მთავარი დეტალები
StakeStone არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის დანიშნულებაა ბლოკჩეინ-ქსელებს შორის ლიკვიდურობის გადატანის პროცესის გაუმჯობესება.
StakeStone უზრუნველყოფს ბლოკჩეინებს შორის ლიკვიდურობის გადატანის გამარტივებას omnichain ინფრასტრუქტურის და LayerZero ტექნოლოგიის გამოყენებით.
ის ფოკუსირებულია დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi) სხვადასხვა აქტივის, მაგალითად ether-ის (ETH) და Bitcoin-ის (BTC) უფრო ეფექტურად გამოყენებაზე და ისეთი პრობლემების აღმოფხვრაზე, როგორიცაა ფრაგმენტული ლიკვიდურობა, შემოსავლის გენერირების არაეფექტურობა და კროს-ჩეინ ოპერაციების სირთულე.
რა არის StakeStone?
StakeStone წარმოადგენს ბლოკჩეინის პროტოკოლს, რომელზეც დაფუძნებულია „omnichain“ ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურა. მისი წყალობით შესაძლებელია ბლოკჩინებს შორის აქტივების გადატანის პროცესის გამარტივება. ამ პროტოკოლის მიზანია DeFi-სთვის დამახასიათებელი პრობლემების აღმოფხვრა, რაც მოიცავს იზოლირებული ქსელებიდან აქტივების გადმოტანის შეუძლებლობას, რაც ართულებს მომხმარებლის მიერ მათ გამოყენებას და ჯილდოების გამომუშავებას.
ეს პროექტი მოიცავს სხვადასხვა სერვისს და ინსტრუმენტს, რომელთა შორისაა:
STONE: ტოკენი, რომელიც წარმოადგენს სტეიკინგზე განთავსებულ ETH-ს და იძლევა მოგების გამომუშავების პარალელურად მის DeFi-ში გამოყენების შესაძლებლობას.
SBTC და STONEBTC: ტოკენები, რომელიც მომხმარებელს აძლევს საკუთარი BTC-ის ლიკვიდურობისთვის და შემოსავლის გენერირებისთვის სხვადასხვა ბლოკჩეინზე გამოყენების საშუალებას.
LiquidityPad: პლატფორმა, რომელიც ახალ ბლოკჩეინებს ეხმარება ლიკვიდურობის მოზიდვასა და მართვაში.
STO ტოკენი: მმართველობის ტოკენი, რომელიც მომხმარებელს აძლევს პროტოკოლის მუშაობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას ხმის მიცემის შესაძლებლობას.
როგორ მუშაობს StakeStone
StakeStone-ის მუშაობა მოიცავს ტექნიკურ კომპონენტებს და მართვის მექანიზმების კომბინაციას. ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი და ფუნქცია.
STONE: შემოსავლის გენერირების ETH
STONE არის ტოკენი, რომელიც წარმოადგენს სტეიკინგზე განთავსებულ ETH-ს. როდესაც მომხმარებელი საკუთარ ETH-ს განათავსებს StakeStone-ზე, ის მიიღებს STONE ტოკენს, რისი წყალობითაც ის შეძლებს სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავებას და ამავდროულად მის გამოყენებას DeFi აპლიკაციებში, მაგალითად თანხის გასესხებისთვის ან ვაჭრობისთვის. ამის წყალობით ETH-ის მფლობელებს აღარ უწევთ სტეიკინგსა და DeFi-ში მონაწილეობას შორის არჩევანის გაკეთება.
STONE შექმნილია, როგორც უნივერსალური ჩანაცვლებადი ტოკენი (OFT), რომელიც იყენებს LayerZero ტექნოლოგიას, რაც იძლევა ბლოკჩეინებს შორის აქტივების მარტივად გადატანის შესაძლებლობას. მის ფასს განსაზღვრავს პროტოკოლის სმარტ კონტრაქტი და არა დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX-ები), რაც იძლევა არბიტრაჟის შესაძლებლობას DEX-ების ფასებს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში.
SBTC და STONEBTC: ლიკვიდური და შემოსავლის გენერირების BTC
StakeStone წარმოგვიდგენს ორ ტოკენს, რომელთა დანიშნულებაა Bitcoin-ის სმარტ კონტრაქტების შეზღუდული ფუნქციების გაუმჯობესება:
SBTC (ლიკვიდური BTC): აერთიანებს BTC-ის სხვადასხვა დერივატივს (მაგ., WBTC-ს, BTCB-ს) ერთიან ლიკვიდურ ტოკენში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ ბლოკჩეინებზე, როგორიცაა Ethereum, BNB Chain და ა.შ. მომხმარებლები ახორციელებენ BTC-ის დერივატივების დეპოზიტს და Minter-ისგან იღებენ SBTC-ს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა DeFi აქტივობაში, როგორიცაა ვაჭრობა ან სესხების გაცემა.
STONEBTC (შემოსავლის გენერირების BTC): დაფუძნებულია SBTC-ზე და გამოიყენება შემოსავლის გენერირებისთვის DeFi-ს ცენტრალიზებული-დეცენტრალიზებული ფინანსების (CeDeFi) და რეალური სამყაროს აქტივების (RWA) სტრატეგიების მეშვეობით. მომხმარებლები ახორციელებენ SBTC-ის ან BTC-ის სხვა დერივატივების დეპოზიტს, რის შემდეგაც STONEBTC ავტომატურად ახდენს აქტივების გადანაწილებას შემოსავლის ოპტიმიზაციის მიზნით.
ამ ტოკენების წყალობით შესაძლებელია Bitcoin-ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენება DeFi-ში, რაც ამცირებს ფრაგმენტაციას და აუმჯობესებს კაპიტალის ეფექტურობას. შესაძლებელია StakeStone-ის ინტეგრაცია სხვადასხვა ქსელში, მაგალითად Mantle-ში, Linea-ში და Zircuit-ში, რაც იძლევა SBTC-ის და STONEBTC-ის მეტი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
LiquidityPad
LiquidityPad არის პლატფორმა, რომელიც ახალ ბლოკჩეინებს ეხმარება ლიკვიდურობის მოზიდვასა და მართვაში. ის მოქმედებს, როგორც Ethereum-ზე გაშვებული DeFi ეკოსისტემისა და ახალი ქსელების დამაკავშირებელი ხიდი. მომხმარებლები ახორციელებენ ETH-ის და BTC-ის დერივატივების ან სტეიბლკოინების დეპოზიტს ეკოსისტემის ქსელებში და სანაცვლოდ იღებენ LP ტოკენებს. ეს ტოკენები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც Ethereum-ის DeFi-ში, ასევე ახალი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში, შემოსავლის ორივე მათგანიდან მიღების მიზნით.
ეს ორმიმართულებიანი მოძრაობა ახალ ბლოკჩეინებს აძლევს Ethereum-ის ღრმა ლიკვიდურობაზე წვდომის შესაძლებლობას, Ethereum-ის მომხმარებლებს კი ეძლევათ შემოსავლის გაზრდის საშუალება ამ მზარდი ეკოსისტემების წყალობით. LiquidityPad ამცირებს ტოკენის არასტაბილურ ჯილდოებზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას.
ლიკვიდურობის უნივერსალური ინფრასტრუქტურა
StakeStone-ის ძირითად ინოვაციას წარმოადგენს ლიკვიდურობის უნივერსალური სისტემა, რაც გამორიცხავს ნელი და საფრთხის შემცველი ტრადიციული ხიდების საჭიროებას. ამის ნაცვლად ის იყენებს მარკეტ-მეიკერის სისტემას, სახელწოდებით Credit Margin Engine (CME), რომელიც:
უზრუნველყოფს სტაბილურ ლიკვიდურობას სხვადასხვა ბლოკჩეინზე.
ახდენს ფასების ოპტიმიზაციას ფასის ცურვის შემცირების და სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით.
გვაძლევს ბლოკჩეინებს შორის ტრანზაქციების ერთი დაწკაპუნებით განხორციელების შესაძლებლობას, განსხვავებით ტრადიციული ხიდებისგან, რომლებიც საჭიროებს მრავალსაფეხურიან პროცესს.
CME-ის მუშაობა ეფუძნება Native-ის ინფრასტრუქტურას, რაც მოიცავს ავტომატურ მარკეტ-მეიკერებს და უნივერსალური თავსებადობის სისტემას. 2025 წლის მაისის მონაცემებით, StakeStone-ს აქვს 20-ზე მეტი ბლოკჩეინის და 100-ზე მეტი პროტოკოლის მხარდაჭერა.
მმართველობა და STO ტოკენი
STO ტოკენი ცენტრალურ როლს ასრულებს StakeStone-ის მართვის პროცესში. მომხმარებლებს შეუძლიათ დაბლოკონ საკუთარი STO და მიიღონ veSTO, რაც მათ აძლევს ხმის მიცემის უფლებას. მაგალითად, veSTO-ს მფლობელები იღებენ გადაწყვეტილებას STONE-Fi, BTC-Fi და LiquidityPad პულებით მიღებული ლიკვიდურობის ჯილდოების განაწილებასთან დაკავშირებით. ისინი ასევე იღებენ დამატებით შემოსავალს საკუთარი დაბლოკილი ტოკენებიდან.
მართველობის სისტემა მოიცავს შემდეგს:
„ქრთამების“ სისტემა: პროტოკოლები ახორციელებენ STO-ს ან პარტნიორის ტოკენების დეპოზიტს ლიკვიდურობის მოზიდვის მიზნით. ამის შემდეგ ხდება STO „ქრთამების“ ნაწილის დაწვა, რაც ამცირებს ტოკენის საერთო მარაგს, ხოლო პარტნიორის ტოკენის „ქრთამების“ მეშვეობით კი ხდება პროტოკოლის ხაზინის დივერსიფიკაცია.
სვოპის მექანიზმი: არბიტრაჟის შესაძლებლობის გაჩენის შემთხვევაში, STO-ს მფლობელებს შეუძლიათ ტოკენები გადაცვალონ სახაზინო აქტივებში (მაგალითად პარტნიორის ტოკენებში) ფასეულობის გენერირების და დეფლაციური წნეხის შენარჩუნების მიზნით.
ვესტინგი: veSTO ტოკენების უკან STO-ში კონვერტაცია საჭიროებს 30-დღიან ვესტინგის პერიოდს, რაც უზრუნველყოფს გრძელვადიან ჩართულობას.
StakeStone-ის ხედვა
StakeStone-ის მიზანია გახდეს უნივერსალური ლიკვიდურობის ინფრასტრუქტურის საფუძველი, ისევე, როგორც TCP/IP ინტერნეტისთვის. ის ცდილობს შექმნას ბლოკჩეინის ეკოსისტემა, სადაც:
შესაძლებელია ლიკვიდურობის გადატანა ბლოკჩეინებს შორის.
კაპიტალი ეფექტურად გამოიყენება მაღალი ხარჯებისა და დაყოვნებების გარეშე.
შესაძლებელია ახალი ბლოკჩინების გაშვება ლიკვიდურობის მოზიდვასთან დაკავშირებული სირთულეების გარეშე.
ამის განხორციელებას პროტოკოლი გეგმავს ტექნიკური გაუმჯობესებებით, სხვა ბლოკჩეინებთან, მაგალითად Scroll-თან და Mantle-თან პარტნიორობით და გამჭვირვალობაზე და მდგრადობაზე ორიენტირებით.
STO და Binance HODLer Airdrop-ები
2025 წლის 2 მაისს, Binance განაცხადა, რომ STO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-17 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 27-დან 29 აპრილამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს STO-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი STO, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა STO-ს ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
StakeStone წარმოადგენს დეცენტრალიზებულ პროტოკოლს, რომელიც ფოკუსირებულია DeFi-ს ლიკვიდურობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე და გვთავაზობს სხვადასხვა ინსტრუმენტს, როგორიცაა STONE, SBTC, STONEBTC და LiquidityPad. ბლოკჩეინების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის, შემოსავლების ოპტიმიზაციისთვის და აქტივების გადატანის გამარტივებისთვის ის იყენებს უნივერსალურ ინფრასტრუქტურას. StakeStone-ის მმართველობის სისტემის მხარდაჭერა ხდება STO ტოკენის მეშვეობით. უსაფრთხოებაზე კონცენტრირებით, ის მიზნად ისახავს ურთიერთდაკავშირებული და ეფექტური ბლოკჩეინ-ეკოსისტემის შექმნას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.