რა არის Neiro (NEIRO)?
მთავარი
სტატიები
რა არის Neiro (NEIRO)?

რა არის Neiro (NEIRO)?

განახლებული Sep 28, 2024
5m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • Neiro გახლავთ ძაღლის თემატიკის meme მონეტა, რომლის შთაგონების წყაროსაც შიბა ინუს ჯიშის რეალურად არსებული ძაღლი წარმოადგენს. ძაღლი, სახელად ნეირო აიყვანა აცუკო სატომ კაბოსუს (Dogecoin-ის ცნობილი თილისმის, შიბა ინუს ჯიშის ძაღლის) გარდაცვალების შემდეგ, 2024 წლის მაისში.

  • ნეიროს აყვანის შემდეგ შეიქმნა ახალი ტრენდი ბაზარზე, რაც შემდგომ მილიონობით, ამავე სახელით ცნობილი meme მონეტის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა.

  • ამ სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა Neiro პროექტს და ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე First Neiro on Ethereum (ან Neiro CTO-ს) სახელით ცნობილ Neiro ტოკენს.

Binance Academy-ს CTA ბანერი, Neiro

როგორ შეიქმნა Neiro

2024 წლის მაისში, 17 წლის ასაკში გარდაიცვალა Dogecoin-ის ცნობილი თილისმა, კაბოსუ და ამით, შეიძლება ითქვას, ეპოქაც დასრულდა. რამდენიმე თვის შემდეგ, კაბოსუს პატრონმა შეიძინა შიბა ინუს ჯიშის ძაღლი სახელად ნეირო. სულ მალე, meme მონეტების სივრცეში შეიქმნა ახალი ტრენდი, რაც საფუძვლად დაედო მრავალი სხვადასხვა Neiro-ტოკენის შექმნას Solana და Ethereum ბლოკჩეინებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი Neiro პროექტებია ორი Solana და ორი Ethereum პროექტი. პირველ რიგში განვიხილოთ Ethereum-ზე გაშვებული პირველი Neiro ტოკენი, რომელიც ლიდერობს საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. შემდეგ კი განვიხილოთ, თუ რომელი იყო პირველი Neiro ტოკენი და ხაზი გავუსვათ ზემოხსენებულ ოთხ Neiro პროექტს შორის არსებულ ძირითად განსხვავებებს.

First Neiro on Ethereum (Neiro CTO)

First Neiro on Ethereum, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Neiro CTO, (CTO აღნიშნავს საზოგადოების მიერ მართულს) გახლავთ წამყვანი Neiro პროექტი საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. Neiro CTO უფრო ფართომასშტაბიანი Meme მონეტების ფენომენის შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით Dogecoin და Shiba Inu სარგებლობს. 

Meme მონეტების უმეტესობას საფუძვლად უბრალო ხუმრობა უდევს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უსწრაფესად ვრცელდება საზოგადოებაში, სოციალური ქსელებში და სხვადასხვა საზოგადოებაში ვირუსულად გავრცელებული ტრენდების მეშვეობით. Dogecoin-ის და ძაღლების თემატიკით შექმნილი სხვა მონეტების მსგავსად, Neiro არ ჰპირდება მომხმარებლებს უდიდესი ცვლილებების განხორციელებას ფინანსურ სივრცეში. მთავარ მიზანს ამ შემთხვევაში ძლიერი საზოგადოების შექმნა და მომხმარებელთა ჩართულობის დონის გაუმჯობესება წარმოადგენს, ხუმრობების, იუმორის და სოციალური მედიის ტრენდების მეშვეობით.

შესაბამისად, ტრეიდერებმა და ინვესტორებმა მსგავს მონეტებთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. Meme მონეტებისთვის დამახასიათებელია არასტაბილურობა და ხშირია მათი ფასების მკვეთრი ცვლილებების შემთხვევები, რაც ძირითადად დამოკიდებულია საზოგადოების განწყობაზე​.

როდის შეიქმნა Neiro CTO?

Neiro CTO გაეშვა 27 ივლისს, 9:14 PM-ზე (UTC). ეს გახლდათ Ethereum ქსელზე გაშვებული პირველი Neiro მონეტა.

პირველი Neiro-ს გაშვება Ethereum-ზე

რომელი იყო პირველი Neiro Meme მონეტა?

ბლოკჩეინ-ექსპლორერზე, მაგალითად Etherscan-ზე ან Solscan-ზე ხელმისაწვდომ სმარტ კონტრაქტებში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ოთხივე Neiro ტოკენის გაშვება მოხდა 2024 წლის 27 ივლისს, თუმცა სხვადასხვა დროს – ორის Solana-ზე, ხოლო ორის Ethereum-ზე.

პირველად მოხდა Solana-ზე დაფუძნებული ორი Meme მონეტის გაშვება. თუმცა მათ მალევე შეუერთდა Ethereum-ზე გაშვებული Neiro მონეტებიც. მიუხედავად Solana-ზე დაფუძნებული ორი პროექტის პირველობისა, დღესდღეობით მათი საბაზრო კაპიტალიზაცია ნაკლებია Ethereum-ზე დაფუძნებული პროექტების საბაზრო კაპიტალიზაციასთან შედარებით.

Meme მონეტა

ქსელი

საბაზრო კაპიტალი (2024 წლის სექტემბერი)

გაშვების დრო (2024 წლის 27 ივლისი)

Neiro CTO

Ethereum

512 მილიონი აშშ დოლარი

21:14 UTC

Neiro ETH

Ethereum

92,6 მილიონი აშშ დოლარი

22:19 UTC

Neiro BroPump

Solana

7,2 მილიონი აშშ დოლარი

19:55 UTC

Neiro.lol

Solana

3,1 მილიონი აშშ დოლარი

21:05 UTC

მიუხედავად იმისა, რომ რეალური მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ადამიანების ნაწილი ამტკიცებს, რომ საბაზრო მოთხოვნის მაჩვენებლებს შორის სხვაობის მიზეზს წარმოადგენს თითოეული პროქტის გაშვების და Neiro ტოკენების განაწილების მეთოდებს შორის სხვაობა, რადგან ზოგიერთი მათგანი სხვებთან შედარებით უფრო მეტად ცენტრალიზებულია.

სად არის შესაძლებელი Neiro CTO-ს გამოყენებით ვაჭრობა?

Neiro CTO-ს შეძენა და გაყიდვა შესაძლებელია Binance Spot ბაზარზე. სტატიის წერის მომენტში, ხელმისაწვდომი სავაჭრო წყვილებია NEIRO/USDT, NEIRO/FDUSD და NEIRO/TRY.

NEIRO-თი ვაჭრობა Binance Spot-ზე

რა ელის Neiro-ს?

მიუხედავად Neiro CTO-ს სწრაფი განვითარებისა, მისი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. Meme მონეტები ცნობილია მათი არაპროგნოზირებადობით და მერყეობის მაღალი დონით. როგორც სხვა meme მონეტების, ისე ამ მონეტის წარმატებაც დამოკიდებულია საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაზე, საბაზრო მოთხოვნაზე და გავრცელებულ ტრენდებზე.

შეჯამება

Dogecoin-ის და შიბა ინუს ჯიშის ძაღლის, ნეიროს შთაგონებით შექმნილი Neiro meme მონეტები ფართოდაა გავრცელებული კრიპტოვალუტების სივრცეში. სხვა პროეტებისგან Neiro CTO-ს მაღალი საბაზრო კაპიტალი გამოარჩევს.

მიუხედავად ძაღლების მიმების შთაგონებით შექმნილი ტოკენების გარშემო არსებული მღელვარებისა, ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე. თუ Neiro-ში ინვესტირებას ან მის სავაჭროდ გამოყენებას გეგმავთ, გირჩევთ გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ და თვალი ადევნოთ საზოგადოებრივ და საბაზრო ტენდენციებს. ზოგადად, Meme მონეტების წარმატების მთავარ განმსაზღვრელს ბაზრის განწყობა წარმოადგენს და გამონაკლისი არც Neiro გახლავთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.