მთავარი დეტალები
WalletConnect ამარტივებს კრიპტო საფულეების დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან დაკავშირებას QR კოდების ან deep link-ების მეშვეობით, რისი წყალობითაც მომხმარებელს შეუძლია საკუთარი აქტივების კონტროლი პირადი გასაღებების გამჟღავნების ან ბრაუზერის გაფართოების გამოყენების გარეშე.
ამ პროტოკოლს აქვს უამრავი ბლოკჩეინ-ქსელის მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Ethereum, Solana, Polkadot, Cosmos და Bitcoin.
WalletConnect ეკოსისტემას აქვს საკუთარი utility ტოკენი, სახელწოდებით WCT, რომელიც გამოიყენება სტეიკინგისთვის, ქსელის მართვაში მონაწილეობისთვის და ჯილდოების მიღებისთვის.
რა არის WalletConnect?
WalletConnect არის ღია კოდზე დაფუძნებული პროტოკოლი, რომელიც ამარტივებს კრიპტო საფულეების დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან (DApp-ებთან) დაკავშირებას. ბრაუზერის გაფართოებების გამოყენების ან საფულის მისამართის დაკოპირების და ჩასმის ნაცვლად, WalletConnect საშუალებას გაძლევთ თქვენი საფულის DApp-თან დასაკავშირებლად ისარგებლოთ QR კოდის სწრაფად დასკანერების ფუნქციით ან deep link-ით. WalletConnect თავსებადია ბევრ ბლოკჩეინთან და მისი მიზანია Web3 სივრცე გახადოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო.
თავდაპირველად WalletConnect შეიქმნა DApp-ის საფულესთან დაკავშირების სისტემაში არსებული ხარვეზების და სისუსტეების აღმოსაფხვრელად, თუმცა მოგვიანებით ის გარდაიქმნა პროტოკოლად და ქსელად, რომელსაც იყენებს მილიონობით მომხმარებელი და ათასობით აპლიკაცია.
როგორ მუშაობს WalletConnect
არსებითად, WalletConnect წარმოადგენს კომუნიკაციის სისტემას, რომელიც იძლევა საფულის აპლიკაციების DApp-ებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას სენსიტიური ინფორმაციის, მაგალითად პირადი გასაღებების გამჟღავნების გარეშე.
ამ პროტოკოლს აქვს დაშიფრული შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა. კავშირის სეანსის წამოწყებისთვის საჭიროა QR კოდის დასკანერება ან deep link ბულზე დაჭერა. დაკავშირების შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ საფულიდან დაადასტურონ ან უარყონ ტრანზაქციები. სეანსის დროს მომხმარებელი სრულად აკონტროლებს საკუთარ საფულეს.
WalletConnect-ს აქვს მრავალი ბლოკჩეინ-ქსელის მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Ethereum, Solana, Cosmos, Polkadot და Bitcoin.
WalletConnect დაფუძნებულია სამ ძირითად კომპონენტზე:
ქსელი: ეს არის ნოდების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება შეტყობინებების მიმოცვლა თქვენს საფულესა და თქვენ მიერ გამოყენებულ აპლიკაციას შორის. ამ ნოდების გაშვება ხდება სხვადახვა ჯგუფის მიერ, რაც უზრუნველყოფს ქსელის დეცენტრალიზაციას.
SDK-ები: საფულეებში და DApp-ებში დაკავშირების ფუნქციების დასამატებლად, დეველოპერები იყენებენ WalletConnect SDK-ებს. ეს SDK-ები პასუხისმგებელია ამ სისტემის ტექნიკური ასპექტების მართვაზე.
სტანდარტები: WalletConnect იყენებს შეტყობინების გაგზავნის და მიღების სტანდარტულ წესებს, რისი წყალობითაც აპლიკაციებსა და საფულეებს შორის კომუნიკაცია უხარვეზოდ ხორციელდება.
WCT ტოკენი
WalletConnect-ს აქვს საკუთარი ტოკენი, სახელწოდებით WCT. ის წარმოადგენს ERC-20 ტოკენს და მისი მთლიანი მარაგია 1 მილიარდი ტოკენი. WCT გაშვებულია Optimism ქსელზე და WalletConnect ეკოსისტემაში ის რამდენიმე დანიშნულებით გამოიყენება:
მმართველობა: WCT-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქსელის განვითარებასთან, პროტოკოლის განახლებებთან და საკომისიოების სტრუქტურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
სტეიკინგი: მომხმარებელს შეუძლია საკუთარი WCT ტოკენები გამოიყენოს სტეიკინგში ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების და ჯილდოების მიღების მიზნით. სტეიკინგის ხანგრძლივობა მერყეობს ერთი კვირიდან ორ წლამდე, ჯილდოების რაოდენობა განისაზღვრება მონაწილეობის პერიოდის შესაბამისად.
წარმადობაზე დაფუძნებული ჯილდოები: ნოდის ოპერატორები და საფულის პროვაიდერები WCT-ის ჯილდოებს იღებენ სხვადასხვა მაჩვენებლის გათვალისწინებით, როგორიცაა ქსელში ყოფნის დრო, დაყოვნების პერიოდი და წარმატებული დაკავშირებების რაოდენობა.
სამომავლო საკომისიოები: ამჟამად WalletConnect-ს არ აქვს დაწესებული საკომისიოები, თუმცა სამომავლოდ, თუ საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება მომხმარებელს დაეკისროს საკომისიოების WCT-ით გადახდა.
WCT წარმოადგენს ERC-20 ტოკენს და მისი მთლიანი მარაგია 1 მილიარდი ტოკენი.
WCT Binance Launchpool-ზე
2025 წლის 10 აპრილს, Binance-მა განაცხადა, რომ WCT იქნებოდა Binance Launchpool-ზე გაშვებული 67-ე პროექტი. მომხმარებლები, რომლებიც ფარმინგის პერიოდში დაბლოკავდნენ საკუთარ BNB, FDUSD და USDC ტოკენებს, შეძლებდნენ WCT ჯილდოების მიღებას. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 40 მილიონი WCT, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 4%-ს შეადგენს.
ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა WCT ტოკენის ლისტინგი Binance-ზე და მიენიჭა Seed Tag, მისი გადაცვლა შესაძლებელია USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
WalletGuide და სერტიფიკაცია
WalletConnect-ის გუნდმა ასევე წამოიწყო პროექტი, სახელწოდებით WalletGuide, რომლის ფარგლებშიც ხდება საფულეების შეფასება და ლისტინგი, თუ ისინი აკმაყოფილებს ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტებს. საფულეებისთვის გაიცემა სერტიფიკატები, რაც ზრდის მათ სანდოობას მომხმარებლების და დეველოპერების თვალში.
პოპულარიზაცია და ზრდა
WalletConnect-ის გაშვების შემდეგ მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ვებსაიტის მიხედვით, პროექტის მეშვეობით დამყარდა 240 მილიონი კავშირი და მომსახურება მიიღო 38 მილიონმა უნიკალურმა აქტიურმა საფულემ. პროტოკოლი ინტეგრირებულია 57 000-ზე მეტ დეცენტრალიზებული აპლიკაციაში, რაც ადასტურებს მის პრაქტიკულობას და თავსებადობას Web3 სივრცეში.
დაფინანსება და განვითარება
WalletConnect ფონდმა შეძლო 10 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა ტოკენების გამოწერის ოთხი ღონისძიების მეშვეობით. ამ თანხის მეშვეობით შესაძლებელი იქნება WalletConnect ფონდის ოპერაციების მასშტაბის გაფართოება, გუნდის და ეკოსისტემის ინიციატივების მხარდაჭერა — რაც სარგებელს მოუტანს დეველოპერებს, ნოდის ოპერატორებს და სტრატეგიულ პარტნიორებს.
შეჯამება
WalletConnect შეიქმნა, როგორც საფულეების და DApp-ების ერთმანეთთან დაკავშირების მარტივი მეთოდი, თუმცა მალე ის გარდაიქმნა საკუთარი ტოკენის, მართვის სისტემის და ქსელის ინფრასტრუქტურის მქონე სრულფასოვან ეკოსისტემად. მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის და მომხმარებელთა ძლიერი ბაზის წყალობით, პროექტი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეფექტურ კომუნიკაციას Web3 პლატფორმებს შორის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.