რა არის Huma Finance (HUMA)?

რა არის Huma Finance (HUMA)?

განახლებული May 23, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Huma Finance წარმოადგენს PayFi ქსელს, რომელიც გლობალური საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს აძლევს გადახდების 24/7 რეჟიმში დამუშავების შესაძლებლობას სტეიბლკოინების და on-chain ლიკვიდურობის გამოყენებით.

  • ამ პლატფორმას აქვს სესხების გაცემის და მიღების მხარდაჭერა, რისთვისაც იყენებს ინოვაციურ PayFi მოდელს, რაც იძლევა კრედიტებზე წვდომის შესაძლებლობას ტრადიციული უზრუნველყოფის გარეშე.

  • HUMA არის Huma Finance ეკოსისტემის utility და governance ტოკენი.

  • Huma ორგანიზაციების და დეველოპერების მიერ გამოიყენება პროგრამირებადი გადახდებისთვის, ბლოკჩეინზე ანდერრაითინგისთვის და რეალურ დროში ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის.

რა არის Huma Finance?

Huma Finance წარმოადგენს PayFi ქსელს, რომელიც გლობალური საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს აძლევს გადახდების 24/7 რეჟიმში დამუშავების შესაძლებლობას სტეიბლკოინების და on-chain ლიკვიდურობის გამოყენებით. Huma უზრუნველყოფს PayFi ტიპის ტრანზაქციების დამუშავებას, როგორიცაა საერთაშორისო გადახდები, საკრედიტო ბარათები, ფინანსებით ვაჭრობა და გვთავაზობს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა DePIN financing.

Huma გლობალური საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს სთავაზობს ლიკვიდურობის მოთხოვნის საფუძველზე მიწოდების ტექნოლოგიებს.

  • არქაული ტექნოლოგიების ნაცვლად, როგორიცაა SWIFT და წინასწარი ფინანსირება, ეს ორგანიზაციები იყენებენ Huma პროტოკოლის მიერ მიწოდებულ ლიკვიდურობას და 24/7 რეჟიმში სტეიბლკოინებით მომენტალური ანგარიშსწორების სერვისებს.

  • ორგანიზაციები თითოეულ ტრანზაქციაზე იხდიან დღეში 6-10 bps-ს, შემდეგ ნასესხებ ლიკვიდურობას აბრუნებენ უკან, რასაც ჩვეულებრივ 1-6 დღე ესაჭიროება.

ამგვარად, პროტოკოლის ლიკვიდურობა წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიყენება, რის შედეგადაც ტრანზაქციის მცირე საკომისიოები გროვდება და გენერირდება მნიშვნელოვანი ოდენობის შემოსავალი.

როგორ მუშაობს Huma Finance?

Huma გვთავაზობს ნებართვის საჭიროების არმქონე მოდელის დეცენტრალიზებულ ფინანსებზე წვდომას, რისი წყალობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს ინსტიტუციური დონის PayFi შემოსავლები—ადრე ეს ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი ინვესტორებისთვის. 

არსებული, ნებართვის საჭიროების მქონე სერვისი აგრძელებს ფუნქციონირებას Huma Institutional ბრენდით და ორგანიზაციულ პარტნიორებს სთავაზობს მომსახურებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

2025 წლის აპრილამდე, Huma Institutional (ნებართვის საჭიროების მქონე სერვისი) წარმოადგენდა ორიგინალ პროდუქტს. 

2025 წლს აპრილში გაეშვა Huma (ნებართვის საჭიროების არმქონე სერვისი), რომელიც ასევე ცნობილია Huma 2.0-ის სახელწოდებით, რომელიც დღეისათვის ფლაგმანური პროდუქტია.

Huma Institutional

2024 წელს Solana-ს ქსელზე გაშვების შემდეგ, Huma ლიკვიდურობის პროვაიდერებს (LP-ებს) სტაბილურ შემოსავალს სთავაზობს, რისთვისაც კაპიტალს სხვადასხვა PayFi აპლიკაციას შორის ანაწილებს. ამ პლატფორმებზე შემოსავლის გენერირება ხდება ბიზნესების მიერ გადახდილი ტრანზაქციის საკომისიოების მეშვეობით, რისთვისაც გამოიყენება Huma-ს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო გადახდების სისტემა, რომელიც გაშვებულია Solana-ს მაღალსიჩქარიან ბლოკჩეინზე. 

თავდაპირველად ეს პროდუქტი განკუთვნილი იყო ორგანიზაციული პარტნიორებისთვის და მის გამოყენებას ესაჭიროებოდა პროფესიონალი ინვესტორის აკრედიტაცია და KYB/KYC ვერიფიკაცია.

ჩვენი პარტნიორების რეგულაციებთან შესაბამისობის საჭიროების დასაკმაყოფილებლად, Huma-ს PayFi ქსელი ნებართვის საჭიროების მქონე სისტემას წარმოადგენდა და მხოლოდ ორგანიზაციებს და აკრედიტებულ ინვესტორებს, რომლებიც გაივლიდნენ KYC/KYB ვერიფიკაციას, შეეძლოთ ლიკვიდურობის პროვაიდერის სახით მონაწილეობის მიღება.

Huma 2.0

Huma 2.0-ის გაშვების შემდეგ, Huma გახდა ნებართვის საჭიროების არმქონე სისტემა, თუმცა რეგულაციებთან შესაბამისობა ამ შემთხვევაშიც უზრუნველყოფილია. ნებისმიერს შეუძლია გახდეს ლიკვიდურობის პროვაიდერი, მიიღოს მოგება, გამოიმუშაოს დამატებითი ჯილდოები (Huma Feathers) და გახდეს PayFi მოძრაობის მონაწილე.

ამ პლატფორმის გაშვებამ საფუძველი ჩაუყარა DeFi-ს მეშვეობით რეალური შემოსავლის მიღების ეპოქას, რომელიც საფუძველს იღებს რეალური სამყაროს გადახდების სისტემიდან. ეს არის სამყარო, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია.

ძირითადი მახასიათებლები: 

  1. წვდომა ნებართვის საჭიროების გარეშე – არ არის საჭირო პროფესიონალი ინვესტორის სტატუსი ან KYC/KYB ვერიფიკაცია.

  2. Classic და Maxi რეჟიმები – ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ აირჩიონ Classic რეჟიმი სტაბილური შემოსავლის და Huma ჯილდოების დაბალანსებული კომბინაციისთვის, ან არჩევანი გააკეთონ Maxi რეჟიმზე Huma ჯილდოების მაქსიმალურად გასაზრდელად და უარი თქვან APY-ზე.

ბლოკირების მოქნილი ვარიანტები – ლიკვიდურობის პროვაიდერებს შეუძლიათ ვარიანტი აქტივების ბლოკირების გარეშე ან დაბლოკონ კაპიტალი 3-დან 6 თვემდე.

Huma Finance-ს დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები

  • რეალურ სამყაროში გამოყენების შესაძლებლობა: ლიკვიდურობა მოთხოვნის საფუძველზე ანგარიშსწორებისთვის

  • სტაბილური შემოსავლის მძლავრი მოდელი

  • ინსტიტუციური დონის პარტნიორობები

  • PayFi ნარატივთან შესაბამისობა

უარყოფითი მხარეები

  • ამჟამად საჭიროა მისი პოპულარიზაცია ფართო მასებისთვის გასაცნობად

  • გაურკვევლობები რეგულაციებთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით.

  • საჭიროებს ნდობას მონაცემთა სიზუსტესთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

რეალურ სამყაროში გამოყენების შემთხვევები

Huma Finance-ის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება. განვითარებად ბაზრებზე, დაკრედიტების ხელმისაწვდომ ვარიანტად შეიძლება განიხილებოდეს ფულად გზავნილებზე დაფუძნებული უზრუნველყოფის გამოყენება. მცირე ბიზნესებს შეუძლიათ გადაუხდელი ინვოისების ლიკვიდურობისთვის გამოყენება, რაც ეხმარება მათ ფულის ნაკადების მართვასა და ოპერაციების მასშტაბის გაზრდაში. თანამშრომლებს შეუძლიათ ხელფასის წინასწარ აღება ტოკენიზებული ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით, ხოლო ჯანდაცვის და განათლების სერვისებით სარგებლობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ განვადების სისტემა, რის საშუალებასაც Huma-ს ინფრასტრუქტურა იძლევა.

ეს მაგალითები გვაჩვენებს ამ პროტოკოლის მრავალფუნქციურობას, უპირატესობას ტრადიციულ საკრედიტო სისტემებთან შედარებით და მის პოტენციალს გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ფინანსური სცენარებისთვის.

HUMA Binance Launchpool-ზე

2025 წლის 22 მარტს, Binance-მა განაცხადა, რომ Huma Finance (HUMA) იქნებოდა Binance Launchpool-ზე გაშვებული 70-ე პროექტი.

მომხმარებლებს, რომელთაც 2025 წლის 23 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით სტეიკინგზე განთავსებული ქონდათ BNB, FDUSD და USDC, უფლება აქვთ მიიღონ HUMA airdrops-ები. Launchpool-ის ჯილდოებისთვის სულ გამოყოფილ იქნა 250 მილიონი HUMA ტოკენი, რაც მისი მთლიანი მარაგის 2,5%-ს შეადგენს.

დამატებით 50 მილიონი HUMA გამოყოფილ იქნა უშუალოდ ლისტინგის შემდგომი მარკეტინგული კამპანიებისთვის, ხოლო 40 მილიონი HUMA - ლისტინგიდან სამი თვის შემდეგ ჩატარებული მარკეტინგული კამპანიებისთვის.

HUMA-ს ლისტინგი განხორციელდა Seed თეგით და 26 მაისის 13:00 (UTC) საათიდან მისი გადაცვლა შესაძლებელი იქნება USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

HUMA მხარდაჭერილია როგორც BNB Smart Chain, ასევე Solana ქსელზე.

შეჯამება

როგორც PayFi ქსელის ნაწილი, Huma გვთავაზობს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, რომელიც რეალურ დროში ანგარიშსწორების მეშვეობით უზრუნველყოფს ფულის მოძრაობის სინქრონიზაციას თანამედროვე კომერციულ სამყაროში. PayFi ხელს უწყობს ამ ტრანსფორმაციას, ხოლო Huma ამ ყველაფერს რეალობად აქცევს—მისი ამოცანაა ფულის მოძრაობის მუდმივად ხელმისაწვდომი სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.