მთავარი დეტალები
Wormhole არის კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობის პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს მასშტაბირებად მულტიჩეინ აპლიკაციებს და ხიდებს.
ის მხარს უჭერს აქტივების შეუფერხებელ გადარიცხვებს, მონაცემების მოპოვებას და დაცულ კროს-ჩეინ შეტყობინებებს 30-ზე მეტ ბლოკჩეინზე. 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მისი მეშვეობით განხორციელდა 68 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ტრანზაქციები და გაიგზავნა 1,1 მილიარდზე მეტი შეტყობინება.
Wormhole-ის არქიტექტურა პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებასა და მასშტაბირებადობას მისი დეცენტრალიზებული ვალიდატორების Guardian Network-ის მეშვეობით, რომლებიც უშვებენ სრულ ნოდებს ყველა ქსელში.
Wormhole პროდუქტების პაკეტში შედის ადგილობრივი ტოკენის გადარიცხვები (NTT), შეფუთული ტოკენის გადარიცხვები (WTT), Wormhole ანგარიშსწორება, მონაცემების მოთხოვნები და Wormhole შეტყობინებების სისტემა.
W ტოკენი არის Wormhole-ის ადგილობრივი მულტიჩეინ მმართველობის და სტეიკინგის ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგია 10 მილიარდი, ხოლო მიმოქცევაშია დაახლოებით 4,8 მილიარდი.
რა არის Wormhole?
Wormhole არის საჯარო, მოდულური ურთიერთთავსებადობის პროტოკოლი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს იზოლირებულ ბლოკჩეინ-ეკოსისტემებს. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან უხარვეზო მულტიჩეინ აპლიკაციები, აქტივების, პირობითი მონაცემების და მმართველობის შეტყობინებების უსაფრთხოდ გადაგზავნის უზრუნველყოფით.
Wormhole-ის შეტყობინებების პროტოკოლს უსაფრთხოდ გადააქვს პირობითი მონაცემები Guardian-ის მიერ ხელმოწერილი Verifiable Action Approvals-ის (VAA-ები) საშუალებით, აერთიანებს ფრაგმენტირებულ ბლოკჩეინებს ინტეგრირებულ Web3 გარემოში და აუმჯობესებს დეცენტრალიზებული აპლიკაციების მომხმარებლის გამოცდილებას (UX).
Wormhole-ს ენდობიან ისეთი მსხვილი კლიენტები, როგორიცაა BlackRock და Apollo ტოკენიზებული აქტივების კუთხით და Circle USDC-ის მულტიჩეინ ლიკვიდურობის უზრუნველყოფის კუთხით ინოვაციური Native Token Transfers-ის სტრუქტურით.
Wormhole-ის სტრუქტურა
Wormhole-ის სტრუქტურა აერთიანებს on-chain სმარტ კონტრაქტებს და off-chain დეცენტრალიზებულ Guardian ქსელს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო, მასშტაბირებადი კროსჩეინ კომუნიკაცია.
On-chain კომპონენტები:
გამომშვები: სმარტ კონტრაქტი, რომლებიც აქვეყნებს შეტყობინებებს.
ძირითადი კონტრაქტი: ტრანზაქციის ლოგებში იწერს შეტყობინებებს იდენტიფიკატორებთან ერთად (გამოშვების მისამართი, რიგის ნომერი).
ტრანზაქციის ლოგები: Guardian-ებს საშუალებას აძლევს დააკვირდნენ და დაადასტურონ გამოშვებული შეტყობინებები.
Off-chain კომპონენტები:
Guardian ქსელი: დაახლოებით 19 ვალიდატორისგან შემდგარი (წამყვანი Web3 კომპანიები) დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც უშვებს სრულ ნოდებს ყველა მხარდაჭერილ ქსელში ტრანზაქციის სტატუსის სრულად შემოწმების მიზნით.
Guardian-ები ხელს აწერენ დადასტურებულ შეტყობინებებს, რაც ქმნის Verifiable Action Approval-ს (VAA-ები).
Relayer-ები შეარჩევენ და აგზავნიან ამ ხელმოწერილ VAA-ებს სამიზნე ბლოკჩეინებზე, თუმცა ეს არის ვარაუდები, ვინაიდან შეტყობინების ავთენტურობა მთლიანად დამოკიდებულია Guardian-ის ხელმოწერებზე.
Wormhole-ის პროდუქტები
Wormhole გვთავაზობს მრავალფეროვან ღია კოდზე დაფუძნებულ პროტოკოლებსა და დეველოპერების ინსტრუმენტებს, მულტიჩეინ აქტივების უსაფრთხო ტრანზაქციების, მონაცემებზე წვდომის და მმართველობის მხარდაჭერის მიზნით.
პროდუქტების გადაგზავნა
Native Token Transfers (NTT): იძლევა ადგილობრივი ტოკენების პირდაპირ ბლოკჩეინებზე გადაგზავნის შესაძლებლობას, მათი შეფუთულ აქტივად გარდაქმნის გარეშე. Wormhole-ის მოდელი უზრუნველყოფს ტოკენის მახასიათებლების შენარჩუნებას, ლიკვიდურობის პულებზე დამოკიდებულების შემცირებას ფასის ცურვისა და MEV-ის რისკების პრევენციას. NTT პროექტებს ანიჭებს სრულ კონტროლს ტოკენების კონტრაქტებზე, მფლობელობასა და განახლებადობაზე, რაც მას იდეალურს ხდის DeFi მმართველობის, სტეიბლკოინების და ინსტიტუციური გამოყენების სფეროებისთვის.
შეფუთული ტოკენების გადარიცხვები (WTT): იყენებს lock-and-mint მექანიზმს სამიზნე ბლოკჩეინებზე შეფუთული ტოკენის რეპრეზენტაციების შესაქმნელად. WTT კონტრაქტები იმართება Wormhole-ის მმართველობის მიერ და არ საჭიროებს ნებართვას. ისინი არ ექვემდებარება ინტეგრატორების მიერ განახლებას. ეს მეთოდი წარმოგვიდგენს სამომხმარებლო აპლიკაციების, თამაშების და შეფუთული ტოკენების სისტემების ერთმანეთთან დაკავშირების მარტივ და სწრაფ ტექნოლოგიას.
Wormhole ანგარიშსწორება: მიზნებზე დაფუძნებული, სწრაფი მულტიჩეინ გადაგზავნის პროტოკოლი, რომელიც ახდენს ლიკვიდურობის მარშრუტიზაციის ოპტიმიზაციას და უზრუნველყოფს ინსტიტუციური დონის კროს-ჩეინ სვოპებს ტრადიციული ხიდის ლიმიტების გარეშე.
დეველოპერის ინსტრუმენტები
Wormhole Connect: plug-and-play ხიდის UI ვიჯეტი, რომელიც საშუალებას აძლევს აპლიკაციებს მოახდინონ კროს-ჩეინ აქტივების გადაცემის ინტეგრირება მინიმალური კონფიგურაციის საშუალებით. მომხმარებლები, როგორც წესი, ჩვეულებრივ იხდიან გაზის საკომისიოებს ძირითად, დანიშნულ ბლოკჩეინებზე, ხოლო UX-ის გასაუმჯობესებლად relayer-ების ან დაფინანსებული გაზის სისტემების გამოყენება შესაძლოა სელექციურად.
Wormhole მოთხოვნები: უზრუნველყოფს ეფექტურ, მოთხოვნად, დაჯგუფებულ კროს-ჩეინ მონაცემების გამოთხოვას და ამავდროულად ამცირებს გაზის მოხმარებას და სირთულეებს. Guardian-ის დადასტურებები უზრუნველყოფს უსაფრთხო, ნდობით აღჭურვილ ხელმისაწვდომობას მონაცემებზე მრავალ ქსელში.
Wormhole შეტყობინებები: მოდულური პროტოკოლი დეცენტრალიზებული კროს-ჩეინ კომუნიკაციისთვის, რომელიც იყენებს ხელმოწერილ VAA-ებს, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან კომპლექსური მულტიჩეინ აპლიკაციები.
Wormhole-ის მიერ უზრუნველყოფილი მულტიჩეინ აპლიკაციები
Wormhole მხარს უჭერს 200-ზე მეტ პროექტს, რომლებიც იყენებენ მის პროტოკოლებს, მათ შორის:
Allbridge Core: კროს-ჩეინ სტეიბლსვოპი ადგილობრივი სტეიბლკოინების EVM და არა-EVM ბლოკჩეინებზე გადაგზავნით.
C3: არაკასტოდიალური სავაჭრო ბირჟა, რომელშიც გაერთიანბებულია დეცენტრალიზაცია და ცენტრალიზებული ბირჟის ეფექტურობა.
Hashflow: მულტიჩეინ DEX, რომელიც იძლევა ადგილობრივი ვაჭრობის შესაძლებლობას შემდეგ ბლოკჩეინებზე: Ethereum, Arbitrum, Avalanche, BNB Chain, Optimism, Polygon, Solana და სხვა.
Jupiter: Solana-ს წამყვანი ლიკვიდურობის აგრეგატორი, რომელიც გვთავაზობს ტოკენის სვოპის ოპტიმალურ მარშრუტიზაციას.
Mayan: Solana-სა and Wormhole-ზე გაშვებული კროს-ჩეინ სვოპის აუქციონის პროტოკოლი.
Portal Bridge: Wormhole-ის მიერ 30-ზე მეტ ბლოკჩეინზე უზრუნველყოფილი xLabs-ის აქტივი და NFT-ის ხიდი.
Synonym: მულტიჩეინ დეცენტრალიზებული ფულის ბაზარი, რომელიც ინტეგრირებულია Circle-ის კროს-ჩეინ გადარიცხვების პროტოკოლთან (CCTP).
Threshold Network: დეცენტრალიზებული ზღვრული კრიპტოგრაფიის ინსტრუმენტების ნაკრები, რომელშიც შედის tBTC, რომელიც გამოიყენება Bitcoin-ის სხვადასხვა ქსელზე გადარიცხვისთვის.
Wombat: BNB Chain-ის ადგილობრივი DEX, რომელიც ორიენტირებულია სტეიბლკოინის სვოპზე ფასის მინიმალური ცურვით.
ინსტიტუციური კლიენტები, როგორიცაა BlackRock და Apollo, იყენებენ Wormhole-ის ადგილობრივი ტოკენის გადარიცხვების სტრუქტურას აქტივების ტოკენიზაციისთვის ბლოკჩეინებზე, რაც პროტოკოლის პოპულარობის ზრდის დემონსტრირებაა.
W ტოკენი და MultiGov
ადგილობრივი მმართველობის და სტეიკინგის ტოკენი „W“ რომელიც გაშვებულია Solana, Ethereum, Arbitrum, Optimism და Base Wormhole ქსელებზე ადგილობრივი ტოკენის გადარიცხვების სისტემის მეშვეობით. W-ის მთლიანი მარაგია 10 მილიარდი ტოკენი, 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მიმოქცევაში გაშვებულია 4,8 მილიარდი ტოკენი.
W უზრუნველყოფს Wormhole DAO-ს კროს-ჩეინ მმართველობას MultiGov სტრუქტურის მეშვეობით, რომელიც იყენებს „hub-and-spoke“ მოდელს და აერთიანებს ტოკენის გადარიცხვას, კროს-ჩეინ შეტყობინებებს, timelock-ს და მმართველის მოდულებს დეცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიღებისთვის. MultiGov უკვე ხელმისაწვდომია Ethereum-ზე, Solana-ზე და მე-2 დონის ქსელებზე, რაც გვთავაზობს:
აქტიური, ინკლუზიური მმართველობის შესაძლებლობას სხვადასხვა ბლოკჩეინებზე
ქსელის პროცესებში მონაწილეობას დაბალი და ინკლუზიური გაზის საკომისიოებით
დეცენტრალიზებულ ხმის მიცემას ტოკენის მფლობელებისთვის მათ მიერ არჩეული ბლოკჩეინის მიუხედავად
DAO-ს მოქნილი ექსპანსია ახალ ქსელებზე
W ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ სტეიკინგზე განათავსონ საკუთარი ტოკენები და მიიღონ საბაზისო შემოსავლის 4%-ის ოდენობის სარგებელი და გავლენა იქონიონ პროტოკოლის განახლებებზე, მათ შორის საკომისიოს მოდელებზე, ბლოკჩეინის ინტეგრაციებზე და უსაფრთხოების პარამეტრებზე.
შეჯამება
Wormhole არის კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების გაგზავნას, მონაცემების გაზიარებას და მმართველობას 30-ზე მეტ ბლოკჩეინზე. მისი სტრუქუტრა აერთიანებს on-chain კონტრაქტებს და დეცენტრალიზებულ Guardian ქსელს უსაფრთხოებისა და მასშტაბირებადობის უზრუნველსაყოფად.
პლატფორმა მხარს უჭერს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელთა შორისაა ადგილობრივი და შეფუთული ტოკენის გადაგზავნა, Wormhole ანგარიშსწორება და დეველოპერების ინსტრუმენტები პლატფორმების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და მონაცემების მისაღებად. W ტოკენი უზრუნველყოფს მულტიჩეინ მმართველობას MultiGov-ის სტრუქტურის საშუალებით, რაც ტოკენის მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღებაში და სტეიკინგში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.