საფულე
საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: დმიტრი ვოლხოვი
კრიპტო საფულე წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც მომხმარებლებს ბლოკჩეინის ქსელებთან ურთიერთქმედების დამყარების უფლებას იძლევა. ისინი საჭიროა 
Bitcoin-ის და სხვა ციფრული ვალუტის გაგზავნისთვის ან მიღებისთვის. კრიპტო საფულეები ასევე ბლოკჩეინის ახალი მისამართების გენერირებისთვის გამოიყენება.
ჩვენ მიერ ყოველდღიურობაში გამოყენებული ტრადიციული საფულეებისგან განსხვავებით, კრიპტოვალუტის საფულეები ჩვენს ფინანსებს რეალურად არ ინახავს. ფაქტობრივად თქვენი მონეტები (ან ტოკენები) 
ბლოკჩეინის სისტემაში მონაცემების სახით არის ჩაწერილი, საფულეები კი მათთან წვდომის საშუალებას წამოადგენს.
ტექნიკური თვალსაზრისით, კრიპტო საფულეების უმეტესობა ახდენს 
საჯარო და პირადი გასაღებების ერთი ან რამდენიმე წყვილის გენერირებას. საჯარო გასაღები გამოიყენება საფულის მისამართების გენერირებისთვის, რომელიც გამოიყენება კრიპტოს მისაღებად. რაც შეეხება პირად გასაღებს, ისინი გამოიყენება ციფრული ხელმოწერების შესაქმნელად და ტრანზაქციების ვერიფიკაციისთვის (პირადი გასაღები კონფიდენციალურია და ის არ უნდა გაზიარდეს სხვებთან).
არსებობს 
კრიპტო საფულის სამი ძირითადი ჯგუფი: პროგრამული, აპარატურული და 
ქაღალდის საფულე. თუმცა ეს საფულეები შეიძლება ასევე დაიყოს ცივ და ცხელ საფულეებად, მათი მუშაობის ტიპის მიხედვით. ცხელი საფულეები დაკავშირებულია ინტერნეტთან, შესაბამისად ისინი მეტად დაუცველია ჰაკერული თავდასხმის წინააღმდეგ. ცივი საფულეები გასაღებს ინტერნეტთან კავშირის გარეშე აგენერერირებს, რაც კიბერ თავდასხმებისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.
პროგრამული საფულის ყველაზე გავრცელებულ ტიპებს წარმოადგენს ვებ-საფულეები, დესკტოპ-საფულეები და მობილური საფულეები.
- ვებ-საფულე: იყენებს ბრაუზერის ინტერფეისს და არ საჭიროებს ჩამოტვირთვას ან ინსტალაციას. ის მეტად მოსახერხებელი, თუმცა სახიფათო ვარიანტია, რადგან ამ დროს პირადი გასაღები მესამე მხარის განკარგულებაშია. 
- დესკტოპ-საფულე: პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და გაუშვათ ადგილობრივ კომპიუტერზე. ის ვებ-საფულესთან შედარებით ნაკლებად მოსახერხებელია, თუმცა უფრო უსაფრთხოა, რადგან პირადი გასაღები ინახება ადგილობრივ კომპიუტერზე და იმართება მომხმარებლის მიერ. დესკტოპ-საფულე უნდა დაინსტალდეს მხოლოდ „სუფთა“ კომპიუტერზე (რომელიც არ შეიცავს ვირუსებს და მავნე პროგრამებს). 
- მობილური საფულე: არის დესკტოპ-საფულის მსგავსი, მაგრამ განკუთვნილია სმარტფონისთვის. QR-კოდების გამოყენების გამო, ის კრიპტოვალუტის გაგზავნის და მიღების მოსახერხებელი ალტერნატივაა.  Trust Wallet-  მობილური კრიპტო საფულის პოპულარული მაგალითია. 
აპარატურული საფულე წარმოადგენს ფიზიკურ მოწყობილობას, რომელიც აგენერირებს და ინახავს გასაღებებს ინტერნეტთან წვდომის გარეშე, ამიტომ ის ცივი საფულეების კატეგორიას მიეკუთვნება. როგორც წესი, ამ გასაღებების შექმნისთვის გამოიყენება შემთხვევითი რიცხვების გენერირების (RNG) ალგორითმები და ინახება მხოლოდ მოცემულ მოწყობილობაში (სხვაგან არსად). მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული წვდომის გამო ის ნაკლებად მოსახერხებელია, აპარატურული საფულე ითვლება კრიპტოვალუტის „შენახვის“ და მართვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივად. თქვენი აპარატურული საფულის პირდაპირ სავაჭრო ინტერფეისთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 
Binance DEX , პირადი გასაღებებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.
ქაღალდის საფულე წარმოადგენს უბრალოდ ფურცელს, რომელზეც დაწერილია ბლოკჩეინის მისამართი და შესაბამისი პირადი გასაღები. როგორც წესი გასაღებები წარმოადგენს ციფრებისგან და ასოებისგან შემდგარ გრძელ სტრიქონს QR-კოდებთან ერთად, რომლებიც გმოიყენება კრიპტოვალუტის ტრანზაქციების აღსრულებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ქაღალდის საფულე გამოიყენება გასაღებების ოფლაინ გენერირებისთვის, ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს ცივ საფულედ. თუმცა მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის ბევრი ნაკლისა და ტექნიკური ცოდნის არმქონე მომხმარებელთან დაკავშირებული პოტენციური რისკების გამო.