მთავარი დეტალები
Lagrange არის დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის პლატფორმა, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: ZK Prover ქსელი, ZK კოპროცესორი და zkML ბიბლიოთეკა DeepProve.
ეს პროექტი დეველოპერებს ეხმარება რთული გამოთვლების აუთსორსინგში და შედეგების ვალიდურობის დამტკიცებაში ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების (ZKP) გამოყენებით.
დეველოპერებს მისი გამოყენება შეუძლიათ ისტორიული მონაცემების ვერიფიკაციისთვის, ალგორითმების ბლოკჩეინის გარეთ გაშვებისთვის და სანდო ინფორმაციის ბლოკჩეინის ქსელებზე გადატანისთვის.
შესავალი
დავუშვათ თქვენ ცდილობთ რამდენიმე ბლოკჩეინის ქსელზე დაფიქსირებული ether-ის (ETH) საშუალო ფასის განსაზღვრას. ეს სულაც არ არის ადვილი საქმე, თუ თქვენ არ გსურთ ისტრიულ მონაცემებზე წვდომისთვის oracle-ების გამოყენება ან ტრანზაქციის მაღალი საკომისიოების გადახდა.
Lagrange ამარტივებს ამ პროცესს რთული გამოთვლების ბლოკჩეინის გარეთ განხორციელების და ბლოკჩეინზე შედეგების ვერიფიკაციისთვის ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების (ZKP) გამოყენების მეშვეობით. მისი წყალობით, სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული მონაცემების გადატანა, დამუშავება და ვერიფიკაცია უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.
რა არის Lagrange?
Lagrange არის კრიპტო ინფრასტრუქტურის პროექტი, რომელიც წარმოგვიდგენს სამ ძირითად პროდუქტს: ნულოვანი ინფორმაციის (ZK) Prover ქსელს, ZK კოპროცესორს და zkML ბიბლიოთეკას DeepProve.
ZK Prover ქსელი
Lagrange-ის Prover ქსელი არის ოპერატორების დეცენტრალიზებული ქსელი, რომელსაც შეუძლია მოთხოვნის საფუძველზე ZKP-ის გენერირება. თუ დეცენტრალიზებულ აპლიკაციას (DApp) ესაჭიროება იმის მტკიცებულება, რომ შედეგების გამოთვლა სწორად განხორციელდა, ის უბრალოდ უგზავნის მოთხოვნას Lagrange-ს.
ეს Prover ქსელი ახორციელებს რთულ მათემატიკური გამოთვლებს ბლოკჩეინის გარეთ და უკან აბრუნებს კომპაქტური ზომის მტკიცებულებას, რომლის ვერიფიკაციაც სმარტ კონტრაქტებს შეუძლია. ამ დროს DApp-ს არ ესაჭიროება გამოთვლების შედეგის ბლოკჩეინზე დაბრუნება ან მათი ვალიდაციისთვის მესამე მხარის დახმარება.
ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, სადაც ეს პროცესი ერთი კოორდინატორის მიერ იმართება (რაც „ბოთლის ყელის“ ეფექტს ქმნის), Lagrange საკუთარ ქსელს რამდენიმე დამოუკიდებელ ქვექსელად ყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქსელის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ბლოკჩეინს, როლაფს ან აპლიკაციას შეუძლია, საჭიროებისამებრ ასევე შესაძლებელია ქსელის მასშტაბირება.
ZK კოპროცესორი
Lagrange-ის ZK კოპროცესორი მოქმედებს, როგორც ბლოკჩეინის მონაცემების მოთხოვნის სისტემა, რომელიც მუშაობს ნდობის საჭიროების გარეშე. დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან SQL მოთხოვნები ათასობით ბლოკში არსებული სმარტ კონტრაქტების საცავებიდან მონაცემების მისაღებად, გამოთვალონ საშუალო ან ჯამური მონაცემები და მიიღონ ZKP. ამის შემდეგ ეს მტკიცებულებები ვერიფიკაციისთვის პირდაპირ სმარტ კონტრაქტს უკავშირდება.
ამ ფუნქციის გაშვება სხვადასხვა ბლოკჩეინ-ქსელზე შეიძლება, რისი წყალობითაც შეგვიძლია მონაცემები მივიღოთ მეორე დონის ბლოკჩეინებიდან, როგორიცაა Base და შემდეგ განვახორციელოთ მათი ვერიფიკაცია Ethereum-ზე ხიდის გამოყენების გარეშე. საკუთარი ბლოკჩეინის ინდექსერების შექმნის გარდა, დეველოპერებს სხვა გზითაც შეუძლიათ ბლოკჩეინის მონაცემების მოთხოვნა, მაგალითაც შეუძლიათ მოამზადონ კომპლექსური ალგორითმები ან გამოიყენონ ცენტრალიზებული API-ები.
zkML DeepProve
DeepProve წარმოადგენს Lagrange-ის zkML სისტემას, რაც დეველოპერებს აძლევს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების გამართულად მუშაობის მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობას თავად ამ მოდელის სტრუქტურის ან საწყისი მონაცემების გამჟღავნების გარეშე. მანქანური სწავლების შედეგების მისაღებად, ის ახდენს ZKP-ს გენერირებას, რათა ნებისმიერმა შეძლოს გადამოწმება, რომ პროგნოზის მონაცემები შესაბამისი მოდელის მეშვეობითაა მიღებული და არ არის გაყალბებული. კრიპტოგრაფიული მტკიცებულებების გამოყენება ამყარებს ნდობას ხელოვნური ინტელექტის პასუხების მიმართ.
როგორ მუშაობს Lagrange?
Prover ქსელი
Lagrange-ის Prover ქსელი გაშვებულია EigenLayer-ზე და მხარდაჭერილია ორგანიზაციული დონის ავტონომიური ვერიფიცირებადი სერვისების (AVS) 85-ზე მეტი ოპერატორის მიერ. ეს ოპერატორები უშვებენ მარტივ პროგრამას, რომელსაც worker binary ეწოდება და გამოიყენება შემომავალი დავალებების მონიტორინგისთვის. როდესაც დეველოპერს ესაჭიროება მტკიცებულება, ქსელის არჩეული ოპერატორი ახორციელებს გამოთვლებს ბლოკჩეინის გარეთ და ახდენს ZKP-ის გენერირებას.
დამმტკიცებლის ოპერატორებისთვის განსაზღვრულია წახალისების სისტემა, რაც მათ სანდოობას უზრუნველყოფს. თუ ისინი საკუთარ მოვალეობას არ შეასრულებენ სწორად და დროულად, შეიძლება მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სლეშინგის ზომები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაკარგავენ სტეიკინგზე განთავსებული თანხის ნაწილს. Prover ქსელი მოქნილი სისტემაა და აქვს მტკიცებულებების ისეთი სისტემების მხარდაჭერა, როგორიცაა Plonky2 და Plonky3. საჭიროებისამებრ სამომავლოდ შეიძლება სხვა სისტემებიც დაემატოს.
DARA (Double Auction Resource Allocation)
DARA წარმოადგენს Lagrange-ის რესურსების განაწილების სისტემა, რომლის მუშაობასაც უზრუნველყოფს Prover ქსელი. ამ სისტემის მეშვეობით დეველოპერები, რომელთაც ესაჭიროებათ გამოთვლები, პოულობენ ამ სერვისის მომწოდებელ ოპერატორებს. აი როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში:
თუ დეველოპერი ხართ, თქვენ განსაზღვრავთ გამოთვლების საჭირო ოდენობას და თანხას, რომლის გადახდაც გსურთ.
თუ ოპერატორი ხართ, თქვენ მიუთითებთ თქვენი რესურსების შესაძლებლობას და თქვენი სერვისის ღირებულებას.
DARA ავტომატურად დააკავშირებს ორ მხარეს და უზრუნველყოფს, რომ დეველოპერმა ზედმეტი არ გადაიხადოს, ხოლო ოპერატორმა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება.
ეს სისტემა შექმნილია ეფექტურობისა და სამართლიანობისთვის: თქვენ მხოლოდ მაშინ იხდით, თუ სამუშაო სრულად არის შესრულებული. თუ ქსელს არ შეუძლია თქვენი მოთხოვნის სრულად დამუშავება, ის მას არ გადაეგზავნება. სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერით და ნაწილობრივი ან არასწორი შედეგების მიწოდების პრევენციით, DARA უზრუნველყოფს სავაჭრო ბირჟის გამართულად ფუნქციონირებას.
გამოყენების შესაძლო შემთხვევები
პროცესების მართვა სხვადასხვა ბლოკჩეინზე: გამოიყენეთ Lagrange-ის სერვისები მტკიცებულებების ან პროცესების გენერირებისთვის სხვადასხვა ბლოკჩეინზე. თუ გჭირდებათ DAO-ს ხმის მიცემის პროცესის განხორციელება Scroll-ზე, თქვენ შეგიძლიათ მტკიცებულების გენერირება და ვერიფიკაცია, რის შემდეგაც შედეგებს აგზავნით პირდაპირ Ethereum-ზე ხიდის გამოყენების გარეშე.
როლაფების ინფრასტრუქტურა: შეგიძლიათ Lagrange-ს დაუკავშიროთ როლაფები და განახორციელოთ ZK-ს ან fraud proof-ების გენერირების აუთსორსინგი, მტკიცებულების გენერირების საკუთარი ინფრასტრუქტურის მოწყობის ნაცვლად.
ჯანდაცვა: პაციენტის სენსიტიური ინფორმაციის გამოყენებით შეგიძლიათ გაწვრთნათ ხელოვნური ინტელექტის მოდელები, მიიღოთ პროგნოზების შესახებ მონაცემები და გადაამოწმოთ მათი სისწორე ჯანმრთელობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. ეს იძლევა კონფიდენციალური სადიაგნოსტიკო და სამედიცინო ინსტრუმენტების შექმნის შესაძლებლობას.
ფინანსები და შესაბამისობა: ფინანსურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გადაამოწმონ ხელოვნური ინტელექტის მოდელების რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა საავტორო უფლებებით დაცული ალგორითმების და მონაცემების კონფიდენციალურობის შენარჩუნებით.
Lagrange-ის ფონდი და ლაბორატორიები
Lagrange-ის ფონდი არის ახალი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლის მიზანია Lagrange-ის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. ის მართავს Prover ქსელის ყოველდღიურ ოპერაციებს და უზრუნველყოფს დეველოპერების მხარდაჭერას რესურსებით, როგორიცაა ტექნიკური გაიდლაინები, მარკეტინგი და ეკოსისტემის პარტნიორობა. მეორე მხრივ, Lagrange-ის ლაბორატორია ფოკუსირებულია ისეთი სფეროების კვლევასა და განვითარებაზე, როგორიცაა ZK მტკიცებულების გენერირება და ვერიფიცირებადი ხელოვნური ინტელექტი. ამ ლაბორატორიების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიები სამომავლოდ ინტეგრირდება Prover ქსელში, რაც უზრუნველყოფს ქსელის პრაქტიკულ გამოყენებას და ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას.
LA ტოკენი
LA ტოკენი წარმოადგენს Lagrange-ის ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს. ეს ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
მტკიცებულების გენერირება: ტოკენის გამოყენებით შეგიძლიათ გაგზავნოთ ZK მტკიცებულების მოთხოვნები Lagrange-ის ქსელზე. ღირებულება დამოკიდებულია თქვენი დავალებისთვის საჭირო გამოთვლების მოცულობაზე.
ჯილდოების სისტემა დამმტკიცებლებისთვის: ოპერატორები, რომლებიც ახდენენ ZK მტკიცებულებების გენერირებას ან აგრეგირებას, ანაზღაურებას იღებენ ამ ტოკენებში მიუხედავად იმისა, თუ რა ვალუტაა მითითებული მოთხოვნაში. ეს ხელს უწყობს როგორც დამმტკიცებლების, ასევე ქსელის გრძელვადიან წარმატებას.
სტეიკინგი და დელეგირება: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები განათავსონ სტეიკინგზე ან გადასცენ კონკრეტულ დამმტკიცებელს. ეს ხელს უწყობს ოპერატორებისთვის დამტკიცების ხარჯების შემცირებას საზოგადოებას აძლევს ჯილდოების განაწილებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
ქსელის უსაფრთხოება: დამმტკიცებლებლებმა უნდა იმოქმედონ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლება დადგნენ სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების ნაწილის დაკარგვის რისკის ქვეშ. დელეგატორები ჯილდოებს გამოიმუშავებენ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებენ დამმტკიცებლების სწორად შერჩევას. ამ სისტემის წყალობით ყველა დაინტერესებულია ქსელის საიმედოობასა და გამართულად მუშაობაში.
Lagrange (LA) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 9 ივლისს, Binance-მა განაცხადა, რომ LA იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 26-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 22-დან 25 ივნისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს LA-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი LA, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა LA-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Lagrange დეველოპერებს და პროტოკოლებს სთავაზობს პრაქტიკულ გადაწყვეტას, რომელიც საჭიროა მასშტაბირებადი, ვერიფიცირებადი გამოთვლების ბლოკჩეინის გარეთ განხორციელებისთვის. დეცენტრალიზებული Prover ქსელის, რესურსების განაწილების ეფექტური სისტემის და დეველოპერებზე მორგებული კოპროცესორის კომბინაციით, Lagrange გვთავაზობს მონაცემთა გადამოწმების და დამუშავების უფრო მარტივ, სწრაფ და ხელმისაწვდომ მეთოდს.
დამატებითი საკითხავი
ნულოვანი ინფორმაციით დამტკიცების გამოყენება კრიპტოს გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად
რა არის zk-როლაფები? მე-2 დონის ბლოკჩეინის მასშტაბირებადობის გაზრდის მეთოდი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.