რა არის Caldera (ERA)?

რა არის Caldera (ERA)?

განახლებული Jul 18, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Caldera წარმოადგენს Rollup-as-a-Service (RaaS) ტიპის პლატფორმას, რომელიც დეველოპერებს აძლევს პერსონალისებული, აპლიკაციებზე მორგებული როლაფების სულ რამდენიმე დაწკაპუნებით გაშვების შესაძლებლობას. 

  • პლატფორმა შედგება ორი ნაწილისგან: Rollup Engine-ისგან (რომლის დანიშნულებაა როლაფების შექმნა და მართვა) და Metalayer-ისგან (რომელიც უზრუნველყოფს კავშირის დამყარებას კროს-ჩეინ კომუნიკაციის მიზნით). 

  • Caldera-ს მეშვეობით გაშვებული როლაფები ავტომატურად უკავშირდება ერთმანეთს კომუნიკაციის, ლიკვიდურობის გაზიარების და აქტივების ტრანზაქციების გამარტივების მიზნით. 

caldera cta ბანერი

შესავალი

როდესც Ethereum-ის ქსელი გადატვირთულია, მისი გამოყენება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება როგორც ტრანზაქციების დამუშავების დრო, ასევე მათი ღირებულება. როლაფები გვეხმარება გარკვეული აქტივობების ძირითადი ბლოკჩეინის გარეთ განხორციელებაში, თუმცა მათი უმეტესობა იზოლირებულ კუნძულებს წარმოადგენს, რაც ართულებს მონაცემების და აქტივების ბლოკჩეინებს შორის გადატანის პროცესს.

Caldera საშუალებას გაძლევთ სულ რამდენიმე წუთში გაუშვათ კონკრეტული აპლიკაციისთვის შექმნილი საკუთარი როლაფი, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება სხვა ბლოკჩეინებს. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ ტრანზაქციებს, ნაკლებ ხარჯებს და მომხმარებლების და დეველოპერების გამოცდილების გაუმჯობესებას.

რა არის Caldera?

Caldera წარმოადგენს Rollup-as-a-Service (RaaS) ტიპის პლატფორმას, რომელიც დეველოპერებს აძლევს კონკრეტულად მათი აპლიკაციებისთვის შექმნილი როლაფების გაშვების შესაძლებლობას. როლაფების შექმნის პროცესის ნულიდან დაწყების ნაცვლად, გუნდებს შეუძლიათ გამოიყენონ Caldera-ს ინსტრუმენტები და მომენტალურად გაუშვან სწრაფი და მოქნილი როლაფები, რომლებიც კონფიგურირებული იქნება კონკრეტული დანიშნულებით, მაგალითად დეცენტრალიზებულ ფინანსების (DeFi), გეიმინგის, არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) ან სოციალური პლატფორმების სფეროში გამოყენებისთვის.

Rollup Engine

Caldera-ს მთავარ კომპონენტს წარმოადგენს Rollup Engine - მძლავრი სისტემა, რომელიც დეველოპერებს აძლევს პერსონალიზებული როლაფების სულ რამდენიმე დაწკაპუნებით ან აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API) ბრძანებების მეშვეობით გაშვების და მართვის შესაძლებლობას. როგორც Amazon Web Services (AWS) ამარტივებს ვებ-აპლიკაციების ქლაუდ-სერვისებზე გაშვებას, ასევე Rollup Engine საკუთარ თავზე იღებს ძირითად სამუშაოს, რათა დეველოპერებმა შეძლონ როლაფების გაშვება ზედმეტი სტრესის, ტექნიკურ დეტალებზე ზრუნვის და ბლოკჩეინის შესახებ საექსპერტო ცოდნის გარეშე.

Metalayer

Metalayer არის უხილავი ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს Caldera-ს ყველა როლაფს და აძლევს მათ უსაფრთხო კომუნიკაციის, ლიკვიდურობის გაზიარების და შეტყობინებების მიმოცვლის შესაძლებლობას. მისი წყალობით თითოეული როლაფი აღარ წარმოადგენს იზოლირებულ კუნძულს - სხვადასხვა ბლოკჩეინზე გაშვებულ აპლიკაციებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება, მომხმარებელს კი ეძლევა საკუთარი აქტივების, მაგალითად ტოკენების ან NFT-ების ბლოკჩეინებს შორის მარტივად გადატანის შესაძლებლობა.

Rollup Engine და Metalayer მომხმარებელს სთავაზობს მოქნილი, აპლიკაციაზე მორგებული ბლოკჩეინების შექმნის შესაძლებლობას ერთიანი ეკოსისტემის უპირატესობებზე უარის თქმის გარეშე.

როგორ მუშაობს Caldera?

1. როლაფის გაშვება 

პირველ რიგში დეველოპერები ირჩევენ როლაფის პარამეტრებს Rollup Engine-ის გამოყენებით:

  • აღსრულების ფენა: შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ როლაფების პოპულარული ვარიანტებს შორის, მაგალითად თუ გსურთ ოპტიმისტური როლაფების გაშვება, შეგიძლიათ აირჩიოთ Arbitrum Nitro და Optimism Bedrock, ხოლო თუ ნულოვანი ინფორმაციის (ZK) ტექნოლოგიებს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ აირჩიოთ zkSync-ის ZK Stack ან Polygon CDK.

  • მონაცემთა ხელმისაწვდომობა: ტრანზაქციების მონაცემთა შესანახად შეგიძლიათ აირჩიოთ Ethereum, Celestia ან Avail.

  • პერსონალიზაცია: საჭიროებისამებრ შეგიძლიათ დააკორექტიროთ ეფექტურობის პარამეტრები, გაუშვათ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ან განახორციელოთ გამომთვლელი რესურსების მასშტაბირება

2. მომენტალური დაკავშირება Metalayer-ის მეშვეობით

გაშვების შემდეგ, თქვენი როლაფი ავტომატურად უკავშირდება Metalayer-ს, რომელიც გვთავაზობს:

  • კონკრეტული დანიშნულების ხიდებს: თუ გსურთ სტეიბლკოინის, მაგალითად USDC-ის ერთი როლაფიდან მეორეზე გადატანა, სისტემა ავტომატურად პოულობს ამ დავალების შესრულების ყველაზე სწრაფ და იაფ გზას. ამ ხიდებით მხარდაჭერა უზრუნველყოფილია პარტნიორების მიერ, როგორებიცაა Across (კროს-ჩეინ ხიდები), Eco (ტრანზაქციების ეფექტური მარშრუტიზაციის პროტოკოლი) და Hyperlane.

  • სწრაფ ანგარიშსწორებას: Hyperlane უზრუნველყოფს შეტყობინებების მიმოცვლის მართვას, რისი წყალობითაც გადარიცხვებს და ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციას სულ რამდენიმე წამი ესაჭიროება.

  • დეველოპერის ინსტრუმენტებს:  Caldera დეველოპერებს სთავაზობს API-ებს, SDK-ებს და მზა UI კომპონენტებს, რომელთა დახმარებით მათ შეუძლიათ შექმნან კროს-ჩეინ აპლიკაციები ხიდის ალგორითმების წერის საჭიროების.

3. მასშტაბირება მოთხოვნის საფუძველზე

Caldera-ს მოდულური არქიტექტურა დეველოპერებს საშუალებას აძლევს:

  • გაუშვან ახალი როლაფები: DeFi აპლიკაციისთვის შეიძლება შეიქმნას ცალკე როლაფი, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ მაღალი მოცულობით მოვაჭრე ტრეიდერებისთვის, გეიმინგ-პლატფორმებისთვის კი შეიძლება გაეშვას თამაშის სხვადასხვა სამყაროებისთვის ან რეგიონებისთვის განკუთვნილი როლაფები.

  • განაახლონ სისტემები მათი გათიშვის საჭიროების გარეშე: დეველოპერებს შეუძლიათ გამოუშვან პროტოკოლის განახლებები, დაამატონ ახალი ფუნქციები ან მოახდინონ მონაცემთა სხვადასხვა ფენების ინტეგრირება მომხმარებლის გამოცდილებაზე ზეგავლენის გარეშე.

  • მოახდინონ გამომთვლელი რესურსების მასშტაბირება: მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, მაგალითად NFT-ების დარიგების ან თამაშის მასშტაბური ღონისძიების დროს, გუნდებს შეუძლიათ გაზარდონ გამომთვლელი სიმძლავრე.

ეკოსისტემის მიმოხილვა 

Caldera მართავს 50-ზე მეტი აქტიური როლაფისგან შემდგარ ქსელს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გამოიყენება, როგორიცაა DeFi, გეიმინგი, სოციალური აპლიკაციები და ინფრასტრუქტურის პროტოკოლები. 

Caldera-ს მეშვეობით გაშვებულ ბლოკჩეინებს შორისაა:

  • Manta Pacific: მეორე დონის მოდულური ბლოკჩეინი, რომელიც ფოკუსირებულია ZK აპლიკაციებზე.

  • ApeChain: შექმნილია ApeCoin ეკოსისტემისთვის და იძლევა სწრაფი და იაფი ტრანზაქციების განხორციელების და თამაშების გაშვების შესაძლებლობას.

  • Injective-ის inEVM: როლაფი, რომელიც Injective ეკოსისტემას სთავაზობს EVM-თან თავსებადობას.

ERA ტოკენი

ERA წარმოადგენს Caldera-ს ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს. ეს ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • გაზის საკომისიოები: ERA გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად Metalayer-ის ქსელზე, რაც უზრუნველყოფს როლაფებს შორის ურთიერთქმედების მხარდაჭერას.

  • სტეიკინგი და ქსელის უსაფრთხოება: ERA-ს სტეიკინგზე განთავსებით, ვალიდატორები უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას, როლაფებს შორის შეტყობინებების ვერიფიკაციას და ZK მტკიცებულებების გენერირებაში მონაწილე სამომავლო ქვექსელების მხარდაჭერას.

  • მმართველობა: ERA-ს მფლობელებს შეუძლიათ პროტოკოლის ცვლილებების შეთავაზება და მათთვის ხმის მიცემა, გრანტების განაწილებაში მონაწილეობა, უსაფრთხოების საბჭოს წევრების არჩევა და სხვა. ამჟამად მმართველობის ფუნქცია აკისრია Caldera Foundation-ს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს ბლოკჩეინზე საზოგადოების წევრების მიერ ხმის მიცემის საფუძველზე.

Caldera (ERA) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 16 ივლისს, Binance-მა განაცხადა, რომ ERA იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 27-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 1-დან 5 ივლისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს ERA-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 20 მილიონი ERA, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა ERA-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Caldera გვთავაზობს ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნის და მასშტაბირების მოდულურ მეთოდს და გუნდებს საშუალებას აძლევს გაუშვან ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქციის მქონე პერსონალიზებული როლაფები. Caldera-ს მიზანია ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნის პროცესი გახადოს უფრო სწრაფი, მარტივი და მოქნილი: მისი Rollup Engine უზრუნველყოფს მათი გაშვების მხარდაჭერას, ხოლო Metalayer - ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.