მთავარი დეტალები
Renzo არის ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს სტეიკინგში გამოყენებული კრიპტოს მეშვეობით თანხის გამომუშავების შესაძლებლობას ლიკვიდურობის აქტივის დაბლოკვის საჭიროების გარეშე.
Renzo გვთავაზობს ავტომატიზებული სტეიკინგის სტრატეგიებს, რაც ამარტივებს სტეიკინგის ტექნიკურ ასპექტებს და ახდენს შემოსავლის მიღების ოპტიმიზაციას. მისი სერვისები ხელმისაწვდომია რამდენიმე ბლოკჩეინ-ქსელზე, მათ შორის Ethereum-ზე და Solana-ზე.
REZ ტოკენი წარმოადგენს Renzo პროტოკოლის governance და utility ტოკენს. ის მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
შესავალი
Renzo არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც ორიენტირებულია სტეიკინგის გამარტივებასა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. სტეიკინგი არის ბლოკჩეინ-ქსელის უსაფრთხოების მხარდაჭერის მეშვეობით ჯილდოების გამომუშავების მეთოდი. Renzo ამარტივებს სტეიკინგის პროცესს, რისთვისაც საკუთარ თავზე იღებს მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ნიუანსებს და ამასთანავე მომხმარებელს აძლევს საკუთარ აქტივებთან წვდომის შენარჩუნების შესაძლებლობას.
ბევრ მომხმარებელს სურს თანხის გამომუშავება სტეიკინგის მეშვეობით, თუმცა ყველას არ შეუძლია საკუთარი ვალიდატორი ნოდების გაშვება ან განმეორებითი სტეიკინგის სტრატეგიების მართვა. Renzo მომხმარებელს ეხმარება ამ პროცესების ავტომატიზაციაში და სთავაზობს უფრო მარტივ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას.
2025 წლის მარტის მონაცემებით, Renzo პლატფორმაზე განმეორებით სტეიკინგზე განთავსებული აქტივების საერთო რაოდენობა აჭარბებს 700 მილიონ აშშ დოლარს.
რა არის Renzo?
Renzo არის ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საკუთარი კრიპტოვალუტის სტეიკინგში გამოყენების და ამავდროულად მასზე წვდომის შენარჩუნების შესაძლებლობას. ჩვეულებრივ, სტეიკინგზე განთავსების დროს აქტივები იბლოკება, თუმცა Renzo-ს წყალობით, თქვენ იღებთ სპეციალურ, განმეორებითი სტეიკინგის ტოკენებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაჭრობისთვის ან სხვა მიზნით და პარალელურად გამოიმუშაოთ სტეიკინგის ჯილდოები.
Renzo მუშაობს რამდენიმე ბლოკჩეინ-სისტემაზე, მათ შორის Ethereum-ის EigenLayer-ზე, Symbiotic-ზე და Solana-ს Jito Network-ზე. მისი წყალობით სტეიკინგში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა იმ მომხმარებლებს, რომელთაც არ სურთ სტეიკინგთან დაკავშირებული რთული პროცესების მართვა, მაგალითად საკუთარი ვალიდატორი ნოდების გაშვება. Renzo მომხმარებლებს ეხმარება მაქსიმალურად გაზარდონ სტეიკინგით მიღებული მოგება მინიმალური ძალისხმევით, რისთვისაც ის მათ სთავაზობს ავტომატიზებულ სტრატეგიებს და რისკის მართვის ინსტრუმენტებს.
როგორ მუშაობს Renzo?
როდესაც მომხმარებელი სტეიკინგზე განათავსებს საკუთარ აქტივებს, Renzo გასცემს სპეციალურ ტოკენებს, რომელთაც ეწოდება ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ტოკენები (LRT-ები). ეს ტოკენები წარმოადგენს სტეიკინგზე განთავსებულ აქტივებს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დანიშნულებით, რაც ხელს არ შეუძლის სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავებას.
ჩვეულებრივ ეს პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:
თანხის დეპოზიტი: Renzo-ს მეშვეობით მომხმარებელი სტეიკინგზე განათავსებს საკუთარ ETH-ს, ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (LST-ებს) ან სხვა აქტივებს.
LRT-ების მიღება: სანაცვლოდ მომხმარებელი იღებს ტოკენს, მაგალითად ezETH-ს, pzETH-ს ან ezSOL-ს.
განმეორებითი სტეიკინგი: Renzo ხელახლა განათავსებს ამ აქტივებს სტეიკინგზე, რაც ეხმარება ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ამავდროულად მომხმარებელი გამოიმუშავებს ჯილდოებს.
LRT-ების გამოყენება: მომხმარებელს შეუძლია საკუთარი LRT-ები გადაცვალოს, შეინახოს ან გამოიყენოს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში და ამავდროულად მიიღოს სტეიკინგის ჯილდოები.
თანხის გატანა საჭიროების შემთხვევაში: თუ მომხმარებელს სურს საკუთარი აქტივების სტეიკინგიდან გატანა, მას შეუძლია საკუთარი LRT-ები გადაცვალოს თავდაპირველ აქტივებზე, გატანასთან დაკავშირებით ქსელზე მოქმედი წესების შესაბამისად.
Renzo-ს ძირითადი მახასიათებლები
1. ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ტოკენები (LRT-ები)
იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ქსელს იყენებთ, Renzo გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის LRT-ებს:
ezETH: Ethereum-ის EigenLayer-ისთვის.
pzETH: Symbiotic ეკოსისტემისთვის.
ezSOL: Solana-ს Jito Network-ისთვის.
რადგან LRT-ის ვაჭრობისთვის გამოყენებაც შესაძლებელია, ის გვთავაზობს გაცილებით მაღალ ლიკვიდურობას ტრადიციულ სტეიკინგთან შედარებით, რა დროსაც აქტივები იბლოკება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
2. ჯილდოების ავტომატური ინვესტირება
Renzo ავტომატურად ახდენს მომხმარებლების მიერ გამომუშავებული ჯილდოების ინვესტირებას, რისი წყალობითაც მათ შეუძლიათ უფრო მეტი თანხის გამომუშავება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შედეგად მომხმარებელს არ სჭირდება მიღებული ჯილდოების სტეიკინგზე განთავსებისთვის დროის ხარჯვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტომატური ინვესტირება მომხმარებელს ეხმარება გაზარდოს გამომუშავებული თანხა საკუთარი ანგარიშის რეგულარულად შემოწმების საჭიროების გარეშე.
3. განმეორებითი სტეიკინგის ავტომატიზებული სტრატეგიები
პლატფორმა საკუთარ თავზე იღებს სტეიკინგის ტექნიკურ ასპექტებს. ის ავტომატურად აკორექტირებს სტრატეგიებს მაქსიმალური მოგების მიღების და რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით. ეს შეიძლება მოიცავდეს სტეიკინგის საუკეთესო შესაძლებლობების არჩევას, აქტივების განაწილების კორექტირებას და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. Renzo მომხმარებლების ნაცვლად იღებს სტეიკინგთან დაკავშირებულ რთულ გადაწყვეტილებებს და მართავს მათ აქტივებს, რაც ამ პროცესებს გაცილებით ეფექტურს ხდის.
4. მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერა
Renzo-ს ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მრავალი ბლოკჩეინ-ქსელის მხარდაჭერა. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი აქტივების განმეორებით სტეიკინგში გამოყენება რამდენიმე სხვადასხვა ქსელზე, თითოეულ ქსელზე სხვადასხვა სტრატეგიის მართვის საჭიროების გარეშე. ეს მიდგომა გაცილებით მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ სხვადასხვა ეკოსისტემაზე ხელმისაწვდომი სტეიკინგის შესაძლებლობებით სარგებლობა.
REZ ტოკენი
REZ ტოკენი წარმოადგენს Renzo პროტოკოლის governance და utility ტოკენს. ის მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის ფორმირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. REZ-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა რისკის მართვის პოლიტიკა, სტეიკინგის ლიმიტები და ოპერატორების და სერვისების ინტეგრაციის გადაწყვეტილება.
ტოკენის განაწილება:
ფანდრეიზინგი (31,56%): განაწილებულია Renzo-ს განვითარების მხარდამჭერ ადრეული ეტაპის ინვესტორებს შორის. ეს ტოკენები დაბლოკილია ორწლიანი ვადით, რასაც მოსდევს ერთწლიანი cliff პერიოდი, ხოლო შემდეგ 10%-იანი განბლოკვა და თვიური ვესტინგი მომდევნო წლის განმავლობაში.
საზოგადოება (32%): განკუთვნილია მათთვის, ვინც ხელს უწყობს Renzo-ს ეკოსისტემის ზრდას. მათ შორის 7% განკუთვნილია 1-ელ სეზონზე მომხმარებელთა შორის განაწილებისთვის, ხოლო 5% წამახალისებელი კამპანიებისთვის და კროს-ჩეინ ინიციატივებისთვის.
ძირითადი კონტრიბუტორები (20%): რეზერვირებულია Renzo Labs-ის გუნდისთვის და მრჩეველებისთვის. ამ ტოკენებს აქვს ერთწლიანი cliff პერიოდი, რასაც მოსდევს ორწლიანი თვიური ვესტინგი.
ფონდი (12,44%): განკუთვნილია $ezETH-ის გავრცელების ხელშემწყობი ინიციატივებისთვის, რაც მოიცავს შემდგომ განვითარებას, რისკის შეფასებებს და აუდიტებს.
Binance (2,5%): განკუთვნილია Binance Launchpool-ის მომხმარებლებისთვის, რომელთაც საკუთარი BNB და FDUSD გამოყენებული აქვთ სტეიკინგში Binance პლატფორმაზე.
ლიკვიდურობა (1,5%): გამოყოფილია ლიკვიდურობის კამპანიებისთვის სავაჭრო ბირჟის პარტიორებისთვის და მარკეტ-მეიკერებისთვის.
ჯილდოები და წახალისება (ezPoint-ები)
მონაწილეობის წახალისების მიზნით, მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ და იყენებენ LRT-ებს, Renzo სთავაზობს ezPoint-ებს. დამატებითი ქულების გამომუშავება ასევე შესაძლებელია ახალი მომხმარებლების მოწვევის მეშვეობით. მოგვიანებით ამ ქულების გამოყენება შესაძლებელია ჯილდოების, ფასდაკლებების ან პლატფორმის მართვის უფლების მიღებისთვის.
EzPoint-ების დანიშნულებაა გრძელვადიანი მონაწილეობის და ჩართულობის წახალისება. მომხმარებლებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ Renzo-ს სერვისებს, შეუძლიათ დააგროვონ ქულები და სამომავლოდ მიიღონ ბონუსები. რეფერალის სისტემის მეშვეობით ხდება იმ მომხმარებლების წახალისება, რომლებიც იწვევენ ახალ მომხმარებლებს და ამით ხელს უწყობენ პლატფორმის საზოგადოების ზრდას.
შეჯამება
Renzo წარმოადგენს პლატფორმას, რომლის წყალობითაც სტეიკინგი უფრო მარტივი და მოქნილი ხდება. LRT-ების, ავტომატიზებული ჯილდოების და მრავალი ბლოკჩინის მხარდაჭერის შეთავაზებით, ის მომხმარებელს აძლევს სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავების შესაძლებლობას საკუთარი აქტივების დაბლოკვის გარეშე. ავტომატიზაციის, უსაფრთხოების და ეფექტურობის კომბინაცია ამ პლატფორმას მიმზიდველ ვარიანტად აქცევს იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ სტეიკინგში მონაწილეობა ტექნიკური სირთულეებთან გამკლავების საჭიროების გარეშე. Renzo გთავაზობთ სტეიკინგში მონაწილეობას საკუთარ აქტივებზე კონტროლის შენარჩუნებით, რაც საინტერესო შესაძლებლობაა როგორც სტეიკინგში გამოუცდელი პირებისთვის, ასევე ბლოკჩეინის გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.