთ SSR მოდულში, თქვენ მიიღებთ დეპოზიტზე განთავსებული USDS-ის და გამომუშავებული საპროცენტო სარგებლის ეკვივალენტური ოდენობის sUSDS ტოკენებს. USDS ტოკენები პულს მიმდინარე SSR კურსის მიხედვით რამდენიმე წამში ერთხელ ემატება, რის შედეგადაც sUSDS-ის რაოდენობა იზრდება.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადაცვალოთ sUSDS და გამომუშავებული ჯილდოები USDS-ზე. SSR-ის მაჩვენებელი მერყეობს Sky ეკოსისტემის მართვის საზოგადოების მიერ ბლოკჩეინზე განხორციელებული დეცენტრალიზებული ხმის მიცემის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით. სმარტ კონტრაქტები ავტომატურად მართავენ USDS-ის და sUSDS-ის შორის კონვერტაციას საკომისიოს გარეშე, რაც უზრუნველყოფს დოლარის ეკვივალენტური ღირებულების შენარჩუნებას.

Sky ტოკენების ჯილდოები (STRs)

USDS-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Sky ტოკენების ჯილდოების მოდულში, რათა ჯილდოს სახით მიიღონ SKY governance ტოკენები. ჩარიცხული USDS-ის და გამომუშავებული ჯილდოების მართვა ხდება არაკასტოდიალური სმარტ-კონტრაქტებით, რისი წყალობითაც არ არის საჭირო თქვენი აქტივების კონტროლი მესამე პირის მიერ. ჯილდოები ნაწილდება ჯილდოების პულში არსებული USDS-ის მთლიან რაოდენობაში თითოეული მომხმარებლის წილის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს პულის ზომისა და გამოშვების მაჩვენებლების ცვლილებების მიხედვით. USDS-ის ფლობით და SKY ჯილდოების მიღებით, თქვენ შეგიძლიათ, თქვენს ფინანსებზე სრული კონტროლის შენარჩუნების პარალელურად, მხარი დაუჭიროთ Sky ეკოსისტემის პროექტებს.

SkyLink არის დამაკავშირებელი სისტემა, რომელიც აკავშირებს Sky-ს მე-2 შრის ისეთ რამდენიმე ქსელთან, როგორიცაა Base, Arbitrum, Optimism და Unichain. ის საშუალებას გაძლევთ, გაზის მაღალი საკომისიოების გადახდისა და გადარიცხვების დასრულებისთვის დიდხნიანი ლოდინის გარეშე, გადაადგილოთ თქვენი ისეთი Sky ტოკენები, როგორიცაა USDS და SKY, და გამოიყენოთ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა Sky Savings Rate. ყოველდღიური მომხმარებლებისთვის SkyLink Sky ეკოსისტემასთან ურთიერთქმედებას უფრო მარტივს და იაფს ხდის, რათა თქვენ შეძლოთ დაზოგვა, ვაჭრობა და ჯილდოების მიღება უფრო ეფექტურად მრავალი ბლოკჩეინის მეშვეობით.

Sky ეკოსისტემა და Sky Stars

Sky ეკოსისტემა არის საზოგადოების მიერ მართული დეცენტრალიზებული პროექტების ქსელი, რომელიც ცნობილია Sky Stars-ის სახელწოდებით. ეს დამოუკიდებელი პროექტები ხელს უწყობს სწრაფ ინოვაციებსა და ზრდას Sky-ის უფრო დიდი სტრუქტურის ფარგლებში. თითოეულ Sky Star-ს, Sky ეკისისტემის საერთო მიზნებთან თანხვედრის პარალელურად, შეიძლება ჰქონდეს საკუთარი governance ტოკენები, ხაზინა და საზოგადოებრივი მმართველობა. Spark ბლოკჩეინზე არსებული აქტივების გამანაწილებელი სისტემაა, რომელიც ანაწილებს სტეილბკოინების ლიკვიდურობას DeFi-ზე, CeFi-ზე და რეალური სამყაროს აქტივებზე. ის პირველი ოფიციალური Sky Star-ია და მჭიდროდ მოახდენს ინტეგრირებას Sky ეკოსისტემაში. 

შეჯამება

Sky Protocol წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროში, რადგან ის ფართოდ ცნობილ MakerDAO ეკოსისტემის გარდაქმნის უფრო მასშტაბირებად, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ და საზოგადოების მიერ მართვად პლატფორმად. თავისი ადგილობრივი ტოკენების, SKY-ისა და USDS-ის, ასევე Sky.money-ის, SkyLink-ისა და Sky Stars-ის მსგავსი ინოვაციური ფუნქციების მეშვეობით, პროტოკოლი მიზნად ისახავს DeFi-ში მონაწილეობის გაფართოებას და უფრო საიმედო, არაკასტოდიალური ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.