L2hjTJNhjpUTdAVMArh3UqmnTXEVx6J6Faui8cUXCPpyQMUEkJ54
საჯარო გასაღების შექმნისთვის, მომხმარებელი ასრულებს გარკვეულ ოპერაციას პირადი გასაღების გამოყენებით. ამის შემდეგ საჭიროა კიდევ ერთი ოპერაცია, რომელიც გულისხმობს საჯარო გასაღების გამოყენებით საჯარო მისამართის გენერირებას. ამ მისამართს მომხმარებლებს უგზავნით, როდესაც გსურთ მისგან თანხის მიღება.
თუ შეტყობინებას (ე.ი., ტრანზაქციას) ხელს თქვენი პირადი გასაღების გამოყენებით მოაწერთ, სხვებს შეუძლიათ შესაბამისი საჯარო გასაღების გამოყენება მისი ავთენტურობის დასამტკიცებლად. ისინი თქვენს საჯარო გასაღებს იყენებენ იმის გადასამოწმებლად, ნამდვილად თქვენ მოაწერეთ თუ არა ხელი შეტყობინებას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მასში არ არის შეტანილი რაიმე ცვლილება ხელმოწერის შემდეგ.
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია (და სრულიად უსაფრთხოა) თქვენი საჯარო გასაღების სხვებისთვის გაზიარება. თუმცა არასოდეს გააზიაროთ თქვენი პირადი გასაღები. თუ ეს გასაღები სხვის ხელში მოხვდება, ის შეძლებს თქვენი თანხების დახარჯვას ტრანზაქციებზე თქვენს ნაცვლად ხელმოწერის მეშვეობით.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
მათემატიკური თეორიებისა და გამოთვლების გამოყენების მეცნიერება ინფორმაციის დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით.