მთავარი დეტალები
Yearn.finance არის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება კრიპტოთი მეტი სარგებლის მიღებაში, სარგებლის გენერირების საუკეთესო შესაძლებლობის ავტომატური ძიების მექანიზმის მეშვეობით.
პროტოკოლი წარმოგვიდგენს სხვადასხვა პროდუქტებს, როგორიცაა yVaults, yLockers და yPools, რაც მომხმარებლებს რთული DeFi სტრატეგიების გამარტივებაში ეხმარება.
Yearn ფოკუსირებულია დეცენტრალიზაციაზე და არ აქვს წინასწარ დამზადებული ან შემქმნელებისთვის განკუთვნილი ტოკენები; ყველა YFI ტოკენი საზოგადოების წევრებზე გაცემულია მათ მიერ ლიკვიდურობის მიწოდების სანაცვლოდ.
YFI არის Yearn-ის ადგილობრივი governance ტოკენი, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ პროტოკოლის შეთავაზებებისთვის ხმის მიცემაში და გადაწყვეტილების მიღებაში.
შესავალი
ანდრე კრონიეს მიერ 2020 წლის დასაწყისში დაარსებული Yearn.finance არის ერთ-ერთი წამყვანი პროტოკოლი DeFi სივრცეში. ის ახდენს სარგებლის ფარმინგის სტრატეგიების ავტომატიზაციას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გაზარდოს საკუთარი კრიპტო აქტივებით გამომუშავებული მოგება ტექნიკური ცოდნის საჭიროების გარეშე.
Yearn-ის YFI ტოკენი სამართლიანად არის განაწილებული და არ არსებობს წინასწარ დამზადებული ან პროექტის გუნდის წევრებისთვის გამოყოფილი ტოკენები: ყველა ტოკენი საზოგადოების აქტიურ წევრებს გადაეცემათ.
რა არის Yearn.finance?
Yearn.finance აერთიანებს სხვადასხვა DeFi პროტოკოლის, მაგალითად Aave-ს, Compound-ის და Curve-ის ლიკვიდურობას და ეძებს საუკეთესო ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს. მისი ფლაგმანი პროდუქტი, yVaults, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიტანონ აქტივები, რომლებიც შემდეგ აქტიურად იმართება ავტომატური სტრატეგიების საშუალებით, რაც უზრუნველყოფს სარგებლის გენერირების ოპტიმიზაციას. დროთა განმავლობაში, Yearn-მა გააფართოვა თავისი პროდუქტების ასორტიმენტი და დღეისათვის ის გვთავაზობს შემდეგ პროდუქტებს:
yVaults (v1, v2, v3): საცავების სხვადასხვა ვერსიები, სადაც v3 აღნიშნავს ERC-4626-თან შესაბამისობას და გვთავაზობს თითოეულ საცავზე რამდენიმე სტრატეგიის გამოყენების მხარდაჭერას. ამ საცავების დანიშნულებაა მათში განთავსებული მომხმარებელთა აქტივების მეშვეობით გამომუშავებული სარგებლის მაქსიმალურად გაზრდა და გაზის საკომისიოების მინიმუმამდე შემცირება ტრანზაქციის ხარჯების მომხმარებლებს შორის განაწილების მეშვეობით.
yLockers: ტოკენიზებული ესქრო მმართველობის დაბლოკვები, რომლებიც დაფუძნებულია Curve-ის ხმის მიცემის ესქრო (ve) მოდელზე, რომლის მეშვეობითაც დაბლოკილი ტოკენები ლიკვიდურ, ვაჭრობისთვის ვარგის დერივატივებად გარდაიქმნება, მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლების და სარგებლის გენერირების შესაძლებლობების შენარჩუნებით.
yPools: საზოგადოების მიერ მართული ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების (LST-ების) ლიკვიდურობის პულები, რომლებიც გვთავაზობს რისკის დინამიურ ოპტიმიზაციას ავტომატური მარკეტ-მეიკერების (AMM) მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ Yearn ფოკუსირებულია განვითარებად საცავებზე და მმართველობის მექანიზმებზე, Yearn ასევე გთავაზობთ ტრადიციულ პროდუქტებს, როგორიცაა Earn და Zap. Earn არის Vaults-ის მარტივი ვერსია, რომელიც მხოლოდ სტეიბლკოინებს და ტოკენიზებულ Bitcoin-ს უჭერს მხარს. Zap მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ტრადიციული სტეიბლკოინების სვოპი ლიკვიდურობის პროვაიდერ ტოკენებზე, რომლებიც სტეიბლკოინებს წარმოადგენს.
YFI-ის ტოკენომიკა და მმართველობა
ყველა YFI გაცემულია მომხმარებლების მიერ ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და პროტოკოლის გაშვებაში მონაწილეობის სანაცვლოდ.
YFI-ის მფლობელები აკონტროლებენ პროტოკოლის მიმართულებას ყოვლისმომცველი on-chain მმართველობის სისტემის მეშვეობით. განახლებებთან, გადასახადების სტრუქტურასთან, სტრატეგიების ცვლილებებთან და ხაზინის მართვასთან დაკავშირებული შეთავაზებების წარდგენა და მათთვის ხმის მიცემა ხორციელდება საზოგადოების წევრების მიერ. დეცენტრალიზებული მმართველობის ეს მოდელი ტოკენის მფლობელებს უფლებას აძლევს პირდაპირი გავლენა იქონიონ პროტოკოლის განვითარებასა და მდგრადობაზე.
საკომისიოების სტრუქტურა და ჯილდოები
Yearn-ის საცავების მეშვეობით მიღებული სარგებლიდან ჩამოიჭრება საკომისიოები. ასევე დაწესებულია საცავის მართვის საკომისიო, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია საცავის ტიპზე. YIP-69-ის გამოშვების შემდეგ, Yearn-მა დააწესა დინამიური საკომისიოები: წარმადობის საკომისიოები ქარხნულ საცავებზე შეიძლება მხოლოდ 10% იყოს, ხოლო ზოგიერთი ერთაქტივიან საცავს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს მართვის საკომისიო. სარგებლის მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია პლატფორმებზე, როგორიცაა yearn.finance, ასახავს სუფთა APY-ს, რომელიც ითვალისწინებს საკომისიოებს და დაგროვებულ პროცენტს.
საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლები, YFI-ს მფლობელების სასარგებლოდ Yearn-ის ხაზინაში გროვდება, რის შედეგადაც YFI დივიდენდის მატარებელი აქტივი ხდება DeFi ეკოსისტემის ფარგლებში.
უსაფრთხოება და განვითარება
უსაფრთხოება Yearn.finance-ის უმნიშვნელოვანეს ორიენტირად რჩება. სმარტ კონტრაქტები მრავალ აუდიტს გადიან, ხოლო Yearn აქტიურად ანახლებს საცავის კონტრაქტებს სისუსტეების აღმოსაფხვრელად და გაუმჯობესებების შესატანად. ERC-4626-ის შესაბამისი საცავების და მრავალი სტრატეგიის მქონე მხარდაჭერის შემოღება ზრდის როგორც უსაფრთხოებას, ისე მოქნილობას.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრე კრონიე იყო Yearn-ის თავდაპირველი არქიტექტორი, პროექტი გახდა დეცენტრალიზებული განვითარების და მმართელობის თვალსაზრისით. დღეს, დიდი გუნდი და მრავალფეროვანი საზოგადოება აგრძელებს პროტოკოლის მართვას და ინოვაციების დანერგვას, რაც ამცირებს ცენტრალიზაციის რისკებს.
გამოწვევები და პერსპექტივები
„Yearn-ის“ წარმატებების მიუხედავად, DeFi სივრცე ძალიან კონკურენტულია და სწრაფად ვითარდება. გამოწვევები მოიცავს უსაფრთხოების შენარჩუნებას, Ethereum-ის მასშტაბირების ტექნოლოგიებთან ადაპტაციასა და მმართველობის ერთდროულად დეცენტრალიზაციის და ეფექტურობის შენარჩუნებას.
პროტოკოლის მდგრადობა დამოკიდებულია საზოგადოების მუდმივ ჩართულობასა და ინოვაციებზე. სამართლიანობის, გამჭვირვალობის და ავტომატიზაციის მყარ საფუძველზე მდგარ Yearn.finance-ს აქვს კარგი პოზიცია იმისთვის, რომ შეინარჩუნოს Ethereum DeFi-ს ქვაკუთხედის სტატუსი.
შეჯამება
Yearn.finance აერთიანებს ინოვაციურ ავტომატიზებულ სარგებლის სტრატეგიებს და საზოგადოების მიერ უზრუნველყოფილ მართვის სისტემას, რათა გამარტივდეს DeFi სარგებლის ფარმინგი. მისი ადგილობრივი ტოკენი, YFI, ითავსებს სამართლიანი გაშვების ეთოსს და მფლობელებს პროტოკოლის მომავლის განკარგვის უფლებას. DeFi-ს განვითარებასთან ერთად, Yearn-ის დინამიკური პროდუქტები და დეცენტრალიზებული მიდგომა გვთავაზობს მდგრადი განვითარების და მომხმარებლებისთვის ძალაუფლების მინიჭების სასარგებლო მოდელს ღია ფინანსებში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.