მთავარი დეტალები
Towns არის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შეტყობინებების დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს უსაფრთხო, კონფიდენციალურ და პროგრამირებად ჯგუფურ კომუნიკაციას.
ის გაშვებულია Ethereum-ის მეორე დონის ბლოკჩეინზე (Base-ზე) და დაშიფრული შეტყობინებების მართვისთვის იყენებს სტრიმ-ნოდების დეცენტრალიზებულ ქსელს.
Towns გვთავაზობს მომხმარებელთა მფლობელობაში არსებულ, პროგრამირებად კომუნიკაციის „სივრცეებს“ on-chain წევრობით, ფასების განსაზღვრის მოქნილ მოდულებს გაფართოებად რეპუტაციის სისტემას.
Towns-ის DAO პროტოკოლის მართვას ახორციელებს საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ხოლო მისი TOWNS ტოკენი გამოიყენება სტეიკინგისთვის, უფლებების დელეგირებისთვის და მმართველობისთვის.
შესავალი
Towns (TOWNS) არის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შეტყობინებების პლატფორმა. Towns გაშვებულია მეორე დონის ქსელზე (Base-ზე) და გვთავაზობს უსაფრთხო, მასშტაბირებად და ნებართვის საჭიროების არმქონე შეტყობინებების სტრუქტურას. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას პროგრამირებადი და დახურული ჯგუფური ჩატები (ეგრეთწოდებული „სივრცეები“), სრულად პერსონალიზებადი წევრობის და მმართველობის სტრუქტურებით, რომლებიც მხარდაჭერილია სმარტ კონტრაქტებით.
რა არის Towns პროტოკოლი?
Towns პროტოკოლი არის ღია კოდზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა, რომლის დანიშნულებაა მომენტალური შეტყობინებების დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნა. ის Ethereum-ის მეორე დონის ბლოკჩეინს (Base-ს) აკავშირებს დეცენტრალიზებულ off-chain სტრიმ-ნოდებთან და სმარტ კონტრაქტებთან, რაც იძლევა დახურულ ჯგუფებში დაშიფრული კომუნიკაციის შესაძლებლობას.
Towns ნებისმიერ მომხმარებელს აძლევს „სივრცეების“ შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც წარმოადგენს პროგრამირებად საკომუნიკაციო ჯგუფებს on-chain წევრობის მექანიზმით, რეპუტაციის რეიტინგის სისტემით და იძლევა შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობას end-to-end შიფრაციის მეთოდის გამოყენებით. თითოეული „სივრცე“ წარმოადგენს on-chain აქტივს, რომელიც არის მისი შემქმნელის მფლობელობაში, რომელსაც შეუძლია მმართველობის პროცესის კონტროლი, წევრობის ფასების დადგენა და ნებართვების განსაზღვრა.
Towns-ის ძირითადი მახასიათებლები
1. პერსონალიზებული „სივრცეები“
Towns-ის თითოეული „სივრცე“ წარმოადგენს უნიკალურ on-chain აქტივს, რომელიც წარმოდგენილია მისი შემქმნელის მფლობელობაში არსებული ERC-721 ტოკენის მეშვეობით. მფლობელებს შეუძლიათ სრულად აკონტროლონ საკუთარი „სივრცეები“, განსაზღვრონ წევრობის წესები და მართონ მასზე წვდომის წესები და თითოეული წევრის ფუნქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია „სივრცეების“ მფლობელობის და მათი მართვის უფლებების სხვა ჯგუფებისთვის, მაგალითად DAO-ებისთვის გადაცემა, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და ციფრული საკუთრების უფლებების კონტროლის შესაძლებლობას. ასევე შესაძლებელია „სივრცეების“ სხვა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApp-ებში) ინტეგრირება.
2. On-chain წევრობა
„სივრცეში“ გაწევრიანებისთვის საჭიროა წევრობის ტოკენის ფლობა, რომელიც ციფრული აბონემენტის როლს ასრულებს. წევრობის სტატუსს აქვს მოქმედების ვადა (ჩვეულებრივ ერთი წელი), თუმცა შესაძლებელია წევრობის სტატუსის გახანგრძლივება.
ეს სისტემა ძველ მომხმარებელს ეხმარება წევრის სტატუსის შენარჩუნებაში პროტოკოლზე მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში. „სივრცის“ მფლობელებს შეუძლიათ აკონტროლონ გაცემული წევრობის ტოკენების რაოდენობა, დააკორექტირონ ფასები პერსონალიზებადი სმარტ კონტრაქტების გამოყენებით და ასევე შეზღუდონ წვდომა სხვა ბლოკჩეინის აქტივების ფლობის საფუძველზე.
3. დაშიფრული შეტყობინებები
„სივრცეებში“ გაგზავნილი ყველა შეტყობინება დაშიფრულია end-to-end მექანიზმის გამოყენებით, რისი წყალობითაც მხოლოდ გამგზავნსა და ავტორიზებულ წევრს აქვს მათი წაკითხვის შესაძლებლობა. იმ ნოდებსაც კი, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ შეტყობინებების მარშრუტიზაციასა და შენახვას, არ აქვთ მათი კონტენტის გაშიფვრის შესაძლებლობა.
4. მეორე დონის მასშტაბირებადი არქიტექტურა
Towns გაშვებულია Base-ზე, Ethereum-ის მეორე დონის ბლოკჩეინზე, რომელიც დაფუძნებულია OP-Stack ტექნოლოგიაზე. ეს პროტოკოლს აძლევს Ethereum-ის უსაფრთხოების სისტემის გამოყენების შესაძლებლობას და ამავდროულად უზრუნველყოფს ტრანზაქციის სიჩქარის გაუმჯობესებას და გაზის საკომისიოების შემცირებას. სტრიმ-ნოდების განაწილებული ქსელი მართავს შეტყობინებების გადაცემის, ვალიდაციის და შენახვის პროცესებს ცენტრალური მართვის რგოლის საჭიროების გარეშე.
5. დეცენტრალიზებული მმართველობა Towns-ის DAO-ს მეშვეობით
Towns-ის პროტოკოლის მმართველობას ახორციელებს Towns-ის DAO (Towns Lodge), რომელიც არის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია, სადაც ქსელის მონაწილეებს (მათ შორის „სივრცის“ მფლობელებს, ნოდის ოპერატორებს და ტოკენის მფლობელებს) შეუძლიათ შემოთავაზებებისთვის ხმის მიცემა. მმართველობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს TOWNS ERC-20 ტოკენი, რომელიც გამოიყენება სტეიკინგისთვის, უფლებების დელეგირებისთვის, საკომისიოების განაწილებისთვის და ხმის უფლების მიღებისთვის.
ფასების განსაზღვრა და ნებართვები
Towns-ის „სივრცეების“ წევრობის საფასურის დადგენისთვის გამოიყენება ფასების განსაზღვრის მოდულები. ეს შეიძლება იყოს დინამიური (მაგ., ლოგარითმულად ზრდადი წევრების რაოდენობის ზრდის პარალელურად) ან ფიქსირებული საკომისიოები. ჩვეულებრივ, წევრობის საფასურის გადახდა ხდება ETH-ში, მიღებული საკომისიოები ნაწილდება „სივრცის“ მფლობელებს, Towns-ის DAO-ს და რეფერერებს შორის.
„სივრცეების“ მომხმარებელთა ნებართვების მართვა ხორციელდება როლების და უფლებების სისტემის მეშვეობით, სადაც განისაზღვრება შეტყობინებების კიხვის, დაწერის, არხების შეექმნის და წევრობის უფლების გაცემის ნებართვები. უფლებების მოდულები იძლევა უფლებამოსილებების განსაზღვრის მოქნილი ალგორითმის შექმნის შესაძლებლობას, რაც დაფუძნებულია ტოკენის ფლობაზე, მისამართებზე ან პერსონალიზებულ on-chain კრიტერიუმებზე.
Towns ტოკენი (TOWNS)
Towns-ის ეკოსისტემაში TOWNS ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:
სტეიკინგი და დელეგირება: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი TOWNS გადასცენ ნოდის ოპერატორებს ან „სივრცეებს“ ქსელის მუშაობის მხარდასაჭერად.
მმართველობა: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებების და ინფლაციის კორექტირებების შემოთავაზებებს ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ეკონომიკა: TOWNS იყენებს ინფლაციური ემისიის მოდელს, დასაწყისში ხდება ყოველწლიურად ტოკენების მარაგის 8%-ის გამოშვება, 20 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მცირდება 2%-მდე. ამ პროცესის კონტროლს ახორციელებს DAO-ს მმართველობა.
ჯილდოების განაწილება: ინფლაციის ჯილდოები გადაეცემა ნოდის ოპერატორებს და მათ დელეგატორებს ორ კვირაში ერთხელ, რაც წარმოადგენს ქსელის მუშაობაში მონაწილეობის სტიმულს.
TOWNS ტოკენები გაშვებულია Ethereum-ზე ERC-20 ტოკენების სახით, პროტოკოლთან ურთიერთქმედებისთვის გამოიყენება Base ბლოკჩეინთან დამაკავშირებელი ხიდები.
Towns და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 4 აგვისტოს, Binance-მა განაცხადა, რომ TOWNS იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 30-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 14-დან 17 ივლისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს TOWNS-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 305 848 461 TOWNS, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 3,02%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა TOWNS-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Towns (TOWNS) გვთავაზობს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კონფიდენციალური და უსაფრთხო ჩატის გამოყენების შესაძლებლობას. ის მომხმარებელს აძლევს საკუთარი ჩატის ჯგუფების ფლობის, ასევე მოქნილი წესების და ძლიერი შიფრაციის სისტემის გამოყენების შესაძლებლობას. დეცენტრალიზებული სტრუქტურა და მართვაში საზოგადოების ჩართულობა მას გამოარჩევს ტრადიციული შეტყობინებების აპლიკაციებისგან.
მეორე დონის მასშტაბირებადი ბლოკჩეინის და დეცენტრალიზებული ნოდების წყალობით, Towns გვთავაზობს სწრაფ, კონფიდენციალურ და მომხმარებლის მიერ მართულ კომუნიკაციას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.